მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » დემის ტატუები და მათი მნიშვნელობა
3:55 PM
დემის ტატუები და მათი მნიშვნელობა
~დემის ტატუები და მათი მნიშვნელობა~ 



1.დემი ლოვატოს რამდენიმე ტატუ აქვს: ორივე მტევანზე, ყურზე და მკერდქვეშ. 

 

მკერდქვეშ, მარჯვენა მხარეს დემის აქვს ტატუ წარწერით "You Make Me Beautiful" და ქვემოთ ფრთებით. 
დემიმ ეს ტატუ(პირველია) 2010 წლის ივნისში, 18 წლის დაბადების დღემდე ორი თვით ადრე გაიკეთა. წარწერა ციტირებულია ბეთანი დილონის სიმღერიდან "Beautiful”, რომელმაც, როგორც დემი ამბობს, მისი ცხოვრება შეცვალა. როცა მას ტატუს მნიშვნელობის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: ''მისი სიტყვები იმდენად გამამხნევებელია, რომ მე მან ამამაღლა ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელ პერიოდში. ის გავს ქრისტიანულ ტატუს და ამიტომ ჩემთვის ეს რელიგიურია.'' 

მოგვიანებით დემიმ რამდენიმე ტატუ დაიმატა, რომლებიც 2011 წლის სექტემბერში გამოჩნდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაიკეთა ისინი ლოვატომ. 


ტატუ მაჯებზე: ,,დარჩი ძლიერი'' 

ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს დემის ტატუ "Stay Strong” (,,დარჩი ძლიერი''), რომელიც დემიმ გაიკეთა 2011 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც სამი თვე გაატარა სარეაბილიტაციო ცენტრში, სადას ებრძოდა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება და ბულემია. ეს ტატუ დემის ხასიატზე პოზიტიურად მოქმედებს. მან განუცხადა 20/20-ს: 
,,ეს არის შეტყობინება ჩემთვის და ის ამბობს "დარჩი ძლიერი’’. ასე რომ, ყოველდღე არ აქვს მნიშვნელობა, ფეხსაცმელს ვიცმევ თუ მაკიაჟს ვიკეთებ, მე ვხედავ ჩემს ტატუს და ვიცი რომ უნდა დავრჩე ძლიერი.’’ 
ტატუ განთავსებულია მაჯებზე რადგან მან უნდა დაფაროს ნაიარევები (როგორც იცით დემიმ ვენები გადაიჭრა) მან თქვა: "ეს იყო ძალიან სიმბოლური ჩემთვის რადგან ჩვენ ვცადეთ დაგვეფარა და შეგვეცვალა ნაიარევები ისეთი რაღაცით რაც იქნებოდა მუდმივი რომ მე არასდროს დამვიწყებოდა ის მხარდაჭერა, რომელიც მე მქონდა, როდესაც სამკურნალოდ წავედი’’ 


,,Strong''-ის გვერდით არის პატარა გული, რომელიც, როგორც დემი ამბობს, მადლიერების სიმბოლოა თავისი ფანების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერდნენ მძიმე წუთებში 


ტუჩის ფორმის ტატუ ხელის მტევნებზე 

დემისთან ერთად ტუჩის ფორმის ტატუ მისმა მეგობრებმა_ჰანა ბეტმა, აივი ენსლიმ და ლორენ პეტრამ გაიკეთეს. ეს მხიარული ტატუა სხვებისგან განსხვავებით. დემი ამბობს: 

,,მე მაქვს კოცნის ტატუ, როგორც მეგობრობის სიმბოლო, ასევე მახსენებს, რომ თავი ზედმეტად სერიოზულად არ უნდა მივიღო. ეს ,,მხიარული'' ტატუა და განსხვავდება სხვა ბევრად სერიოზული ტატუებისაგან. 


ბუმბული ყურთან 

კიდევ ერთი არც ისე სერიოზული ტატუა ბუმბული ყურის ქვეშ, რომელიც დემიმ 2010 წლის სექტემბერში გაიკეთა. შემდეგ განაახლა და ფირუზისფრად გადააკეთა. ინტერვიუში დემიმ თქვა, რომ მას არანაირი სიმბოლური დატვირთვა არ აქვს, უბრალოდ, საყვარელია. 
,,მე მაქვს ბუმბული ყურთან და სიმართლე გითხრათ, არაფერს ნიშნავს. უბრალოდ ვიფიქრე, რომ საყვარელი იქნებოდა. თავიდან ფოთოლს ჰგავდა და შემდეგ გამოვასწორე.'' 

ჯვარი მარჯვენა ხელზე 

2011 წლის ივნისში დემიმ მარჯვენა ხელზე, ნეკა თითის ქვემოთ გაიკეთა შავი ჯვარი. ეს ტატუ კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ დემის ღმერთი სწამს. მან გაამხილა საიდუმლო: 
,,მე ჯვარი მარჯვენა ხელზე მაქვს, ამიტომ, როცა მიკროფონს ავიღებ, ყოველთვის დაინახავთ. მე ძალიან რელიგიური ადამიანი ვარ. ღმერთის მწამს, ქრისტიანი ვარ. ამიტომ კარგი იყო მისი იმ ადგილას განთავსება, სადაც ყველა დაინახავდა, როცა მიკროფონს დავიჭერდი.'' 

ტატუ წარწერით ,, Rock n’ Rol'' მარჯვენა ხელის შუათითზე 

2011 წლის 7 ოქტომბერს, როცა დემი მაღაზიიდან გამოდიოდა, მის მარჯვენა ხელზე შეამჩნიეს წარწერა "Rock n’ Roll". მომღერალს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

სიტყვა ,,რწმენა'' მარჯვენა ხელის იდაყვზე 

დემის უკანასკნელი ტატუა ,,რწმენა'', რომელიც მან 2011 წლის დეკემბერში გაიკეთა თავის მეგობარ ლორენ მარტინთან ერთად. მოგვიანებით თვითერზე განათავსა ფოტო და დააწერა: 
,,ზოგჯერ თქვენ გჭირდებათ ცოტა...''(დაბოლოვება იყო ფოტო ანუ ,,რწმენა'' 


^~^იმედია მოგეწონათ^~^
DaaMooWMaa:-Marriamo<3))
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 1595 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-04-14 Spam
chemi gogoo...bolos siamovnebit gaviketebdi mec love love