მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 14 » DON'T FORGET ME
9:32 PM
DON'T FORGET ME

Don’t forget me

                                                 გამოფხიზლება

2000 წლის 1 იანვარი

სახლში გამთენიისას დავბრუნდი,ყველას ეძინა კაროლინის გარდა,გამიკვირდა,მის აქ ყოფნას არ ველოდი,სავარძელში იჯდა და როგორც ჩანს მე მელოდებოდა რადგანაც ჩემს დანახვაზე ოდნავ დაიძაბა

-ახალ წელს გილოცავ-ჩუმად ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე

-მეც გილოცავ-ვერდულად გამიღიმა-იცი,მაგარი ფეიერვერკები გამოტოვე,მე და დედამ ერთად გავუშვით

-ჰო?...არაუშავს,მომავალ წელს მე და შენ გავუშვათ-მშვიდად ვუთხარი და მოვეფერე

კაროლინმა დაბნეული მზერა მომაპყრო,თითქოს თავს მოტყუებულად გრძნობსი

-ეიდენ,შენ ჩემი უფროსი ძმა ხარ და არ უნდა მატყუებდე,მე კარგად ვიცი რომ მომავალი წელი არ იქნება,ექიმის მონაყოლი ყველაფერი გავიგონე,უბრალოდ ისე მაინც ნუ მომაჩვენებ თავს რომ არაფერი მომხდარა-კაროლინმა ყველაფერი სწრაფად ჩაარაკრაკა და გაჩუმდა ჩემი რეაქციის შესაფასებლად,მე კი ხმას ვერ ვიღებდი,პირი დამეღო და სიბრაზისგან ერთიანად ვთრთოდი,ესეიგი მან იცოდა რომ ლეიკემია სჭირდა.

2000 წლის 3 მარტი

დღეს ახალ ფაკულტეტზე გადავედი სასწავლებლად,სისხლის სამართლის საფუძვლები,პირველივე ლექცია სისულელე იქნებოდა რომ არა ერთი გოგო რომელიც ჩემს წინ იჯდა და საკმაოდ აქტიურობდა,რამდენიმე წუთი აბეზარი ჟურნალისტი მეგონა მაგრამ შემდეგ გავიაზრე რომ მას უკვე შევხვედროდი და თანაც ორჯერ,პირველად სასაფლაოზე და მეორე ახალი წლის ღამეს,ამხელა ქალაქში ასეთი დამხვევები...თუმცა რა სისულელეა,ბედისწერა ხომ არ არსებობს.

ლანჩის დროს მის მაგიდასთან მივედი,მარტო იჯდა და მომეჩვენა რომ მანაც შემამაჩნია

-გამარჯობა-მივუახლოვდი და მივესალმე

წიგნს,რომელსაც კითხულობდა თვალი მოწყვიტა და ამომხედა

-გამარჯობა-ისიც მომესალმა და შევატყვე რომ მიცნო

სკამზე დავჯექი

-მესამედ შევხვდით და შენი სახელი ჯერ კიდევ არ ვიცი-ჩემი ჩვეული ჩვევები გამოვიყენე და მომნუსხველად გავუღიმე,იმედი მქონდა რომ არ მეუხეშებოდა

-ელი-მითხრა და თავისი მილკ-შეიკი მოსვა-არც მე არ ვიცი შენი სახელი

-ეიდენი-გამიხარდა რომ საქმე ასე ადვილად წარიმართა-შეამჩნიე რომ ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობთ?

-არა-თავი გაიქნია-როდიდან?

-დღეიდან,შენს უკან ვზივარ და იმედია რაღაცეების გადაწერის საშუალებას მომცემ,სიბეჯითით არ გამოვირჩევი

მას ჩემს ნათქვამზე გაეცინა რაც მხოლოდ კარგის მომასწავებელი იყო

-კარგი მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემ რომ მასში შეცდომები არ იქნება

-ოო,არაუშავს,ამგვარად ჩვენ ცუდ ნიშნებს მივიღებთ და გაგვრიცხავენ

-ისე ლაპარაკობ თითქოს ერთხელ უკვე გამოერიცხეთ რამე სასწავლებლიდან

-ჰო,მესამე კლასში რომ ვიყავი მაშინ,მასწავლებელს სკამზე ჭიკარტი დავუდე და თმები გადავპარსე

ელს სიცილი აუვარდა

-მისმინე,წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ საღამოს ვახშამზე დაგპატიჟო?-ვარჩიე პირდაპირ მეთქვა მისთვის

