მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 16 » DECEIVER
5:10 PM
DECEIVER
-აბა,მემგონი დროა რაღაც კითხვაზე მიპასუხო-გამიღიმა ჯასტინმა და ანგელოზივით გამომხედა
-უკვე?-დავიმანჭე
-საფიქრელად სამი კვირა გქონდა ლილი-გაბრაზება შეეტყო
-ვიცი-მოვიღუშე
-კიდევ არ გადაგიწყვიტავს?
-კი,როგრო არა-სწრაფად ვუთხარი-უბრალოდ ჯასტინ,აი,მე არც ისე კარგად არ მეხერხება გრძნობების გამოხატვა და ახლა მითუმეტეს..შესაბამის სიტყვეას ვერ ვპოულობ-მემგონი წამოვწითლდი-თითქოს ენა არ მემორჩილება,ასე მგონია სულელევით გამომდის ასეთ თემებზე ლაპარაკი
-ჩემზე სულელურად მაინც არა-ცალყბად ჩაიცინა-მაგრამ ადრე თუ გვიან შენც იცოდი რომ უნდა გეთქვა ან კი ან არა...
თავი დავუქნიე,თვალებში ვერ ვუყურებდი.
-რაკი ასე გიჭირს მოდი პირველი მე გეტყვი-ამოიოხრა და დაიწყო-არ მინდა რაღაცეების მიკიბვ მოკიბვა,უბრალოდ მიყვარხარ,არა კი არ მიყვარხარ შენზე ვარ მიჯაჭვული,ცოთა პათოლოგოურად ჟღეს მაგრამ რა ვქნა,დამიჯერე მთელი გულით ვეწინააღმდეგებოდი ამ გრძნობას,არა გატყუებ,მთელი გულით არა,მთელი გონებით,მაგრამ ვერ შევძელი,მშვენივრად ვიცი რა გრძნობაა როცა გიყვარს მაგრამ შენს მიმართ სრულიად განსხვავებულს განვიცდი,რაღაც ზებუნებრივს,ეს ყველაფერი ჩემს თავზე მაღლა დგას,და დამიჯერე თუ შენ მეტყვი არას მე გაგიშვებ,თან ისე რომ არ შეგაკავებ,იმიტომ რომ ჩემი მთავარი პრიორიტეტია შენ იყო ბედნიერი,არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემთან თუ ტედთან.მთავარია იღიმოდე,მთავარია ბედნიერი იყო,ახლა გესმის ეს რამხელა რაღაცაა?ადრე ვერც კი ვიფიქრებდი რომ ეს გრძნობა არსებობდა,ვერც,ქეითლინს,ვერც სელენას ვერ ავიტანდი სხვის გვერდით,შენზეც ასე იქნება მაგრამ ამ შემთხვევაში გაგიშვებდი,რათქმაუნდა თუ ეს გენდომებოდა და არ გაგრძნობინებდი ამდენად მეტკინებოდა გული,სხვანაირად არ შემიძლია.მიყვარხარ და ახლა შენს პასუხს ველოდები-გაჩერდა და მე შემომხედა.
ცოტა ხანი გაშტერებული შევცქეროდი ერთ ადგილს,ვერ ვხვდებოდი ეს ყველაფერი ჩემს თავს თუ ხდებოდა,თუ ვინმეს ასე ვუყვარდი,თუ ასე გამიმართლა,მეც  ხომ მიყვარდა,მაგრამ ვერ ვბედავდი,ვერ ვბედავდი ჩემი გრძნობების გამოხატვას.
-კარგი ყველაფერი გასაგებია-ჯასტინმა თავი ჩაქინდრა და გასასვლელისკენ წავიდა.
მაშნვე მოვედი გონს და დავუყვირე
-გაჩერდი,სად მიდიხარ?-ლამის საწოლიდან გადმოვვარდი-კი,კი,კი ჯასტინ....
ის კარებთან შედგა,ხელი მაღლა ჰაერში გაუშეშდა და ას ოთხმოცი გრადუსით შემოტრიალდა
-რა თქვი?-ხმადაბლა დაიჩურჩულა
-კი,კი,კი-გავიმეორე თან სიცილი ამივარდა-მიყვარხარ,მიყვარხარ,რა ვერ გაიგე
ჯასტინი ჩემთან მოვვარდა ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია,გულის ცემა გამიხშირდა.
-კიდევ გამიმეორე-მთხოვა
-მიყვარხარ,მიყვა..-მაგრამ მეორე ჯერი არ დამცალდა პირდაპირ ჩემს ტუჩებს დაეწაფა.მკოცნიდა მთელი გულით,დიდი ვნებით, და ძლიერად,თმაშ ჩავავლე ხელი და უფრო მოვიზიდე ჩემკენ,მისი ცხელი სუნთქვა მთელ სახეს მიწვავდა,ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა,ჰაერის მარაგი თითქმის გამოლეული მქონდა.
ჯანსაღი ხელით მივაწექი რომ გაწეულიყო მაგრამ ამაოდ,მეეჭვება რამე ეგრძნო,უფრო მაგრად მომიჭრა ხელები და წელზე ჩამიცურა.
კიდევ ერთხელ მივაწექი,ამჯერად მარცხენა ხელი კისერზე შემომხვია და თავი გამიკავა.
არაფერი გამომდიოდა,ბოლოს ვიფიქრე რომ გავჩერებულიყავი,უბრალოდ მოძრეობა შევწყვიტე და დაველოდე როდის მიხვდებოდა და გაიწეოდა.
რამდენიმე წუთში მისი ტუჩები მომწყდა
-რამე მოგივიდა?-ალმაცერად მითხა
-ჰაერი აღარ მყოფნიდა შენ კიდევ არ ჩერდებოდი-ჩემს სათქმელს ერთი დიდი ამოსუნთქვაც მოვაყოლე
-ბოდიში-წამწამებს ქვემოდან ამომხედა-უბრალოდ ძალიან გემრიელი ტუჩები გაქვს და ვერ მივისაზრე რომ შემეწყვიტა
გამეცინა.
ამჯერად მე მივიწიე და მე ვაკოცე,ოღნდ უფრო მოზომილად და სწრაფად
-მიყვარხარ-ყურში ჩამცურჩულა და კისერზე მაკოცა
-ვერ გავიგე-თავი გავიქნიე და ენის წვერით მისი ზედა ტუჩის ზედაპირს შევეხე
-შენზე ვგიჟდები,მინდხარ და მიყვარხარ,ასე ჯობია?
-გაცილებით-ენის წვერით მისი ზედა ტუჩის ზედაპირს შევეხე.
ჯასტინი ეტყობა სხვა რაღაცასაც ცდილობდა მაგრამ მერე მე თვითონვე შევახსენე რომ ერთიანად და ჟეჟილს და ფეხ მოტეხილს ეგ არ შემეძლო
-მართალი ხარ-თავი დამიქნია-ჯერ უნდა გამოჯანმრთელდე
-ჰო,თან რაც შეიძლება სწრაფად-ამოვიოხრე
-კარგი პატარავ,არ მეგონა ასე თუ გინდოდი-გადაიხარხარა
-იდიოტო-მხარზე ხელი გავკარი-უბრალოდ მინდა მალე წამოვდგე ამ საწოლიდან
-მე კიდევ მეგონა სხვა რამე უფრო გინდოდა-პატარა ბავშვივით გამიღმა
-კი,აბა იოცნებე-დავეჭყანე-ისე შენ გიჯობს რამე მაჭამო
-გშია?
-ჰო-თავი დავუქნიე-ექვსი იყო რომ ვივახშმეთ და ეხლა კიდევ პირველი დაიწყო,სულ შენი ბრალია თორემ ახლა დაძინებული ვიქნებოდი-დავიწუწუნე
-არაუშავს გადაიტან-თავზე ხელი გადამისვა-ისე რომ იცოდე მე მსუქანი გოგონები დიდად არ მხიბლავს
-ჰოდა პირობას გაძლევ თუ დროზე არ წამოვდგები საოცრად მოვიმატებ
-ისეთი მეყვარები როგორიც ხარ,რა პრობლემაა-გამიღმა და ქვევით ჩავიდა.
ის რამდენიმე წუთი რაც მარტო მიყავი საფიქრელად არ მეყო მაგრამ იმას კი მიმახვედრა რომ ძალიან გამიმართლა,თან ისიც გავიაზრე რომ წინ დიდი სირთულეებით სავსე გზა მელოდა,ჯასტინის ფანები ხომ საერთოდ ყველაფერს არევდნენ,ნახევარი მაინც,სხვა თუ არაფერი სელენას მაგალითზე ვისწავლე რომ კარგი შეგრძნება მანდვილად არ იქნებოდა.
-აი მეც მოვედი-ოთახში ბიბერი შემოვიდა,ოღნს თავი არ უჩანდა,ხელში უამრავი რამ ეჭირა-რაც შევძელი წამოგიღე
-მადლობა-გავუჭიმე და პირველად ჰამბურგერს შევუტიე,ჯასტინიც ამყვა,ოღონდ იმან პიცით დაიწყო.
ვჭამდი და ვგრძნობდი როგორ მბურღავდა ჯასტინის თვალები,ცოტა შემრცხვა
-სხვაგან გაიხედე რა-შევეცადე თავი მიმეტრიალებინა
-მე რომ შენს გარდა ვერავის ვხედავ?-წამოიწია და მაკოცა
-მერე რა ჩემი ბრალია-მხრები ავიჩეჩე-ასე რომ მიყურებ ვიბნევი
-ბოდიშ-ჩაიფხუკუნა და ახლა ფეხზე დამაკვირდა-გტკივა ხოლმე?
-არა-თავი გავიქნიე
-ოხ ლილი-ამოიოხრა-ახლაც არ ამომდის თავიდან ის საშნელი ავარია
-ვინ გითხრა მაგ ავარიის შესახებ?
-არავინ მე თვითონ დავინახე-შევამჩნიე რომ გააჟრჟოლა-ქვევით ვიყავი ჩამოსული,თქვენ სტუდიასთან თითქმის მოსულები იყავით,როგორ მახსოვს რა სისწრაფით ამოყირავდით ახლაც გაბრაზება და შიში მიცავ,მანქანა მაშნვე ვიცანი,მაშტერებული ვუყურებდი როგორ გადმოვარდა დრეიკი მანქანიდან,შენ კი ისევ იქ იყავი,საშნელება იყო ლილი,საშნელება,ამის შემდეგ უნდა დამპირდე რომ სამოცს არ გადააჭარბებ
-დაპირება რად მინდა,მეც ძალიან შემეშინდა
-წარმომიდგენია-მოვიდა და მომეხვია-ცოტა ხანი ჩემი მძღოლი გატარებს კარგი?იქამდე მაინც სანამ ფეხი არ მოგირჩება
-კარგი,თანახმა ვარ-წინააღმდეგობა არ გამიწევია,რამდენიმე დღეში ამ საწოლიდან რომ ავდგებოდი ჩემიტ მაინც ვერ შევძლებდი მართვას მანქანის,მოტეხილი ფეხით ამიტომაც ჯასტინის შემოთავაზება მომეწონა.
ვერც კი მივხვდი როგრო ჩამეძინა,მაგრამ დილით უკვე სრულიად ახალი ძალებით სავსეს გამომეღვიძა,ჯასტინი ჩემს გვერდით იწვა და მისი მკლავების მარწუხებში ვყავდი მოქცეული.
თავიდან ვიფიქრე გავაღვიძებმეთქი მაგრამ მერე შემეცოდა,ისედაც დაღლილი იყო და დავაცადე სანამ თვითონ არ გამოფხიზლდებოდა.
თავიდან მესიამოვნა ასე ჩახუტებული რომ ვიყავი მაგრამ შემდეგ ძალიან ჩამოცხა და ოფლმა დამასხა,ჯასტინი ისეთი თბილი იყო რომ უკვე სული მეხუთებოდა.
ჩემდა ბედზე ოთახის კარი დრეიკმა შემოაღო
-გიშველო?-წარბები აათამაშა
-თუ არ გეზარება-შევეცადე შუბლზე ჩამოსული წვეთბი მომეწმინდა მაგრამ ვერ მოვახერხე
-ჯერ მომიყევი გუშინ რა მოხდა
-მოსაყოლი არაფერი-მოვიბუზე
-მაშინ იყავი ეგრე-ჩაიფხუკუნა და გასვლა დააპირა რომ ჩუმად დავუყვირე
-კარგი,კარგი,შენ გაიმარჯვე,მე და ჯასტინი ერთად ვართ-სახე ჯასტინს დავადე მკერდზე
-ასეც ვიცოდი-გამიღიმა და ბიბერის მარწუხებიდან გამომიყვანა ისე რომ მას არ გაღვიძებია.
რამდენიმე წუთში მზად ვიყავი და ჩემი ხელჯოხებით ქვევით ჩასასვლელად გავედი.....
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1111 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/8
სულ კომენტარები: 161 2 »
2012-01-17 Spam
16. SaLOoO   ( -Candy[??????]

mteliii orii dgeaa shen motxrobas vkitxulob biggrin daviwkee sul tavidan da vaimeee ra magariaaaaa biggrin