მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 24 » Douglas Booth
5:36 PM
Douglas Booth

Douglas Booth

|ბიოგრაფია| |ილმოგრაფია|ფაქტები|

|Gif & Pics|

  



''ახალი რომეო'', 20 წლის დუგლას ბუთი, ბრიტანელი მსახიობია, რომელმაც სახელი გაითქვა BBC-ის მინისერიალებით_''Worried About The Boy'', სადაც თამაშობდა პოპ-როკერ Boy George-ს და Pip--ის როლით სატელევიზიო დრამაში ''Great Expectations''. დუგლასი ასევე გამოჩნდა ფილმ ''LOL''-ის ამერიკულ რიმეიქში, სადაც მას პარტნიორობას მაილი საირუსი უწევდა; 2013 წლის ოქტომბერში გამოვა ''რომეო და ჯულიეტას'' კიდევ ერთი ეკრანიზაცია, რომელშიც იგი ოსკაროსან მსახიობ ჰეილი სტეინფელდთან ერთად თამაშობს. დუგლასი ამჟმად ფილმ ''Noah''-ს გადაღებებითაა დაკავებული, სადაც ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად მონაწილეობს, როგორებიც არიან ენტონი ჰოპკინსი, ემა უოთსონი, ლოგან ლერმანი და სხვები. კინოსურათის პრემიერა 2014 წლის 18 მარტისთვისაა დაგეგმილი.
მსახიობის გარდა დუგლასი წარმატებული მოდელიცაა და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, ''ბარბერის'' სარეკლამო კამპანიებში, ემა უოთსონთან, როზი ჰანტინგტონთან, ლილი დონალდსონთან და სხვა ინგლისელ მოდელ-მსახიობებთან ერთად.  
 
დუგლასი 1992 წლის 9 ივლისს დაიბადა ინგლისში, ბრიტანელი მამისა და გერმანული და ესპანური წარმომავლობის დედის ოჯახში. 
Vogue-სთან ინტერვიუში მსახიობმა გაამხილა, რომ იტანჯება დისლექსიით(დასწავლის უუნარობა): ,,მე პატარაობიდანვე ვიტანჯებოდი დისლექსიით, ამიტომ ვიცოდი, რომ ვერაფერს გავაკეთებდი ისეთ, რაც დაუკავშირდებოდა სწავლას. როცა 12 წლის ასაკში აგამემნონი ვითამაშე, მივხვდი, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა ის იყო, რაც მინდოდა.''

FilmographY

Hunters Of The Kahri_2006


From Time To Time_2009


Worried About The Boy_2010


The Phillars Of The Earth_2010

Christopher and His Kind_2011

Great Expectations_2011


LOL_2012


Romeo And Juliet_2013


Noah_2014




Facts
 

✘15 წლისამ გააფორმა კონტრაქტი კურტის ბრაუნთან_იმ აგენტთან, რომელიც თანამშრომლობს რობერტ პატინსონთან, დევ პატელთან, ტომას სანსტერთან და სხვებთან ერთად.
 

✘არის აქტიური სპორტსმენი_ატარებს ველოსიპედს, იცის ცხენზე ჯირითი, თხილამურებზე დგომა, ადრე თამაშობდა რაგბის, ცურვა და წყლის თხილამურები მისი საყვარელი სპოტია.
  

✘არის ბარიტონი მომღერალი, უკრავს საყვირზე, ხოლო LOL-ისთვის ისწავლა გიტარაზე დაკვრაც

✘მისი დედა და უფროსი და არიან მსახიობები
 

✘ჰყავს ორი უფროსი და
 

|Gifs & Pics|





 
 

 
 

 

  
  
  



 
 
 


 

  
  
  

 
 



  
  
  
 
 

  
  
  




 
 



იმედია, მოგეწონათ ) 
SmiLerMegI

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 912 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-02-24 Spam
7. Tày Sama   ( Tày[??????]


ra sayvrlebi arian! kargi siaxleaa)