ფილიპინებისა და ინდონეზიის შემდეგ 2013 წლის 27 მარტს დემი კონცერტს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშიც გამართავს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აგრეთვე სანკტ პეტერბურგში დამატებითი კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით. ბილეთები გაყიდვაში 2013 წლის 11 თებერვლიდან ჩაეშვება.
დემის ბოლოდროინდელი პერსონალური ფოტოები ტვიტერიდან:
Skyscraper პირველი სიმღერა იყო დემის მესამე სტუდიური ალბომიდან Unbroken, რომელიც 2011 წლის ივლისში გამოჩნდა და ვევოზე ამჯერად 80 მილიონზე მეტი მნახველი დააგროვა. თუ ჩვენ შევეცდებით ეს რიცხვი 100 მილიონამდე გავზარდოთ ის გახდება სერტიფიცირებული მუსიკალური ვიდეო ვევოსაგან(Vevo Certified music video) და ვევო სპეციალურ ვიდეოს გადაიღებს დემიზე. რასაკვირველია ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, მაგრამ ვისაც არ გაქვთ ნანახი გთხოვ ყველამ ნახოთ დემის Skyscraper ვევოზე.
დემი ითამაშებს Price is Right-ში
საქველმოქმედო მიზნით დემი ლოვატო ითამაშებს СBS-ის შოუში Price is Right (ფასი არის სწორი!)
20 წლის მომღერალი და მსახიობი გამარჯვების შემთხვევაში მოგებულ თანხას გაჭირვებულ ბავშებს გადაურიცხავს, მანამდე კი მას მოუწევს შოუს ექვსი პოპულარული თამაშის წარმატებით დაძლევა.
სელებრითების კვირის ფარგლებში ამ თამაშს ითამაშბებენ: Nick და Drew Lachey, NeNe Leakes, Sharon Osbourne და NBA-ის მოთამაშე Charles Barkley.
დემის ხილვა შოუში 22 თებერვალს შეგვეძლება.
ინტერვიუ ჟურნალთან:Cosmo on Campus
Cosmo on Campus-ის 2013 წლის გაზაფხულის ნომერში დემი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება იქს-ფაქტორის ჟიურის წევრობასთან დაკავშირებით ნაადრევი იყო:
"არამგონია მზად ვყოფილიყავი, როცა იქს-ფაქტორში ჟიურის წევრობაზე დავთანხმდი(2012 წლის შემოდგომაზე). საუკეთესო სიტუაციაში ალბათ ერთი წელიწადი ან მეტი უნდა მომეცადა(სარეაბილიტაციო ცენტრის დატოვების შემდეგ). მე ზედმეტად სწრაფად ჩავები საქმიანობაში და ეს იმ დროისათვის ალბათ საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ადგილი სადაც მე დღეს ვიმყოფები იმდენად კარგია, რომ ამას ალბათ ვერც წარმოვიდგენდი, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ."
დემიმ ჟურნალთან ინტერვიუში ისაუბრა,იმაზე, თუ რატომ უთმობს ამდენ დროს საკუთარ თავზე ფოკუსირების მოხდენას:
"მე გასული წელი საკუთარ თავზე მუშაობას შევალიე და ეს გასაოცარი იყო. ამ დროის განმავლობაშ ბევრად მეტი გავაკეთე ვიდრე მთელი კარიერის განმავლობაში და მე გულწრფელად მჯერა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მე ჩემს თავზე ზრუნვას უფრო მეტ დროს ვუთმობდი და არა ბიჭებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას."
ზემოტხსენებულთან დაკავშირებით დემი დანანებით იხსენებს:
"საშინელებაა, როცა გოგონები მთელს თავიანთ დროს ბიჭებს უთმობენ და ავიწყდებათ მეგობრები და ოჯახი. მეც ასე მოვიქეცი. მე ყოველთვის ამგვარი ურთიერთობები მქონდა და მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო დარჩენის მეშინოდა."
დემი ამბობს, რომ ის საკუთარი თავითკმაყოფილი არასოდეს ყოფილა, თუმცა დასძენს, რომ ახლა ის მზადაა ნამდვილი სიყვარულისთვის:
"მე ახლა თავისუფლად შემიძლია ნდობა, სიყვარული და შემიძლია ვიყო უკეთესი კაცისათვის.."
საუბრის ბოლოს კი დასძენს:
"მე ვარ სამხრეთ ტეხასელი გოგონა, მაქვს ძალიან ძლიერი პიროვნული თვისებები, მე ვლაპარაკობ ჩემს გუნება-განწყობილებაზე და არ ვიხევ უკან..მივეკუთვნები იმ კატეგორიის ქალებს, რომლებიც არ ღელავენ სისულელეებზე და როცა დავინიშნები, მინდა რომ ჩემი მეორე ნახევარიც ასეთივე იყოს. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ქალმა უარი უნდა თქვას იმაზე, რაზეც ფიქრობს და რაც მას რეალურად უნდა."