ელმა სიცილი შეწყვიტა და მე გამომხედა

-ამ...wow..მმმმ...იცი...-ორჭოფობდა,უჭრდა გადაწყვეტილების მიღება-..ეეე...კარგი,თანახმა ვარ

2000 წლის 7 ივნისი

მე და ელი ერთად ვართ,ვფიქრობ რომ ეს ჩვენი ურთიერთობის საუკეთესო ეტაპია,ყველაფერი რიგზეა პირადულში,სხვა ყველაფერი კი კატასტროფის პირასაა,წინა კვირას ელის ოჯახი გავიცანი,აღმოჩნდა რომ დედამისი საოცრად გაქვს მამაჩემს,ამაზე რა თქმა უნდა თვალის დახუჭვა მომიწია.სადილს კი არც ისე უხერხულად ჩაუვლია როგორც ამას მე მოველოდი.

ერთად კარგად ვერთობით 


„ჩარლზ,ბოდიში,იმედია მაპატიებ რომ ძალიან დიდი ხანია შენთვის არაფერი მომიწერია,ვერ ვიცლიდი,ერთი ძალიან კარგი გოგონა გავიცანი,ელი ქვია,ახლა მასთან ვარ,საერთოდ ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებ,სწორედ ამიტომ ვერ ვიცლიდი შენთქვის,ცხოვრებას შავი და თეთრის გარდა სხვა ფერებიც შეემატა,მაგალითად ნაცრისფერი,ყავისფერი,ოქროსფერი და წითელი,რა თქმა უნდა ყველაფერში გამოერევა დიდი, მუქი შავი წერტილი,ამ შემთხვევაში ეს მამაჩვენი სულაც არ არის,პრობლემა კაროლინშია,მისი ავადმყოფობა სულ წინ და წინ მიიწევს ჩვენ კი ვერაფრით ვეხმარებით,თვის დასაწყისში ექიმთან გვყავდა,ძალიან განიცდის ამ ყველაფერს,იმდენადაც კი რომ თითქმის შეწყვიტა კონტაქტი ჩემთანაც კი,არ ვიცი რითი დავეხმარო,არ მინდა ისიც შენსავით დავკარგო."

2000 წლის  25 აგვისტო

ბოლო უიქენდებზე ქალაქიდან ვიყავით გასული,მე,ელი,კაროლინი,დედა და მამა,ეს ბოლო ზედმეტი იყო მაგრამ სხვაგვარად არ გამოდიოდა,წესით უნდა გვემხიარულა მაგრამ საპანაშვიდო ვითარება უფრო სუფევდა ვიდრე ბედნიერი ოჯახური თავყრილობა,ყველაფერი უკან უკან მიდის მე კი არ შემიძია ამის შეჩერება,არადა ძნელია უყურო როგორ გენგრევა ყველაფერი თავზე.

2000 წლის 31 დეკემბერი

ნიუ-იორკში ახალი წელი ძალიან სწრაფად მოვიდოა,დრო საოცრად სწრაფად გაფრინდა,შეიძლება ესე მარტო ჩემთვის მოხდა მაგრამ რაც მთავარია ჩემს დას პირობა შევუსრულო,დღეს ერთად გავუშვებდით ფეიერვერკებს,მას ეს ახარებდა და მეც წამით ბედნიერება დამიბრუნდა.

2001 წლის 5 მაისი

როგორც იქნა მე ელი სახლში მარტონი დავრჩით,დედა კაროლინთან ერთად წავიდა კინოში,მაიკლს თმქა არ უნდა და ახლა ჩვენ შეგვიძლია რაიმე უფრო მნიშვნელოვნით დავკავდეთ და ამაშ ხელი არავინ შეგვიშალოს.



2001 წლის 13 ივლისი

-არა,ეიდენ,ეიდენ,არ დაარტყა,გეხვეწები-ელის კივილი ზურგს უკან ჩამესმოდა მაგრამ მე უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი ჩემს საქციელს,იმ ნაბიჭვარს ვურტყამდი და თან ვგრძნობდი როგორ მომესვარა მთელი ხელი სისხლით,მან ჩემს შეყვარებულს შეურაწყობა მიაყენა და ამისთვის ისჯება კიდეც.ერთხელ დავატყი სახეში,მეორედ მესამედ და მეოთხედ უკვე გაითიშა,მეხუთეთ,მეექვსე აღარ დამცალდა,ვიღაცამ მკლავში მძლავრი ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა,ეს პოლიციელი იყო,ვერ მივხვდი იქ როგორ მოხვდა მაგრამ პირველადი დაკავების განყოფილებაში წამიყვანეს და გირაოს გადახდამდე არ მიშვებდნენ.

