მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 26 » different
5:00 PM
different
Different[2]
თუ გახსოვთ ადრე დავდე სიახლე Different, ეს კი ამ სიახლის მეორე ნაწილია )
იმედია გაგამხიარულებთ  ♥

ჰეიი რა სერიოზული ხარ ?! ასე არ შეიძლება.. უნდა გაიღიმო თორე ისე არ შეიძლება ამ სიახლის წაკითხვა )
თან რა ლამაზი თვალები გაქ ^.^


მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ჰოდა, ამიტომაც გაიღიმე.


აი ასე უკეთესია, ახლა შეგვიძლია დავიწყოთ )

_____________

მოდით თავიდან სასაცილო და საინტერესო ფაქტებით დავიწყოთ
.......
ყოველწლიურად 10-ზე მეტი ადამიანი კვდება სავაჭრო აპარატებით

ჯორჯ ბუში ახალგაზრდობაში გამამხნევებელი გუნდის ნაწილში შედიოდა

ბანანების და მწვანე ვაშლების დასუნვა (დასუნვა და არა შეჭმა) დაგეხმარება წონის დაკლებაში

ჩვეულებრივი ადამიანი ატარებს თავისი ცხოვრების 3 წელს ტუალეტში

ერთ წელიწადში იმაზე მეტი მონოპოლიის ფული იბეჭდება , ვიდრე ნამდვილი ფული

კაცები რომლებიც კოცნიან თავიანთ ცოლებს დილით , ცოცხლობენ 5 წლით მეტ ხანს ვიდრე ისე

მიწის თხილი შედის დინამიტის ინგრედიენტებში

1000 - ამდე ფრინველი კვდება ფანჯარაზე მინარცხებით

რომ გაყიდო სახლი უფრო სწრაფად და ძვირად , შეღებე ის ყვითლად

ყველაზე დიდხანს მონოპოლიას თამაშობდნენ მეტი ვიდრე 99 საათი

ადამიანების 75% ცდილობს დილას ისევ დაძინებას, იმიტომ რომ მათ სიზმარში დაბრუნება სურთ.

ადამიანების 85% ტელეფონზე საუბრის დროს, წინ და უკან დადიან.

სიზმრების ნახვა ბრმებსაც შეუძლიათ, უბრალოდ მათი სიზმრები შავ-თეთრია.

ჟირაფი თავის ენას ყურის გამოსაწმენდად იყენებს.



Facebook - ის ლაიქის ღილაკის გერმანიაში გამოყენება აკრძალეს.

მობილურზე უფრო მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზზე.

ჩრდილოეთ კორეაში და კუბაში აკრძალულია კოკა-კოლის გაყიდვა-შემოტანა.

"ყველაფერი კარგადაა" და "მე კარგად ვარ" მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტყუილია

სპანჯბობი ერთ-ერთი მულტფილმია რომელიც 90 წლების შემდეგ დღესაც პოპულარულია.

როდესაც მამრობითი სქესის პინგვინს, მდედრობითი სქესის პინგვინი უყვარდება, ის ეძებს ყველაზე კარგ სანაპიროს საჩუქრის გასაკეთებლად.

კაცი რომელიც მის ცოლს დილას შუბლზე კოცნის, ცხოვრობს 5 წლით მეტს ვიდრე სხვა კაცები.

დონალდ დაკის კომიქსები აკრძალეს ირლანდიაში, იმიტომ რომ მას შარვალი არ აცვია.

როდესაც ადამიანი ტირის, მისი პირველი ცრემლი თუ მარჯვენა თვალიდან ჩამოვარდება მაშინ ეს ბედნიერების ნიშანია, ხოლო თუ მარცხნიდან უბედურობის.

ბანანის ან მწვანე ვაშლის სუნი ადამიანებს წონის დაკლებაში ეხმარება.

დაცემინების დროს "ჯამრთელობას" იმიტომ გვეუბნებიან, რომ მაგ დროს გული წამით ჩერდება.



თინეიჯერების 80% გაღვიძების შემდეგ აბაზანაში შესვლის მაგივრად პირვლად მობილურს ამოწმებს.

თავიდან სიტყვა LOL "Lots Of Love" - ს ნიშნავდა, ახლა კი "Laugh Out Loud" - ს ნიშნავს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თინეიჯერობის ასაკში მარიხუანას ეწეოდა. მისი მეტსახელი იყო "Barack Oganja"

სპანჯბობი "კრასტი კრაბში" 31 წელი მუშაობდა.

ველ დისნეის კომიქსში არის ისეთი ნაწილი სადაც მიკი მაუსი და გუფი ნარკოტიკებს ყიდიან.

