მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 10 » Dreads
6:48 PM
Dreads
Dreadlocks

Large
~ დრედები უკვე ძალიან პოპულარული გახდა!
~ალბათ გაინტერესებთ საიდან მოდის ეს ვარცხნილობა
როგორ უნდა მოვუაროთ მას და როგორ კეთდება ის.
ასე რომ თუ ეს თქვენთვის საინტერესოა

♥ სრულიადში ♥

Large

ბევრს დრედი თმის მოდური ვარცხნილობა ჰგონია, რომელიც დიზაინერის ფანტაზიის ნაყოფია. სინამდვილეში კი დრედი, უბრალოდ, თმის მდგომარეობაა მას შემდეგ, რაც იგი არ დაუვარცხნიათ და არ შეუჭრიათ.

დრედი საკმაოდ პრაქტიკული ვარცხნილობაა, რადგან მას არ სჭირდება ხშირი დაბანა და დავარცხნა, თანაც იგი თითქმის ველას უხდება.

Large

დრედის გაკეთება არც ისე რთული საქმეა, თუ კარგი მოთმინების უნარი გაქვთ. აი, მათი გაკეთების საიდუმლოც:

თმები დაანაწილეთ დაახლოებით საჩვენებელი თითის სისქეზე (დრედებიც ამ ზომისა გამოვა), შემდეგ თითოეული დანაწევრებული თმის კუდი შეკარით რეზინით. აიღეთ თმის ერთი ნაწილი და რკინის სავარცხლით (შესაძლოა ჩანგლითაც) ნელა და ნაწილ-ნაწილ, უხეშად აჩეჩეთ თმის ზრდის საპირისპიროდ, ისე რომ სრულიად აბურდული მასა მიიღოთ, რომლის დავარცხნაც შეუძლებელი იქნება. თმები მთლიან სიგრძეზე უნდა იყოს აბურდული, განსაკუთრებით კი ძირებში, ამის შემდეგ იწყება უშუალოდ დრედის დახვევა, დრედის სპირალისებურად დახვევისას საგულდაგულოდ წაუსვით მას სანთელი ან კარგი ხარისხის თაფლი (იგი მალე გაშრება და გარკვეული დროის შემდეგ აღარ დაგწეპავთ). მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. იგივე პროცედურა ჩაიტარეთ თმის დანარჩენ ნაწილზეც.

Large

დრედების დაწნა კეფიდან დაიწყეთ, დანარჩენი თმები კი უბრალო რეზინებით ან სხვა სახის თმის სამაგრებლებით დაამაგრეთ, ხელი რომ არ შეგიშალოთ მუშაობაში.

დრედების შესანარჩუნებლად თმებს გამუდმებით უნდა აიძულოთ, გაიზარდონ ისე, როგორც თქვენ გინდათ, ანუ დრედების გაკეთება გრძელვადიანი პროცესია, თუმცა არა უსასრულო. ბოლოს უკვე თქვენი თმები თავისით გაიზრდება დრედებად.

ახლა დრედებთან დაკავშირებული რამდენიმე უსიამოვნო ფაქტის შესახებ:

დრედების დაშლა შეუძლებელია, თუ მათი მოშორება განიზრახეთ, ისინი უბრალოდ უნდა მოიჭრათ. კიდევ ერთი არანაკლები უსიამოვნება ის გახლავთ, რომ მათი გაკეთებიდან თავის დაბანა მინიმუმ ორ კვირას არ შეიძლება.

Large

საერთოდ, დრედების მოვლა არც ძალიან რთული საქმეა და არც ძალიან მარტივი, დრედებმა ფორმა რომ არ დაკარგონ, კვირაში სამჯერ მაინც უნდა გასანთლოთ ისინი, იგივე უნდა გააკეთოთ ყოველი დაბანის შემდეგ.

ყურადღება მიაქციეთ საერთოდ სისუფთავეს, თავში თუ მავნე მწერები ჩაგიბუდდათ, მერე ვერაფერი გიშველით. ასე რომ, ხშირად ატარეთ ქუდი _ ბუნებაში გასეირნებისას ან ისეთ ადგილებში მოხვედრისას, სადაც სპეციფიკური სუნია, დრედი ადვილად ისრუტავს სუნს და შემდეგ მისი მოშორება ძნელია.


იხილეთ დრედების ფოტოები:















გაიკეთებდით დრედებს?


კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1438 | დაამატა: ♥AnnaMaria♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
2013-05-11 Spam
amas ar gaviketeb cxovrebaShi :\
sxvis tmebze momwons . Chemze darwumenuli var sashineleba iqneba ..
Siaxle Kaiaa