ანუ რაში მდგომარეობს თქვენი დახმარება :) ერთ ჩემ კლასელს აქვს რაღაც ბლოგი და სტატიებს დებს ხოლმე და არც თუ ისე ცოტა ნახვები და კომენატერბი აქვს ხოლმე ხოდა დავენიძლავე რომ ერთ საიტზე სიახლეს დავდებ თქო და არანაკლებ50 ნახვა და 15 კომენტარი ექნება თო და ძალიან გთხოოვთ რა დამიკომენტარეთ ნახვებს კი მოვაგროვებ მაგრამ კომენტარებზე ძალიან გთხოოვთ
FUNNY FACTS
2002 წელს 19 წლის უსახლკარო ბიჭმა მოიგო 15 მილიონი დოლარი ლატარეაში,მთელი თანხა მან ნარკოტიკებზე,სასმელზე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე დახარჯა,ახლა ის ისევ უსახლკაროა. სამსახურში ძილი იაპონიაში დაშვებულია,მიიჩნევენ რომ თუ მუშაობისგან გადაღლილი ხარ შეგიძლია ცოტა ხანი დაიძინო. შავ კანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკანიანი ქერა ბავშვი შეეძინათ. 21 დღე ზედიზედ რაღაცის გათება საკმარისია რომ იგი ჩვევაში გადაგეზარდოს.
წერტილს "i"-ს თავზე "tittle" ჰქვია. ადამიანები ვინც მარტოსულად გრძნობენ თავს უფრო დიდი ხანი იღებენ აბაზანას ვიდრე ის ადამიანები რომლებიც ასე არ გრძნობენ. ორი ყველაზე გავრცელებული შიში: კლოუნების და სიმაღლის. ტომას ჯეფერსონს ეზიზღებოდა ბანკები და მათ არმიაზე უფრო შაშიშად მიიჩნევდა. არის კომპანია რომელიც ბავშვების ნახატებიდან სათამაშოებს ქმნის.
ნებრასკაში არის ქალაქი სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს ( Monowi,Nebraska) "Twitter" "Facebook" და "Youtube" დაბლოკილია ჩინეთში. მთლიანად ამერიკა 5,4 მილიარდ დოლარს ხარჯავს ყოველწელს ცხოველებელის მოვლაში. უფრო ნაკლები შანსია იმისი რომ ადამიანები რომლებიც ყავას ხშირად სვმანე არ ჩაიდენენ სუიციდს. იუმორი და სიცილი არის ორი ყველაზე სწრაფი თავის დასაღწევი გზა სტრესისგან. "Twitter"-ს იმდენად ბევრი მომხმარებელი ჰყავს,რომ იგი ქვეყანა რომ ყოფილიყო მსოფლიოში სიდიდით მე-12 ადგილზე იქნებოდა.
ჩინეთში მოსახლეობის თითქმის ნახევარი საერთოდ არ იხეხავს კბილებს. ხალხის მხოლოდ 10-20% -ს შეუძლია ცალი წარბის აწევა. კანადაში არის 3 მილიონზე ტბა,რაც აღემატება სხვა ყველა ქვეყნის ტბების ჯამს. ყველაზე დიდი ოჯახი დაფიქსირებულია ინდოეთში,იგი შედგება ერთი კაცისგან,39 ცოლის და 94 ბავშვისგან. არის წიგნი სახელად " "The Cuddle Sutra" რომელშიც აღწერილია 50 სხვადასხვა სახეობის ჩახუტება.
ყველაზე პატარა ზომის მამაკაცის სასქესო ორგანო მოზრდილ კაცებში დაფიქსირებულია-1 სმ.
48 ადამიანია ამერიკის შეერთებულ შტატებში,რომლებსაც იესო ქრისტე ჰქვიათ.
საშუალოდ ადამიანი ცხოვრებაში 7,160 -ჯერ იღებს აბაზანას.
