- სამყაროს პესიმისტურ აღქმაში
ადამიანი ყველაფერს მხოლოდ მუქ ფერებში ხედავს, ცხოვრებაში უფრო ნეგატივურს, ვიდრე პოზიტიურს პოულობს და ცალმხრივად აღიქვამს მას. განიცდის შინაგან დაცლილობას, უიმედობას, საკუთარ უსუსურობას, ბრალეულობას და არასრულფასოვნობას, ადვილად ღიზიანდება. ამგვარ შეგრძნებებს შეიძლება ერთოდეს საკუთარი თავის მიმართ სიძულვილი, ხანგრძლივი სევდა, ფიქრი არსებობის უაზრობის თაობაზე, ადამიანებისგან დისტანცირება, ვინაიდან მას მეგობარი და ახლობელიც კი უკვე უცხო და შორეულად მიაჩნია.
- დამახასიათებელ ქცევაში
ერთ-ერთ ვარიანტში, ძალ-ღონისგან დაწლილობის, ძილის მუდმივი სურვილის და დაღლილობის შეგრძნების განმარტებით ცდილობს ახსნას ახლობელი ადამიანებისგან დაშორება.
მეორე ვარიანტში - პირიქით უძილობა, მოუსვენრობა, აზრთა კორიანტელი, იმავდროულად გარკვეული დონის „დამუხრუჭება", მეხსიერების გაუარესება, კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღებაში პრობლემების შექმნა.
ორივე ვარიანტში - მადის დაკარგვა და წონის კლება ან პირიქით უზომო ჭამა და სწრაფად ჭარბი წონის აკრეფა. ნებისმიერი ქმედების მიმართ ყოველგვარი ინტერესის დაკარგვა (მათ შორის სექსის მიმართ), ისეთი სახის საქმიანობის მიმართაც, რომელიც წინად დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.ფიზიკურ გამოვლენებში
ნებისმიერს და პირველ რიგში ადამიანს, რომელიც ნაკლებად აღიქვამს საკუთარ ემოციებს, შესაძლებელია განუვითარდეს დეპრესიის ფარული ფორმაც. ის გამოიხატება შემდეგი ნიშნების მეშვეობით - მაღალი წნევა, ფიზიკური მოშლილობები, რომლებიც ნაკლებად ექვემდებარებიან ტრადიციულ მკურნალობას, მაგალითად, შაკიკი, კუჭ-ნაწლავისა და საჭმლის მონელების პრობლემები, სხვა და სხვა სახის ქრონიკული ტკივილები და ა.შ.
რით არის სახიფათო რეალური დეპრესია?
დეპრესია სახიფათოა თავისი დამანგრეველი თვისებების გამო. ხშირ შემთხვევაში დასაწყისში მას სერიოზულად არ აღიქვამენ. იმავდროულად მოკლე ხანში ამ სენის მატარებელი ნამდვილ „ჯოჯოხეთში" ხვდება, ცხოვრებას ის აღარ უყურებს სრულ მრავალფეროვნებში, სულიერ სამყაროში ექმნება ავადმყოფური სიცარიელე, რომელსაც ვერ იშორებს დღე-ღამის განმავლობაში. ამ მდგომარეობაში ძილიც კი არანორმალური ხდება - არა ღრმა, ზედაპირული, ხშირი და ადრეული გაღვიძებით.
ადამიანი კარგავს ცხოვრების აზრს და ნებისმიერი ქმედების მოტივაციას. ამ სენით დატყვევებულს შეუძლია მთელი დღე იჯდეს ერთ და იმავე ადგილას, დაუსრულებლად უყუროს კედელს, ჩაეფლოს საკუთარ ფიქრებში და ვერ ამჩნევდეს როგორ მიდის დრო. ის უარყოფს ახლობელი ადამიანის დახმარებას, რაც ართულებს მასთან კონტაქტს. ცხოვრებისეული მოთხოვნილებები კარგავენ ყოველგვარ მნიშვნელობას. ყველაზე სახიფათო, განსაკუთრებით მძიმე ფორმის დეპრესიაში - ეს არის სუიციდზე ფიქრი, რომელიც ცხოვრების ყველა პრობლემის და უაზრო არსებობის პრობლემის ერთიანად გადაწყვეტის ერთადერთ გზად ეჩვენება.
რა ვიღონოთ დეპრესიის დასაძლევად?
ვფიქრობთ, რომ ვერავინ ვერ წაიტრაბახებს, რომ მისთვის სრულიად უცნობია დეპრესიის მცირე გამოვლენაც კი. ცხოვრებაში აღმაფრენისა და ვარდნის შეგრძნება ალბათ ყველასთვის ცნობილია. დეპრესია კი ამ ვარდნის ყველაზე ქვედა წერტილში გვხვდება, როდესაც შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა შეუძლოდ გვეჩვენება. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვარდნას ახალი „აღმასვლაც" შეიძლება მოჰყვეს, ამისთვის უნდა დავძლიოთ ჩამძირავი თვითგვემა, გადავდგათ პირველი ნაბიჯი, გაორმაგებული ძალით დავიწყოთ ქმედება და გვახსოვდეს, რომ აღმაფრენა კვლავაც შესაძლებელია, მაგრამ მას ჩვენვე ვშორდებით საკუთარ თავში გაუთავებელი ქექვით, საკუთარი თავის მიმართ სიბრალულისა და სხვების დადანაშაულების შედეგად.
