DeMi LoVaTo ♥ დემი 3 აპრილს HMV-ში, ლონდონში ♥ ♥ დემი ლოვატოს ინტერვიუ MSN UK-თან ♥
♥ დემი 3 აპრილს HMV-ში, ლონდონში ♥
♥ დემი ლოვატოს ინტერვიუ MSN UK-თან ♥
( წყარო: Demi Lovato Georgian Fans )
ინტერვიუერი: ვინ იყო შენი გმირი, როცა პატარა იყავი?
დემი: კელი კლარკსონი და დედაჩემი
ინტერვიუერი : რომელი მომღერალი შთაგაგონებს შენ?
დემი : კელი კლარკსონი (მე მისი უდიდესი ფანი ვარ) და კრისტინა აგილერა.
ინტერვიუერი : გყავს თუ არა საყვარელი ვარსკსვლავი? გვითხარი ვინ არის ის.
დემი : ნიალ ჰორანი ჯგუფიდან One Direction.მე მას ვაღმერთებ.
ინტერვიუერი:გვიამბე უფრო მეტი Give Your Heart A Break-ის გადაღებებზე ! როგორი იყო უცნობ კაცთან ჩახუტება?
დემი : ეს იყო დიდებული. მე ავირჩიე ის საკუთარი სურვილით.მე ამას დავარქვი ბოიფრენდების შოპინგი ! ის იყო ნამდვილად სიმპატიური.
ინტერვიუერი:რომ შეგეძლოს იცხოვრო ვინმეს ადგილას ერთი დღით, ვის აირჩევდი?
დემი: ინგლისის დედოფალს ! საინტერესოა, როგორია იყო დედოფალი.
ინტერვიუერი: რომელია შენი საყვარელი სიმღერა მომენტებში?
დემი: კრის ბრაუნის Turn Up The Music.
ინტერვიუერი: ბოლოს როდის იტირე?
დემი: ორი კვირის წინ. მე ვერ ვიხსენებ რატომ, მაგრამ ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ.
ინტერვიუერი:ვინ გამხიარულებს ყველაზე ხშირად?
დემი:უამრავი ადამიანი , ძირითადად, ჩემი უახლოესი მეგობრები.
ინტერვიუერი: რა იყო ყველაზე უცნაური საჩუქარი, რომელიც ფანისგან მიიღე?
დემი:შოკოლიდანისგან გაკეთებული პატარა თოჯინა
ინტერვიუერი:მოგწონს თუ არა Hunger Games და ”ბინდი”?
დემი: მე მიყვარს ფილმი Hunger Games. ბინდიც კარგია.მოუთმენლად ველი განთიადის მეორე ნაწილს.
რამოდენიმე საინტერესო ამონარიდი:
მე მინდა ჩავწერო დუეტი მაილი საირუსთან.მე ვფიქრობ, რომ ის ნამდვილად ნიჭიერია.
მესიჯი დემის ფანებს !
ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. ძალიან მიყვარხართ !
აჰ როგორი საყვარელი ვარსკვლავია ! ჩვენც გვიყვარხარ დემი
|