ღორის ორგაზმი 30 წამი გრძელდება.
10,000 უფრო მეტი ჩიტი კვდება ყოველ წელს,ფანჯარაზე შეჯახებით.
ნომოფობია არის ტელეფონის დაკარგვის შიში. გაღვიძებიდან 10 წუთში შენ დაგავიწყდება შენი სიზმარის 90%. სკუბი დუს დაბადების სახელი არის სკუბერთ დუ. ნაახლოებით 10,000,000 ადამიანს აქვს დაბადების დღე მაშინ როცა შენ გაქვს. სამგზავროდ წასვლისას ყველაზე ხშირად კბილის ჯაგრისი ავიწყდებათ. საშუალოდ სტრიპტიზიორი წელიწადში 125,000 დოლარს გამოიმუშავებს.
იმედი მაქვს ძალიან სულელობა არ გამომივიდა და ცოტა მაინც გამხიარულდით :)
ეხლა კი შემოგთვაზებთ საუკეთეოს სპორცმენების გამონათქვამებს :)
მაშინ, როდესაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანია სპორტით დაკავებული, ძალიან რთულია ნებისმიერ სპორტის სახეობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება და საკუთარი თავის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებმაც სახელი გაითქვეს თავიანთი განსაკუთრებული ნიჭით. მოდით გადავხედოთ რამდენიმე გამორჩეული სპორტსმენის გამონათქვამებს. ლიონელ მესი
"მირჩევნია ავიღო ჯილდო გუნდთან ერთად, ვიდრე ინდივიდუალურად ყველაზე მეტი გოლის გატანის გამო. ჩემთვის მეტად საფიქრალია, რომ ვიყო უკეთესი ადამიანი ვიდრე საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, რა დაგრჩება თან? როდესაც აღარ ვითამაშებ ფეხბურთს, ვიმედოვნებ, რომ ხალხს წესიერ კაცად დავამახსოვრდები".
"მე არასდროს მითქვამს უარი არგენტინელობაზე და არც არასდროს მომნდომებია. ძალიან ამაყად ვგრძნობ თავს, რომ ვარ არგენტინელი, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან წამოვედი. ეს გარკვეული მქონდა ღრმა ბავშვობიდანვე და არასდროს მინდოდა შევცვლილიყავი. ბარსელონა ჩემი სახლია, რადგან კლუბმაც და აქაურმა ხალხმაც მომცა ყველაფერი. თუმცა, მაინც, მე ყოველთვის დავრჩები არგენტინელად".
"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მსურდა პროფესიონალურად მეთამაშა და ყოველთვის ვიცოდი, რომ მომიწევდა ბევრი მსხვერპლის გაღება. მე გავიღე მსხვერპლი არგენტინის დატოვებით, ჩემი ოჯახის დატოვებით, რომ დამეწყო ახალი ცხოვრება. შევიცვალე მეგობრები, ჩემი ხალხი. ყველაფერი. მაგრამ ყველაფერი, რაც გავაკეთე, გავაკეთე ფეხბურთისათვის, იმისთვის, რომ მიმეღწია ჩემი ოცნებისათვის".
"ბარსელონა ჩემი ცხოვრებაა. მათ მომიყვანეს იქ, სადაც ვარ დღეს. მე არ შემიძლია და არ მინდა აქაურობის დატოვება. ვიცი, რომ პრემიერ ლიგა ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვხედავ ინგლისში, რადგან ჩემი გული ყოველთვის ბარსელონასთანაა".
"ფული არ არის მოტივაციის ფაქტორი. ფული არ მათამაშებს უკეთესად მხოლოდ იმიტომ, რომ სიმდიდრეს თავისი უპირატესობები აქვს. უბრალოდ ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ფეხებთან ვგრძნობ ბურთს. ჩემი მოტივაცია მოდის იმ საქმის კეთებიდან, რომელიც მიყვარს. რომ არ მიხდიდნენ პროფესიონალ ფეხბურთელად ყოფნის გამო, მაინც მონდომებით ვითამაშებდი".