რამდენიმე საათის ჩემთან პილიციელი მოვიდა და საკნის კარი გამიღო

-შეგიძლია გამოხვიდე თავისუფალი ხარ,მამაშენმა გირეოს თანხა გადაიხადა

საკნიდან გამოვედი და მაიკლს შევეჩეხე

-რამდენი გადაიხადე?მითხარი და ყველაფერს დაგიბრუნებ,შენი მოწყალება არ მჭირდება

-როგორ გგონია ეს მოწყალების გამო გავაკეთე?-მშვიდად მითხრა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო

-რა თქმა უნდა,სხვა რისთივს?

-შენ ალბათ დაგავიწყდა რომ ჩემი შვილი ხარ,მე კი ეს ჯერ კიდევ მახსოვს

-მართლა?მიღწევაა,არ მეგონა თუ შენი ოჯახი ჯერ კიდევ გახსოვდა-გავიკვირვე და წამოსვლა დავაპირე

-მოიცადე ეიდენ-მაიკლმა ხმამაღლა დამიძახა-მე არ მითქვამს შენთვის რომ წასულიყავი

შემოვბრუნდი და ზიზღით შევხედე

-ასე არ შეიძლება ეიდენ,მე მამაშენი ვარ და მიყვარხარ-თავი ცინიკურად გავიქნიე-რა გგონია რომ მე ოჯახი არ მიყვარს?რომ შენს დაზე არ ვფიქრობ?ან ჩარლზე? საერთოდ წარმოდგენა თუ გაქვს რამდენჯერ გამითენებია ღამეები თეთრად,იმიტომ რომ შენი ძმა მენატრებოდა,ან კაროლინზე ფიქრში,ჩემს მეორე შვილსაც ვკარგავ და არ მინდა რომ მესამეც დავკარგო,არ მინდა ეიდენ გესმის? არ მინდა,რამდენიმე წლის წინ კარგი ოჯახი გვქონდა და ახლა რამ შეგცვალა?

-ჩარლზის სიკვდილმა ყველაფერი შეცვალა-ენა ჩავარდნილმა ძლივს ამოვილუღლუღე

-მაშინ ვეცადოთ რომ გამოვსწორდეთ,კაროლინისთვის მაინც-მაიკლი ჩემსკენ წამოვიდა

მე არაფერი მითქვამს,უბრალოდ თავი დავუქნიე

2001 წლის 31 აგვისტო

-დაბადებისდღეს გილოცავ-თორმეტ საათზე ვიღაც შემოვარდა ჩემს ოთახში და თავზე დამახტა-აღიარე რომ პირველმა მე მოგილოცე

საბანი გადავიძვრე და წამოვჯექი,ელენი გაღიმებული მიყურებდა

-როგორ შემოხვედი?

-დედაშენმა შემომიშვა-მაცდურად ჩაიცინა-ისიც მალე მოვა

-რა ჩაიფიქრეთ?-ცალი წარბი ზევით ავწიე

მაგრამ თქმა არ დასცალდა ოთახში სანთლებით კაროლინი შემოვიდა,ხელში დიდი ტორტი ეკავა და დედასთან და მამასთან ერთად happy birthday-ს მიმღეროდნენ,ცოტა გამიკვირდა მაგრამ გამიხარდა კიდეც.

 

2001 წლის 5 სექტემბერი

ცოტა ხნის წინ გავიგე რომ ჩვენს ოჯახს მალე ახალი წევრი შემოემატება,შვიდ თვეში ან ძმა ან და მეყოლება,უცნაურია არა? ჩემს მშობლებს რომ კითხო არა, შევატყვე როცა ეს გვითხრეს კაროლინს ჯერ როგორ გაუხარდა მაგრამ მერე მოიწყინა,მიხვდა რომ მის დაბადებას ვერ ნახავდა,ამაზე ფიქრიც კი მკლავდა,მხოლოდ ელიზე ფიქრი მაძლებინებინებდა და კიდევ სასწაულის იმედი,არ მინდოდა ჩემი დის სიკვდილისთვის მეყურებინა

2001 წლის 7 სექტემბერი

-გიხარია რომ მალე და ან ძმა გეყოლება?-მკითხა ელმა

-ჰო,რა თქმა უნდა,მაგრამ ცოტა უცნაურია,თუმცა სასიამოვნოც-მხრები ავიჩეჩე,ამ თემაზე ჩამოყალიბებული აზრის გამოთქმა გამიჭირდა

-და თუ ჩვენ გვეყოლება შვილი?-გვერდულად ამომხედა და გაუბედავად მკითხა

დაბნეულმა გავხედე და თვალები შუბლზე ამივიდა

-მოიცა,შენ რა ორსულად ხარ?-გაფითრებულმა ვკითხე

ელი გაჩუმდა,თავი ხელებში ჩამალა და არაფერი მიპასუხა

-ელი-მისი სახელი წარმოვთქვი-მე კითხვა დაგისვი

თუმცა პასუხი ისედაც ვიცოდი მაგრამ არ მინდოდა დაჯერება,როდი,როგორ,ჩვენ ხომ თავს ვიცავდით?

