მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » DECEIVER
7:51 PM
DECEIVER
დილით მწველმა სიცხემ მაიძულა რომ გამეღვიძა,სადღაც შორიდან კოღოების ბზუილი მესმოდა,შუბლზე ოფლის წვეთები ჩამომდიოდა მთელი სხეულით კი ჯასტინზე ვიყავი მიხუტებული.
არ ვიცოდი ეღვიძა თუ არა,ამიტომაც ფრთხილად წამოვჯექი.
უკნიდან მისი მზერა ვიგრძენი და მოვტრიალდი.
თბილი მზერით ამათვალიერა და მერე თვალებში შემომხედა
-არაფერი გტკივა?-ამ კითხვის გარდა ყველაფერს მოველოდი
-რატომ უნდა მტკიოდეს?
ხელით მოტეხილ ფეხზე მიმანიშნა
-აა-მაშინვე მივხვდი-არა მშვენირად მაქვს
-გუშინ ცუდად მოვიქეცით
-რატომ?-შუბლი შევკარი,მეწყინა მისი ნათქვამი,წუხანდელი ღამე საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში
-ჯერ კიდევ არ ხარ ბოლომდე გამოჯანმრთელებული...
-მაშინ არც ამ კუნძულზე არ უნდა წამოგეყვანე-სწრაფად შევაწყვეტინე
არაფერი უთქვამს,უბრალოდ მიყურებდა როგორ წამოვდექი საბან შემოხვეული(თუმცა ისე ცხელოდა ალბათ შიშველი სიარულს დავიწყებდი)და სააბაზანოში გავჩანჩალდი კოჭლობით.
ცხელი წყალი მოვუშვი და დუშის ქვეშ შევდექი,ძალიან რთული გამოდგა ფეხ მოტეხილს მარტო დაგებანა,ქალაქში რეი მეხმარებოდა მაგრამ აქ...
როგორც იქნა მოვრჩი შხაპის მიღებას,შორტები და თეთრი მაისური გადავიცვი და საძინებელში გავედი.
ჯასტინს შავი შორტები ამოეცვა და აივანზე იდგა,მეც მასთან მივედი.
ველურ ბუნებას გაჰყურებდა,მართლაც რომ თვალწარმტაცი სანახაობა იყო,ალბათ გუშინ წვიმდა ღამით,რაც მე საერთოდ არ გამიგია,სულ არ მაინტერესებდა გარეთ რა ხდებოდა როცა შიგნითაც კარგად ვერთობოდი...
მიწა დაცვარული იყო,ფოთლებზე კი წვიმის წვეთები დაცურავდნენ,ამის მიუხედავად ჰაერი მაინც საოცრად ჩახუთული იყო.
ჯასტინს შუბლზე ჩამოცურებული ოფლი მოვწმინდე და სწრაფად ვაკოცე.
მან გამომხედა.
სამყაროს დასასრულს,ზეციდან გამოგზავნილ ანგელოზს გავდა
-იცი?ძალიან ლამაზი ხარ-მომიბრუნდა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია
-მართლა?-გავუღიმე-მაინც რამდენად?
-იმდენად რომ გამუდმებით შენს კოცნაზე ვფიქრობ,წამი არ გაივლის ისე რომ შენი სახე თვალწინ არ წარმომიდგეს
-ასე ჩემი შეყვარება როდის მოასწარი?
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა და მაკოცა
-წამო კუნძული დავათვალიეროთ
-კარგი-დამეთანხმა და ხის ლიფტით ქვევით ჩავედით
-სიამოვნებით დავრჩებოდი აქ სამუდამოდ-ჩავილაპარაკე და სუფთა ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე
-მეც-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ჯასტინმა-ასე მგონია თითქოს იმას მივაგენი რასაც ვეძებდი,მართლაც ზღაპრული ადგილია
ხელი-ხელ ჩაჭიდებულები მივუყვებოდით ტყის წვრილ,გაუვალ ბილიკებს და ჩემს სახეზე ნელ-ნელა ისახებოდა გაოცების ნიშნები.
ადრე არ მჯეროდა რომ სამოთხე დედამიწაზეც არ სებობდა.ახლა კი დავრწმუნდი ამ სიტყვების სისწორეში.
პატარა მდინარესთან მივედით რომელიც ირგვლივ კლდეებით იყო შემოსაზღვრული.

ზურმუხტის ფერი დაკრავდა და შიგ პატარ-პატარა თევზები დაცურავდნენ,ეტყობა გასასვლელი ოკეანესთან ჰქონდა.
ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ ტყეში.ჩემი ყურადღება ერთმა ხემ მიიპყრო და იქითკენ გავიხედე

-ლილი,რას უყურებ?-ჩემთან ჯასტინი მოვიდა და მკითხა
-აი იმას-ხელით ვანიშნე

-ხომ ლამაზია?-ჯასტინისკენ შევტრიალდი და ვკითხე
-აჰა-თავი დამიქნია და თავისი Iphone-თი სურათი გადაუღო-ამას მერე instragam-ზე ავტვირთავ,წარწერით "ჩემი და ჩემი გოგოს საყვარელი ხე"
-მოიცა უნდა უთხრა ხალხს სად ვიყავით?-დავიბენი
-ჰო,მაგრამ იმას კი არ ვეტყვი რა ადგილზე..თორე მათაც მოუნდებათ აქ ჩამოსვლა,მე კი მინდა რომ მხოლოდ ჩვენი იყოს ეს კუნძული-ამიხსნა და გზა გავაგძელეთ.
გზაში წვიმამ მოგვისწრო და რომ არ დავსველებულიყავით გვიმრებს შევაფარეთ თავი
-გცივა?-ვკითხე ჯასტინს,მარტო შორტები ეცვა
-არა-კბილებ აძაგძაგებულმა თავი გაიქნია
-გეტყობა-გამეცინა და მოვეხვიე.
ალბათ რამდენიმე საათი ვიდექით ასე ერთმანეთზე მიწეპებულები,ბოლოს წვიმამ რომ იკლო სახლში დავბრუნდით.
მაშნვე პირსახოცებში გავეხვიეთ.ეს თაბაშირი ნერვებს მიშლიდა,საშნლად მამძიმებდა და თანაც დამისველდა,პირდაპირ საშინელი შეგრძნება იყო,ასე მეგონა ასე გველი ერთროულად მეხვეოდა ფეხზე.
ვინაიდან ამ სახლს მხოლოდ ორი საძინებელი ოთახი ჰქონდა,და აქედან ერთში,ჩემსაში,ახლა ძალიან ეციებოდა რადგანაც ფაქტიურად არანაირი კედლები იმას არ ჰქონდა მომიწია ჯასტინის ოთახში დარჩენა,თვითონ კი ჩემს გვერდით ნებივრობდა.
გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილები ვიყავით,არანაირი,კომპიუტერი,ტელევიზორი,ჰამბურგერები და პაპარაცები.
მხოლოდ უღრანი ტყე და პირველ ყოფილი ადამიანივით ცხოვრება,სხვათაშორის ეს სასიამოვნოც კი იყო.
თან ეს ადგილი რაღაცნაირად ჩვენი სასიყვარულო ბუდეც კი იყო.
დიდ იმედს ვიტოვებდი რომ აქაურობას ერთხელ კიდევ ვესტუმრებოდით,თუ რათქმაუნდა იქამდე ჩვენი ურთიერთობა გასტანდა ამ დაძაბულ გარემოებებში.
უცებ რაღაც გამახსენდა და ჯასტინს ვკითხე
-სკუტერი?ნუთუ ერთხელაც არ დაგირეკა?
-ერთხელ-ჩაიფხუკუნა-გამოვრთე iphone თორემ ააფეთქა,მაგრამ არცერთ ზარზე არ მიპასუხია,იქეთ დრეიკი,აქეთ ეს,დედაჩემი,მამაჩემი,კენი...აუფ,რომ ჩავალთ კარგი დღე არ დაგვადგება
-ჰო-დავეთანხმე-ისე როგორ მაინტერესებს შენს გაუჩინარებას რით ხსნიან?
-არ ვიცი-ვიგრძენი როგორ აიჩეჩა მხრები-ორი დღეა ზედიზედ არ გამოვჩენილვარ,წარმომიდგენია რა ამბავი იქნება ატეხილი,არცერთ საიტზე არ შევსულვარ.
-ჰაჰ-ჩავიცინე-ჰოდა სანამ ცოცხლები ვართ დავტკბეთ ამით-ვთქვი და ჯასტინისკენ მივტრიალდი
-მართალი ხარ-ხელები წელზე ჩამიცურა და მისკენ მიმიზიდა
-მემგონი ფეხი აღარ გაწუხებს არა?-ისე სხვათაშორის მკითხა
-არა ეგ პრობლემა არ არის-გამეცინა და ვაკოცე...
იმედია მიხვდით რომ გუშნდელი განმეორდა......
დილით უთენია გამომეღვიძა,საოცრად კარგ ხასიათზე ვიყავი,გავიზმორე და საწოლის მეორე მხარეს მოვაფათურე ხელები,ვისაც ვეძებდი ის იქ არ დამხვდა,მაგრამ სამაგიეროდ წერილი იდო
"ცოტა ხნით გავდივარ,შევეცდები რაიმე ხილი მოვიტანო,იმედია ჩემს წასვლას ვერ შეამჩნევ,მაგრამ თუ მაინც გამომეღვიძა იცოდე რომ ჩემს მონატრებასაც ვერ მოასწრებ შენს გვერდით რომ გავჩნდები"
წერილი წავიკითხე და წამოვდექი,დღეს უფრო ემატა სიცხეს,საზიზღარი კოღოები თავს დამტრიალებდნენ,ეტყობა ჩემი სისხლი მოსწონდათ,და მეც რაც კი ძალი და ღონე მქონდა ვუქშევდი.
ვინაიდან სახლი პიდაპირ ხეზე იყო ნაგები მიწიდან საკმაოდ დიდი მანძილი გვაშრებდა,აივანზე გადავიხედე და გული შემიღონდა,სიმაღლის შიში ბავშვობიდან მქონდა,მას შემდეგ რაც აეროპლანით გადმოვხდი.
სახლის კომფლექტს შორის გადებულ ხიდზე,რომელიც მთელს დანარჩენ სახლთან გვაკავშირებდა(ჯასტინის ოთახი განცალკევებით იყო)სიმწრით გავიარე.

ამოყრილი ტანსაცმელი კიდევ უფრო ავურიე და რაც შემძლო თხლად ჩავიცვი.მერე პატარა სამზარეულოში გავედი და მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე.
დიდი ყლუპი მოვსვი,მაშნვე გამიცივა ყელი და საოცრად მესიამოვნა.
უცებ რაღაცის ჭრიალი გავიგონე,უკან შევტრიალდი და ჯასტინი დავინახე,ერთიანად ფოთლებში გახვეული და დახეუილი მაისურით.
მაშნვე მასთან მივედი
-რა იყო,გრიზლის შეებრძოლე?-სიცილი ამივარდა მის დაფხრეწილი ტანსაცმელის დანახვაზე,თმებიდან ღერა-ღერა ვაცლიდი ხის ნაფოტებს
-იმდენი ვიძრომიალე ხეზე და ვერაფერი ვიპოვე-დაქანცულმა ძლივს ამოილაპარაკა,ჩემი წყალი გამომტაცა და თვითონ მიიდგა პირზე-სულ დავიწვი,წავალ წყალს გადავივლებ...ჰო,მართა,შენთვი კარგი ამბავი მაქვს
-რა ამბავი?-მაშნვე ვკითხე
-ოჰ-მაისური სიმწრით გადაიძრო-რომ გამოვალ გეტყვი,ახლა სასწრაფოდ ცივი წყალი მესაჭიროება
-მიდი,ჩქარა-გზაში დავაწიე სიტყვები და ჩემთვის ჩავიცინე.
ერთი საათის შემდეგ ხაკისფერ ტრუსში და თეთრი პირსახოცით ხელში გამოვიდა
-რამე მალამო არ გვაქვს?მთელი ზურგი მეწვის-სიმწრისგან დაიმანჭა
-მოიცა,მოვძებნი-სამზარეულოში გავრედი და ყველა უჯრა გადავატრიალე,ბოლოს ვიპოვე ერთი მალამო და ის მივუტანე
-ფრთხილად წამისვი იცოდე-გამაფრთხილა და დივანზე მუცლით გადაწვა,მე ზევიდან გადავაჯექი და წასმა დავუწყე.
ხელიც არ მქონდა შეხებული უკვე რომ ღრიალებდა.
-ოო,ჩუმად-თმაზე მოვქაჩე
-მტკენ
-პატარა ბავშვივით ნუ წუწუნებ
მთელი ნახევარი საათი იმას ვუსვამდი და ვეფოფონებოდი,ბოლოს როგორც იქნა დავამთავრე და შვებით ამოვისუნთქე
-ახლა მითხარი რა ამბავი გაქვს ჩემთვის-შევახსენე
-შენს ექიმს ველაპარაკე
-როგორ?ისიც ხეზე იყო?-გამეცინა
-ტელეფონით-წამოჯდა-ასე მითხრა შეუძლია თაბაშირი მოიხსნასო
-მართლა?..მაგრამ,მოიცა,შენ ვერ მომხსნი თორემ დიდი სიამოვნებით
-კარგი რა-ხელი აიქნია-რა უნდა მაგის გაკეთებას,აი აქ-ფეხზე ხელი დამადო-სპეციალურად არის დატოვებული ადგილი მაკრატლისთვის,რომ ადვილად გაიჭრას
-იცოდე არაფერი მატკინო-შევუბღვირე
-შენ რომ ამაკივლე კარგი იყო?
-ჯასტინ...-ცალი წარბი ავწიე
-ჰო,კარგი,ნუ სულელობ რაღაცეებს-დამამშვიდა მისი ჭკუით და საიდანღაც მაკრატელი მოიტანა
-ფრტხილად,აი,აი,მტკივა,ვაი დედიკო-დავიწყე ჩემებურები
-ლილი...
-რა იყო?
-ჯერ არ დამიწყია-ჩაიცინა
-მართლა?-ცალი თვალი გავახილე-არ ვიცოდი...
წვალებ-წვალებით როგორღაც მომხსნა თაბაშირი და გვერდზე მოისროლა
-აბა ცოცხალი ხარ?-ცოტა ხანში მკითხა
-რა მაგარია-წამოვიყვირე-ასე მგონია ფეხი კი არა ბუმბული მაქვს გამობმული
-ჩერჩეტი ხარ-გადაიხარხარა და სწრაფად მაკოცა
-დღეს არაფერი გვაქვს დაგეგმილი?-ვიკითხე მაგრამ უცბადვე გამახსენდა-უი,შენ ხომ ზურგი დაიწვი-მაშნვე მოვიწყინე
-ეგ არაფერი,გემი ვიქირავე და კუნძულს შემოვუაროთ
-შენ რომ ზურგი გეწვის
-მეც მინდა წამოსვლა,მარტო შენი გულისთვის კი არ მიქირავია-კარგად კი მოიტყუა მაგრამ არ დამიჯერებია.
თუმცა მაინც ჩემმა ეგოისტობამ გადაწონა და წავედით გემით კუნძულის დასათვალიერებლად.

ყველა კუთხე-კუნჭული დავათვალიერეთ,არაფერი გამომიტოვებია,ნაშადღევს მოიღრუბლა და შედარებით რომ აგრილდა ჯასტინიც მოვიდა ხასიათზე და ახლა უფრო ხალისიანად ერთვებოდა ყველაფერში.
თევზაობაც ვცადე,მაგრამ როგორც მე მეგონა იმაზე ძნელი ყოფილა და ვერაფერი დავიჭირე.
ჯასტინმა კი მოახერხა ერთი ლიფსიტას ანკესზე წამოგება,გემის კაპიტანი საუცხოო ვინმე გამოდგა,ჩვენნაირ სულელებსაც კი დიდი მოთმინებით უხსნიდა და ასწავლიდა რაღაცეებს.
ცოტა ხნით შუა ოკეანეში გავჩერდით და გავცურე,ჯასტინი კი შორიდან მადევნებდა თვალს.
სანამ ცაზე ვარსკვლავები არ აკიაფდა მანამ არ ჩამოვსულვართ ნაპირზე.
უკვე შუა ღამეს გადაცილებული იქნებოდა ჩვენს ქოხში რომ მოვედით.
ორივენი დაღლილები და ძალა გამოცლილები ვიყავით,მაშნვე პირქვე დავემხვე საწოლზე.
ისევ გაწვიმდა,ამჯერადაც ჯასტინიც ოთახში ვიყავი,საწოლიდან მშვიდად ვადევნებდი თვალს როგორ ეხლებოდა წვიმის წვეთები მინებს.
თანდათან,ნელ-ნელა ვერც კი მივხვდი როდის მიმელოლა თვალები და ჩამეძინა....

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 908 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-01-21 Spam
dzaan magariaaaaaa