მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 10 » DON'T FORGER ME
11:27 PM
DON'T FORGER ME

"Gandhi said that whatever you do in life will be insignificant, but it’s very important that you do it because nobody else will. Like when someone comes into your life and half of you says: "You’re nowhere near ready”. And the other half says: "Make her yours forever”. Michael, Caroline asked me what would I say if I knew you could hear me. I said: "I do know. I love you. God, I miss you, and I forgive you.


Don’t forget me

ბლანტ სითხეში

1997 წლის 15 მაისი

დღეს სკოლა დავამთავრე,სულ რაღაც ხუთი წუთის წინ ამის დამადასტურებელი ატესტატი გადმომცეს,გვერდულად გავუღიმე და ქაღალდის უბადრუკი ნაგლეჯი გამოვართვი დირექტორს,მან ხელი ჩამომართვა და წარმატებები მისურვა,არაფერი ვუთხარი,იმედი მქონდა მისი სიტყვები არ ასრულდებოდა,ამ უსასრულობასთან შერწყმულ პარანოიით მოცულ სამყაროში ცხოვრება ნაღდად არ მინდოდა

-ეიდენ,ძვირფასო,გილოცავ-უკნიდან დედაჩემის ხმა მომესმა,ნინა როგორც ყოველთვის აფორიაქებული და დაბნეული იყო,მოვიდა და გადამეხვია უკან კაროლინი მოყვებოდა,გრძელი თმები მხრებთან შეეკრა და მიცინოდა,არა,ამ პარანოიან სამყაროში მხოლოდ ის იყო ერთადერთი რომელსაც ეს სინდრომი არ სჭირდა.

***

სიგარეტს მოვუკიტე და ჩარლზის საფლავის გვერდით ჩამოვჯექი.საკმაოდ მზიანი დღე იყო მაგრამ არავის გახსენებია რომ 15 ბოლო დღე იყო როცა ჩარლზი ცოცხალი ვნახეთ,16 კი მოკლეს,ნინასაც კი არ ახსოვდა,ვინმე უცხო რომ ყოფილიყო ვიტყოდი ხუთი წელი გავიდა და არ ახსოვს მაგრამ დედამისი იყო,არ მესმოდა მისი. თუმცა ნინა მაიკლთან შედარებით ანგელოზად შეგვეძლო შეგვერაცხა სამოთხეში,მამაჩემს საერთოდ ვერ ვუგებდი უხაროდა ჩარლზის სიკვდილი თუ სწყინდა,მის სახეზე არასოდეს არანაირი ემოცია არ იხატებოდა,დღე და ღამ მის ოფისში იყო შეკეტილი და იქედან გასცემდა ბრძანებებს.


„ჩარლზ-დავიწყე წერა-დღეს დაახლოებით ორმოცი მილოცვა მივიღე მაგრამ არცერთი არ ყოფილა ჩემთვის ისეთი ღირებული როგორიც შენი იქნებოდა,დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი „რედიო-ჰედს" შენთან ერთად და სიგარეტს გავაბოლებდი,მარტო ის მუღამი არ აქვს...სინამდვილეში ეს მხოლოდ მიზეზია,მარტოც კარგად ვბოლდები,უბრალოდ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე რომ შენი ნახვის სურვილი გამემართლებინა,დღეს ჩემს ჩვეულ წესს ვუღალატე და იმ კაფეში არ წავედი სადაც მე და შენ ყოველთვის მივდიოდით და თითო ფუნთუშას ვიღებდი,ალბათ დღეის მერე ამ ტრადიციას ვეღარ გავაგრძელებ,სამწუხაროდ კაფე დახურეს,არაუშავს რამეს მოვიფიქრებ."

საწერ კალამი და ნახევრად დაფლეთილი ტყავ შემოკრული რვეული შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე და უაზროდ მივაშტერდი ერთ ადგილს,ჩარლზის საფლავიდან ხუთი საფლავის დაშორებით ვიღაც გოგოს მოვკარი თვალი,ხელში დიდი წითელი ვარდები ეკავა და ცდილობდა რამენაირად ლარნაკი მიწაზე დაემაგრებინა რათა ყვავილები ლარნაკში ჩაეწყო.