ამერიკაში ადამიანების მხოლოდ 55% - მა იცის რომ მზე ვარსკვლავია.



იმედია ქართველებლა მაინც იციან რომ მზე ვარსკვლავია :დ
_________________

აახხლაა რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური ტესტები ;დ

რამდენად წესრიგში გაქვთ ნერვები?

"ოჰ, ეს ავადმყოფი!”, "შენ სამკურნალო ხარ!” ალბათ გქონიათ შემთხვევები, როდესაც ასეთი და სხვა მსგავსი ფრაზები თქვენთვისაც დაუდევნებიათ. თუ არასოდეს – ე.ი. ადვილად გაღიზიანებად ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ხშირად არ ფეთქდებით და შესაბამისად, არც უსიამოვნო შემთხვევების მონაწილე და მსხვერპლი ხართ! ”მწარე დიაგნოზის” შემდეგ ალბათ დაფიქრებულხართ კიდეც – წესრიგში გაქვთ ნერვები? მეტისმეტ გაღიზიანებასა და ნერვიულობას ხომ არ ავლენთ? ყველას რომ არ შესწევს სტრესულ სიტუაციაში თვითკონტროლისა და თავშეკავების უნარი – ეს ცხადია, თუმცა, მეტ-ნაკლებად ერთნაირი რეაგირებისა და მსგავსი რეაქციის ადამიანებს გარკვეულ კატეგორიებად მაინც აჯგუფებენ. მოცემული ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, რამდენად წესრიგში გაქვთ ნერვები.

პასუხების ვარიანტები:
"ძალიან” – 3 ქულა
"არც ისე” – 1 ქულა
"არავითარ შემთხვევაში” – 0 ქულა
გაღიზიანებთ თუ არა:
გაზეთის დაკუჭული გვერდი, რომლის წაკითხვასაც უნდა შეუდგეთ?
ახალგაზრდულად, ლამის "თინეიჯერულად” გამოწყობილი ხანდაზმული ქალბატონი?
მოსაუბრის მეტისმეტი სიახლოვე (მაგალითად, ტრანსპორტში პიკის საათის დროს)?
ქუჩაში საჯაროდ მწეველი ქალი?
როდესაც ვიღაც თქვენი მიმართულებით ახველებს?
ვიღაცის ხმამაღალი სიცილ-ხარხარი უადგილო ადგილას?
გამუდმებული ჭკუის დარიგება იმის თაობაზე, თუ რა და როგორ უნდა აკეთოთ?
როდესაც საყვარელი ადამიანი მუდმივად იგვიანებს?
როდესაც კინოსა თუ თეატრში თქვენს წინ მჯდომი წრიალებს, ვერ ისვენებს და, რაც მთავარია, მუდმივად კომენტარს უკეთებს სცენასა თუ ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს?
როდესაც ცდილობენ გიამბონ იმ წიგნის სიუჟეტი, რომლის წაკითხვასაც აპირებთ?
როდესაც არასაჭირო ნივთებს გჩუქნიან?
ვიღაცის ხმამაღალი საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?
მეტისმეტად მძაფრი სუნამოს სუნი?
როდესაც ვიღაც თქვენ წინაშე იკვნეტს ფრჩხილებს?
ადამიანი, რომელიც მეტისმეტად აქტიური და უადგილო ჟესტიკულაციით გესაუბრებათ?
ჟარგონებით ან ბარბარიზმებით მოსაუბრე კოლეგა?
შეაჯამეთ ქულები:

