მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 8 » Different
7:23 PM
Different


ხაი )) რაღაც ცოტა განსხვავებული ნიუსის დადება მომინდა... მომწყინდა უსაქმურობა ;D და გადავწყვიტე ყველაფერი შემეკრიბა და ერთი დიდი სიახლე დამედო )



მოდით თავიდან კარგად რომ გავმხიარულდეთ საასაცილო ანიმაციები დავათვალიეროთ..
მე ბევრი ვიცინე ;დდ
(ბოდიშს გიხდით ანიმაციების ზომისთვის)















იმედია ცოტა მაინც გამხიარულდით ))



ახლა ჩემს საყვარელ ფსიქოლოგიურ ტესტებზე გადავიდეთ )

გაიგეთ მეტი თქვენს თავზე
ჩამოთვლილი ვარიანტებიდან აირჩიეთ ერთი:

1. ქვეყნიერების დასასრული ახლოვდება, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის ცხოველის გადარჩენა. რომელს აირჩევდით ?

ა) კურდღელი ბ) ცხვარი გ) ირემი დ)ცხენი

2. თუ თქვენ ვალდებული ხართ იქცეთ ცხოველად, ჩამოთვლილთაგან რომელს აირჩევდით?

ა) ძაღლი ბ) კატა გ) ცხენი დ)გველი

3. ერთი სახეობის ცხოველის გაქრობის უნარი რომ გქონდეთ, რომელს გააქრობდით ?

ა) ლომი ბ) გველი გ) ნიანგი დ)ზვიგენი

4. რომელიმე სახეობის ცხოველს ლაპარაკი რომ შეეძლოს, რომელს აირჩევდით?

ა) ცხვარი ბ) ცხენი გ) კურდღელი დ)ჩიტი

5. დაუსახლებელ კუნძულზე თქვენ მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოფნის უფლება გაქვთ. ჩამოთვლილთაგან რომელს აირჩევდით?

ა) ადამიანი ბ) ღორი გ) ძროხა დ)ჩიტი

6. ცხოველების მოთვინიერების უნარი რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით შინაურ ცხოველად ?

ა) დინოზავრი ბ) ვეფხვი გ) პოლარული დათვი დ) ლეოპარდი

7. რომ შეგეძლოთ 5 წუთი რომელიმე არსებად გადაქცევა, რომელ მათგანს აირჩევით

? ა) ლომი ბ) კატა გ) ცხენი დ)მტრედი

ეხლა ვნახოთ პასუხები :

1. შენი არჩევანი გიჩვენებს ადამიანის იმ თვისებებს, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავს რეალურ ცხოვრებაში. კურდღელი – გარეგნულად ცივი, მაგრამ შინაგანად ძალიან თბილი ცხვარი – მორჩილი და თბილი ირემი – ელეგანტური და კარგი მანერების ცხენი – თავაწყვეტილი და თავისუფალი

2. შენი არჩევანი გიჩვენებს თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებ შენს პარტნიორზე ძაღლი – ლოიალური და ერთგული კატა – მოდური და ელეგანტური ცხენი – ოპტიმისტი გველი – მოქნილი, ელასტიური

3. შენი არჩევანი გიჩვენებს მიზეზს რის გამოც შეიძლება გაწყვიტო ურთიერთობა შენს პარტნიორთან ლომი – შენი პარტნიორის ქედმაღლობა და მბრძანებლური თვისებები გველი – შენი პარტნიორის უხასიათობა ნიანგი – შენი პარტნიორის შეუბრალებლობა ზვიგენი – შენი პარტნიორის დაუნდობლობა

4. შენი არჩევანი გიჩვენებს თუ როგორი ურთიერთობა გინდა გქონდეს შენს ამჟამინდელ პარტნიორთან ცხვარი – ერთმანეთის უსიტყვოდ გესმოდეთ ცხენი – ილაპარაკოთ ყველაფერზე გულახდილად. არანაირი საიდუმლოებები !!! კურდღელი – სიყვარული არასდროს განელდეს ჩიტი – ხანგრძლივი ურთიერთობა

