მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31 » DECEIVER
7:51 PM
DECEIVER
ძალიან გამიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება რომ ეს ყველაფერი,ეს შესანიშნავი ისტორია დამესიზმრა.თუმცა რატომ მოახდიან ამან ამხელა გავლენა ჩემზე ჯერ კიდევ ვერ ვხსნიდი.ბოლო-ბოლო ეს ყველაფერი ხომ სულ რაღაც ცხრა საათში ასე ვთქვათ "განვითარდა"....
რომ გავაანალიზე რაც მოხდა ცოტა არ იყოს გულზე მომეშვა და ჩემი სიზმარი ორ კატეგორიად დავყავი,ერთი თუ რატომ გამიხარდა რომ სინამდვილე არ იყო და მეორე რატომ დამწყდა გული რომ მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა...
პირველი,იმიტომ გამიხარდა რომ სინამდვილე არ იყო,მე სიმსივნე არ მჭირდა და შესაბამისად არც სიკვდილი მემუქრებოდა,არც ვინმე როუზს ვიცნობდი რომელიც მემუქრებოდა მოგკლავო,არც ჯენიფერი და არც რეიჩელი არ მომკვდარან,დედა და მამაც ერთად იყვნენ და ეს"გაყრა" მხოლოდ ჩემი სიზმრის ნაყოფი იყო,მესიამოვნა ის ფაქტი რომ შონიც არ არსებობდა და შესაბამისად არც მოუკლავთ,აი ჯეიმსზე კი ვერ გეტყვით,ძალიან დამწყდა გული რომ ის არ იყო რეალური პიროვნება,მაგრამ ამავდროულად გამიხარდა რომ ამის გათვალისწინებით არც მომკვდარა...
ეხლა რატომ მეწყინა რომ მხოლოდ სიზმარი გამოდგა,ჯერ ერთი,მე ავიხდინე ოცნება და წავედი ლოს-ანჯელესში,გავიცანი უამრავი თბილი,მოსიყვარულე და ფენომენი ხალხი,თუმცა რეალურად მათ არც კი შევხვედრივარ,თქვენ წარმოიდგინეთ ჯასტინ ბიბერზეც კი დამწყდა გული..ჩემს სიზმარში ისე შევეჩვიე იმ ამპლუას რომ მისი შეყვარებული ვიყავი შემიძლია განვაცხადო რომ ვიეჭვიანე სელენასთან ერთად რომ ჩამოვიდა ალასკაზე.....თუმცა რა სულელი ვარ არა?იმაზე ვოცნებობ რაც მიუწვდომელია,პირდაპირ ვარსკვლავებს ვეთამაშები....ერიკა,სესილი,დრეიკი.....ოჰ,რა კარგი ილუზიები მქონია.....
გაყინულ საწოლში ნერვიულად ვბორგავდი,ვერაფრით მოვისვენე,ხან აქეთ მხარეს გადავტრიალდებოდი,ხან იქეთ მხარეს მაგრამ ვერ დავძინე,არადა სადაცაა გარეთ ინათებდა....
ვნერვიულობდი ნეტა რატომ?...თუმცა პასუხი ისედაც კარგად ვიცოდი....ხვალ სიუარდში იმართებოდა სელენას და ჯასტინის ერთობლივი კონცერტი.მე კი იქ მივდიოდი,უფრო სწორედ ჯენიფერს და რეიჩელს მივყავდი,ბილეთები მათ შეიძინეს...
თვალები დავხუჭე და შევეცადე ყველაფერი ამომეგდო თავიდან,თუმცა არც გამკვირვებია რომ არ გამომივიდა,ვერიდებოდი ჯენისთან და რეისთა(რეიჩელი)ამ თემაზე საუბარს,მეშინოდა გიჟათ არ ჩავეთვალე.....
ფანჯარაში გავიხედე,მზე ნელ ნელა მიიპარებოდა ცის კამარაზე და ნაცრისფერ ღრუბლებს ყვითლად ღებავდა...
დღეს კარგი ამინდი იქნებოდა.პირდაპირ სასწაული ალასკისთვის.
