მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 21 » Dialogue with the angels of death
9:20 PM
Dialogue with the angels of death


...ი წერტილითაწყებული წინადადება, უშინაარსო, უსულო და მკვდარი სიტყვები. გამოგონილი ჩემი სამყარო უკიდეგანო, ლურჯი ფიქრებით. ოცნება? ოცნებაშიც კი შემომეჭერი. სიცოცხლის იქით, ფიქრებში გაიჭერი. ვეღარ შეგაჩერე და თავი დაგანებე. მერე გათავხედდი ოცნებაშიც გაბედე შესვლა. მერე წახვედი.
იცი, მარტოობამ სულში ჩაიხედა, იცი, შენი გრძნობადაკარგული, ფერგახუნებულიდა ყალბი „მიყვარხარაც" მომენატრა. აზრგადასული მაგრამ მაინც „მიყვარხარ".იცი, უშენობა მტკივა. მარტოობამ შემოაბიჯა ჩემსსამყაროში, დაისადგუდა ხმაურიანი სიჩუმე გაამეფა. აქაც კი დაბნელდა, აქაც კი გაშავთეთრდა და განაცრისფერდა, აქაც კი ყველაფერი თქვენს სამყაროს დაემსგავსა. ბოლო აკორდი აიღო ყვითელმა, მრავალწერტილი დასვა წითელმა... მუსიკა აქაც გამომირთეს...კიდევ ერთხელ ფურცლებზე გადმოტანილი გრძნობები, ცრემლიანი თვალები, ნელი სიო და ჰაერში დატრიალებული ზამთრის სურნელება...ცა მოიღრუბლა, სულ მალე ცაც ატირდა მასთან ერთად, თუმცა ის არსად აპირებდა წასვლას, პირიქით, ხელებით ხიდის "მოაჯირს" დაეყრდნო, მეორე მხარეს გადაძვრა, მოაჯირზევე ჩამოჯდა, ბლოკნოტი იქვე გვერძე დაიდო და უსასრულო სივრცეს მიაშტერდა...დედამიწაზე უამრავი სიტყვა არსებობს, ზოგი უმნეშვნელოა, ზოგიც ბევრის თქმელი, თუმცა არის ზოგიერთი სიტყვა რომელიც საყვარელი ადამიანის მიერაა წარმოთქმული და შენთვის ყველაზე ძვირფასია...ოქროსფერი შემოდგომა, ზურმუხტისფერი თვალები, მინდა ვნახო ლონდონი შენთან ერთად თავში ეს სიტყვები ამოუტივტივდა და ღიმილმაც მაშინვე გაუპო სახე, ამ მომენტში ის გრძნობდა რომ ის მის გვერდით იყო, ეხუტებოდა და არ აძლევდა წასვლის უფლებას...


თუმცა მას წასვლა უნდოდა, სხეულის დატოვება უნდოდა, სხეულს უჭირდა "დამძიმებული და დადარდიანებული" სულის ტარება. ტკიოდა, სხეულის ყოველი კუთხე-კუნჭული...იგრძნო როგორ შეიჭრა მასში ზამთრის სუსხი, თუმცა არ გარხეულა, ასე თავის დასჯას ცდილობდა...ციოდა, უკვე ძვალ-რბილში ატანდა სიცივე, თუმცა არ ირხეოდა
-გიყვარს ?გაისმა ყინულზე უფრო ცივი ხმა...იმდენად ცივი რომ ახალგაზრდას სიცივის ტალღამ კიდევ ერთხელ დაუარა, გვერდით გაიხედა, ვერც კი შეამჩნია შავებში ჩაცმული უცნობი როგორ მიუჯდა გვერდით, სახე საერთოდ არ უჩანდა, თუმცა მის ირონიულ ღიმილს მაინც ხედავდა
-არ ვიცი
-მატყუარა ხარ
-ნუთუ ახლა თვითონ შეისისხორცა ირონია
-ისევ გიყვარს, მაგრამ არ აღიარებ დღისით არ აღიარებ, სამაგიეროდ ღამით
-ღამით რა იცვლება ?
-ღამით ? ღამით ადამიანი მარტო რჩება, არის მხოლოდ ის და მისი შინაგანი სამყარო...შენი შინაგანი სამყარო, რომელიც უკვე ნაწილებადაა დაშლილი, ხვდებო რომ მის გარეშე არაფერს წარმოადგენ, სულის სიცარიელეს გრძნობ, გინდა ისევ გაიგონო მისი ხმა, ისევ ჩაეხუტო..
-შენ ცდები
-ვცდები ? შეხედე ღამეა და შენ ისევ ცრემლები მოგდის
-იცი ბაბუა სულ მასწავლიდა, თუ ოდესმე ცხოვრება გაგთელავს,ამაყად შეხვდი მის განსაცდელს,მთავარია შინაგანი სისუფთავე, სულის სიწმინდე შეინარჩუნო, დანარჩენს მოევლება..მაგრამ მე დავმარცხდი, ცხოვრებისეულმა განსაცდელმა დამამარცხა და ახლა მზად ვარ მას წითელი ხალიჩა დავუგო გამარჯვების ნიშნად
-რატომ უხვევ თემიდან ? აღიარე რომ გიყვარს
ისევ ყინულზე ცივი ხმა და სიცივისგან შეკუმშული გული
-ეს დასასრულია, არ მიყვარს... სიმტკიცე სრულად გამქრალიყო მისი ხმიდან, მაგრამ ცდილობდა, ცდილობდა პირველ რიგში საკუთარი თავის, შემდეგ კი უცნობის მოტყუებას
-შენ თავსაც კი ვერ ატყუებ ამაზრზენმა სიცილმა მოიცვა გარემო
-მან მე დამტოვა, ის არ იმსახურებს ჩემს სიყვარულს წყენით წარმოთქმული სიტყვები...
-წრფელი სიყვარული პრინციპეპზე და წყენაზე მაღლა დგას, მას არ უნდოდა წამოსვლა, ის მებრძოდა მხოლოდ იმიტომ რომ შენ არ დაეტოვებინე მარტო, ბოლოს წარმოთქმული სიტყვებიც კი შენ გიკავშირდებოდა, "თორნიკე მაპატიე" იმეორებდა და იბრძოდა..