5. შენი არჩევანი გიჩვენებს შეგიძლია თუ არა უღალატო შენს პარტნიორს ადამიანი – ალბათ არა ღორი – სურვილს წინააღმდეგობას ვერ უწევ და შესაძლებელია უღალატო ძროხა – მომთმენი ხარ და ძალიან შეეცდები რომ არ უღალატო ჩიტი – არ გიყვარს ვალდებულებები და შესაძლოა უღალატო

6. შენი არჩევანი გივენებს შენს შეხედულებებს ქორწინებაზე დინოზავრი – პესიმისტი ხარ და ფიქრობ რომ ბედნიერი ქორწინება არ არსებობს ვეფხვი – შენი აზრით, ქორწინება ძალიან ძვირფასი რამ არის და მას ნამდვილად უფრთხილდები პოლარული დათვი – ქორწინების გეშინია, ფიქრობ რომ იგი თავისუფლებას წაგართმევს ლეოპარდი – ყოველთვის გინდოდა დაქორწინებულიყავი, მაგრამ……. ფაქტიურად არც იცი ეს რა არის!

7. შენი არჩევანი გიჩვენებს შენს ამჟამინდელ შეხედულებას სიყვარულზე ლომი – შენ სიყვარული ყოველთვის გწყურია, მის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებ. თუმცა ადვილად არ გიყვარდება კატა – ცოტათი ეგოისტი ხარ. ფიქრობ რომ შეგიძლია ნებისმიერ დროს მოიპოვო სიყვარული და მერე მოისროლო სანაგვეზე როცა მოგინდება ცხენი – მხოლოდ ფლირტი !!! მტრედი – შენი აზრით სიყვარული მხოლოდ ვალდებულებაა.



ეს არის ფსიქოლოგიური თამაში. ეს თამაში სულ რაღაც 2-3 წუთს წაგართმევს, მაგრამ გაითვალისწინე ერთი რამ: თავის მოიტყუება არ შეიძლება! ჩამოწერე დავალებები და პასუხები შეადარე და მართლა ყველა პასუხი შეემთხვევა დავალებებს. აბა, დაიწყე!!!

1. ჯერ ჩამოწერე რიცხები 1–დან 11–მდე

2. შემდეგ 1 და 2 მოპირდაპირეთ დაწერე ორი ნებისმიერი რიცხვი

3. 3 და 7 მოპირდაპირეთ დაწერე საპირისპირო სქესის ორი ნებისმიერი სახელი

4. 4, 5 და 6 მოპირდაპირეთ დაწერე მეგობრების ან ნათესავების საყვარელი სახელები

5. 8, 9, 10 და 11 მოპირდაპირეთ დაწერე ოთხი სიმღერის სახელი (არ მოიტყუო თავი!)

6. და ეხლა ბოლოსდაბოლოს ჩაიფიქრე სურვილი

ეხლა კი თამაშის გასაღები…

1. რომ აგისრულდეს შენი სურვილი, შენ უნდა დაწერო ეს სურვილი დაღეჭო და გადაყლაპო

2. ადამიანი, რომლის სახელიც გიწერია მე–3 პუნქტთან, შენი შეყვარებულია

3. ადამიანი, რომლის სახელიც გიწერია მე–7 პუნქტთან, შენ ძალიან მოგწონს, მაგრამ მასთან შეხვედრა არასდროს გქონია

4. ყველაზე მეტად შენ ზრუნავ ადამინზე, რომელიც მე–4 ნომერთან გიწერია

5. ადამიანი, რომელიც მე–5 ნომერთან გიწერია, შენ ძალიან კარგად გიცნობს

6. ადამიანი, რომელიც მე–6 ნომერთან დაწერე, შენი "ბედის ვარსკლავია”

7. მე–8 პუნქტთან სიმღერა ასოციაციას გიწვევს ადამიანთან, რომელიც მე–3 პუნქტთან გიწერია

8. მე–8 პუნქტთან სიმღერას უძღვნი ადამიანს, რომელიც მე–3 პუნქტთან გიწერია

9. მე–10 პუნქტი – სიმღერა, რომელიც შენზე და შენ ფიქრებზე გიამბობს

10. მე–11 სიმღერა ასახავს შენ ურთიერთობას ცხოვრებასთან

11. რას ნიშნავს პირველ პუნქტთან დაწერილი რიცხვი არავინ იცის, მაგრამ აშკარად ეს რიცხვი შენთან ახლოს დგას.