0 და მეტი ქულა - თქვენ არ მიეკუთვნებით მშვიდ და მომთმენ ადამიანთა კატეგორიას. ყველაფერი გაღიზიანებთ, წვრილმანებიც კი! მეტისმეტად ფეთქებადი ხართ, ადვილად კარგავთ წონასწორობას, როგორც სამსახურებრივ, ასევე პირად ურთიერთობებში. ანგრევთ საკუთარ ნერვულ სისტემასაც და ანერვიულებთ გარშემო მყოფებსაც! თავი ხელში უნდა აიყვანოთ!
12-დან 49 ქულამდე - თქვენ გაგიმართლათ, რადგან ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელსაც შეუძლია ყურადღება არ მიაქციოს ბევრ ცხოვრებისეულ უსიამოვნებას და, რაც მთავარია, ტრაგედიად არ აქციოს ყოფითი ვაებანი! ჩვეულებრივ, მეტისმეტად დაუშვებელი საქციელი და ძალიან გამაღიზიანებელი ფაქტორები გამოგიყვანთ მხოლოდ წყობიდან. უნარი შეგწევთ, "ზურგი შეაქციოთ” უსიამოვნებებს, საკმაოდ ადვილად ივიწყებთ მათ და არ გიძნელდებათ ადამიანთა პატიება!
11 და ნაკლები ქულა - თქვენი ჭეშმარიტად ოლიმპიური სიმშვიდე და რეალური შეხედულებები ცხოვრებაზე ალბათ დიდი ხანია გარშემო მყოფთა გაოცებისა და, შეიძლება ითქვას, კეთილი შურის მიზეზიც კია. შესაძლოა, ეს ტესტი არ არის თქვენი ხასიათის ფარული თვისებების გამოსააშკარავებლად მიმართული, – ამას თქვენ უკეთ განსჯით, – თუმცა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მწყობრიდან გამოყვანა არც ისე ადვილია! ეს კი თქვენს სასიკეთოდ მეტყველებს.
დასასრულს კი რჩევები მათ, ვინც ატყობს, რომ ნერვები წესრიგში არ აქვს:
ბევრი ისეირნეთ ბუნებაში;
ყოველდღიურად უსმინეთ საყვარელ მელოდიას;
ხშირი კონტაქტი იქონიეთ იმ ადამიანებთან, ვისთან ყოფნაც გამშვიდებთ;
აკეთეთ მხოლოდ საყვარელი საქმე (დროებით მაინც, სანამ კრიზისი გადაგივლით);
იკითხეთ საყვარელი ჟანრის ნაწარმოებები, ყოფითი უსიამოვნებებისაგან თავდასაღწევად;
გაღიზიანების მომენტში "აფეთქების განსამუხტად” შეეცადეთ გაიხსენოთ ყველაზე ლამაზი და სანატრელი დღე თქვენი ცხოვრებიდან (აღელვება აუცილებლად გადაგივლით, უარყოფით მუხტს კი დადებითი შეცვლის, თუ, რა თქმა უნდა, თავს მოერევით და ამას შეძლებთ).


ამ ტესტის პირობა : ყველა კითხვის პასუხს ვწერთ ფურცელზე და მხოლოდ შემდეგ ვნახულობთ პასუხებს




1. გაურკვეველი ვადით მიდიხართ უდაბნოში, რას წაიღებდით? (დიდხანს არ იფიქროთ, დაწერეთ ის, რაც პირველი მოგივათ თავში აზრად)

2. გწყურიათ. შეგხვდათ მღვრიე წყალი. დალევთ?

3. შეგხვდათ გველი. აღწერეთ როგორია გველი და რა რეაქცია გაქვთ.

4. დაინახეთ დიდი მთა, როგორ გადალახავთ, პირდაპირ, თუ გზის ძებნას დაიწყებთ?

5. მოდის ცხენი. აღწერეთ ის. ის მოვიდა თქვენთან თუ თქვენ მიხვედით? ამხედრდებით თუ არ ამხედრდებით ცხენზე.

6. თქვენს წინ არის თვალუწვდენელი კედელი, რომლის გადალახვის ვარიანტი არ არსებობს. როგორ გგონიათ, რა არის ამ კედლის მიღმა? აღწერეთ.

პასუხები :



1. უდაბნოში თქვენს მიერ წაღებული ნივთებით განისაზღვრება თქვენი უმთავრესი მისწრაფებები და პრაქტიკული გონება: თუ წყალი აუცილებლად წაიღეთ, პრაქტიკული ხართ. თუ რაოდენობაზე გაქვთ აქცენტი, ე.ი. ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოვებული არ ბრძანდებით.

2. თუ მღვრიე წყალს დალევთ, ე.ი. სიყვარულის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ბრძანდებით. თუ არ დალევთ, ე.ი. თქვენს პრინციპებს სიყვარულის გამო არ უღალატებთ.

3.თუ გველი ლამაზად გაქვთ აღწერილი, როგორც ჭრელი და არც თუ ისე საშიში, მაშინ თქვენ გხიბლავთ და გსიამოვნებთ სექსუალური ურთიერთობა. თუ გველი შავ, მუქ ფერებშია და საშიშია, მაშინ თქვენ ან არ გაქვთ სექსუალური ცხოვრების გამოცდილება, ან არ გხიბლავთ ის, ან გეშინიათ.

