მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » DECEIVER
2:21 PM
DECEIVER
უჩვეულოდ ლამაზი დილა გათენდა,ან უბრალოდ მე მეჩვენებოდა რომ ასე იყო,მზის სხივები ლამაზად ელამუნებოდნენ ხეებს,ბალახს,შემდეგ ფნაჯარში შემოდიოდნენ და ჩემს საწოლზე ეცემოდნენ,მეც საოცრად გავთბი...
პირველად იყო როცა სადმე არ მეჩქარებოდა,პირველად იყო რომ სკოლასში წასასწველად ა ვემზადებოდი,ეს იმიტომ რომ გამოსაშვები საღამო ნაშუადღევს დაგეგმეს,მერე წვეულება იქნებოდა და უკვე თრმეტის მერე ჩვენ სულ სხვა ადამიანები ვიქნებოდით.
თავი მექანიკურად გავიქნიე,არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი.
საათს გავხედე,თორმეტი სრულდებოდა,ჯერ კიდევ ორი საათი მქონდა,საწოლიდან არ წამოვმდგარვარ,მხოლოდ ტელეფონი გადმოვიღე ტუმბოდან და ტედის ნომერი ავკრიფე.
-ლილი-ჩემი სახელი შვებით წარმოთქვა,ალბათ თვითონაც უნდოდა დარეკვა-როგორ მინდოდა შენთან ლაპარაკი
-მეც მჭირდებოდა ეს-გამეღიმა 
-არ ემზადები?
-რავივი,საწოლში ვწევარ ჯერ,სიმართლე გითხრა არც მინდა წასვლა
-არც მე-ამოიოხრა-სკოლის დამთავრების კი არ მეშინია უბრალოდ არ მინდა შენთან კონტაქტი გავწყვიტო
ოჰო,დაძაბულ თემას მივუახლოვდით!
-ეგ მეორედ არ თქვა-მკაცრად გავაფრთხილე-ბოლო-ბოლო ტელეფონი რისთვის გამოიგონეს?არც მე არ მინდა ეს რომ მოხდეს..
-ლილი-დაბალი ტონით მითხრა
-რა?
-არ გგონია რომ დროა ჩვენს ურთიერთობაზე დავილაპარაკოთ?
-რომელ ურთიერთობაზე?-ვითომ გავიკვირვე
-კარგი რა-წარმოვიდგინე ეხლა როგორი სახე ექნებოდა-არ გგონია რომ რაღაცეები გასარკვევი გვაქვს?
-მემგონი მართალი ხარ-დავეთანხმე
-ჰოდა მოდი სადმე შევხვდეთ-შემომთავაზა
-სიამოვნებით-სიმწრის ოფლმა დამასხა-სად?
-ჩაიცვი და მე მოგაკითხავ
-კარგი-ჩავიდუდღუნე და ყურმილი გავთიშე
არაფერი განსაკუთრებული გამოპრანჭვა არ დამიწყია,ჯინსის შარვალი ამოვიცვი,თხელი ლურჯი ზედა(ჩემი საყვარელი ფერი)თმები გავიშალე და ქვევით ჩავედი
-სადმე მიდიხარ?-მისაებში დედაჩემი შემომხვდა
-კი-თავი დავუქნიე-მე და ტედი გავისეირნებთ
-აჰ-გაიღიმა-კარგი ბიჭია
-დედა-წამოვიყვირე-ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ
-როგორც გინდა-ხელები ზევით ასწია დანებების ნიშნად და მეორე სართულზე ავიდა
-რეი სად არის?-მივაძახე
-ეგეც მეგობართან წავიდა-კიბეებიდან ჩამომძახა
კმაყოფილი ჩამოვჯექი დივანზე,კარიგა,ესეიგი გამოკითხვებით თავს არავინ არ მომაწყენდა.
ფანჯარაში გავიხედე,ასეთი კარგი ამინდი მართლაც რომ კარგა ხანია ალასკაზე არ ყოფილა,უფრო სწორედ საერთოდ არ ყოფილა,ცოტა უცნაური კი იყო მაგრამ მაინც სასიამოვნო ცვლილებად ითვლებოდა.
ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა
დრეიკი იყო,ისევ თვალით მირეკავდა.მევ ვუპასუხე
-აბა რას შვები-გამიღიმა
-ვემზადები-ამოვიორე
-სკოლას ამთავრებ,გაიღიმე მაინც
-რომ არ მეღიმება ეგაა საქმე
-გუშინ ჯასტინმა მითხრა რომ ბრაუნში ჩარიცხულხარ
-აჰა-თავი დავუქნიე
-მაგარია-გაიბადრა-მიდი რა ეს უნივერსიტეტი აირჩიე,ჩვენთან ახლოს იქნები..
-არ ვიცი-მხები ავიჩეჩე-პრინციპში ჩემთვის სულერთია
ნაღვლიანად ვუთხარი,მაგრამ დრეიკმა არ შეიმჩნია და ჩემს ტანსაცმელს დააკვირდა
-სადმე მიდიხარ?
-კი
-სად?
-მეგობართან ერთად უნდა გავისეირნო ცოტა
-ჯენიფერთან?
-არა ტედთან ერთად
ჯერ სახეზე დაეჭვება გამოეხატა,მერე უნდობლობა ხოლო ბოლოს ოდნავი სიმკაცრე
-მეგობარია?
-აბა ვინ უნდა იყვეს?-ცალი წარბი ავწიე,მისი დაკითხვა არ მომწონდა
-ნუ მატყუებ ლიი-ცერა თითი გაფრთხილების ნიშნად ასწია
-არ გატყუებ-თავი ძირს დავხარე და წამოვწითლდი
-კარგი რა-დაიმანჭა-ხომ იცი რომ ეგეთები ჩემთან არ უნდა დამალო
-არც მე არ ვიცი ვინ არის-შეწუხებული სახე მივიღე და ყველაფერი ამოვღერღე-მასთან ძალიან კარგად ვგრძნობ თავს,ტედი თბილი და მოსიყვარულეა,შევეჩვიე დრეიკ,ამას წინათ ვაკოცე კიდევაც-დრეიკმა გვერდზეგაიხედა,მომეცვენა რომ ვიღაცას უყურებდა მაგრამ არ შევიმჩნიე,ალბათ მომეჩვენა და გავაგრძელე-ამან კიდევ უფრო დამაბნია,ამას ისიც დაემატა რომ ერთი და იგივე უნივერსიტეტებში ვერ მოვხვდით,არ მინდა რომ დავშორდე,მართლა ვერ გადავიტან,იმის მიუხედავად ვიცი რომ მე ტედი არ მიყვარს მის მიმართ მაინც რაღაცნაირ მიზიდულობას ვგრძნობ-სავასრულე და მისი განაჩენის მოლოდინში გავინაბე
-ვერ გეტყვი რომ შენი მესმის-ისევ გვერზე იყურებოდა-მაგრამ შეეცადე რომ დღს ყველაფერი გაარკვიო რათა მერე გაუგებრობაში არ ჩავარდე,შენთვისვე აჯობებს ასე
-მართალია ხარ-თავი დავუქნიე და ამ დროს მანქანამდაასიგნალა
-აი მოვიდა-ღრმად ჩავისუნთე და სანამ ყურმილს გავთიშავდი მომეჩვენა რომ ოთახიდან ჯასტინი გავიდა,თვალები გამიფართოვდა,ნუთუ მთელი ამ ხნის მანძილზე გვისმენდა?რატომ არ მომესალმა?ვერაფერი გავიგე..
გარეთ დაგევი და ტედს მოვეხვიე,მისმა სურნელმა დამამშვიდა
მანქანით კარგა ხანი ვიარეთ,ბოლოს სამხრეთით პატარა მაგრამ საოცრად მომაჯადოვებელ ტბასთან მივედით...
-ლამაზია არა?-მკითხა თან მდელოზე წამოვწექით
-ძალიან-დავეთანხმე და თვალებში შევხედე,მზე უფრო და უფრო ადიოდა ზენიტში,ჰაერიც დათბა და ირგვლივ მოფარფატე ქარიც
-აბა ეხლა რა ვქნათ?-მაცდურად გამომხედა
-არ ვიცი ტედ-თვალები გადავატრიალე
-ხომ უნდა გავარკვიოთ ყველაფერი
-აჰა-თავი დავუქნიე
-მაშინ მითხარი,ჩვენ ვირ ვართ ერთმანეთისთვის-წამოჯდა
-უბრალოდ ტედი და ლილი-სერიოზულ ლაპარაკს ვერიდებოდი
-ესეიგი მეგობრები?