გთავაზობთ - ერთად ვეცადოთ მივიახლოოთ ეს ახალი „აღმასვლა". პირველ რიგში უნდა „დავიჭიროთ" ყველაზე პროდუქტიული აზრი -„რა ვქნა", რომელიც სენის მიუხედავად ზოგჯერ მაინც მოგვდის თავში, მივიჩნიოთ ის ათვლის წერტილად და აქედან დავსახოთ ყველა შემდგომი ნაბიჯი.
ფსიქიატრებისთვის კარგადაა ცნობილი უძლიერესი იარაღი, რომელსაც თვითშთაგონება ჰქვია. არ გამოიყენოთ ეს იარაღი საკუთარი თავის წინააღმდეგ, ნუ მიაწებებთ მცირე უსიამოვნებით გამოწვეულ სევდას დეპრესიის იარლიყს და ნუ გახდებით წუთიერი სისუსტის მონა, პირიქით გამოიყენეთ ეს იარაღი თქვენ სასარგებლოდ, იმისთვის, რომ დაიბრუნოთ რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში და თქვენ შესძლებთ ყალბი შეგრძნებების ლაბირინთიდან გამოსვლას.
რა შეიძლება ვურჩიოთ დეპრესიით დაპყრობილი ადამიანის ახლობლებს?
მედიცინა ეძებს ახალ-ახალ საშუალებებს და კურნავს. ფარმაცევტები გვთავაზობენ გამოსავალს ახალი თაობის ანტიდეპრესანტების სახით, ფსიქიატრები და ფსიქოთერაპევტები - ჯგუფურ და ინდივიდუალურ უახლეს პრაქტიკულ მეთოდებს, ფსიქოანალიტიკოსები - შინაგანი მექანიზმების ამოძრავების და შეგულიანების ამოქმედების მეთოდიკებს, ექსტასენსები გვპირდებიან აურის კორექტირებას, მკითხავები და შამანები სულიერი სამყაროს განწმენდას. მაგრამ ნებისმიერი ეს შეთავაზება შეიძლება უსუსური გამოდგეს დეპრესიასთან ბრძოლაში.
გაზეთ «Globes» დაკვირვებით თუ ამ სენით დატყვევებული არ ღებულობს დახმარებას მედიცინისგან და საზოგადოებისგან ის შეიძლება „შაძვრეს" კომპიუტერში და გაერიყოს მთელ სამყაროს, იმავდროულად დაავადებულთა 50% თვითონ, პირადად არც მიმართავს ექიმს.
მეცნიერები - ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ეკონომისტები მიგვითითებენ ერთ ყურადსაღებ ჭეშმარიტებაზე: თუ კაცობრიობა კარგავს საერთო საკაცობრიო ღირებულებებს, რომლებიც მას აკავშირებენ როგორც ერთიან ორგანიზმს, ეს იწვევს დამანგრეველ მსოფლიო კრიზისებს. ანალოგიურად ცალკეული პიროვნებაც თუ დაკარგავს ცხოვრების აზრს და მიზანს ის ეფლობა საკუთარ დაცლილ სამყაროში, რომელშიც, როგორც წესია, წარმოიშობა დეპრესია. ამის გამო სერიოზული მეცნიერები ადამიანის გაჯანსაღების წყაროსა და საფუძველს ადამიანებს შორის თბილ ურთიერთობაში ეძებენ. მაგალითად, უკვე ნახსენები ექიმები ბ.მიურრეი და ა.ფორტინბერრი გვთავაზობენ, რომ უნდა ვუმკურნალოთ არა ცალკეულ პიროვნებას, არამედ საზოგადოებას, რომელიც თავისი უგულობით, გათიშულობითა და აგრესიულობით წარმოშობს დეპრესიის წინაპირობას. ხოლო ავსტრიელი ფსიქოლოგი ვ. ფრანკი ამტკიცებს, რომ მარტოდ დარჩენილი ადამიანი საკუთარ გრძნობებში გაუთავებელი ქექვით მხოლოდ აძლიერებს დეპრესიას. ის იწყებს „ღია კარების მტვრევას" და ვერ გებულობს, რომ კარები შიგნით კი არა არამედ გარეთა მიმართულებით იღება.
ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებებს. ჩვენი აზრით დეპრესიასთან ბრძოლის ყველაზე სწორი გეზი - ადამიანისკენ, ადამიანთა ერთობისკენ სვლა არის, ანუ უძველესი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს მიერ დღემდე არარეალიზებული მცნებისკენ: გიყვარდეს მოყვასი შენი...
გვერწმუნეთ, რომ მხოლოდ გულწრფელი დამოკიდებულება, ყურადღება, სიყვარული და დახმარების სურვილი შესძლებენ გამოიყვანონ თქვენი ახლობელი საშინელი სენის - დეპრესიის ბნელი უფსკრულიდან. არ აარიდოთ თავი, იქონიეთ მოთმინება ამ სენის მატარებელ პიროვნებასთან ურთიერთობაში და ის კვლავ დაგიბრუნდებათ ძველებურად გულუხვ და მხიარულ ადამიანად.
შეიყვარე მოყვასი შენი! ამით გადაარჩენ საკუთარ თავს, შენს ახლობელს და მთელ კაცობრიობას ყველა სახის ეპიდემიისგან, მათ შორის XXI საუკუნის სენისგან - დეპრესიისგან!