კრიშტიანუ რონალდუ
"არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ ლიონელის მშურდეს... მე არ ვადარებ საკუთარ თავს სხვებს. მე ვარ კრიშტიანუ რონალდუ და შემიძლია მოვიპოვო მეტი მედალი, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. მე არ მიყვარს დასვენება. ფანები ელიან, რომ იხილონ არაჩვეულებრივი კრიშტიანუ რონალდუ და ვცდილობ, რომ არასდროს გავუცრუო მათ იმედები". "არასდროს დამიმალავს ის ფაქტი, რომ ჩემი განზრახვაა ვიყო საუკეთესო". "გოლის გატანა ყველაზე ბედნიერ გრძნობას მგვრის მსოფლიოში. მე მიყვარს გუნდისთვის ქულის მოტანა და არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვეულებრივი გოლია ახლო მანძილიდან, შორეული დარტყმა თუ რამდენიმე მოთამაშის მოტყუება, მე უბრალოდ მიყვარს ნებისმიერი სახის გოლის გატანა". "მე ვგრძნობ დაუსრულებელ საჭიროებას სწავლისა, განვითარებისა. არამარტო იმისთვის რომ ვასიამოვნო მწვრთნელსა და ფანებს, არამედ დავრჩე კმაყოფილი საკუთარი თავით. მწამს, რომ სწავლას არ აქვს საზღვრები და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, მაინც არასდროს უნდა გაჩერდე". "ჩემი ჯარიმების საიდუმლო? მე უბრალოდ ვუყურებ კარს და ვამბობ: "გამოიყენე დარტყმა, კრიშტიანუ"". "მამაჩემს ყოველთვის ჰქონდა სიცოცხლის ხალისი, მას უყვარდა ფეხბურთი. თავს ცოტა ცუდად ვგრძნობ, რადგან მას რომ შეძლებოდა ჩემი ყურება, თუ რას მივაღწიე, ნამდვილად დიდი რამ იქნებოდა მის ცხოვრებაში. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ რომ ის ზემოდან ყოველთვის მიყურებს". "სერ ალექსი მამაჩემი იყო ფეხბურთში. იგი იყო გადამწყვეტი ჩემს კარიერაში და ფეხბურთს გარეთ არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემთან მიმართებაში. ნიჭი არ არის ყველაფერი. შეიძლება ის მოგყვებოდეს ბავშვობიდან, მაგრამ აუცილებელია, რომ ისწავლო და იღწვოდე რომ გახდე საუკეთესო".
რაფაელ ნადალი
"ჩემი ამბიციაა ვიყო ძალიან, ძალიან ნორმალური ადამიანი. ძალიან უშუალო ადამიანი. ვითამაშო ჩოგბურთი, რომელიც მიყვარს და ვიყო საუკეთესო. და როდესაც დავასრულებ კარიერას, უბრალოდ მინდა ვიყო სახლში მეგობრებთან ერთად". "ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი პატიოსანი საკუთარ თავთან და მათთან, ვისაც სჯეროდა ჩემი" "არა წაგება, არამედ წაგების შიშია ჩემი მტერი" "როჯერ ფედერერი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში. იგი იგებს ყველაფერს". "ეს სპორტია და ხან წააგებ, ხან მოიგებ. თუმცა, როდესაც გადიხარ გრძელ გზას, ხალხს შენი გამარჯვებები უფრო ამახსოვრდება, ვიდრე დამარცხებები". "ზოგჯერ ხალხს გონია, რომ როდესაც ვიგებ, ეს ხდება იმიტომ, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. არა, ეს ხდება იმიტომ, რომ კარგად ვთამაშობ".
