მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 17 » DECEIVER
7:57 PM
DECEIVER

დაახლოებით თორემეტი საათი სრულდებოდა სახლში რომ დავბრუნდით,ოთხნი ვიყავით,მე,ჯენი,დრეიკი და კენი.

ჯერ კიდევ დილაადრიანი იყო,მზე საკმარისად აცხუნებდა ფანჯრებში,რა კარგი რამ არის ეს კონდიციონერები,პირდაპირ ზამთარი გეგონებოდათ სიე ციოდა ჩვენთან.

ოთახში შევედი,მისავათებული  ვიყავი იმის მიუხედავად რომ სამძიმო არაფერი გამიკეთებია,უბრალოდ ჯასტინი მენატრებოდა უკვე გაუსაძლისად.

შემაცია და გამაჟრჟოლა,ჟაკეტი მოვიცვი და ისევ მისაღებში დავბრუნდი,დივანზე პირდაპირ გულაღმა დავემხე და ბალიში წავიფარე თავზე.

-ლი-დრეიკმა ჩამომქაჩა თმებზე

-რა გინდა?-მოგუდული ხმით ვუპასუხე,ეს იმიტომ რომ ბალიში ჩემს ხმას ახშობდა

-რაღაც მინდა გკითხო-რატომღაც ხმადალა ლამაპაკობდა

-რა?-ამჯერად თავი წამოვწიე და გავიამრთე

დრეიკმა ჯერ სამზარეულოში გაიხედა მერე მე შემომხედა

-მინდა რომ ჯენიფერი დავპატიჟო სადმე-ისე ჩურჩულით მითხრა რომ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მივხვდი რას მეუბნებოდა

-რააააააა?მართლა?-პიზე ხელები ავიფარე რომ არ მეყვირა და მეც სამზარეულოსკენ გავიხედე საითაც ჯენიფერი და კენი რაღაცას ჭამდნენ.

-მოგწონს?-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ღიმილნარევი ხმით ვკითხე

-ჰო,რავიცი-დაიმანჭა და მხრები აიჩეჩა

-ჰაჰ-მხარზე ხელი გავკარი-მერე მე რა უნდა მკითხო?მიდი და ეგ ჯენიფერს უთხარი

-ოო,მოიცა ჯერ-ხელი აიქნია-სადმე ლამაზ ადგილას მინდა რომ ვუთხრა და მაგიტომაც მოგადექი შენ,მაინტერესებს სად წავიყვანო

-აუფ,ეგ რთული საქმეა-წარბები ზევით ავზიდე და გონება დავძაბე-მემგონი,ჯენის ზღვისპირა რესტორნები უყვარს,მაგრამ არ გაბედო და არ აჩუქო ყვავილები,ალერგია აქვს-ჩავიფხუკუნე

-კიდევ კარგი რომ მითხარი-შვებით ამოისუნთქა-თორემ მე მართლა ყვავილების ყიდვას ვაპირებდი და ხომ ჩამეშლებოდა ყველაფერი

-ჰო,ეგ კარგი მაგრამ ჯობია მთელი რესტორანი დაჯავშვნო ერთი დღით,უფრო რომანტიკული იქნება-გავუღიმე

-კარგი აზრია-თავი დამიქნია-განმარტოებით ყოფნას რა ჯობია-თვალები აუციმციმდა მაგრამ მერე მალევე დადარდიანდა

-რატომ ჩამოუშცი ცხვირი?-შეწუხებულმა ვკითხე

-და უარი რომ მითხრას?-დაიბნა

-მაგაზე ღელავ?

-მთავარი ხომ ეგაა

მოსაკლავი ვიყავი დრეიკს ამას რომ ვეუბნებოდი მაგრამ რა მექნა?ჯობდა ყველაფერი ცოდნოდა რომ უფრო თავდაჯერებული ყოფილიყო

-იცი დრეიკ-ჩუმად დავიწყე-ამ ცოტა ხნის წინ  ჯენის ველაპარაკე,ნუ რაღაცეებზე ვიჭორავეთ და ბოლოს წამოცდა რომ შენ მოსწონხარ-ძალიან ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ენაზე ვიკბინე

-ასე გითხრა?-დაეჭვებით შემომხედა

-ჰო,ჰო-თავი დავუქნიე-ასე რომ calm down drake and be happy-ჩავიხითხითე და მხიარულად წამოვიძხე-მშია.

სამზარეულოში გავედით და ვისადილეთ,მთელი ეს დრო ხან დრეიკი გახედავდა ჯენის ხან მე გავხედავდი ორივეს,კენი დაეჭვებული მიყურებდა,ერთი სული ჰქონდა როდის გამომიჭერდა მარტო და ყველაფერს ზედმიწევნით დამაფრქვევინებდა,რათქმაუნდა მეც არაფერს დავუმალავდი,მთავარი იყო ჯენიფერამდე არ მისულიყო ეს ამბავი თრემ სხვებს არაფერი უჭირდათ.