გთავაზობთ ავსრტიელი ნევროპათოლოგის, ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ერთ-ერთ ტესტს.

მთავარია დაწეროთ ის, რასაც გრძნობთ და რაც პირველი მოგივა თავში, საშიში არაფერია თუ სხვადასხვა კითხვაზე პასუხები ერთმანეთს დაემთხვა. ყველაფერი ერთად თავიდანვე არ წაიკითხოთ.წაიკითხეთ კითხვები რიგის მიხედვით და არ იჩქაროთ. თუ მზად გაქვთ კალამი და ფურცელი მაშინ დავიწყოთ.



1. ზღვაში იყურები (შენი პირველი შეგრძნება, შეგიძლია დახუჭო თვალები)

2. მიდიხარ ტყეში და იყურები ფეხებზე (რას გრძნობ, პასუხისთვის გაქვს 30–40 წამი)

3. ხედავ მფრინავ თოლიებს (რას განიცდი ამ დროს, სწრაფად პასუხობ და გადავდივართ შემდეგზე)

4. ცხენების რემა (ბევრი ფიქრის გარეშე, დაწერე რაც თავში მოგივა)

5. უდაბნოში არის კედელი, პატარა ნახვრეტებით, რომლიც უკანაც არის ოაზისი
(ამ კითხვაში საჭიროა, შენი ქმედება და არა ფიქრი)

6. უდაბნოში დაღლილი, ხედავ გზაზე წყლით სავსე ჭურჭელს, რას აკეთებ
(რას განიცდი, დაწერე ფურცელზე)

7. ტყეში დაიკარგე, მოსაღამოვდა და დაინახე სახლი, რომელშიც შუქი ანთია (რას გააკეთებ)

8.ნისლში ხარ (მოქმედება, როგორ მოიქცევი)




რეზულტატები: რას გულისხმობდა ფროიდი.

1. შენი დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ, ემოციები და შეგრძნებები.

2. როგორ გრძნობ თავს საკუთარ ოჯახში.

3. შენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.

4. შენი დამოკიდებულება კაცების მიმართ.

5. შენი არსებობის მთავარი სტრატეგია და მიზანი, როგორ წყვეტ პრობლემებს.

6. შენი სექსუალური აზროვნება, პარტნიორის ამოვრჩევის მხრივ.

7. შენი დამოკიდებულება ოჯახის შექმინს მიმართ.

8. შენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.




მე ყველა ტესტი ძალიან მომეწონა ) იმედია თქვენც..!!
მე პირადად ძალიან მიყვარს ყავა... არ აქვს მნიშვნელობა ნალექიანია თუ უნალექო, ყველაანაირი მიყვარს !!
დღეში 1 ჭიქას მაინც ვსვავ ;დ იმედია თქვენც გიყვართ ყავა.
ახლა ჩემი თხოვნა იქნება ყველა მკითხველი ცოტახნით მოწყდეს კომპიუტერს და ყავა გაიკეთოს !! ეს აუცილებელია !!
ნუ რა ზარმაცები ხართ ;დ მაინც არ გააკეთე ხო? მაშინ სურათებით დატკბი ))



































იმედია ახლა მაინც მოგინდათ ყავა და გაიკეთებთ ;დ

ახლა გადავიდეთ მოდაზე)
ყოველთვის ვადევნებ ხოლმე სხვადასხვა ქალაქების ქუჩის სტილს..
მოდით ვნახოთ და შევაფასოთ პარიზის ქუჩის სტილი ))




