როჯერ ფედერერი
"ყოველთვის მომწონდა ჩოგბურთის მოთამაშის პოზიციაში ყოფნა. საკუთარი თავისთვის უნდა დამებრალებინა, როდესაც ვაგებდი. საკუთარი თავისთვის უნდა დამებრალებინა, როდესაც ვიგებდი. და მე ეს ძალიან მომწონს, რადგან ფეხბურთსაც ხშირად ვთამაშობდი და ვერ ვიტანდი, როდესაც რაღაცის მეკარისთვის დაბრალება მიწევდა". "მამაჩემმა მითხრა, რომ თუ მივუდგებოდი ჩოგბურთს პროფესინალურად, უნდა შევსულიყავი საუკეთესო ასეულში, რომ გამეკეთებინა ცოტაოდენი ფული. უნდა მქონოდა ხელფასი, რათა გადამეხადა მწვრთნელისთვის და აქეთ-იქით მოგზაურობისთვის". "როდესაც რაიმეს საუკეთესოდ აკეთებ ცხოვრებაში, შენ ნამდვილად არ გინდა რომ თავი დაანებო და ეს ჩემთვის ჩოგბურთია". "როდესაც 2003 წელს გავიმარჯვე, ჩემს ყველაზე გიჟურ ოცნებაშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ "უიმბლდონის" მოგება შემეძლო და ჩემი შვილებისათვის იმის ჩვენება, თუ როგორ ვწევ ამ ჯილდოს, ამიტომაც ეს ძალიან ირეალურია. და დიახ, მე კინაღამ შოკი მივიღე, როდესაც ყველაფერი ასე კარგად დასრულდა". "ვიყო კარგი მეუღლე ისეთი დიდი პრიორიტეტია ჩემთვის, როგორიც ვიყო კარგი მამა". "ძალიან ბევრი სწორი რამ გავაკეთე ბევრ შეჯიბრში. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი ზოგჯერ სპორტში ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ალბათ, იმდენჯერ გაიმარჯვებ, რომ შემდეგ უნდა წააგო. არ ვიცი". "ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც მშობლები ჩემ საყურებლად მოდიოდნენ. შემდეგ ვნერვიულობდი, როდესაც მეგობრები მოდიოდნენ. დღეს, ეს პრობლემა აღარ მაქვს, რადგან უკვე მსიამოვნებს მათი მოსვლა. მე ვხედავ, რომ ისინი პატივს მცემენ და სწორედ ამიტომ ვცდილობ დავუმტკიცო მათ, რომ კვლავ კარგი ჩოგბურთის თამაში შემიძლია".
ლებრონ ჯეიმსი
"მამაჩემი არ იყო ჩემთან ბავშვობაში და ყოველთვის ვამბობდი: "რატომ მაინც და მაინც მე? რატომ არ მყავს მამა? რატომ არ არის ის აქ? რატომ დატოვა მან დედაჩემი?" მაგრამ, როდესაც გავიზარდე და ჩავუღრმავდი ამ საკითხს, ვიფიქრე: "არ ვიცი, რისი გადალახვა უწევდა მამაჩემს, მაგრამ თუ იგი იქნებოდა ყოველთვის ჩემ გვერდში, ვიქნებოდი კი ის, ვინც ვარ დღეს?"" "ახლა, როდესაც ვარ მშობელი, მივდივარ სახლში და ვხედავ ჩემს ვაჟს, მავიწყდება ყველა შეცდომა, რაც კი დავუშვი და მიზეზი, თუ რატომ ვარ გაბრაზებული. მე მივდივარ სახლში და ვხედავ თუ როგორ იცინის ჩემი შვილი ან როგორ მორბის ჩემკენ. ამან გამზარდა მე როგორც ინდივიდუალი და გამზარდა, როგორც კაცი". "ვერ ვიტან, როდესაც თანაგუნდელებს იმედს ვუცრუვებ. ვიცი, რომ არ გამომივა ყველა სროლა. ზოგჯერ, ვცდილობ რომ სწორად ვითამაშო, მაგრამ თუ წავაგებთ, თავს საშინლად ვგრძნობ და არა იმიტომ, რომ ამაზე პასუხების გაცემა მომიწევს. თავს საშინლად ვგრძნობ თამაშის შემდეგ გასახდელში, რადგან ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, რათა თანაგუნდელებს მოგებაში დავხმარებოდი". "არასდროს ვყოფილვარ ეგოისტი და ეს ერთადერთი გზაა ჩემი თამაშისა. ვცდილობ, რომ მაქსიმუმი გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობებისა არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი გუნდელებისთვისაც". "როდესაც სათამაშო მოედანზე გადიხარ, ეს არ არის იმაზე მოეწონები თუ არა ვინმეს. ის რაც მნიშვნელოვანია არის მაღალ დონეზე თამაში და ყველაფრის გაკეთება შენი გუნდის მოგებისათვის". "ვთვლი, რომ გუნდი უპირველესია". "არ გეშინოდეთ დამარცხების - ეს წარმატების გზაა". "მთხოვეთ, რომ ვითამაშო - ვითამაშებ. მთხოვეთ, რომ ვისროლო - ვისვრი. მთხოვეთ, რომ გავაკეთო პასი - გავაკეთებ. მთხოვეთ, რომ მოვპარო, დავბლოკო, ვილიდერო - ნებისმიერი. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მთხოვთ თქვენ. ეს ისაა, რასაც მე საკუთარ თავს ვთხოვ". "კალათბურთი ჩემი გატაცებაა და მე მიყვარს ის. მაგრამ ჩემი ოჯახი და მეგობრები ყველაფერია ჩემთვის. ესაა ის, რაც მნიშვნელოვანია".
კობი ბრაიანტი
"მე გავაკეთებ ნებისმიერ რაღაცას თამაშის მოსაგებად. არის ეს სკამზე ჯდომა და პირსახოცით გამშრალება, წყლის ჭიქის მიწოდება თანაგუნდელისათვის თუ გადამწყვეტი ბურთის ჩაგდება". "მე არ მინდა ვიყო შემდეგი მაიკლ ჯორდანი. მე მინდა ვიყო კობი ბრაიანტი". "ბევრს ლაპარაკობენ ჩემზე, რომ ვარ ინდივიდუალური შოუების მოყვარული, თუმცა ეს ასე არაა. ჩვენ ვიგებთ თამაშებს, როდესაც ვაგროვებ 40 ქულას და მოგვიგია მაშინაც, როდესაც მომიგროვებია 10". "მე მინდა ვიყო საუკეთესო. ეს მარტივია. ვთამაშობ იმისთვის, რომ ვიყო საუკეთესო". "ყველაფერი ნეგატიური - ზემოქმედება, გამოწვევები - ჩემი შესაძლებლობაა, რომ გავიზარდო". "მთლიანად მაიკლის თემა ხანდახან მაგიჟებს, რადან ხალხი სულ ამაზე ლაპარაკობს. ის ხოტორაა, მე მაქვს თმა. ის თითქმის ორმოცისაა, მე ოცდაორის. სერიოზულად, ვისურვებდი რომ ხალხს უფლება მოეცა ჩემთვის უბრალოდ ვიყო კობი" (2001) "ჩემი მშობლები ჩემი დასაყრდენია. მხოლოდ ისინი მიგულშიმატკივრებენ მაშინ, როდესაც დავაგროვებ 0 ქულას და მაშინაც, როდესაც დავაგროვებ 40-ს".
P.S რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ სპორტსმენებისა, რომლებიც გამორჩეულები არიან თავიანთი ნიჭით, თუმცა შევეცადე ისინი შემერჩია, რომლებიც აღმოჩენითაც მსოფლიო განსაკუთრებულად აღფრთოვანებული დარჩა და ისინი, ვინც ყველაზე მეტი ფანის გულის მოგება მოახერხეს.