-ჯობია მიწაზე დააწყო,არ დამაგრდება-ვეღარ მოვითმინე და გავძახე,მისი ამაო წვალებე აუტანელი სანახავი იყო


გოგონამ გამომხედა,ქერა,მხრებამდე შეჭრილი ხვეული თმები სახეზე ჩამოშლოდა,ხელის ერთი აქნევით უკან გადაიყარა და სახე გამოუჩნდა,ცისფერი თვალები უკმაყოფილოდ მოეჭუტა და უნდობლად მიყურებდა

-მე მაინც შევეცდები-ცოტა ხნის შემდეგ მითხრა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა

მე აღარ შევკამათებივარ,ავდექი და წამოვედი მაგრამ როცა მას გვერდით ჩავუარე საფლავს გავხედე,ზედ ეწერა

  „ჯორჯ ჰავკინსი

საყვარელი ქმარი და მამა"

თავი ჩავღუნე და წამოვედი,აღარ შემიხედავს ლარნაკი დაამაგრა თუ არა.

1999 წლის 7 ივლისი                                                                          

ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში ვიმყოფები კაროლინთან ერთად


ის უკვე შვიდი წლისაა,ვერც კი დამიჯერებია რომ ამხელა გაიზარდა და ასეთი ლამაზია,ჩემთვის მთელს მსოფლიოში ერთადერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია რომელსაც შეუძლია სიგარეტი გადამაგდებინოს და დამითანხმოს რომ ლუდის დალევა ოცდაერთ წლამდე უკანონო.ასეთ დათმობებზე როგორც წესი არასოდეს მივდივარ ხოლმე.

***

როგორც წესი ლექციებზე დაგვიანებით შევედი,მისტერ მარშალმა წარბის ამზერით გამომხედა მაგრამ ამჯერად კომენტარის გაკეთებისგან თავის შეკავება ამჯობინა,ასე აჯობებდა მისთვისაც და ჩემთვისაც.აუდიტორიაში ჩემს ჩვეულ ყველაზე ბოლო მერხზე მოვთავსდი და დილით დაწყებული წერა განვაგრძე,საერთოდ არ ვსწავლობდი უბრალოდ მოლაპარაკებული ვიყავი რომ ლექციებზე უნდა მევლო,თუ გავითვალისწინებთ ჩემი დღის განრიგს რომელიც სახლში ჯდომით შემოიფარგლება ამ თხოვნის შესრულება არ უნდა გამჭირვებოდა,ვიჯექი ჩემთვის ან ვკითხულობდი და ან ვწერდი

„ჩარლზ სიმართლე გითხრა ძალიან დავიბენი,ვერაფერს ვხვდები,მგონია ჰიპოთეზებით სავსე სამყაროში ვცხოვრობ სადაც თითოეული სიტყვა და მიმიკა გაყალბებულია უზენაისი მთავრობის მიერ,ვერავის ვატყობ რომ ცხოვრება უხაროდეთ,ისინიც ჩემნაირები არიან უბრალოდ მასას ამოფარებულები,შავებში გამოწყობილი დეგენერატები,ალბათ როი ფროფერტი რომ წაეკითხათ ასე აღარ იფიქრებდნენ,საერთოდ ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო ყველაფერი ფუჭია მაგრამ ეს აუცილებელია,მარტო იმიტომ რომ მერე იფიქრო რატომ დავკარგე ამდენი დრო ტყუილ უბრალოდ ფუჭად ხარჯვაშიო."

ლექცია დამთავრებულა,ისე რომ მე არც კი გამიგონია როდის გავიდა ხალხი აუდიტორიიდან,ჩემი ნივთები ავიღე და მეც გასასვლელისკენ წავედი.

სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდი და თან სიგარეტს ვეწეოდი


ვიმედოვნებდი რომ კიდევ ერთ ღერს მოვასწრებდი სანამ ჩემი და შემამჩნევდა,ის ფიქრობდა რომ მე უკვე ერთი წელია აღარ ვეწეოდი,არადა მე უკვე ერთი წელია წევის გაძლიერებულ რეჯიმზე გადავედი.

