მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » DECEIVER
8:42 PM
DECEIVER

დილით უთენია გამომეღვიძა,უფრო სწორედ ხმაურმა გამომაღვიძა,პიჟამოებიანად ჩავედი პირველ სართულზე,მისაღებში ჯასტინი და ალფრედო ფაციფუცობდნენ,მემგონი წასასვლელად ემზადებოდნენ.

-საით გაგიწევიატ?-მოულოდნელად ვიკითხე მე

-MTV EMA-ს რეპეტიციებზე მიგვეჩქარება-მიპასუხა ჯასტინმა-სელენასთან ერთად მიმყავს ერთ-ერთი ნაწილი და უნდა მოვემზადო

-სელენასთან ერთად?-სახე მომეღრიცა-უფრო ადრე რატომ არ მითხარი?

-იმიტომ რომ მეც გუშინ გავიგე-გამიღიმა-მოიცა,შენ რა სელენაზე ეჭვიანობ?

-არა რა სისულელეა-ხელი ავიქნიე-ისე უბრალოდ დამაინტერესა

-ნუ მატყუებ-ბაბნიკური სახე მიიღო-ჩემი შეყვარებული ეჭვიანობს,ღმერთო ამას რას მოვესწარი,კიდევ კარგი თორემ მეგონა ეგ გრძნობა საერთოდ დაქვეითებული გქონდა

-ჰაჰ,გეგონოს ბიბერ,ვისთანაც გინდა იმასთან ერთად წაიყვანე გადაცემა,ჩემთვის სულერთია,თავში ნუ აგივარდება

-შენ კი რამდენიც არ უნდა მიმტკიცო თეთრზე ყვითელიაო,მე გეტვი თეთრიამეთქი,ასე რომ დარწმუნებული ვარ საშნლად ეჭვიანობ

-კარგი,როგორც შენ გინდა ისე იყოს-აღარ შევეწინააღმდეგე-ხისთავიანი ხარ და მაინც ვერაფერს გაგაგებინებ-ცხვირი ავიბზუე და ისევ მეორე სართულზე ასვლა დავაპირე რომ უეცად ჯასტინმა ხელი უკანალზე მომარტყა

-aaww,bieber!!!!!!-ანთებული სახით შემოვტრიალდი-I am gonna kill you

-Come on! I like you ass-ჩაიცინა და სწრაფად მიმქაჩა მისკენ

-გამორიცხულია-ხელები გავასავსავე-არ გაკოცებ

-რატომ?-გაუკვირდა ჯასტინს

-because you love only my ass

-ჰაჰ,აბა არ უნდა მომწონდეს?-სიცილით მკითხა-მაგრამ მე შენი ტუჩებიც ძალიან მომწონს-სახე წაიგრძელა საკოცნელად.

-აბ,აბა-ხელი მივადე ტუჩებზე-ეტყობა რაღაც გეშლება,მე მეძინება და ზევით ავდივარ,ბრაუნიდან რომ დავბრუნდები მერე შეგეხმიანები და იმედია სელენასთან ერთად მე გემახსოვრები-უკვე კიბიდან გავძახე

-ნუ ხარ ეჭვიანი-დამიყვირა

-შენ მაგას არ უნდა მეუბნებოდე-მეც გავძხე და ოთახის კარი მივხურე.

***

უკვე საღამო ახლოვდებოდა ჯასტინი სახლში რომ მოვიდა,საერთოდ არ ეტყობოდა დაღლა,თვითნ სწრაფად გამოიცალა და ახლა მე მელოდებოდა,სწრაფად ჩავიცვი ფეხსაცმელები და კიბეებზე ჩავედი

-Ooh, my  goodness -გაოცებული სახით მიყურებდა ჯაზი-my wonderful,amazing,incredible,the most beautiful girl I have ever seen

-მემგონი ცოტას აჭარბებ-დავიმორცხვე და ღაწვები შემეფაკლა

ჯასტინი ახლოს მოვიდა ჩემთან და მისი ხელების ტყვეობაში მომაქცია

-კიდევ მილიონჯერ გეტვი რომ ულამაზესი ხარ და სულაც არ მომბეზდება ამის თქმა-წამოიწია და მაკოცა

-უჰუ,უჰუ-ჩაახველა კენიმ-მაგ კოცნაობას ლიმუზინშიც გააგრძელებთ,ახლა გვეჩქარება

სწრაფად მოვცილდი ჯასტინს და ავტოფარეხში ჩავედით,იქიდან კი გეზი პირდაპირ დაჯილდოებისკენ ავიღეთ.