საკმაოდ საინტეტერესო იყო ეხლა კი ისევ :
FUNNY FACTS
ლონდონში არის ოთახი სახელად " წვიმის ოთახი" სადაც ყველა ადგილას მოდის წვიმა გარდა იმ ადგილისა სადაც შენ დგახარ. ორმა ბიჭმა მეგობრამა ზავი დადო,რომ რომელიც პირველი მოკვდებოდა მის დასაფლავებაზე მეორე კაბით მივიდოდა. გამოფხიზლებაში ვაშლი უფრო გეხმარება ვიდრე კოფეინი. იესო ქრისტე 5 ჯერ უფრო მეტჯერაა მოხსენიებული ყურანში ვიდრე მუჰამედი.
სიზარმაცეს და არააქტიურობას იმდენივე ადამიანის მოკვლა შეუძლია რამდენისაც მოწევას. ჭკვიანი ადამიანები უფრო სწრაფად იფიქრებენ სარკასტულ წინადადებებს ვიდრე ნაკლებად ჭკვიანები. ქალებს თავის ასაკთან ყველაზე დიდი შეხედულება ოთხშაბათს აქვთ 3:30 წუთზე. Dr.Dre -მ არ იცოდა რომ ემინემი თეთრკანიანი იყო,სანამ ისინი არ შეხვდნენ. ბობ მარლის უკანასკნელი სიტყვები მისი შვილი ზიგისთვის იყო " ფულით ვერ იყიდი ცხოვრებას".
შაკირა თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად,არაბულად,იტალიურად,პორტუგალიურად და ესპანურად. ალბერტ აინშტაინს თუ დავუჯერებთ თაფლის ფუტკრები რომ არ არსებობდნენ 4 წელიწადში მოვკვდებოდით. ყოველ წელს ნიდერლანდები 20,000 ცალ ტიტას უგზავნის კანადას,მეორე მსოფლიო ომში დახმარებისთვის. არსებობს ყვავილი რომელსაც შოკოლადის სურნელი აქვს. ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება დაფიქსირებულია 91 წელი და 12 დღე.
1895 წელს შტატ ოჰაიოში მხოლოდ ორი მანქანა დადიოდა და ის ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. როდესაც "lose yourself "-მა მოიგო ჯილდო ყველაზე კარგი ორიგინალური სიმღერისთვის,ემინემი სახლში იყო და ეძინა რადგან არ ფიქრობდა რომ გაიმარჯვებდა. ამჟამად ზიმბაბვეს მხოლოდ 217დოლარი აქვს ბანკში. Facebook-ის ზედმეტად ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს,დეპრესია,ნარცისიზმი,მუცლის ტკივილი და უძილობა მოზარდებში. MGM ლომმა,რომელიც გამოყენებოდა ლოგის რეკლამის გადაღებისთვის,მოკლა თავისი ტრენერი და ორი ასისტენტი რეკლამის გამოსვლიდან მეორე დღეში.
ნემო გამოყენებული იყო მულტფილმში " Monster's,inc",როგორც ბუს ერთერთი სათამაშო, "finding Nemo"-ს გადაღებამდე ორი წლით ადრე. სპანჯბობში გამოყენებული "კრასტი კრაბი"-ს შენობა სინამდვილეში არის ლობსტერების დასაჭერი ხელსაწყო. ადამიანები რომლებიც ღამე გვიან წვებიან უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ისინი ვინც ადრე მიდიან დასაძინებლად. ისააკ ნიუტონი ვაჟიშვილი გარდაიცვალა. 1700 იან წლებში,რუსმა ქალმა 16 ტყუპი გააჩინა.
მემგონი ცუდი არ გამოვიდა :) ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ რა :)
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:1034 | დაამატა:-Beauty™ | რეიტინგი:5.0/4