***   

-ელი ორსულადაა-ვუთხარი მამაჩემს,მის კაბინეტში ვისხედით და ვსაუბრობდით,უცებ გაჩერდა,მკვეთრად შემოტრიალდა ჩემსკენ და წამით გაშრა,მერე კი...

-მართლა? ეს შესანიშნავი აბვაია,მაგრამ...შენ,შენ მზად ხარ ამისთვის? ან ელი? თუმცა უკვე პატარები აღარ ხართ,მე რომ შენხელა ვიყავი ჩარლზი ორი წლის იყო

-კი მაგრამ მაიკლ...

-ოჯახს მიხედვა სჭირდება,სამსახურს ჩემთან დაგაწყებინებ,მე მაინც მალე უნდა დავტოვო ჩემი პოსტი,ახალგაზრდა აღარ ვარ,მინდა მეც დავისვენო ჩემს ოჯახთან ერთად,ხვალ გამოდი და კომპანიის საფუძვლებს გაგაცნობ,მერე ჩემთან ერთად დაიწყებ მის მართვას....არავითარი მაგრამ ეიდენ,შენ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია..არავითხარი მაგრამ ეიდენ

-მოიცა,უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ კარგი თანახმა ვარ...

-ჰო,კარგია,თუმცა შენ რომც არ ყოფილიყავი თანახმა სხვა გზა მაინც არ გქონდა-წამით სახეზე ღიმილი გადაეფინა და მერე ისევ დასეიოზულდა,მე სკამიდან წამოვდექი და სახლში წამოვედი...

2001 წლის 11 სექტემბერი

მშვენიერი დღე იდგა,ნიუ-იორკში სექტემბრის ამ დროს საშინელი წვიმები იცის ხოლმე მაგრამ დღეს მზე ანათებდა,ცოტა ხანში მაიკლთან შევივლიდი,მერე მე და ელი ქორწილის საქმეებზე უნდა გავსულიყავით,ერთ თვეში ხელს ვაწერდით,მართალია არც ერთ არ გვინდოდა წვეულება მაგრამ ჩვენს მაგივრად უკვე გადაწყვეტილი იყო,ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხებოდა.


„ჩარლზ,ბედნიერი ვარ,ცოვრებაში პირველად ვგრძნობ რომ სრული ბედნიერება შევიცანი,კაროლინი ჯერ კიდევ ჩვენთან არის,მამაჩემთან პრობლემები მოვაგვარე,მე და ელის მალე დავქორწინდებით,ვიცი,ბავშვის ჯერ არ ველოდით და ამისთვის არცერთი არ ვართ მზად მაგრამ წინ ცხრა თვე გვაქვს და ალბათ ამ დროის განმავლობაში ჩვენს ახალ ამპლუებს კარგად შევეჩვევით.

ერთხელ განდიმ თქვა რომ ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო ფუჭია მაგრამ ეს აუცილებელია იმიტომ რომ ამას შენს გარდა ვერავინ გააკეთებს,მე კი მას არ ვეთანხმები,ვფიქრობ რომ არაფერი არ არის ფუჭი,ჩემი ცხოვრება არ არის ფუჭი,მივხვდი რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ბლანტი სითხის ქვეშ ვცხოვრობდი და ახლა გამოვფხიზლდი,ჩემში ახალი ფერები შემოვიდა,ყვითელი,ვარდისფერი,მწვანე,იასამნისფერი,ცისფერი...

მემგონი ამიერიდან არაფერი იქნება ისე როგორც უწინ,ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ამაში ყველანი დამეხმარებიან,მემგონი ბედნიერი ვარ"

ქუჩა სწრაფად გადავკვეთე და მამაჩემის კომპანიაში მივედი,თვითონ არ დამხვდა,მდივანმა მითხრა რომ მალე მოვიდოდა და მირჩია კაბინეტში დავლოდებოდი

-მირჩევნია წავიდე და მერე მოვიდე

-მისტერ მაიკლმა მითხრა რომ დამელოდოსო-გამიმეორა მდივანმა

-კარგი,მაგრამ თუ მალე არ მოვა წავალ-ვუთხარი და კაბინეტში შევედი

აქ დარჩენა არ მინდოდა,ელის სანახავად მიმეჩქარებოდა,დიდი დრო ისედაც არ გვქონდა დარჩენილი ქორწილამდე.