-და შენ ის მაინც წაიყვანე ? მე , მე კიდე ვერ ,ვერ ვაპატიე
-ეს ჩემი მოვალეობა, ამას წინ ვერ აღვუიდგები...ისევ იტყუები შენ მას აპატიე, მაგრამ არ აღიარებ
-წამიყვან მასთან ? გულწრფელი ღიმილი და თვალებში ჩამდგარი სიხარული
-არ შემიძლია, ჯერ შენი დრო არ დამდგარა
-თავს მოვიკლავ
-ეს ყველაზე დიდი ცოდვაა თქვა უცნობმა და ისევ გაუჩინარდა.

თორნიკე კიდევ დიდხანს იჯდა "მოაჯირზე" ის უკვე ვეღარ გრძნობდა სიცივეს, იყო მხოლოდ ტკივილი და მონატრება, საშინელი მონატრება...ფეხზე წამოდგა, ხიდან ჩამოხტა. ბევრი არ უფიქრია სირბილით წავიდა ეკლესიისკენ, მორიდებით შევიდა, სანთელი დაანთო...სანთლის პატარა ალზე დატეული უამრავი გრძნობა, მონანიება, ბოდიში, მფარველობა, ცრემლი...ხატს ემთხია და ეკლესია დატოვა...

***
მეორე დღეს პოლიციამ ახლაგზრდა ბიჭის სხეული იპოვა, რომელიც გაყინული ხიდის კუთხეში "იჯდა" ხელში კი ახალგაზრდა გოგონას სურათი ეჭირა წარწერით "ყოვეთვის", პოლიციელმა უიმედოდ გააქნია თავი და ბიჭს შავი ნაჭერი გადააფარა
-სად ვარ ? ვინმემ გამეცით ხმა
-გამარჯობა თოკე
სიბნელეში გაისმა თბილი, მონატრებული ხმა...თორნიკემ იგრძნო როგორ "გაუთბა" სხეული, როგორ ჩაიღვარა კაპილარებში სისხლი, როგორ აძგერდა რიტმულად გული...მონატრებული ჩახუტება, სულის ზეიმი, მონატრებული თბილი ბაგეები და სამუდამო ბედნიერაბა
-ნინი, ნინი მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ
-იცი მიჭირდა იქ უშენობა
-მე სულ შენ გვერდით ვიყავი, ხომ დაგპირდი
-შენ არასდროს არღვევ პირობას
-არასდროს

ზემოდან შავებში გამოწყობილი "რაღაც" დაჰყურებდა ორ ნატანჯ და უკვე ბედნიერ სულებს, მას სწორედ ასეთი სიყვარულის სწამდა და სადღაც გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც მათი ისევ ერთად ნახვა, ეს შავი რაღაც შინიგამი-სიკვდილის ანგელოზი იყო...!


მოკლედ არ ვიცი ამ ბოლო დროს რა მემართება, ზედმეტად იდეალისტი გავხდი და მემგონი არ არის ეს კარგი...შეაფასეთ ჩემი კიდევ ერთი ნაჟღაპნი, რათქმაუნდა ვიღებ კრიტიკას...ველოდები კომენტარებს♥


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1021 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6
2013-11-04 Spam
dzalian magari xar vgijdebi shenzeee