მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 1 » DEPRESSiON
9:32 PM
DEPRESSiON
DEPRESSiON


 ❦ მინდოდა,რამე განსხვავებული სიახლე დამედო ❦
სიახლე მივუძღვენი მნიშვნელოვან თემას 'დეპრესიას'
ძალიან საჭირო ნიუსია და საინტერესოც ))

დეპრესია ამ სიტყვის გაგონებაც კი უსიამოვნოდ გაგნგვაწყობს. დეპრესიას მიჩნეულია 21-ე საუკუნის სენად. კითხვაზე "ოდესმე გქონია დეპრესია? ძირითადად ვპასუხობთ "-არა, არასოდეს". საზოგადოების თვალში ცუდ ტონად ითვლება თუ ადამიანს ოდესმე დეპრესია ჰქონია. ამიტომ ხშირად ვმალავთ ჩვენს ამ ემოციურ მდგომარეობას. დიახ, დეპრესია არის ადამაინის ემოციური მდგომარეობაა და არა სენი, ან უკურნებელი დაავადება. დეპრესია ადვილად განკურნებადია — პაციენტების 80 % სრულად იკურნება.
დეპრესია

რამ შეიძლება მიგვიყვანოს დეპრესიამდე? ვის ემართებათ დეპრესია? დეპრესიისგან დაზღვეული არცერთი ადამიანი არ არის. დეპრესიის გამომწვევი შეიძლება გახდეს ამინდიც კი. მაგრამ ეს არ უნდა აგვერიოს უგუნებობაში (უხასიეთობაში). ზოგიერთ ადამიანს უყვარს წვიმიანი ამინდი, ზოგს კი მელანქლიურ განწყობას უქმნის, შესაბამისად ცუდ განყობაზე დგება, მაგრამ ეს არ არის დეპრესია.
დეპრესია არის ხანგრძლივი, ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა, ან თვე. (ეს დამოკიდებულია ადამიანზე და რამდენად სწრაფად დაიწყებს მკურნალობას).

http://www.3kgs.com/wp-content/uploads/2012/12/tears-depression.jpg

დეპრესიის ძირითადი გამომწვევი არის: ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ხშირი წარუმატებლობები, იქნება ეს კარიერული, თუ პირად ცხოვრებაში განცდილი მარცხები. ხშირია სეზონური დეპრესიები. ამ მხრივ გამოირჩევა შემოდგომა, როდესაც ამინდის რადიკალურ ცვლილებებთან ერთად იცვლება ადამიანის შინაგანი განწყობა და ცხოვრების წესი. ასევე ცხოვრების აქტიური რითმიდან ამოვარდნა, ან პირიქით. შეიძლება ითვას, რომ ადამიანის ცხოვრებაში მიმდინარე რადიკალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ემოციური დატვირთვა, რაც დეპრესიას იწვევს.


ფოტოკრებული ♥


Ω დეპრესია მოზარდებში Ω
დეპრესია უმეტეს შემთხვევაში მოზარდობის ასაკში იჩენს თავს და თუ ამას ყურადრება არ მიექცა შესაძლოა სავალალო შედეგამდეც მივიდეს ადამიანი, მაგალითად სუიციდამდე. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მისი მკურნალობა, როგორც ფსიქოლოგთან ვიზიტების სახით ასევე ანტიდეპრესანტების სახით.

In My Secret Life...

როდესაც მოზარდი დეპრესიაში არის ან მის წინარე პერიოდშია აუცილებელია მშობელმა ეს შეამჩნიოს მოზარდს და საჭირო ზომები მიიღოს. აუცილებელია ასეთ დროს მშობლის ან მშობლების გვერდზე დგომა და მოზარდის გამხნევება, მაგრამ ხშირია მხოლოდ ერთი მშობლის მონაწილეობა დეპრესიის გადალახვის გზების პოვნაში, რადგან მოზარდი ხშირ შემთხვევაში თავისივე სქესის წარმომადგენელ მშობელს უფრო მეტად ენდობა ასეთ შემთხვევებში.

