მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 26 » DECEIVER
11:53 PM
DECEIVER
ზაფხულის დღეები უღიმღამოდ მიიზლაზნებოდნენ,ტუმცა მოწყენის საშუალება მაინც არ მქონდა,დრეიკი და ჯენიფერი დაბრუნდნენ და ყველაფერი თავის გიჟურ რითმს დაუბრუნდა,ჯასტინი ისევ სტუდიებში დარბოდა,მის ნახვას დღითი დღე უფრო და უფრო იშვიათად ვახერხებდი,რათქმაუნდა ამ ყველაფერმა ჩვენს ურთიერთობაზეც იმოქმედა მაგრამ ჯერ სერიოზული არაფერი მომხდარა,სკუტერის მითითებები გულს მიწყალებდა მაგრამ სხვა გზა მაინც არ მქონდა და სიტყვის უთქმელად ვემორჩილებოდი,არა,ცუდი ადამიანი არ იყო,პირიქით ძალიან მიყვარდა უბრალოდ,ხანდახან,რაღაცეებს ზედმეტად სერიოზულად უდგებოდა.
ბრაუნის უნივერსიტეტში უკვე ყველა საბუთი მოგვარებული მქონდა,სწავლა ზუსტად ორ კვირაში დაიწყებოდა,რეიჩელიც უკვე ბრიტანეთში იმყოფებოდა,ტედთან ერთად.
ორივე ძალიან მონატრებულები მყავდნენ,თითქმის ყოველ დღე ველაპრაკებოდი ტედს,მაგრამ სულ რაღაც მაწუხებდა,ალბათ ჩემი გონების ის მეორე ნახევარი რომელსაც ტედი უყვარდა,თუმცა იმდენად ძლიერი არ იყო რომ ჯასტინის გადაეწონა.
უკვე კარგად დაბნელებულიყო,ბავშვები ეზოში ისხდნენ დიდი მუხის ძირას,მე სახლში დავრჩი,ლეპტოპით ჯასტინს ველაპარაკებოდი,ყველანაირ საშუალებას ვიყენებდი რომ ცოტახნით მაინც მენახა.
ახლაც ახალი კლიპის გადაღებაზე იყო წასული არგენტინაში,თან კონცერტიც ჰქონდა დაგეგმილი
-ვიცი,ვიცი რომ მოგენატრე...-კიდევ მეათასედ  გაიმეორა-შენ როგორ ფიქრობ?მე იგივეს არ ვგრძნობ?
-მალე ჩამო რა-მხოლოდ ეს ვუთხარი და ლეპტოპი დავხურე.
ლამის ტირილი დავიწყე,მართლა გადაღლილი ვიყავი,ასეთი ცხოვრების გიჟური ტითმის უკვე მაგიჟებდა.
ათასობით წერილი მომდიოდა ხალხისგან რომლებსაც არც კი ვიცნობდი მაგრამ იფიცებდნენ რომ მოკლავდნენ.დამახრჩობდნენ და გულს ამომაცლიდნენ,და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ მე ცნობილი ბიჭი ჯასტინ ბიბერი შემიყვარდა.
საშინელება იყო.
სავარძლიდან წამოვდექი და მეორე სართულზე ჩემს ოთახში ავედი,არ მეძინებოდა მაგრამ არც ბავშვებთან ჩასვლა მინდოდა,ცოტახანი მარტო ყოფნა მჭირდებოდა,რაღაცეებზე დაფიქრება,აწონ-დაწონვა,თან ნოსტალგიაც მაწუხებდა,დედა და მამა მომენატრა,რამდენი ხანი იყო არ მენახა.
ისე,კარგი იქნებოდა ერთი ორი დღით ალასკზე წავსულიყავი და ორივენი მომენახულა,თან ცოტას დავისვენებდი,და ქალაქში ახალი ენერგიით დავბრუნდებოდი.
მემგონი ცუდი აზრი არ უნდა ყოფილიყო,ხვალვე ვიყიდდი ბილეთებს,ამ საქმის გადადება აღარ მინდოდა.
პიჟამოთი წავკოტრიალდი საწოლზე და მთვარეს ავხედე,ამ ღამით განსაკუთრებით დიდად ღაჟღაჟებდა,თვალი მომჭრა,ქვემოდან სიცილის ხმები ამოდიოდა,ეტყობოდა კარგად ერთობოდნენ.
გვერდი ვიცვალე და შვეცადე დამეძინა,გაჭრა და ჩამთვლიმა....
დილით უკვე კარგად გათენებულზე გამომეღვიძა,გავიძმორე და საწოლიდან წამოვდექი,აივანზე გავედი,სასიამოვნო ნიავი ქროდა,ჯერ კიდევ დილა იყო,სანაპიროზე ხალხი პანტა-პუნტად ირეოდნენ,ტალჭები ნაპირებს ეხეთქებოდნენ,დღეს ძღვა ღელავდა...
ისევ ოთახში დავბრუნდი და ტანზე გამოვიცვალე,ხელ პირი დავიბანე და ქვევით ჩავედი,მხოლოდ ჯენი დამხვდა მისაღებში.თეფშით ხელში,ალბათ მოშივდა და ადგა.
-სად მიდიხარ?-მკითხა როცა გასასვლელისკენ მიმავალი დამინახა
-აეროპორტში,ალასკის მიამრთულებით ბიელეთების ყიდვა მინდა,ისე,შენც ხომ არ წამოხვიდოდი?
-კარგი აზრი კია მაგრამ არ მცალია...-დაიმანჭა
-რას აკეთებ რო?
-დრეიკი შემპირდა დიდ კანიონს გაჩვენებო-თვალები აუციმციმდა
-ოჰო-წამოვიძახე-მაგარია,მაგრამ შენ და დარეიკი...რაღაც...რა ხდება ჯენიფერ?
-ოო,წადი თუ მიდიხარ და რომ მოხვალ მერე მოგიყვები-თვალები გადაატრიალა
-იცოდე სიტყვაზე გიჭერ-გავაფრთხილე
-კარგი ბატონო-ხელები ზევით აწია და დივანზე მიესვენა.
კენიმ წამიყვანა აეროპორტში,მოგესხენებათ ბიებერი რა ფეთიანია და დაცვა დამინიშნა,არ მინდა რამე დაგიშავონ ჩემმა ფანებმაო.
კიდე კარგი კენი იყო და არა ვინმე უცობი თორემ არ დავტანხმდებოდი,უხერხულად ვგრძნობდი თავს,ასე მეგონა კენი ჩემი კოორდინატორი იყო და მითთებდა სად წავსულიყავი,თუმცა ამ ბოლო დროს ასეტებს ყველა აკეთებდა,ფატტიურად სხვისი აზრის გარეშე ნაბიჯსაც ვერ ვდგავდი...
აერტოპოტში მალე მივედით,საბედნიეროდ ცნობილი სახის შეყვარებულობა გამომადგა და ზედმეტი რიგის გარეშე გამატარეს,თან უეცრად ერთი ბილეთიც აღმოაჩინეს,კარგად გავიგონე როგორ ეუბნებოდნენ ერთ-ერთ მგზავრს ალასკის მიმართულებით არცერთი ბილეთი არ გვაქვსპ(ჰაჰაჰა)
ალბათ უკვე მთელს მსოფლიოს ეცოდინებოდა სადაც მივდიოდი,პაპარაცები გარს მეხვეოდნენ და მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდნენ,ნერვები მომეშალა და შუა თით დავუძვრე...უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა,წარმომიდგენია ამას რა უარყოფითი რეაქციები მოყვებოდა,არამარტო ხალხის მიმართ არამედ სკუტერის და ჯასტინისგანაც.მაგრამ დიდად არ მაინტერესებდა მაგათი აზრი,წყობილებიდან რომ გამომიყვანეს რა ჩემი ბრალი იყო?
თავი ვიმართლე და ისევ სახლისკენ დავიძარით.
-მემგონი ცუდად მოიქეცი-ჩაიცინა კენიმ და მე გამომხედა
-თუ არ მომეშვებიან ყოველ დღე ეგრე ვიზამ-მეც გამეცინა....