საბანი გადავიძვრე და ნახევრად წამოვჯექი საწოლზე,ცალ ხელს თმაში ვიცურებდი მეორეთი კი თვალებს ვიფშვნიტავდი....
მაღვიძრამ წკრიალი დაიწყო,მისი წრიპინა ხმით მანიშნებდა რომ რვა საათი გამხდარიყო და სკოლაში მაგვიანდებოდა...
სახე დამემანჭა,ამ მაღვიძარას გადავაგდებდი მალე,ყოველთვის ცუდს მატყობინებდა.
ცოტა ხანი კიდევ ვიჯექი მაგრამ შემდეგ გავიაზრე რომ უნდა მეჩქარა და სააბაზანოში შევბოდიალდი,ცხელმა წყალმაც ვერ მიშველა,რაღაცნაირად გამობრუებული ვიყავი,შეიძლება ითქვაც ისევ ეიფორიებში....მელანქოლიური მდგომარეობის შემოტევა მაწუხებდა....
3..2..1...
-ლილი ადექი-კარზე მომიკაკუნა რეიმ
ასეც ვიცოდი,ყოველთვის ამ დროს იცოდა ხოლმე.
მისაღებში ჩავედი,დედაჩემს უკვე გაემზადებინა საუზმე და მე მელოდებოდნენ
-დილა მშვიდობისა-შავიდუდღნე და ჩემს ადგილს მივუჯექი,უხალისოდ ვწვდი გახუხულ პურს და ჯემს და უღიმღამოდ დავიწყე ქინქვლა.
-დღეს რა გჭირს?-კითხვით მომიბრუნდა რეი
-რას გულისხმობ?-ქვევიდან ავხედე
-თვალებზე გეტყობა-ჩაიფხუკუნა-გეტყობა ვერ დაიძინე
-ჰო,წვიმამ შემიშალა ხელი-მოვიმიზეზე,სინამდვილეში ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩემი უძილობისა მაგრამ არა მთავარი...
ნახევარ საათში სრულიად გამზადებულები სახლიდან გამოვედით,ჩვენ-ჩვენ მანქანებში გადავნაწილდით და სკოლისკენ დავიძარით.
სიმარტოვე და სიმყუდროვე თანაბრად მესიამოვნა,კარგი იყო სხვისთვის თავის მოსაჩვენებლად დაძალებით რომ არ ვიღიმოდი და არ ცხვირში არ ვდუდღუნებდი,უბრალოდ საქარე მინაშ ვიყურებოდი და მოწყენილობისგან ვიღვინთებოდი....
"ნისანი"ფრთხილად შვიყვანე სკოლის ავტოსადგომში და სულ ბოლოს გავაჩერე.
ზარი რათქმაუნდა დარეკილი დამხვდა და სწრაფად ავირბინე კიბეები,გზაში ვლოცულობდი მისტერ ჰარპერი ოთახში არ დამხვედროდა,თუმცა ტყუილად,ჩემი მათემატიკის ცხვირკაუჭა მასწავლებელი დაფასთან იდგა და რაღაცას ჯღაბნიდა.
ფრთხილად შესვლად ვგეგმავდი მაგრამ არ გამომივიდა
-აჰ,მის შფერდ-გაოცებული ხმით წამოიძახა-დიდი მადლობა რომ თქვენი ხილვის ღირსი გაგვხადეთ,არ მეგონა თუ გვეახლებოდით
-არა რას ამბობთ,თქვენს გაკვეთილს როგორ გავაცდენდი-სიტყვაში არ ჩამოვრჩი
-ეხლავე დაიკავეთ თქვენი ადგილი მის შეფერდ-გასცა მკაცრი ბრძანება და სახეზე წამოჭარხლდა
ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა და მერხთან მივედი....
გაკვეთილი ინტერესოდ მიმდინარეობდა,ყველა ჩურჩულებდა და მასწავლებელს ყურედღებას არ აქცევდნენ,მეც არ ვიყავი გამონაკლისი,ყურის გდებით თავს ნამდვილად არ ვიკავდი და ჩმთვის უფრო საინტერესო,სკოლის ავტოსადგომზე ახლად შემოსულ შავ ლაპლაპა ჯიპს ვუყურებდი......
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 947 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/8
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-01-01 Spam
malee gaagdzele <3