4. თუ მთას პირდაპირ გადალახავთ, ბუნებით ექსტრემალი ბრძანდებით. თუ გზების ძიებას დაიწყებთ, რისკი იშვიათად გახასიათებთ და არც ექსტრემალი ბრძანდებით.
5. ცხენი არის პარტნიორი. ყველაფერი, რაც ცხენზე დაწერეთ, შეცვალეთ სქესით ქალი/კაცი და ისე წაიკითხეთ და მიიღებთ თქვენს იდეალურ წარმოდგენას თქვენსავე იდეალურ პარტნიორზე.
6. კედელი არის ზღვარი ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ყოფას შორის. თუ თქვენ თქვით, რომ კედლის იქით სიცარიელეა, ე.ი. თქვენ ურწმუნო ხართ. თუ იქით სიცოცხლეა, ე.ი. თქვენ მოწოდებით მორწმუნე ხართ, ანუ გჯერათ იმქვეყნიური ცხოვრების.




ფრაზები და გამონათქვამები

✦ "თუ ვიღაც გიყვარს, გაუშვი ის. თუ დაბრუნდება, იგი სამუდამოდ შენთან დარჩება,
თუ არა ვერასდროს იქნებოდა შენი.”

✦”უმჯობესია მოკვდე თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვიდე იყო შენი ცხოვრების ყოველი დღის ტყვე”

✦”ბევრი ცხოვრობს იმედით, რომ მოგონებად იქცევა”

✦”ნდობა ფურცელივითაა, ერთხელ თუ გაიხა, ვეღარასდროს იქნება სრულყოფილი.”

✦”გრძნობები იცვლება, ადამიანები გვტოვებენ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება.
ასე რომ არა ვერასდროს შევიცნობდით ბედნიერების არსს.”

✦”გამოიყენე შენი ღიმილი რათა შეცვალო სამყარო.
არ მისცე სამყაროს უფლება შეცვალოს შენი ღიმილი”

✦”ყველას უნდა ბედნიერება, არავის უნდა ტანჯვა,
მაგრამ ვერასდროს გამოჩნდება ცისარტყელა წვიმის გარეშე”


✦”არის რაღაცეები რაც არ გვინდა მოხდეს, მაგრამ უნდა მივიღოთ
რაც არ გვინდა ვიცოდეთ, მაგრამ უნდა ვისწავლოთ
და ისინი ვის გარეშეც ცხოვრება არ შეგვიძლია, მაგრამ უნდა გავუშვათ.”

✦”ხშირად საჭიროა გარედ გახვიდე, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო
და შეახსენო შენ თავს როგორი ხარ და როგორი გინდა იყო.”

✦”მე მჯერა რომ არის უკეთესი სამყარო სადაც გველოდებიან.”

✦”ცხოვრებაში ორი სიამოვნებაა: ფიქრის თავისუფლება და ქმედების თავისუფლება.”

✦”გიყვარდეს ის ვისაც არ ანაღვლებ, კაკტუსთან ჩახუტებას ჰგავს,
რაც უფრო მაგრად ჩაეხუტები, მით უფრო გტკენს გულს”

✦” - ადამიანები ?
- დიახ.
- ადამიანობა ?
- არა.”

✦” როდესაც 5 წლის ვიყავი დედამ მითხრა, რომ ბედნიერება ცხოვრების გასაღებია. როდესაც სკოლაში მივედი მკითხეს თუ რა მინდოდა გამოვსულიყავი, მე ვუპასუხე ბედნიერება, მათ კი მითხრეს, რომ კითხვის არსი ვერ გავიგე, მე კი ვუპასუხე, რომ მათ ცხორება ვერ გაიგეს”

✦”ხალხს არ უყვარს სიმართლის მოსმენა რადგან არ უნდათ, მათი ილუზიები განადგურდება.”

✦”ყველაზე კარგი გრძნობაა როცა აცნობიერებ, რომ ბედნიერი ხარ იმ ხალხის გარეშე,
რომლებიც გეგონა, რომ გჭირდებოდნენ”

✦”მე მინდა ვიცოცხლო და არა ვიბრძოლო გადარჩენისთვის ”

✦”ბიბლიოთეკა სულის საავადმყოფოა”

✦”რამდენიც არ უნდა გაფრთხილონ და რჩევები მოგცენ ცხოვრების შესახებ,
მაინც ვერაფერს გაიგებ სანამ თავად არ გამოცდი”

________________________

კიდევ ბევრი რაღაცა მქონდა დაწერილი მაგრამ არ დაეტია და ამოვიღე ;დ
იმედია ცოტათი მაინც გაგამხიარულეთ )
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 825 | დაამატა: -CyrusGirl❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-06-26 Spam
ტესტი არ წამიკითხავს
დანარჩენები ძალიან მომეწონა♥:დ
ფაქტები♥