პედიკიური,მანიკიური,კაბა,სამკაულები,სმოკინგი,ლიმუზინი,შამპანური,პაპარაცები,წითელი ხალიჩა,ჯილდოები after party  და MTV EMA-ც დამთავრდა,როგორც მე ვვარაუდობდი იმაზე კარგი დრო გავატარე,მართალია არ მომეწონა ამდენი უცხო თვალი რომ მიყურებდა,რადაგანაც ფაქტობრივად ფართო საზოგადოების წინაშე პირველად სწორედ ამ საღამოს წავრსდექი მაგრამ მაინც კარგი დრო გავატარეთ მე და ჯასტინმა,რა თქმა უნდა თვითონ ძალიან გახარებული იყო ჯილდოები რომ აიღო,როგორც ჩვევია ბევრი იბოდიალა სამადლობელ სიტყვაზე,იმდენი რომ დასაშვებ დროსაც კი გადააჭარბა,მერე მიხვდა და როგორც იქნა სცენიდან ჩამოვიდა.მისი და სელენას დუეტი არაჩვეულებრივი გამოვიდა,ნუ ყოველ შემთხვევაში ხალხს მოეწონა,მე ოდნაც ტუჩებ მოპრუწული ვუყურებდი,არა,უნდა ვაღიარო ცოტა ვიეჭვიანე,ოღონდ ძალიან ცოტა,მართალია სელენას ვიცნობდი და ძალიანაც მიყვარდა,არაჩვეულებრივი ადამიანი იყო,ამის მიუხედავად მაინც არ იყო ადვილი დასანახი ეს ორი ადამიანი ერთად,თან მითუმეტეს ბოლოს ჯასტინმა სელენას ლოყაზე აკოცა,არაჩვეულებირივ არც არაფერი მომხდარა უბრალოდ მე ავწრიალდი,თუმცა რა თქმა უნდა ამისთვის ვინმეს თქმას არ ვაპირებდი.

***

ოქტომბერმა და ნოემბერმა თვალსა და ხელს შუა გაიფრინა,დღეები იმაზე სწრაფად გადიოდნენ ვიდრე მე მოველოდი,ჯასტინმა ახალი ალბომი გმაოუშვა under the mistletoe,მხლოს მისნაირ დაბდურას შეეძლო საახალწლო ალბომი ნოემბრის დასაწყისში გამოეშვა,არც გამკვირვებია ალბომა დიდი წარმატება რომ მოიპოვა,ეს მოსალოდნელიც კი იყო,მე ის მახარებდა ჯასტინმა თავის ალბომს under the mistletoe რომ დაარქვა,ახლა ახალი კლიპის გადაღებები მიმდიარეობდა სახელად mistletoe,როგორც სჩანს ეს ბიჭი ყველაფერს ფითრის თემაზე აკეთებდა,კლიპში მთავარ როლს ჯასტინის ძველი მეგობარი ანა თამაშობდა,ეს გოგო მანამდეც გადაეღოთ ჯასტინის ორ კლიპში,და საკმაოდ კარგი მსახიობიც იყო,გავიცნაი კიდევ,თუმცა ჩემზე მაინც და მაინც გადასარევი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა,თვალში არ მომხვდა,თითქოს ყალბი პიროვნება იყო და თამაშობდა.ეს ყველაფერი გამაღიზიანებლად ჩანდა.თუმცა რა თქმა უნდა ეს რომ ალფრედოს და დრეიკს ვუთხარი ასე მითხრეს შენ გაკლია და რაღაცეები გეჩვენებაო,სამაგიეროდ ჯენიფერი ჩემს აზრზე იდგა და მალე რეიჩელსაც გადმოვიბირებდით რომელიც სულ რამდენიმე დღეში ჩამოფრინდებოდა ლოს-ანჯელესში.