-მემგონი ჰო-თავი ჩავღუნე
-კარგია-ხმაში ნაღველი შემოერია-მეტი მაინც არაფერი არ მოხდებოდა ჩვენს შორის,ამას სიშორეც ართულებს
-გეფიცები ტედ,გეფიცები-ლამის მუხლებზე დავუჩოქე-არ მინდა ასე მოხდეს,ძალიან ვწუხვარ,მეც მომწონს შენთან ყოფნა,ძალიან მიყვარხარ,უშენოდ უკვე ვეღარ ვძლებ მაგრამ სხვა მომწონს
-ვინ?
არაფერი ვუპასუხე
-ჯასტინი არა?-თვითნვე მიხვდა
ისე ვდუმდი
-კარგი არაუშავს-შუბლზე ნაზად მეამბორა,წარმომიდგენია როგორ უჭირდა
-რომ ვცადოდ?-შევთავაზე,ვერც მე ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთბდი,ერთი ვიცოდი,ვერ დავუშვებდი რომ ტედს გული სტკენოდა
-რა აზრი აქვს?-გვერდულად ჩაიცინა-არაფერი არ გამოგვივა,იცი..არც მე არ შემიძლია იმის თქმა რომ მიყვარხარ მაგრამ უკვე გაუსაძლისად მენატრები,არვიცი ამ გრძნობას რა დავარქვა...შენც მშვენივრად იცი რომ ჩვენ მეგობრობაზე უფრო მეტი გვაკავშირებს,მაგრამ არც იმხელაა ეს გრძნობა რომ ყველაფერი დავთმოთ
-მართალი ხარ- ჩავეხუტე,თვითნაც მომხვია ხელები-მაგრამ ჩვენი მეგობრობა არასოდეს არ დამთავრდება
-ამის პირობას აძლევ,სადაც არ უნდა წავიდეთ ყოველთვის შენთან მიგულე-გამიღიმა
ოდნავ დამამშვიდა ამ დაპირებამ და დავწყნარდი...
საოცრად სწრაფად დაბრუნდით სახლში,ცოტა დრო მრჩბოდა,გამოცვლას და მოკაზმვას დიდი დრო არ დავუთმე,ესეთები არასოდეს არ მხიბლავდა დიდად,უბრალოდ გამოვეწყვე დედაჩემის ნაყიდ სამოსში და სკოლისკენ დავიძარი.
მამა და დედა მოგვიანებით შემოგვიერთდებოდნენ.
დღეს სკოლა განსაკუთრებით კარგი მეჩვენებოდა,უამრავი მანქანა ჩამწკრივებულიყო,მეც დავაყენე ჩემი ნისანი და ბავშვებს შევუერთდი,ჯენიფერთან და ტედთან ერთად ვიდექი...
თითქოს ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში დამთავრდა,დირექტორის სიტყვით გამოსვლა,ატესტატების გადაცემა,ჩვენი სამადლობელი გამოსვლა,ტაში,ყიჯინა და მორჩა,უკვე სკოლა დამთავრებული ვიყავი...
ბავშვები ერთმანეთს ულოცავდნენ,მეც არ ვიყავი გამონაკლისი,ცრემლები მომდიოდა თვალებიდან,ტედს ჩემს გამოხტომებზე ეცინებოდა მაგრამ მაინც თავაზიანად ითმენდა მათ...
ვიცნობდი არ ვიცნობდი ყველას ვეხვეოდი,ძალიან სენტიმენტალური მომენტი იყო...
-ლილი-დედაჩემი მომიახლოვდა-ავტო სადგმოზე სტუმრები გელოდებიან
-მე?-გავიოცე და იქითკენ წავედი
ჩაბნელებულ არემარეს თვალი მოვავლე და გაოცებულმა ამოვიოხრე
ჩემს წინ დეიკი და ჯასტინი იდგნენ.....
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 780 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/9
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-01-07 Spam
13.    ( busuna[??????]

vaime malee zalian magaria vgijdebia am motxrobazee