ჩემი თვითმფრინავი საღამოს მიფრინავდა ამიტომაც ბარგის ჩალაგებისთბის დრო მქონდა.
-რამდენი ხნით მიდიხარ?-მკითხა ჯენიმ როცა უკვე ოთხში ტანსაცმელებს ვალაგებდი
-ასე ოთხი დღით,იქაურობას მოვივლი,კლასელებს ვნახავ,დედას და მამას,მომენატრა სიუარდი-ოცნებებში გადავეშვი
-ჩემგან ყველას გადაეცი მოკითხა,არადა როგორ მინდა წამოსვლა...
-ჰო,მართლა უცებ გამახსენდა-შენ ხომ მითხარი გეტყვი დრეიკთან დაკავშირებითო....
-მაროკოში დავაახლოვდით,მემგონი მომწონს ოღონდ ჯერ ზუსტად არ ვიცი-თვალები გაუნათდა ჯენის
-მართლა-ხმამაღლა წამოვიყვირე-რა მაგარია-ოთახში დავხტოდი
-ჰო,ჰო,მაგრამ ჩუ,ჯერ არ მინდა ვუთხრა...
-დარწმუნებული ხარ იმასაც მოსწონხარ....ჩემსას არ ვიშლიდი და ცანცარს ვაგრძელებდი,ამასობაში ხუთი საათიც მოახლოვდა და წასასვლელად მოვემზადეთ..
კარებში გავდიოდი ტელეფონზე ჯასტინის ზარი რომ შემოვიდა
-როგორ ხარ?-ყურმილი ავიღე
-ცოტა დავიღალე მაგრამ ეგ არაფერი,შენთვის კარგი ამბავი მაქვს-უცებ გამოცოცხლდა
-რა ამბავი?
-დღეს LA-ში ვიქნები,დავამთავრეთ კლიპის გადაღებები და სიურპრიზი მოგიწყვე,ხომ გაგიხარდა?
-კი გამიხარდა-უხერხულად შევიშმუშნე-მაგრამ..ისე..ჯას..მე რომ ალასკაზე მივდივარ
-სად?რატომ?ხომ ყველანი კარგად არიან?-ერთანად მიაყარა
-კი,კი,უბრალოდ ჩემები მომენატრნენ და....
-მაგრამ მე?-დაღონდა-ერთი კვირაა არ მინახიხარ
-ვიცი,ვიცი,მეც მომენატრე...მაგრამ დედა და მამა უნდა ვნახო,აბა რა ვქნა?ოთხ დღეში ჩამოვალ..
-რამდენში?-წამოიყვირა
-რა იყო?
-კარგი რა-დარწმუნებული ვარ კედელს მუშტებს უბრაგუნებდა(ჰაჰა)-არ წახვიდე რა..
-არ შემიძლია-გადჭრით ვუთხარი-ჩემი რეისი მალე აფრინდება
-საერთოდ არ გადარდებს ჩემი თავი,მხოლოდ შენზე ზრუნავ,ამდენი ხანია არ მინახიხარ და რა იქნებოდა რომ დარჩენილიყავი?-გაბრაზდა
-რა იქნებოდა რომ არ წასულიყავი იმ კლიპის გადაღებებზე?
-ამას როგორ მეუბნები?ეს ჩემი საქმეა,და ძალიან მნიშვნელოვანი..
-ჰოდა ეგრე მნიშვნელოვნები არიან ჩემთვის ჩემი მშობლები-მკვახედ მივახალე
-შენ ჩემზე მაინც არ ზრუნავ,ფეხებზე გკიდივარ
-მე კი არ მიდიხარ ფეხებზე,ჩვენს ურთიერთობებშ რომ ერევიან მაგის ბრალია ეგ
-არა გკიდივარ-დამიყვირა და ტელეფონი გათიშა...
გავბრაზდი და საერთოდ გამოვრთე,გამოთაყვანებული,ჩემზე არ ზრუნავ,თვითკმაყოფილი იდიოტო....
თვითმფრინავში ავედი და რამდენიმე წუთში ჰაერში ავიჭერით
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 829 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 141 2 »
2012-01-28 Spam
ggaagdzele *