საამოს ახალი დაბრუნებული ვიყავი სახლში,ჩემს და ჯენიფერს გარდა არავინ იყო,აუზზე გავედით,მზე ჯერ კიდევ არ ჩასულიყო და ცოტა დასვენება გადავწყვიტეთ,საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და აუზში გავცურე.სწალი თბილი იყო,მესიამოვნა და დაძაბული დამამშვიდა.

-აბა რას ფიქრობ?-რამდენიმე წუთის შემდეგ კითხვით მომიბრუნდა ჯენიფერი

-რაზე რას ვფიქრობ?-დაბნეულმა გავხედე

-ანაზე-მოღრეცილი სახით მითხრა

-მემგონი დრეიკს ეპრანჭება-ირონიულად ჩავილაპარაკე

-ეგღა მაკლია,ურჩევნია ჩემი კაცისგან თავი შორს დაიჭიროს-მუქარით თქვა ჯენიფერმა-შენ გიჩევნია ჯასტინს მიხედო

-რატომ?

-იმიტომ რომ იყო ლილი და იქნება ანა-ხელებით გააკეთა იმიტაცია-იმედია ხვდეი რასაც ვგულისხმობ

-ნუ სულელეობ-ხელი ავქნიე-ის რომ  ანა არ მომწონს სულაც არ ნიშნავს რომ მას ჯასტინი მოსწონს და მის შებმას ცდილობს

-ვნახოთ,იცოდე მერე არ მითქხრა არ გამაფრთხილეხო

-არ გეტყვი,იმიტომ რომ არც დამჭირდება-მშვიდად მივუგე მაგრამ რაღაც უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა,სწრაფად ამოვედი წყლიდან და პირდაპირ ცხელ  ფილებზე დავჯექი,ტელეფონი ავიღე და დანარეკები შევამოწმე,ალფრედო მირეკავდა,სკუტერი,დედა და რეიჩელი.უკან დარეკვა შემეზარა და ტელეფონი ისევ ძირს დავდე.

შუა ღამემდე ვიყავით გარეთ,ისეთი თბილი და სასიამვნო ამინდი იყო რომ სახლში ვერაფრით გავჩერდი,მხოლოდ დრეიკი შმეოგვიერთდა მოგვიანებით,დანარჩენების მოსვლას არც ველოდით,ყველანი კლიპის გადაღებებზე იყვნენ გაკრეფილები.

ჯენიფერი დრეიკს ეჯდა კალთაში და ესიყვარლებოდა,ცოტა არ იყოს თავი უხერხულად ვიგრძენი და გვერდზე გავიხედე,აჯობებდა წავსულიყავი მაგრამასეთი ზრდილობიანიც არ გამოვდექი

-ჰეი,გვრიტებო,მეც ვარსებობ-ხელები შემოვცხე ერთმანეთს კარგა ხანი რომ არ გაჩერდნენ

-ჰო,სულ დაგვავიწყდი-გამიღიმა დრეიკმა-ასე მარტოსული მეცოდები

-აბა რა მეშველება-დავემანჭე

-მემგონი ძალიან ერთფეროვანი დღე იყო-ცოტა ხნის შემდეგ თქვა ჯენიმ

-რატომ?მე მომეწონა-მხრები ავიჩეჩე

-ეგ იმიტომ რომ შენ თვითნ ხარ ერთფეროვანი-შემისწორა დრეიკმა

არაფერი მიპასუხია,ისევ წყალში შევცურე.

ირგვლი სიმშვიდე სუფევდა,არაფერი არ გვაწუხებდა,ისეთი სიმყუდროვე იყო რომ წამით ვინატრე ნეტა ეს საღამო არასოდეს დასრულდეს-მეთქი.

-ლილ გირეკავენ-დამიძახა ჯენიმ,მე მისკენ გავცურე და ტელეფონი მომაწოდა

-გისმენთ-ხრინწიანი ხმით ვუპასუხე ყურმილს

 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 803 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
2012-04-07 Spam
10. ma R ie   ( maRie[??????]

male dade