რას ფიქრობთ კომენტარებში დააფიქსირეთ)




ახლა ნიუ იორკის ქუჩის სტილს გადავხედოთ






























ომელი უფრო მოგეწონა კომენტარებში დაწერე ))


სასაცილო ანიმაციები, ტესტები,მოდა... ახლა საინტერესი ფაქტებს შემოგთავაზებთ.
მემგონი სახალისოა )



❥დაცემინების დროს ცხვირიდან ჰაერი გამოდის 100 მილი საათის სიჩქარით
❥მორიელს შეუძლია არ ჭამოს მთელი წლის მანძილზე
❥ბენზინის შემდეგ, ყავა არის მეორე უმსხვილესი საქონელი საერთაშორისო ვაჭრობაში
❥მარტოობა ყველაზე რთული გადასატანია 20:00-დან 22:00 საათამდე
❥დომენი: GOOGLE.com დაარეგისტრირეს 1997 წელს

❥ალბერტ აინშტაინი და ჩარლზ დარვინი, ორივე დაქორწინდა საკუთარ ბიძაშვილზე
❥ადამიანი წლის განმავლობაში თვალს ახამხამებს საშუალოდ 4,200,000 ჯერ
❥ბუნებრივ აირს (გაზს) სუნი არ გააჩნია. სუნს სპეციალურად ამატებენ რომ გაჟონვა დააფიქსირონ
❥შაში ჭადრაკზე ძველი თამაშია

❥ქოქოსის ჩამოვარდნით წელიწადში 150 ადამიანი იღუპება
❥ნოვოკაინი იშიფრება როგორც: ახალი კოკაინი
❥ამერიკის ოცდამეჩვიდმეტე პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონს ძალიან უყვარდა ხაჭოს კეჩუპით ჭამა
❥პირანიების ჯოგს შეუძლია რამოდენიმე წუთში შეჭამოს 200 კილოგრამიანი ღორი
❥4 წლის ბავშვი დღეში საშუალოდ 400 კითხვას სვამს

❥პოგონოფობია ეს წვერების შიშია
❥ვაშლი წყლის ზედაპირზე ტივტივებს, რადგან მისი შემადგენლობის 25% ჰაერია
❥ადამიანთან ერთად კოსმოსში იმყოფებოდნენ: ძაღლები, შიმპანზე, თაგვები, ობობები, ბაყაყები და მედუზები
❥წვიმა შეიცავს B12 ვიტამინს
❥ბუზები ყრუები არიან

❥ლეონარდო და ვინჩი ხატავდა მონა ლიზას ტუჩებს 12 წელი
❥როდესაც იმანუელ კანტს ჰკითხეს, რომელი ქალია უფრო ერთგული ? შავგრემანი თუ ქერაო ? ფილოსოფოსმა ორიგინალურად უპასუხა: - ჭაღარა!
❥თეთრ სახლში 132 ოთახია
❥ბიბლიაში ბოლო სიტყვა არის - ამინ
❥პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და "Playboy"-ის დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი ბიძაშვილები არიან

❥ვეფხვს ბეწვის გარდა კანიც ზოლიანი აქვს
❥მხოლოდ მდედრი კოღოები იკბინებიან
❥ბუების ჯგუფს "პარლამენტი" ჰქვია
❥ჭიაყელას 5 გული აქვს
❥1968 წელს საფრანგეთში მეხი დაეცა ცხვრების ფარას და ყველა შავი ცხვარი დაიხოცა, ხოლო თეთრებს კი არაფერი მოსვლიათ
❥გარეულ იხვებს 360 გრადუსიანი მხედველობა აქვთ



სულ ეს იყო.. იმედია ცოტათი მაინც გერთეთ და მოგეწონათ ჩემი სიახლე ))



კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 941 | დაამატა: -CyrusGirl❤ | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-06-28 Spam
Dzz Momewona Siaxle <3