მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » Dream on<3))
10:42 PM
Dream on<3))

My Sweety, Crazy, loveldreams

for contest

accessories, beautiful, beauty, chain, cool, cuteaccessories, adorable, animal, book, bow



მიყვარს ღამე.. რატომ? იმიტომ, რომ დღის მშფოთვარე და მღელვარე ცხოვრების შემდეგ ღამის მდუმარებასა და სიმშვიდეში ფიქრისა და ოცნებებისთვის კარები ფართოდ იღება...რაზე ვოცნებობ? ყველასა და ყველაფერზე: ბედნიერებაზე, სიყვარულზე, წარმატებაზე.. რატომ გადავწყვიტე თემის დადება? მინდა ცხოვრებაში პირველად თამამად ვილაპარაკო იმაზე, რაც რეალურად მინდა და რაზეც ვოცნებობ, ყოველგვარი შელამაზებისა და შენიღბვის გარეშე და შენ მკითხველო, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგი და სიახლის კითხვა დაიწყე ნუ დაგეზარება და ბოლომდე ჩადი-დარწმუნებული ვარ ჩემი ოცნებები შენს გულსაც შეეხება ;))

amazing, aria montgomery, ashley benson, beautiful

Dream-photography-by-annhe-100604-530-353_large

1.ძალიან ბევრი ოცნება მაქვს და დანამდვილებით ვერ გეტყვით იმას, თუ რა მინდა ყველაზე მეტად ამიხდეს, მაგრამ პირველ ადგილზე მინდა სიყვარული დავაყენო.. მიყვარს ჩემი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და მსურს ყველას ყოველივე საუკეთესო ვუსურვო, თუმცა ამ გრძნობაზე საუბრისას, ალბათ ყველას პირველ რიგში საპირისპირო სქესს შორის არსებული სიყვარული ახსენდება და არც მე ვარ გამონაკლისი-მინდა შევხვდე მეორე ნახევარს, ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდეს და ისე მიცნობდეს, როგორც ეს „პს. მე შენ მიყვარხარ"-შია(ფილმი)

couple, love

2.მაგრამ სანამ პირველი სურვილი ამისრულდება, მინდა ჩემს კლასელებთან ერთად, რომლებთანაც ჩემი სიცოცხლის ნახევარზე მეტი მაქვს გატარებული მეთორმეტე კლასის ბოლოს ერთ კვირიან ექსკურსიაზე წავიდე იტალიაში და მოვიაროთ რომი, ვატიკანი, ვენეცია და ფლორენცია..(პს. მინდა ამ დროისათვის საოცნებო ატესტატი 28-ვეს ჰქონდეს :დ )

3...ასეა თუ ისე, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში, მის რომელ კუთხეში, ქალაქსა თუ სოფელშიც არ უნდა ცხოვრობდეთ ბოლომდე ტკბები თავისუფლებით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამჯერი გოგო ვარ :დ ზოგჯერ მეც მინდა იმ მკაცრ დოგმებს გადავუხვიო, რომელსაც თუნდაც ჩემს სკოლაში აქვს ფესვები გადგმული, ამიტომაც ერთი სული მაქვს სრულწლოვანი გავხდე და ამერიკაში-ჩემი ოცნების ქვეყანაში ჩავიდე, ამავდროულად ნებისმიერ ადგილას ვერ ვიცხოვრებ-მინდა ლოს ანჯელესში ან ნიუ იორკში მქონდეს პატარა, მაგრამ კომფორტული ბინა, სადაც ჩემს დასთან და დაქალთან-ხატიასთან ერთად ვიცხოვრებ..

4.რაც არ უნდა მოხდეს და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გადავწყვიტო ცხოვრება, დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, ამიტომ მინდა ჩემს ქვეყანასთან საქმითაც ვიყო დაკავშირებული და რადგან აქ წარმატების მიღწევა რთულია და ბევრ რამეზე ქართველებს უარის თქმა გვიწევს, ამიტომაც დასაწყისისათვის მინდა, რომ სტარბაქსის ოფიციალური წარმომადგენელი ვიყო საქართველოში, მოგვიანებით კი ჩემი საკუთარი კომპანია დავაარსო, რომლის სათავო ოფისი ლოს ანჯელესში იქნება და რომელიც ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ მინდა, რომ ეს იყოს მსოფლიო დონის ბრენდი!

5.ვგიჟდები ექსტრემზე და ძალიან მინდა, რომ ოდესმე ჩემს შეყვარებულთან ერთად პარაშუტით გადმოვხტე

6.მართვის მოწმობა მინდა მალე ავიღო, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული მანქანა ნამდვილად არ მინდა და რადგან ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანის საყვარელი მარკა ბეემვე იყო, მეც მინდა მის სახსოვრად ბეემვე-იქს 6 ვიყიდო

7.ჩემი ოცნება ყოველთვის იყო სასიმღერო კარიერით გამეთქვა სახელი, მაგრამ სამწუხაროდ განსაკუთრებული ხმა ნამდვილად არ მაქვს, ამიტომ ვიცი, რომ ეს სურვილი არ ამიხდება, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ჰოდა მეც მინდა ერთი სტუდიური ალბომი გამოვუშვა, რომელში შესული 15-ვე სიმღერა(არც მეტი არც ნაკლები) ჰიტი გახდება, რამდენიმე კლიპთან ერთად!

8. ამაზე ოცნებით დიდად თავი არასოდეს მომიკლავს, რადგან მსახიობობას არასოდეს ვაპირებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი საინტერესო ფილმი ვნახე, რომ ძალიან მომინდა მასში მონაწილე რამდენიმე მსახიობთან ერთად ფილმში მიმეღო მონაწილეობა და ჩემი მომავალი ფილმის ქასთიც უკვე შერჩეული მაქვს: იან სომერჰალდერი, პაულ ვესლი, ჯოზეფ მორგანი, ეშტონ კაჩერი, ტეილორ ლოტნერი, ზაკ ეფრონი,მაილი საირუსი, კენდის აკოლა, კლერ ჰოლტი, ნანა ვეკუა (:დ) ეშლი ბენსონი.. უმაგრესი ფილმი იქნებოდა დამიჯერეთ! :დ

  

9.მეგობრებთან, უფრო სწორად დაქალებთან(და არავითარი ბიჭები) მინდა ორლანდოში, დისნეილენდში უმაგრესი დრო გავატარო ჩემს დაბადების დღეზე, მერე სადმე კლუბში წავიდეთ და მთელი ღამე თავისუფლებისა და თავნებობის რამდენიმე საათად ვაქციოთ :დ

10.მინდა ახალ წელს დასთან და დაქალებთან-მარისთან გვანცასთან და ხატიასთან ერთად ავსტრალიაში შევხვდე

11. ჩემი სურვილია რამდენიმე ძმაკაცთან და დაქალებთან ერთად რიოს კარნავალს დავესწრო..

12.ძალიან მინდა საქართველოში კონცერტის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ დემი ლოვატო, მაილი საირუსი, ბრუნო მარსი, ბიონსე, რიანა, კრის ბრაუნი, ემინემი, ტეილორ სვიფტი, ქერი ანდერვუდი, Lady Antebellum და One Direction

one direction

13.მინდა მე და დედა მოსკოვში ჩავიდეთ, რომ ამდენი ხნის შემდეგ 

თავისი ყველა ნათესავი კიდევ ერთხელ მოინახულოს

14.დაქალთან(ხარიასთან) ერთად შოპინგზე მინდა ლონდონში ჩავიდე(დარწმუნებული ვარ ეს ყველაზე მაგარი შოპინგი იქნება ორივესათვის, ამას რომ კითხულობდეს მიხვდება რატომაც :დ)

15. ძალიან მინდა ქიმიის ოლიმპიადაში, ან ფიზიკის კონკურსში მე და გიომ გავიმარჯვოთ, რომ როგორც ვგეგმავდით ეს ზაფხული ან ბორჯომში გავატაროთ ან ჩვენს გუნდთან ერთად-ტაილანდში :დ

16.მინდა მოტოციკლით რბოლა მოვაწყო მეგობრებთან ერთად ზუსტად ისე, როგორც „ციდან სამ მეტრზე"-შია(ფილმი)

17.ძალიან მინდა იუმორისტული შოუს ავტორი გავხდე, რომლის წამყვანებიც ჩემი მეგობრები კვიტა, ბერო და იკა იქნებიან, დანარჩენს გაგრძელება არ სჭირდება, იმიტომ, რომ უკვე თვალწინ მიდგას ამ შოუს წარმატება :დ

18.ვამპირირს დღიურებში მინდა მონაწილეობის მიღება აი ძალიან, თუნდაც მხოლოდ ერთ სერიაში

19.მინდა საქორწილო ფიცი წყალქვეშ დავდო, ქორწილიც ზღვის სანაპიროზე გადავიხადო, თაფლობისთვე კი ეგვიპტეში  გავატარო

20.მინდა ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან.. ბედნიერი და მოსიყვარულე ოჯახი შევქმნა და სამი შვილი მყავდეს-ორი ბიჭი(უფროსები) და ერთი გოგო

21. მინდა აიფანზე დაწყებული ჩემი ახალი მოთხრობა „The Soldier Diaries” კითხვადი მოთხრობა გახდეს!(რეკლამა: მართლა საინტერესო შინაარსი აქვს და თუ არ დაგეზარებათ სერჩში მისი მოძებნა არ გაგიჭირდებათ :დ)

image image

22.მინდა მე და ხატია რეალ-მადრიდისა და ბარსელონას მატჩს დავესწროთ ესპანეთში და საბოლოოდ შევწყვიტოთ კამათი მესი ჯობია თუ რონალდო(ისე მართლა თქვენი აზრით რომელი უკეთ თამაშობს? :დ)..

ნუ მოკლედ მგონი ძალიან გამიგრძელდა და ალბათ თქვენც მოგბეზრდათ კითხვა, ამიტომ აქ გავჩერდები..ბევრი ჩემი სურვილის ასრულება შესაძლებელია, ბევრზე კი შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ ოცნება ოცნებადვე დარჩება, თუმცა ვინ იცის რას გვიმზადებს მომავალი, როგორც ამბობენ „ბედისწერა დამარცხებულთათვისაა, მათთვის, ვისაც ურჩევნია შეეგუოს რეალობას, ვიდრე იბრძოლოს მომავლისათვის"-მე არ ვარ დამარცხებული და არც დანებებას ვაპირებ, შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სურვილი ვერ ავისრულო, ან არ ამისრულდეს(„ჩემს ქასთან" მუშაობა, ალბომის ჩაწერა..:დ), მაგრამ სანუგეშოდ იმასაც ამბობენ, ზოგჯერ ასეც ხდებაო, მე დღეს იმითაც კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რაც მაქვს და თუ თავს ცოტა მეტი ოცნების უფლებას მივცემ ამისათვისაც ვერავინ/არავინ დამძრახავს.. ბოლოსკენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩემს თემას დროდაუთმეთ და მარადიული პრობლემა: კომენტარები არ დაგავიწყდეთ :დ :*:*

ashley benson, friendship, girl, photography

nina dobrev, candice accola, friends, photoshoot

ashley benson, selena gomez, vanessa hudgens

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 835 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-01-10 Spam
მომეწონაა <33 წარმატებებიი <3 და ყველა ოცნების ასრულებას გისურვებბ <33 :*