სადაცაა ირიჟრაჟებდა,მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოვიდოდა და დასავლეთიდან ჩავიდოდა,არაფერი იცვლებოდა,მე კი უკვე გაციებულ სანაპიროზე მივაბიჯებდი,დაძინებული ქალაქი სადაცაა გაიღვიძებდა,ქუჩები ახმაურდებოდა და სიმყუდროვეც დაირღვეოდა,ყველა თავის სტიქიაშ გადაეშვებოდა,ცხოვრება ჩვეულებრივ რითმში გაგარძელდებოდა,არაფერი იცვლებოდა.... ქვიშაზე ჩამოვჯექი,ხელები ერთმანეთს გადავაჭდე და ფიქრების მორევში გადავეშვი... ჯერ კიდევ ბნელოდა,ასე რომ არაჩვეულებრივი დრო იყო მარტოობისთვის. ჯასტინი გამახსენდა,საშნლად მომინდა რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო,მაგრამ ახლა მას ტკბილი,უშფოთველი ძილით ეძინა.და არ ღირდა გაეგო რომ გამოვიპარე... ისევ სხვა რამეზე გადავიტანე ყურადღება,ყველაფრის გახსენება დავიწყე,თავში ჩემი ცხოვრების,ბოლო ერთი წლის,ყველა დეტალი ამომიტივტივდა... იმ დროიდან როცა ჯასტინი გავიცანი,და მივხვდი რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი მომენტებიც მას უკავშირდებოდა. პირველად აეროპორტში გავიცანი,ასე მითხრა ტედი მქვიაო,სულელი,ალბათ რომელიმე ბილიბერი ვეგონე და შეეშნდა არ დამახრჩოსო. მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ კი კონცერტის ბილეთის გარეკანზე შევიტყვე,ისე გავბრაზდი რომ კინაღამ მართლა მოვკალი. შემდეგ იყო ახალი წლის ღამეს პირველად რომ ვუთხარი მიყვარხართქო.ისეთი გაოცებული სახე ჰქონდა ცოტა არ იყო დავეჭვდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. არასოდეს ვიხსნიდი მის ნაჩუქარ ყელსაბამს რომელზეც მისი ინიციალები იყო ამოტვიფრული,ისიც ასევე იყო.არც ჯასტინი იხსნიდა ჩემს ნაჩუქარ ყელსაბამს რომელზეც ჩემი ინიციალები იყო. ეს ერთი წელი ყველაზე განსხვავებული იყო,იმდენი რამე მოხდა რომ ნახევრად არც კი მქონდა ბოლომდე რაღაცეები გააზრებული. მაგალითად ის რომ ამხელა სიყვარული ვიპოვე. გულწრფელად გეუბნებით,შეუძლებელია იმ გრძნობის აღწერა რომელსაც მე ჯასტინის მიმართ განვიცდიდი. ჩვენი პირველი შეხვედრა,პირველი კოცნა,პირველი ღამე,პირველი სიყვარული,ყველაფერი პირველი ჯასტინთან იყო დაკავშირებული. როგორ დამეთმო მისი ალერსი,მისი ღიმილი,ეს საუკეთესო რამ იყო რაც კი ცხოვრებაში დამმართნია,ყველაზე სანუკვარი სიყვარული რაც კი ოდესმე განმიცდია,რა უნდა იყოს ამაზე კარგი? მე და ჯასტინი სამუდამოდ ვიყავით დაკავშირებულები ერთმანეთთან. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი გავიცანი,პეტი და ჯერემი,კენი და რაიანი,ერიკა და სესილი,მაგრამ ყველაზე დიდი მაინც დრეიკი,ჩემი გადარეული ბიჭი,როგორ მახარებდა მისი და ერიკას ამბავი. დარწმუნებული ვარ,როცა მე არ ვიქნებოდი აუცილებლად გამიხსენებდნენ,არ დამივიწყებდნენ და რაც მთავარია ჩემს ჯასტინს მიხედავდნენ.....მთავარია ის არ დაეტოვებინათ და ამ წუთებში გვერდში დადგომოდნენ. ჩემი ცხოვრების ჩვიდმეტი წლის მანძილზე მხოლოდ ორი რამის მეშინოდა,პირველი სიკვდილის და მეორე ჯასტინის დაკარგვის. პირველს შევეგუე,ბოლო-ბოლო მე ხომ შეფერდი ვარ,ლილი შეფერდი,ჩვენ,შეფერდები კი ასე ადვილად არ ვნებდებით,ამიტომაცაა რომ სიკვდილის შიში გადავლაზე,ბედნიერი ვიყავი რადგანაც მე სიკვდილის თანასწორი ვარ,მე ის ვერაფერს დამაკლებს,მე ის ვერ შემაშინებს.ჩვენ თანასწორები ვართ... მაგრამ იმ აზრმა რომ ჯასტინის დაკარგვა მომიწევდა საბოლოოდ გადამიყვანა ჭკუიდან,ჩემს ჯანმრთელობასაც,სულსაც,სხეულსაც,ყველაფერს დავთმობდი,ყველაფერს გავწირავდი მაგრამ არა ჯასტინს,როგორ უნდა გამეძლო ისე რომ მისი სახე არ დამენახა?ან მისი ალერსი არ შემეგრძნო? მეშინოდა რომ როცა ჩემი სხეული გაცივდებოდა და ამას გააცნობიერებდა მე გლოვას და ტირილის ვეღარ შევძლებდი.... მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს მე მაინც ვიქნები კმაყოფილი რომ უსიყვარულოდ არ ვკდები,მითუმეტეს მაშინ როცა დრო მიფრინავს,ის შენ არ დაგელოდება,და თუ მას ვერ დაეწევი,თუ მას ჩამორჩები,ჩაგქოლავს,მიწასთან გაგასწორებს და შემდეგ ცხარე ცრემლით გატირებს.მეც,ალბათ სადღაც ავცდი,ჩემი ბედისწერის დაზგა რაღაც მომენტში აირია,მის საწინააღმდეგოდ გავცურე და დავიკარგე,მე დროს ავცდი......
