როგორც ცნობილია, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი, დემი მური, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ისეთ დეპრესიაში ჩავარდა, რომ ექიმების დახმარება დასჭირდა. ის უკვე ერთი თვეა, რაც იუტას შტატის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს.ვინაიდან მსახიობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გუშინ დემი მური კლინიკიდან გაწერეს. როგორც დასავლური პრესა წერს, ვარსკვლავი გაუმკლავდა დეპრესიას, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას და ჭამაც დაიწყო. მსახიობი ლოს-ანჯელესში დაბრუნებას არ ჩქარობს. მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ჟურნალისტებისათვის უცნობია.„მკურნალობა კარგად წარიმართა. დემი სრულიად არ გამოჯანმრთელებულა, თუმცა, კარგი შედეგები აქვს. საკუთარი თავის ნდობა დაიბრუნა" - ასეთ კომენტარს აკეთებენ კლინიკის წარმომადგენლები.