oo19 წლის მომღერალი დემი ლოვატო და 31 წლის უილმერ ვალდერამა ერთად აღარ არიან. სხვათა შორის, წყვილი ოფიციალურად არც ადასტურებდა რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, მხოლოდ იმის შემდეგ რაც პაპარაცებმა რამოდენიმე ადგილას ერთად დააფიქსირეს, ყველამ ჩათვალა რომ ისინი ერთად იყვნენ.
როგორც ჩანს განშორება დემი ლოვატოსთვის მტკივნეული აღმოჩნდა. ცოტა ხნით ადრე სანამ ეს ამბავი პრესაში განთავსდებოდა დემიმ თვითერში დაწერა: ყველაზე მთავარი რამ რაც ქალმა უნდა ისწავლოს... მას არასდროს არ სჭირდება მამაკაცის მზრუნველობა