ლენოქს ავენიუ-ზე გავუხვიე და ცოტახანი კუთხეში შევიცადე,აქედან სახლი ახლოს იყო მე კი ჯერ არ მქონდა მოწევა დამთავრებული და თან მენთოლის გემოიანი კევის დაღეჭვაც უნდა მომესწო,ასე სიგარეტის სუნს გავიბათილებდი,საშინელება იყო ტყუილების თქმა მაგრამ უფრო დიდი საშინელება იყო ორი დღე ნაფაზის გარეშე გაძლება.

1999 წლის 31 დეკემბერი

სახლში გაჩერება უკვე სულს მიხუთავდა,რამდენიმე წამის წინ რაც კი ხელში მომხვდა ყველაფერი დავლეწე და ახლა იქაურობა გულს მირევდა,ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ტანზე შემოხეულ მაისურს ქურთუკის ქვეშ ვმალავდი,განათებულ ქუჩებს დალურჯებული თვალით და შებინტული ხელით მივუყვებოდი,ქალაქიდან გასვლა მინდოდა,ტაქსი გავჩერე და ვუთხარი რაც შეიძლებოდა შორს წავეყვანე,რა თქმა უნდა გიჟი ვეგონე მაგრამ უსიტყვოდ აიჩეჩა მხრები და მანქანა დაქოქა.

რაღაც გორაკზე ვიყავი,აქამდე არც არასდროს მინახავს და არც მსმენია მასზე,ორად ორი საქანელიდან ერთი ჩამოწყვეტილი იყო მეორეზე კი მე ვიჯექი.

დღეს დილით ექიმი ვცემე,არ ვიცი რა დამემართა,იმ მომენტში ვერ ვაზროვნებდი,სისხლი თავში ამივარდა და უბრალოდ დავარტყი,მიზეზი კი ის იყო რომ გამომიცხადა შენს დას ლეიკემია ჭირსო.

კაროლინს შეუძლებელია ასეთი რამ დამართნოდა,საერთოდ გამორიცხული იყო,ჯერ მხოლოდ შვიდის იყო,ამ ამბის გაგების შემდეგ როგორც იქნა მაიკლმა იკადრა და სახლში მოვიდა,ჩვენ უკვე დიდი ხანია ოჯახს აღარ ვგავდით მაგრამ ვიფიქრე რომ ამ მძიმე წუთებში მაინც შეიძლებოდა რაიმე კომპრომისზე წავსულიყავით თუმცა არ გამოგვივიდა და მასაც ვეჩხუბე,მე მისი კოსტუმი შევიწირე ხოლო მან ჩემი მაისური,საერთო ჯამში სახლში ყველა ლარნაკი დავლეწე და მხოლოდ მაშინ გავჩერდი როცა კაროლინის შიშისგან აკანკალებულ ხელებს და აცრემლებულ თვალებს შევეჩეხე,მან არ იცოდა რა სჭირდა ამიტომ ჩემი ქცევის მიზეზსაც ვერ აცნობიერებდა,ვეღარ მოვითმინე და გამოვიქეცი,იმ სახლიდან წამოვედი.

საერთოდ მიკვირდა ამდენი ხანიც რომ ვძლებდი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებთან ერთ ჭერქვეშ.

მაჯის საათს დავხედე,თორმეთი იყო დაწყებული,ღრმად ჩავისუნთქე და სიგარეტს მოვუკიდე,მეორე ღერს ვეწეოდი როცა ჩემთან ახლოს რაღაც სინათლემ შემოანათა და ცოტა ხანში კიდევ ერთი ტაქსი გაჩერდა,კარები გაიღო და ძირს ვიღაც გოგონა გადმოვიდა.

ჩემსკენ თავ ჩაღუნული მოდიოდა,როცა მომიახლოვდა თავი მაღლა ასწია და გაოცებულმა გამომხედა,აშკარად არ ელოდა ჩემს აქ დანახვას,ალბათ ამ ადგილის ხშირი სტუმარი იყო.

