მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » Disney
1:21 AM
Disney

უოლტერ ელიას დისნეი (Walter Elias Disney) - ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი, ანიმატორი და ფილანტროპი. იგი დაიბადა 1901 წლის 5 დეკემბერს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. "უოლტ დისნეი პროდაქშენზის" თანადამფუძნებელი (მის ძმა როისთან ერთად), დისნეი მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილი კინოფილმების მწარმოებელი გახდა. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, ამჟამად The Walt Disney Company, ყოველწლიურად დაახ. $30 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს.
უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ინოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. მიღებული აქვს 26 ოსკარი (მათ შორის ოთხი ერთ წელიწადში) და დამატებით 59 ნომინაცია, რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში. მას ასევე მიღებული აქვს შვიდი ემის ჯილდო. დისნეის შექმნილი აქვს რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე განთქმული პერსონაჟი, მათ შორის მიკი მაუსი, რომელსაც დისნეის ალტერ ეგოდ მიიჩნევენ. მისი სახელი ქვია დისნეილენდს და დისნეიუორლდის თემატურ პარკებს აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში. 
დისნეი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 1966 წლის 15 დეკემბერს ფლორიდაში მისი ოცნების პროექტის დისნეიუორლდის გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე...

ჰოლივუდი

ლოს ანჯელესში ჩასულ დისნეის სულ 40 დოლარი და ერთი დაუსრულებელი ანიმაციური ფილმი ჰქონდა ჯიბეში.მაშინ მან პირველად გაიფიქრა, რომ ვერ შესძლებს ანიმაციის სფეროში მუშაობას.დისნეის თქმით, თავდაპირველად მას სურდა ფილმების რეჟისორად მუშაობა.მან ყველა სტუდია შემოიარა და თავისი თავი შესთავაზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მის მიღებაზე.
რადგანაც კინოფილმების გადაღება არ ანდეს, იგი დაუბრუნდა ანიმაციას.პირველი სტუდია მან მოაწყო ბიძამის რობერტის ფარდულში.დაუსრულებელი ფილმი გაეგზავნა ნიუ იორკელ მარგარეტ უინკლერს.პროექტით დაინტერესდნენ და დისნეიმ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიების "ალისას საოცრებათა ქვეყანა" გადაღება, სადაც ანიმაციის გარდა აგრეთვე მონაწილეობდნენ რეალური ადამიანებიც.
პარალელურად უოლტი უვლიდა თავის ძმას როის, რომელსაც წარსულში ტუბერკულოზი ჰქონდა.დისნეიმ იგი ჩართო მომავალი სტუდიის ჩამოყალიბების პროცესში, ასაბუთებდა რა ამას იმით, რომ როის გარეშე ფინანსურ მხარეს ვერ მოერევა.დისნეის თხოვნით, ვირჯინია დევისის (ალისა) ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სტუდიასთან უფრო ახლოს.ჰოლივუდში, სილვერ ლეიკთან 1939 წლამდე განლაგდა დისნეის ძმების ახალი სტუდია.
1925 წელს დისნეიმ სტუდიაში მოიყვანა ლილიან ბაუნდსი, რომელსაც ფერი უნდა ჩაესხა ნახატებში და ცელულოიდზე.დისნეის შეუყვარდა იგი და ისინი დაქორწინდნენ.ლილიანი მოგვიანებით მდივნის როლსაც ასრულებდა უოლტის სტუდიაში.

ყველასათვის საყვარელი მულტიფილმები

ალისას კომედიური სერიალი – ახალი სერიალი, "ალისას კომედიები" წარმატებული იყო.ალისას როლი ითამაშე დოუნ ო'დეიმ და მერჟი გეიმ - მას შემდეგ, რაც ვირჯინია დევისის მშობლებმა აღარ დაუშვეს ბავშვი გადაღებებზე შემცირებული ჰონორარის გამო.როლი ასევე მოსინჯა ლუის ჰარდვიკმაც.1927 წლისათვის, როდესაც სერიალის წარმოება დასრულდა, ყურადღება გადატანილი იქნა ანიმაციურ პერსონაჟებზე, განსაკუთრებით კატა ჯულიუსზე, რომელიც კატა ფელიქსის პროტოტიპად იქცა.ასე რომ დისნეიმ მაინც გადაწყვიტა ანიმაციის გზით წასულიყო.

მხიარული ოსვალდი –1927 წლისათვის ჩარლზ მინტცი დაქორწინდა მარგარეტ უინკლერზე და მის ბიზნესზე სრული კონტროლი დაამყარა. მანვე ახალ სერიალზე დაიწყო მუშაობა. სერიალს ერქვა "მხიარული კურდღელი ოსვალდი". წარმატება ამ სერიალს მალევ მოჰყვა, თჯმცა შეიქმნა პრობლემები - თავდაპირველად ოსვალდი შექმნა იუბ აივერკსმა, დისნეის სტუდიის თანამშრომელმა. დიდი სკანდალი, რომელიც პერსონაჟის მითვისებასთან დაკავშირებით აგორდა, გაგრძელდა წლები და, საბოლოოდ, 2006 წელს, დისნეის კომპანიამ დაიბრუნა საავტორო უფლებები ამ პერსონაჟზე. თუმცა, ოსვალდის დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ დისნეი დაუფიქრდა მომავალს და ახალი პერსონაჟი მოიგონა.