For Girls
აუცილებელია მშობელი დაინტერესდეს იმ პრობლემებით რაც ბავშვს აწუხებს, შეეცადოს დაეხმაროს მას და მიმართოს ფსიქოლოგს კონსულტაციისათვის, რათა უკეთ გაერკვეს დეპრესიული სინდრომის ხასიათში, შემდგომ კი თავად მოზარდი დაარწმუნოს ფსიქოლოგთან კონსულტაციების საჭიროებაში და და დახმარების ხელი გაუწოდო.



დეპრესია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირად გამოვლინდება, თუმცა აქვს საერთო ნიშნები და სიმპტომებიც. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- უმწეობისა და უიმედობის განცდა. დამახასიათებელია გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.
- ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა. ძველი გატაცებები და ხალხთან ურთიერთობა კარგავს აზრსა და ხალისს. ადამიანი ვერ ახერხებს სიამოვნების მიღებას, მას არაფერი ანიჭებს სიხარულს.
- მადისა და წონის ცვლილებები. მადის დაქვეითების ან გაძლიერების გამო დეპრესიის ფონზე შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს წონა: მოიკლოს ან მოიმატოს 5%-ით და უფრო მეტად 1 თვის განმავლობაში.
- ძილის დარღვევები. უძილობა, განსაკუთრებით — დილაადრიან გაღვიძება ან მეტისმეტი ძილიანობა, ე.წ. ჰიპერსომნია.
- აზროვნების, მეტყველებისა და მოძრაობების შენელება. პიროვნება ისე ცოცხლად და აქტიურად ვეღარ აზროვნებს, როგორც ადრე. ასეთი ცვლილებები მის მეტყველებასა და მოძრაობაშიც შეინიშნება. შესაძლოა, უფრო ხმადაბლაც დაიწყოს ლაპარაკი.
- დანაშაულისა და უვარგისობის განცდა. ასეთ დროს პაციენტი განუწყვეტლივ იხსენებს საკუთარ წარუმატებლობას, გამუდმებით იდანაშაულებს თავს იმაში, რომ ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც სურდა.
- გაღიზიანებადობა და სიბრაზე. ზოგჯერ დეპრესიას თან ახლავს მოუსვენრობა, აღელვება, გაშმაგება. ამტანობა დაქვეითებულია. პაციენტი ყოველ წვრილმანზე ფეთქდება.
- ენერგიის დაკარგვა. ხშირია ქრონიკული დაღლილობა, სხეული თითქოს დამძიმებულია, უმნიშვნელო საქმიანობაც კი ძალზე დამქანცველია და დიდ დროს მოითხოვს.
- მაღალი რისკის აქტივობა. საკუთარი პრობლემების დასავიწყებლად ზოგიერთი მიმართავს ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს, ექსტრემალურ სპორტს, გაუფრთხილებლად მართავს მანქანას და სხვა.

“I will not cry… I will not cry…!”
- კონცენტრირების უნარის დაქვეითება. ყურადღების, გადაწყვეტილების მიღების, ფაქტების დამახსოვრების უნარის შესუსტება.
- აუხსნელი ტკივილები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი ფიზიკური ჩივილები, როგორიც არის თავის, ზურგის ან მუცლის ტკივილი და სხვა, რასაც ორგანული საფუძველი არ გააჩნია.
- ფიქრები სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე. უმწეობისა და უიმედობის განცდის დროს ადამიანმა ერთადერთი გამოსავალი შესაძლოა სიკვდილსა და თვითმკვლელობაში დაინახოს, ამიტომ თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარი სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე საუბრობს, ყურადღებით მოეკიდეთ — თვითმკვლელობაზე საუბარი შესაძლოა დახმარების სათხოვნელად თავგანწირული ყვირილი იყოს.

კატეგორია: ♥ ფსიქოლოგია | ნანახია: 1081 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-03-02 Spam
kargi siakhlea