მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 1 » დევიდ კოპერფილდი
8:31 PM
დევიდ კოპერფილდი
The BooK <3
♡Smiler-Tizzie♡-ს კონკურსისთვის The BooK...
ჩარლზ დიკენსის "დევიდ კოპერფილდი"
წიგნის შესახებ/ჩარლზ დიკენსის შესახებ...
ფოტოები../ანიმაციები...
  

კონკურსებში არასოდეს მიმართლებს მაგრამ მაინც გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო  ♡Smiler-Tizzie♡-ს კონკურსში The BooK..ბევრი წიგნი მიყვარს მაგალითად: ბინდი,ჯეინ იერი, შერლოკ ჰოლმსი..ძალიან მომწონს აგატა კრისტის შემოქმედება და სხვა.. მაგრამ გამოვარჩევდი ჩემთვის ერთ-ერთ ძალიან საყვარელ რომანს "დევიდ კოფერფილდ" რომელიც ჩარლზ დიკენსს ეკუთვნის..პირველად ეს წიგნი გამოიცა 1850 წელს..

წიგნის სიუჟეტი შემდეგია..

დევიდ კოპერფილდი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. როდესაც შვიდი წლის იყო, დედამისმა სხვა მამაკაცთან, მისტერ მერდსტოუნთან იქორწინა. მამინაცვალთან ბიჭუნას იმ დროიდან უსიამოვნებები ჰქონდა. მოგვიანებით მათი სახლის მართვა მერდსტოუნის დას დაევალა, ხოლო მამინაცვალმა დევიდის ცემას უმატა, ვინაიდან ბიჭუნას სასკოლო მოსწრებით უკმაყოფილო იყო.
მერდსტოუნის მოთხოვნით დევიდი კერძო სკოლაში გადაიყვანეს, სადაც, მასწავლებელთა ზეწოლის მიუხედავად, მეგობრებთან ურთიერთობა სიამოვნებდა. ამასობაში მისი დედა გარდაიცვალა და მერდსტოუნმა კოპერფილდი გააგზავნა ლონდონში, მის კუთვნილ ქარხანაში სამუშაოდ. ქარხანაში მისი უფროსი უილკინს მიკობერი, რომელიც მიუხედავად დიდი სიღარიბისა, ყოველთვის ოპტიმიზს ინარჩუნებს.
მიკობერი დავალიანების გამო ციხეში ამოჰყოფს თავს, ხოლო დევიდი, რომელსაც მობეზრდა სიღარიბე, დეიდასთან, ბეტსი ტროტვუდთან გადასახლდება. იგი ექსცენტრიული ხასიათის არის და მერდსტოუნის მცდელობები, ბიჭუნა წაართვას, უშედეგოდ დასრულდება.
სიუჟეტის მსვლელობისას დევიდის ცხოვრებაში ჩნდება და ქრება სხვადასხვა პერსონაჟები. იგი ყალიბდება შესანიშნავ ახალგაზრდა მწერლად. გადის დრო და იგი სტუმრობს თავისი დეიდის იურისტს, მისტერ უიკფილდს, რომელიც ალკოჰოლიზმში, მსახურ ურია ჰიპის უშუალო თანამონაწილეობით ეფლობა. ჰიპი მოხუცის ზურგს უკან საკუთარ ბნელ საქმიანობას ეწევა.
გახდება რა უიკფილდის პარტნიორი, ჰიპი სამუშაოდ აიყვანს მიკობერს. უკანასკნელი, კოპერფილდთან ერთად, გამოააშკარავებს ჰიპს. ამასთან ერთად, მოთხრობილია სტირფორტის ამბავი, რომელმაც შეაცდინა ობოლი გოგონა ემილი და მასთან ერთად ევროპაში გაიქცა - ეს ამბავი ტრაგიკულად სრულდება.
ამასობაში დევიდს უყვარდება დორა სპენლოუ, რომელიც შემდგომში მისი მეუღლე ხდება. მოგვიანებით, მისი გარდაცვალების შემდეგ, დევიდი საბოლოოდ ბედნიერი ხდება, უიკფილდის ახალგაზრდა ასულ აგნესთან ერთად.
(აგნესა განსაკუთრებით მიყვარს დევიდის მერე)

ახლა ცოტას მოგიყვებით ჩარლზ დიკენსზე..

ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი დაიბადა 1812 წლის 7 თებერვალს... ინგლისში..
იგი იყო ყველა დროის ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი, რომლის ნოველებისა და მოკლე მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა.
ჩარლზ დიკენსის შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში. ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსამსახურის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე. ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების
 გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში, 
საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად.
 დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში.
 ბავშვობაში მიღებული განათლება არ ატარებდა რამდენადმე სისტემატურ ხასიათს. ის მუშაობდა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად. სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში - "დევიდ კოპერფილდი" და "პაწია დორითი".
 გარდაიცვალა 1870 წლის 9 ივნისს 58 წლის ასაკში..

დევიდ კოფერფილდს ბევრი ფილმია.. ერთ-ერთ ასეთ ფილმში დევიდის როლს  თქვენთვის კარგად ნაცნობი და ზოგისთვის ძალიან საყვარელი ჰარი პოტერის მტავარი გმირი ასრულებს დევიდ კოპერფილდის როლს..




 

 

 

 

 

 

 








სულ ეს იყო.. იმედია კარგი საკონკურსო თემა გამოვიდა.. თქვენ შეაფასეთ..
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1077 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-12-08 Spam
Chikk <3 nMagaria