მიკი მაუსი და სხვები – მიკი მაუსი უოლტ დისნეის კომპანიის სიმბოლო გახდა. შექმნა და გაახმოვანა უოლტ დისნეიმ 1928 წელს. უოლტ დისნეის კომპანია მის დაბადების დღეს 18 ნოემბერს აღნიშნავს "თბომავალი ვილი" (Steamboat Willie) გამოსვლის დღეს. ეს სასაცილო თაგუნა მცირე ხანში უბრალო ანიმაციური პერსონაჟიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა. ოსვალდის დაკარგვის შემდეგ დისნეი იძულებული გახდა, ახალ პერსონაჟზე ეფიქრა. დისნეის ბიოგრაფების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მიკი მაუსი დისნეიმ მოიფიქრა გზად ნიუ-იორკიდან. უცნობია, დანამდვილებით ვინ დახატა მიკი მაუსი - დისნეიმ თუ აივერკსმა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ მიკი მაუსის პირველი ვერსია გაჩნდა ალისას სერიალშიც.
მიკის პირველი ანიმაციური ფილმი იყო შეშლილი თვითმფრინავი, მუნჯი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი. იგივე განმეორდამორბენალ გაუჩოში, ხოლო მესამე ფილმი, გემი უილი უკვე გახმოვანებული იყო დისნეის სტუდიის მიერ. იგი აგრეთვე აღსანიშნავი იყო იმით, რომ პირველად ანიმაციის ისტორიაში, გამოსახულება შეერწყა მუსიკის რითმს. 
უოლტ დისნეი მიკი მაუსს 1928-46 წლებში ახმოვანებდა, მას შემდეგ კი - ხმის ეფექტების სპეციალისტი ჯეიმს მაკდონალდი. ამჟამად მიკის უეინ ოლუინი ახმოვანებს.

ფიფქია და შვიდი ჯუჯა – უოლტმა გადაწყვიტა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გადაეღო. საზოგადოება მის გადაწყვეტილებას "დისნეის კაპრიზი" უწოდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს პროექტი უოლტის სტუდიას ბოლოს მოუღებდა. მისი ცოლი და ძმაც კი დაეჭვდნენ ამ პროექტზე და სთხოვეს უოლტს პროექტის შეჩერება, მაგრამ ის მაინც ჯიუტად ფიქრობდა ამ ფილმზე.უოლტმა მანამდე არნახული ნაბიჯიც გადადგა - შუინარის სამხატვრო უნივერსიტეტის პროფესორი, დონ გრეჰემი იქირავა, რათა მას სტუდიაში ტრენინგები ჩაეტარებინა. ეს ტრეინინგები დაეხმარა საკუთარი თავის დახვეწაში. ფიფქია და შვიდი ჯუჯა 3 წლის განმავლობაში მზადდებოდა. ამ დროისთვის სტუდიის ფინანსური მხარე არასახარბიელო იყო. ფილმი მხოლოდ მაშინ დააფინანსეს , როდესაც უოლტმა მისი ნამუშევარი ამერიკის ბანკს უჩვენა. როგორც იქნა პრემიერა შედგა 1937 წლის 21 დეკემბერს. ამ ფილმმა 8 მილიონი დოლარი მოუტანა დისნეის სტუდიას და აგრეთვე ოსკარიც, კერძოდ ერთი სიმბოლური და შვიდი პატარა ზომის ქანდაკება. შემოსავალმა დისნეის საშუალება მისცა, ბერბენკში (კალიფორნია) აეშენებინა სტუდიის ახალი ოფისი. მისი ექსპლუატაცია 1939 წლის 24 დეკემბერს დაიწყო.
ფიფქია და შვიდი ჯუჯა არა მხოლოდ დისნეის წარმატების პიკი იყო, არამედ მისი სტუდიის შექმნილი ანიმაციური ფიმლმების ოქროს ხანის დასაწყისიც.

შემდეგი ფილმები იყო პინოქიო, ფანტაზია და ბემბი პარალელურად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიებიც იქმნებოდა - მიკი მაუსი, დონალდ დაკი, გუფი და პლუტო. ამავე დროს დასრულდა სულელური სიმფონიების ეპოპეაც. ანიმატორმა ფრედ მურმა შეცვალა მიკი მაუსი 1930-იანი წლების მიწურულს, როდესაც აღმოჩნდა, რომ დონალდი უფრო პოპულარული ხდებოდა. მიკი ხომ უოლტის მთავარ ქმნილებად ითვლებოდა.
დისნეის გასართობი იმპერია

ამჟამად, უოლტ დისნეის ანიმაციური/კინო სტუდიები და პარკები იქცნენ რამდენიმე მილიარდი დოლარის შემომტან ტელე, კინო სტუდიებად, გასართობ ცენტრებად და მედია-კორპორაციებად. უოლტ დისნეის კომპანია დღეს ფლობს ხუთ დასასვენებელ ცენტრს, 11 გასართობ პარკს, 2 წყლის პარკს, 39 სასტუმროს, 8 კინოსტუდიას, 6 ხმისჩამწერ ლეიბლს, 11 საკაბელო ტელეარხს და ერთ დიდ სატელევიზიო ქსელს.




















 













კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 780 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-12-30 Spam
Beauty and the beast <33 auww :33 magaria dzaan <3