საღამოსკენ ოთხივენი მისაღებში რომ ვიყავით შეკრებილები უეცრად ჯასტინმა დარეკა

-hey baby-ჩვეული თბილი ხმით მომესალმა

-hey-მეც მოვესალმე

-როგორ ხარ?უკვე ძალიან მომენატრე

-მეც,მეც-თავი ავტომატურად დავუქნიე-რას შვებით ჩაფრინდი არგენტინაში?

-აჰა,ახლახანს ჩამოვედი ტრაპიდან და პირდაპირ სასტუმროში მივდივართ

-კონცერტი?

-ეგ ხვალ იქნება და რადროს ეგ არის...ისე  არ გინდა რომ ჩამოხვიდე?

-ჰაჰ-ჩავიფხუკუნე-დილით შენ თვითონ მეუბნებოდი რომ სწავლა არ უნდა მიატოვოო

-ჰო მაგრამ არ მესმის როგორ უნდა გავძლო უშენოდ ერთი თვე

-არაფერი გიჭირს ბიბერ

-სასტიკი ხარ-ჩაიცინა

-მიყვარხარ-დავიჩურჩულე

-მეც-მემგონი ამას რომ მეუბნებოდა ყურმილს აკოცა თან-ბავშვები რას შვებიან?

-ბავშვები?-განზრახ ხმამაღლა დავიწყე-დრეიკი იმხელა ვირია მაგას ბავშვი არ ეთქმის

-დაამთავრებ ლაპარაკს და მოგივლი მე შენ-გამომძახა დრეიკმა,მე აუზთან ვიყავი გასული

-რა გითხრა?-მკითხა ჯასტინმა

-მოგკლავო-დივანზე გადავწექი-უი,მართლა იცი რა უნდა მეთქვა?

-რა?

-დრეიკს ჯენი მოსწონს,ნუ მე რატომღაც მგონია რომ უყვარს

-სერიოზულად-გაოცდა ჯასტინი-მერე ჯენი?

-ოო,მაგასაც მოსწონს,რამდენიმე დღის წინ მითხრა,და დღეს დრეიკი დამადგა თავზე,ჯენის რესტორანში წაყვანა უნდა და აინტერესებდა რა აჯობებდა

-მაგარია-ჩაიხითხითა ჯასტინმა-ორი ბატი

-რატომ ბატი?ხომ არ დაგავიწყდა რომ ჯენის დამსახურებაა დღეს ერთად რომ ვართ

-ჰო ეგ მართალია-დასერიოზლუდა-იმ ვიქტორინაში რომ არ მიეღო მონაწილეობა ვერ გაგიცნობდი

-ასე რომ ახლა დროა მე დავეხმარო დრეიკს

-რითი?

-რამე რჩევებს მივცემ,აი ის უკვე ვუთხარი რომ ჯენიფერსაც მოსწონს

-ესეიგი ჯენის გარდა ყველამ ყველაფერი ვიცით

-ეგრე გამოდის-გამეცინა

-sweetie-დამტკბარი ხმით მითხრა ჯასტინმა

-what’s up bieber?

-შენთან მინდა,და კიდევ შენს ტუჩებთან

-ოჰ-წამოვიძახე-მერე მანდ გოგოების მეტი რა არის

-შენ რა წინააღმდეგი არ იქნები?-დაეჭვებით მკითხა

-არა რა თქმაუნდა-ვითომც არაფერიო ისე ჩავილაპარაკე

-კარგი მაშინ  მერე ღალატად არ ჩამითვალო

-ხომ გითხარი რომ არა-სიცილი ამივარდა

-არა,მე მარტო შენ მინდიხარ

-ჯაზ...შენს ლაყბობებს სხვაც ისმენს?

-მარტო სკუტერი

-აუფ,მაშინ მოკეტე და მომიკითხე

-კარგი,სკუტერ ლილიმ მოგიკითხა

-როგორ ხარ ლილი?-აშკარად ყურში ჩააყვირა ჯასტინს სკუტერმა და ისე მკითხა

-კარგად მადლობა

-ჰო,მართლა ლილი იცი აეროპორტში ჩემმა ფანმა რა მაჩუქა?-მკითხა ჯასტინმა

-რა გაჩუქა?

-შენთვის...

-ჩემთვის?-გაკვირვებულმა წამოვიძახე

-ჰო,სამაჯურია,ძალიან ლამაზია,რომ ჩამოვალ ჩამოგიტან და იმედია გიაკეთებ,ძალიან გამიხარდება ასე თუ იზამ თან ის გოგოც დაინახავს

-აუცილებლად გავიკეთებ-პირობა მივეცი-უბრალოდ ცოტა გაოგნებული ვარ,ასეთი რაღაცეები უხოა ჩემთვის....

-მალე მიეჩვევი-ალბათ ახლა იღიმოდა...

-ჯასტინ წავედი მე-ვუთხარი და წამოვდექი

-ეე,ცოტა ხან კიდევ რა გთხოვ

-საღამოს დაგელაპარაკები გპირდები,ახლა მეჩქარება..

-კარგი,კარგი-ამის თქმა ძლივს მოასწრო რომ გავუთიშე და სახლში შევვარდი...

 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 884 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-02-19 Spam
vaime dzaan dzaan magariaa male dadeee ()H) <33 :*))