მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » დედა
1:09 PM
დედა


დედი კვლავ გძინავს? მოვედი დედი
და მოგიტანე ნახატი ჩემი,
ნახე, დედიკო, აქ ხომ ჩვენა ვართ
დახატულები ბედნიერ სახით.

დედი, ადექი, რატომღა წევხარ
ხალხი მოვიდა ვერ ხედავ ნეტავ?
ეს ყვავილები შენ მოგიტანეს
ნახე დედიკო სულ ნაირფერი.

დედი,რამე თქვი,მითხარი რამე
ან გამიბრაზდი ან შემომხედე
ხედავ ჩემს ნახატს ნაირფერ ფანქრით
შენთვის დავხატე, მე, მხოლოდ შენთვის.

დედი მითხარი რატომ ხარ ცივი,
გარეთ ხომ თბილა, რატომ არ თბები?
რატომ არ მკოცნი, გულში არ მიკრავ,
რა დავაშავე, მითხარი დედი.

ყველას ცრემლები რატომ გაქვთ თვალზე,
რატომ ტირიხართ მითხარით მალე,
არ დავიჯერებ, ვერც დამაჯერებთ,
სიკვდილი მისგან ჯერ სულ შორს არის.

ხალხო,გაჩერდით,სად მიგყავთ დედა?
მიწას რად უნდა, მას ხომ ჯერ სძინავს,
არა,სად მიგყავთ მიწაში ცივა,
მას ხომ ისედაც ძალიან სცივა.

ხალხო,არ გინდათ იქ ხომ სულ ბნელა,
შეეშინდება, ცოდოა დედა,
მიწას ნუ აყრით, გაჩერდით, ბნელა
ხმა ამოიღე, სადა ხარ დედა?



მე მაგალითად ცრემლები წამომივიდა რომ ვკითხულობდი..;((


კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 702 | დაამატა: ChAkUnA | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »