მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 18 » Demis Diary
12:50 PM
Demis Diary
მე მინდა დავიწყო
"  "
დადებაა : ** 
და აი, პირველი თავიი

: ***

შესავალი:
ჩემი ცხოვრება
”ჩემი ცხოვრება ერთი დიდი საიდუმლოა, საიდუმლო რომელზეც ყველასა გიამბობთ.
ერთი შეხხედვით ძალიან კარგია იყო ვარსკვლავი, მაგრამ ეს, ასე სულაც არ არის. ბევრი ტკივილი გადავიტანე სანამ ვარსკვლავი გავხდებოდი,მაგრამ შემდეგაც, წარმატებული ადამიანის სტატუსით
 ბევრად მეტი ტკივილი ვნახე.
თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ყოველი ჩვენგანი უშვებს შეცდომას, უშეცდომო არავინ არ არის, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ აღიარება და შეცდომის გამოსწორება არასდროსაა გვიან.აქედან გამომდინარე გადავწყვიტე თქვენთვის მომეყოლა ჩემი ყველაზე დიდი შეცდომების, ყველაზე ბედნიერი დღეების, წუთების და წამების შესახებ რომლებსაც დიდი ადგილი უჭირავთ ჩემს ცხოვრებაში.
სათქმელად ადვილია, გასაგებად კი_ ძალიან ძნელი.სწორედ ამიტომ მინდა გთხოვოთ, ნუ იქნებით კრიტიკულები, უბრალოდ სწორად მიიღეთ ჩემს მიერ დაწერილი ამბები.
ბევრს აღარ მოგაცდენთ, უბრალოდ გეტყვით: ”იცხოვრე შენი ცხოვრებით და გააკეთე მაქსიმალური შენი ბედნიერებისათვის”პატივისცემით: დემეტრია დევონე ლოვატო" "

” არეულობის დასაწყისი”
წლები გადის და ყველაფერი იცვლება, უამრავი ადამიანი დავკარგე _ მეგობრები თითქმის აღარ მყავს, ეს მას შემდეგ რაც ვარსკვლავი გავხდი.
ჩემი ოოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
მშობლები: დედა_დაიანა დე ლა გარზა, მამა_ ედი დე ლა გარზა.
დები: უფროსი_დალას ლოვატო და უმცროსი_ მედისონ დე ლა გარზა. ეს ის ადამიანები არიან რომელთა გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემთვის, ყოველ წამს, ყოველ წუთს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მე მათზე ვფიქრობ მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემთვის. ალბათ არამარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ არა ისინი, მე ახლა ვერ ვიცოცხლებდი. ეს ჩემი ცხოვრებაა, მე მძულს ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდება, ვარსკვლავობა საშინელებაა, მე არავის დავუჯერე და ყველაფრის მიუხედავად ვეცადე გავმხდარიყავი ცნობილი ადამიანი, მაგრამ სხვების ნათქვამი ყოველი სიტყვა გამართლდა და პოპულარობასთან ერთად პრობლემებიც გაიზარდა.
Tumblr_ltowuajhrs1qf92p5o1_500_large

