მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 7 » დეიმონი და ელენა 4 სეზონში
4:27 PM
დეიმონი და ელენა 4 სეზონში

პოპულარული სერიალი "ვამპირის დღიურების" პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება. მოდით გავეცნოთ სპოილერებს სერიალის ყველაზე რეიტინგული წყვილის დეიმონისა და ელენას შესახებ.


ცნობილი სერიალი "ვამპირის დღიურები" ტელეეკრანებზე 11 ოქტომბერს ბრუნდება.

როგორც წინა სამი სეზონი , მეოთხეც ბევრ სიახლეს , მოულოდნელობასა და სურპრიზს გვპირდება.


 როგორც ყველას გვახსოვს 3 სეზონის ფინალში ელენა ვამპირად გადაიქცა (დადასტურებულია) , წყალში ჩავარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მან დეიმონს დაურეკა და ამცნობა რომ ძმებს შორის არჩევანი გააკეთა და უმცროსი ძმა სტეფანი აირჩია.


მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ სტეფანის არჩევის ერთ-ერთ მიზეზად ელენამ ის დაასახელა რომ მას პირველი შეხვდა . თუმცა მოულოდნელობებით აღსავსე 3 სეზონის ფინალში გამოირკვა რომ ელენა პირველად სწორედ რომ დეიმონს შეხვედრია, სიმპატიებითაც განმსჭვალულა, თუმცა დეიმონს ყველაფერი დაუვიწყებია.




თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა დეიმონმა ელენას რაღაც დაავიწყა. ყველას კარგად გვახსოვს ის მომენტი სადაც დეიმონი პირველად გამოუტყდა გოგონას მის გრძნობებში , თუმცა დაავიწყა რადგან ის თვლიდა რომ ელენას არ იმსახურებდა.


ვამპირის დღიურების მთავარმა პროდიუსერმა ჯული პლეკმა განაცხადა რომ,

ვამპირად გახდომისთანავე ელენას ეს მოგონებები გაახსენდება .


ალბათ ყველას გაინტერესებთ რა რეაქცია ექნება ელენას მოგონებების გახსენებაზე არა? ნუთუ არ იმოქმედებს დეიმონის ორი ეს საოცრად არაეგოისტური საქციელი გოგონას არჩევანზე? ნუთუ არ ეს მოგონებები არ დაანახებს ელენას დეიმონის სხვა მხარეს? ამაზე პასუხებს 11 ოქტომბერს მივიღებთ, მანამდე კი გადავხედოთ მინიშნებებსა და სპოილერებს.


სტეფანი და ელენა ცოტა ხნით ისევ დაგვიბრუნდებიან როგორც წყვილი მეოთხე სეზონის რამდენიმე სერიაში, თუმცა მალევე გამოუჩნდებათ პრობლემები რომლებიც მათ დაშორებას გამოიწვევს , ამ პრობლემათაგან ყველაზე დიდი დეიმონია.


* როგორც კი ელენას მოგონებები დაუბრუნდება იგი დაიწყებს ყოყმანს, გააკეთა თუ არა მან სწორი არცევანი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ პირველივე სერიაში დეიმოონს ჩაუვარდება მკლავებში


* დეიმონი მომხრეა რომ ელენამ ადამიანის სისხლით დაიწყოს კვება, სტეფანი კი ამის წინააღმდეგია. თავდაპირველად ელენა სტეფანის გზას აირჩევს.


* დაუდასტურებელი ჭორების თანახმად ელენას პირველი მსხვერპლი მღვდელი იანკი(ახალი პერსონაჟი) იქნება, რომელსაც დეიმონის გადასარჩენად მოკლავს.



* ჯული პლეკი აცხადებს რომ ორი დელენას "ეპიკური" მომენტი გველის 2 და 4 სერიებში, მისი საყვარელი კი 2 სერიაშია.


* დადასტურდა რომ ელენა ვამპირად დეიმონის სისხლით გადაიქცა !


* 4 სეზონის 4 სერიაში იანის ფანებს სურპრიზი ელით , რადგან ისინი ნახავენ იანს პერანგის გარეშე, იანმა განაცხადა რომ დეიმონს პერანგს ელენა შემოახევს 


* 4 სეზონის 4 სერიაში დეიმონსა და ელენას ელით ინტიმური , სექსუალური და ცხელი სცენა !


* 4X04 სერიაში დეიმონის და ელენას სცენა იქნება გაცილებით უფრო "ცხელი" ვიდრე 3X19 სერიის მოტელის სცენა.


* იანმა განაცხადა რომ დეიმონი დაიწყებს ელენასთან თამაშს, გოგონას არ მისცემს უფლებას თავიდან ამოიგდოს გახსენებული მოგონებები და რამდენჯერმე გადაუკრავს სიტყვას, თუმცა დეიმონი შეეცდება ელენას თავიდან ამოგდებას და ხშირად არ იტრიალებს მის გარშემო რაც გოგონას არც თუ ისე ესიამოვნება.







კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 963 | დაამატა: NiNiKo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-09-08 Spam
Team Delena <3<3<3