რამდენიმე წამის ვუყურე,მერე ვამჯობინე პირველს ისევ მე დამელაპარაკა

-იმედია შენს ადგილზე არ ვზივარ

გოგონამ ისევ გაოცებული მზერა მომაპყ,ალბათ არც იმას ელოდა რომ გამოველაპარაკებოდი,მემგონი ზედმეტად ბევრი რამე უკვირდა

-ზუსტად ჩემს ადგილზე ზიხარ-თავი დამიქნია

-ბოდიში,თუ გინდა დაგითმობ-და წამოსადგომად მოვემზადე

-არა,იყოს-ხელები უარის ნიშნად გააქნია და მეორე საქანელასთან მივიდა

-გატეხილია-დაუდევრად ვუთხარი

-ვიცი-გამომხედა და გამიღიმა-მაგრამ შეკეთბაც შეიძლება-ერთმანეთს რაღაცეები გადააბა და საქანელა გაასწორა-ხედავ?არც ისე ძნელია

და ამგვარად ისიც გვერდით მომიჯდა

-იცი,არ მეგონა ამ ადგილის შესახებ კიდევ თუ იცოდა ვინმემ,მეგონა დღეს მარტო მე ვიქნებოდი

-შენი იდილიის დარღვევა არ მინდოდა და ამ ადგილზე ტაქსის მძღოლმა მომიყვანა-ვუპასუხე

-აჰ,გასაგებია-სიტუაციის განსამუხტად ჩაილაპარაკა და დამაკვირდა-იმედია ციხიდან გამოქცეული საშიში პატიმარი არ ხარ-მოულოდნელად მითხრა

-უკაცრავად?-გაკვირვებულმა გავხედე და მან ჩალურჯებულ თვალზე მიმანიშნა-შეგიძლია მშვიდად იჯდე შენს ადგილზე,არც პატიმარი ვარ და არც სერიული მკვლელი

-შესანიშნავია-ხელები გაშალა და ჩანთიდან რაღაც ამოიღო-გინდა?-მკითხვა და ბოთლი გამომიწოდა

მე გამოვართვი,ლუდი იყო,ოჰო,ეს მომეწონა,დალევა ხმელეთზე გამორიყული თევზის წყალში დაბრუნებას გავდა

თორმეტ საათამდე ორივენი ჩუმად ვსვამდით,ბოლოს მაჯის საათზე თორმეტიც გახდა და ქალაქის თავზე უზარმაზარი ფეიერვერკები განათდა

-გილოცავ ახალ წელს-მომილოცა მან-ბედნიერ 2000 გისურვებ

-მეც გილოცავ-ბოთლები ერთმანეთზე მივაჭახუნეთ და დავლიეთ.

დილის ხუთი საათი სრულდებოდა,ალბათ ჩემი წასვლის დრო იყო მაგრამ მე არსად მეჩქარებოდა,არც სახლში მელოდა ვინმე ამიტომ ისევ საქანელაზე ვიჯექი,იმ გოგომ კი ტაქს დაუკერა და წამოდგა,მხოლოდ დღის სინათლეზე ვიცანი რომ ეს გოგონა სადღაც მყავდა ნანახი,გონების დაძაბვით მივხვდი რომ ის სასაფლაოზე შემხვდა,ორი წლის წინ,უნებურად ჩემთვის გამეცინა და როცა მიდიოდა დავუძახე


-იმ დღს,ლარნაკი დაამაგრე?

მან გამომხედა,აშკარად ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი

-ორი წლის წინ ჩვენ ერთმანეთს შევვდით სასაფლაოზე,შენ მაშინ ლარნაკის დამაგრებას ცდილობდი და მე ისე წამოვედი რომ ვერ დავინახე რა ქენი,დაამაგრე?

უცებ სახე გაუნათდა და გაეღიმა

-კი დავამაგრე,მიწის ამოთხრა დამჭირდა მაგრამ არაუშავს

-გამიხარდა რომ მაინც შეძელი

-შენ კი მითხარი რომ ამას ვერ გავაკეთებდი-გაიცინა და ტაქსის კარები გამოაღო


 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 739 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »
2012-09-11 Spam
dzalian kargia momewona male gaagrdzleee