ჩანთა მოვიხსენი და ფანჯარასთან მივედი.ამ ცათამბრჯენიდან მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანდა,ულამაზესი იყო აქაურობა,უნებურად გამეღიმა და ჩანაწერების წიგნაკი ამოვიღე

„ჩარლს,დღეს მემოგნი მუშაობს ვიწყებ,მაიკლი არ არის და დალოდება მიწევს,რაღაც არ მინდა,ერთი სული მაქვს როდის წავალ,უცნაური დღეა,ირგვლივ ყველფერი ჩახუთულია,მზეც თითქოს ერთი ორად გადიდდაო მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის რომ ძალიან სიმშვიდეა,თითქოს ზედმეტად სიწყნარეც კი ნიუ-იორკული ცხოვრებისთვის.ასეთი დღეები არც ისე ხშრია.

უცნაური შეგრძნება მეუფლება,თითქოს ბოლოჯერ გწერ,ალბათ სისულელეა მაგრამ არ მომწონს ეს შეგრძნება.

მაგრამ თუ მაინც რამე მოხდა,მინდა მან იცოდეს ერთი რამ

ელი,მიყავარხარ,კაროლინ შენ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ მთელს დედამიწაზე,და მოუთმენლად ველი ჩემი ძმის დაბადებას.

ეიდენი."

წერა დავასრულე და გადავხედე,თავი გავიქნიე და ამოხევა მოვინდომე მაგრამ გავჩერდი,სახლში რომ მივალ მერე ამოვხევა გავიფიქრე და ჩანაწერი ჩანთაში ჩავჩურთე.

 უფრო ჩამოცხა,მანქანების სიარული თითქოს მიწყდა,მხოლოდ რაღაც გრუხუნის ხმა ჩამესმოდა ყურში მკრთალად...


 Breaking news

დღეს ნიუ-იორკის ტყუპ შენობებზე ტერორისტების მიერ განხორციელდა თავდასხმა,ორივე შენობა დანგრეული,მსხვერპლი 2000 ადამიანს სცილდება...




იმ დღეს ყველა საინფორმაციო გამოშვება ამას იუწყებობოდა,უამრავმა ადამიანმა დაკარგა ოჯახის წევრები,მეგობრები,შვილები,მაგრამ არავინ იცოდა რომ იქ ერთი ბიჭიც დაიღუპა,სახელად ეიდენი,პოლიციამ ნანგრევებში პატარა წიგნაკი იპოვა,

მხოლო ყდაზე მიწერილი მისამართით შეძლეს პატრონის ვინაობის დადგენა...

ელიმ შეძლო წაეკითხა რომ ეიდენს ძალიან უყვარდა

კაროლინმა ვეღარ გაუძლო და ძმის სიკვდილიდან ერთ თვეში თვითონაც დახუჭა თვალები სამუდამოდ

ეს ტრაგედია ყველასთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა,ჩარლზის საფლავის გვერდით ეიდენის საფლავიც გაჩნდა წარწერით

„ეიდენ ფორბსი

საყვარელი შვილი,მამა და ძმა"

მესამე საფლავი კი კაროლინის იყო...

ეიდენის დაღუპვიდნ მხოლოდ სამი თვის შემდეგ იპოვეს წარწერა

 „მიყვარხარ და მენატრები"

შეიძლება ძალიან სევდიანი დასასრულია მაგრამ ეს იყო ერთი უბრალო ისტორია იმ 2000 ადამიანს შორის  რომელიც სექტემბერში დატრიალებულ ტრაგედიას შეეწირა,ის მხოლოდ ერთი მათგანი იყო,მისი ცხოვრებისეული ისტორიით რომელიც ამ შემთხვევამ შეიწირა,ეს მხოლოდ ერთი იყო არადა იქ 2000 ახალი ამბავი იმალებოდა,უბრალოდ მინდოდა თქვენამდე მომეტანა ის ფაქტი რომ იქ ვინც დაიღუპა მათაც ჰქონდათ თავიანთი ცხოვრება,იმის მიუხედავად რომ მათ შესახებ არავინ იცოდა

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1028 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-09-21 Spam
Dzzalian magari iyo <3 yochag