ცოტახნით დავბრუნდეთ წარსულში : )
დღე ჩვეულებდრივად დაიწყო, თიდქოს არაფერია ახალი, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. დღეს ედის კასტინგზე მივყავარ, არ მინდა, მაგრამ დაიჟინა, ვიცი კიდევ ერთი იმედგაცრუების ნახვა მომიწევს, სწორედ ამიტომ ვიკავებ თავს წასვლისგან ...
მივედით, მართლაც სასიამოვნო გარემო იყო, თუმცა უამრავი გოგონა ელოდებოდა თავის რიგს, ყველანი ერთი მეორეზე უკეთესები იყვნენ.
დიდი ხანი ველოდი ჩემს რიგს და აი როგორციქნა კონსულტანტი გოგონა გამოვიდა და თქვა:
"ლოვატო" – უეცრად წამოვხტი და ვუთხარი, რომ მე ვიყავი... შევედი ოთახში და უმალ ჩურჩული დაიწყეს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჩემს ნაკლებზე საუბრობდნენ, ისინი გამესაუბრნენ და მამღერეს. მაიკლ რიჩარდმა მითხრა, რომ ფენომენალური ხმა მაქვს, ამ სიტყვებმა ჩემზე მართლაც იმოქმედა და დიდი ზეგავლენა მოახდინა. პირველი ეტაპი წარმატებულად გავიარე. უკვე გადამწყვეტი მეორე ეტაპი იყო, სადაც პარტნიორთან ერთად უნდა მეთამაშა როლი. კარი გაიღო და უეცრად შემოვიოდა შავგვრემანი ბიჭი, რომელიც უზომოდ მომეწონა. მეც მეორე კასტინგი გავიარე ვინმე ჯო ჯონასთან ერთად.
ეს იყო დაუვიწყარი წუთები ჩემს ცხოვრებაში, სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც კარგი მოხდებოდა. ეს გრძნობა მართლაც გამართლდა. როდესაც კენი ორტეგამ თქვა:
"შენ აყვანილი ხარ როლზე" – ეს იყო გრძნობა, რომელიც არასდროს დამავიწყდება.ეს იყო წუთები, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ეს იყო მომენტი, რომელიც მუდამ მემახსოვრება.
ყველაფერი კარგად იყო, ნელ–ნელა უფრო და უფრო ვიხსნებოდი ადამიანებთან ურთიერთობაში. გადაღებებზე უამრავი მეგობარი შევიძინე, მაგრამ ყველაზე მეტად ელისონს დავუახლოვდი. ის მართლაც გადასარევი პიროვნებაა. მე და მეგანი კი მთელი დღე ვერთობოდით და არასდროს ვიღლებოდით. ბიჭებიდან ყველაზე მეტად ნიკ ჯონასს დავუახლოვდი, მას ნებისმიერ თემაზე თამამად ველაპარაკებოდი. 
აი ... დადგა დღე, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ველოდით... ეს იყო გადაღების ბოლო დღე... მართლაც ძალიან ლამაზი იყო ,, მაგრამ უზომოდ სევდიანი.ერთად გატარებული ყოველი წუთი და წამი ლამაზ მოგონებას უკავშირდება, სწორედ ამიტომ იმ დროის დავიწყება ჩვენთვის შეუძლებელია.
პრემიერის დღეც დადგა, სახლში თავყრილობაა, ყველა მამხნევებს და რჩევებს მაძლევს, მთელი ოჯახი ჩემთან ერთად არის და ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. მედისონი მოვიდა და მითხრა:
"შენ უკვე ვარსკვლავი ხარ, ხომ არ დამივიწყებ, როცა პოპულარული გახდები?!" – ამ სიტყვების გაგონებაზე, თითქოს მიწა გამომეცალა, მისმა ნათქვამმა ჩემზე ნამდვილად იმოქმედა. მე ვუპასუხე, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ჩემს ცხოვრებაში და არასდროს დავივიწყებდი...
მანქანაში ვიჯექი და ვფიქრობდი რა მელოდა, ვფიქრობდი ჩემს მომავალზე და იმაზე, თუ რა მოხდებოდა და როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება. აი მანქანაც გაჩერდა და მითხრეს ,, რომ ჩემი გადასვლის დრო იყო, ნამდვილად ცუდ ხასიათზე ვიყავი , მაგრამ მაინც გავიღიმე და გადავედი... ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა ... უამრავი ადამიანი იყო მოსული, ყველა მხარში გვედგა, უამრავი ავტოგრაფი დავარიგე, პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში, რომ ხალხს ვუყვარვარ, სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ცხოვრება მშვენიერია ...
Tumblr_ll5gl67kue1qic3kdo1_500_large


კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 663 | დაამატა: queen♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-01-18 Spam
dzaan magaria gaagrdzelee hearts hearts hearts