მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 15 » დიალოგი სიკვდილთან...^
10:54 PM
დიალოგი სიკვდილთან...^
დიალოგი სიკვდილთან...^
პატარა ჩანახატი.. ^
 


 

დედა გყავს, შვილო?
- არა.
- ობოლი ხარ?
- ჰო, ობოლი ვარ.
- მაინც რატომ გვკლავ, ჰა?
- იმიტომ რომ, სიკეთე მინდა თქვენთვის.
- ეს რა სიკეთეა, შვილო?
- აბა მაშ სულ ადამიანები ხომ არ იქნებით?
- რატომაც არა..
- არ შაგწყინდებათ?
- რო დავბერდებით, მერე რაც გინდა, ის გვიყავი.
- ყველა რომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნება.
- ეგ ბოროტება არის, შვილო.
- მაგრამ, წესია.
- ქრისტეს რაღას ერჩოდი?
- ეგეც სიკეთისათვის გავაკეთე, უიმისოდ ვერ დაინახავდით ისეთს, როგორც საჭიროა …
იცი რა, დედი, მე კი არა გკლავთ, თვითონ ვკვდები თქვენში, თვითონ ვიტანჯები სულის გაყრისას. … თუ მომკლავთ, აღარასოდეს მოკვდებით, მაგრამ ამას ნუ იზამთ … უჩემოდ გაგიჭირდებათ სიცოცხლე, აღარც სიყვარული გექნებათ, აღარც სიხარული…
……………………………………………………………………….
- რა არის სიცოცხლე?
- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
- სიკვდილი?
- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა …


კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 689 | დაამატა: IpsyChoGirly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2013-03-15 Spam
2. Tày Sama   ( Tày[??????]

kargiaa)