justin's book
თვალებში რაღაცის უხერხულად ნათებამ მაიძულა გამეღვიძა,ნელ-ნელა წამოვიძლაძნე და ხელით საწოლის მეორე მხარეს გადავწვდი,ლილის ვეძებდი -პატარავ?-შეცბუნებულმა წამოვიძახე როცა ის საწოლში არ იყო. მაშინვე ფეხზე წამოვხტი. -ლილი აქ ხარ?-სააბაზანოში შევიხედე,რამ იქ არ იყო,არც დერეფანშ,არც მისაღებში,არც სამზარეულოშ და არც ავტოფარეხში ლილი არსად იყო,თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. მაშნვე გადავიცვი მაისური და ქუჩაში გავედი მის მოსაძებნად. ბულვარს მივუყვებოდი და ყველა გოგოს სახეში ლილის ამოცნობას ვლამობდი მაგრამ ამაოდ,ის არსად იყო -ღმერთო ჯასტინი!.. -ნუთუ ის არის... -ნამდვილად ბიბერია ზურგს უკან მესმოდა ხალხის გადალაპარაკებები მაგრამ ახლა მათთვის ნამდვილად არ მცალოდა... სანაპიროზე გავედი,ვიცოდი რომ ლილის აქაურობა უყვარდა და ეჭვიც არ მეპარებოდა რომ აქ იქნებოდა -ლილი-დავიყვირე,ჩემმა ხმამ ექოდ შემოურბინა იქაურობას მაგრამ პასუხი არსაიდან არ ჩანდა ნააბიჯებს ავუჩქარე,ვცდილობდი რაც შეიძლებოდა სწრაფად მევლო... -ლილი-კიდევ ერთხელ დავიძახე,მაგრამ ამჯერად აღარ დამიწყია თვალების ცეცება ის სამიოდე მეტრის მოშრებით დავინახე. ქვიშაზე იჯდა და ბუჩქზე მიყრდნობილიყო. -რომ იცოდე როგორ მანერვიულე-შვებით ამოვისუნთქე,მაგრამ ამჯერად ნერვიულობის ახალმა ტალღამ დამიარა,ლილი მიღიმოდა მაგრამ ტუჩები სულ დალურჯებოდა და ერთიანად გაფითრებულიყო. სახეზე მივეფერე,სინამდვილეში ვსინჯავდი რეაქცია თუ ექნებოდა.ისევ გამიღიმა,ლილი მაინც ანგელოზს ჰგავდა... წამის მეასედში უკვე სასწრაფოს ნომერს ვკრიფავდი. ისე დავიწყე ლაპარაკი ენას პირში ვერ ვაბრუნებდი,როგორც იქნა ძლივს ვუთხარი მისამართი და ყურმილი დავკიდე... -მალე მოვლენ პატარავ-შევეცადე გამეღიმა მაგრამ არ გამომივიდა. ეს რათქმაუნდა ლილიმ შეამჩნია და შუბლი შეჭმუხნა... გვერდით მივუწექი და სახეში ჩავხედე. ყველაფრის მიუხედავად მაინც საოცრად მომნუსხველი იყო,მემგონი ასეთი ლამაზი ჯერ არც ყოფილა. ვერ მოვითმინე და ვაკოცე,ეს კოცნა იმაზე მეტად ვნებიანი გამოდგა ვიდრე მე მოველოდი -ჯას...ტინ... -ნუ ლაპარაკობ-ტუჩებზე თითი ავაფარე-მალე მოვლენ ლილის რაღაც ხროტინის მსგავსი აღმოხდა,მომნუსხველად გამიღიმა და გაწითლდა -მე...შენ...მიყვარხარ-ჩუმად დაიჩურჩულა და წუთით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა. ლილის ბაგეებს ბოლოჯერ გადაურბინა მქრქალმა რიმილმა და შემდეგ თვალები დახუჭა.......
lily's book
-ლილი გაიღვიძე-შემანჯღრია ვიღაცამ ნუთუ უკვე მოვკვდი და სამოთხეშ მოვხვდი?ასე უმტკივნეულოდ?რატომ არ მახსოვს არაფერი?არცერთი ეტაპი?რატომ ვერ ვგრძნობ სიცარიელეს?გული რატომ მიცემს? -ლილი დროზე ადექი-ყურში დედაჩემის თბილი ხმა ჩამესმა დედაჩემი?ისიც მოკვდა?... -ლი,დროზე რა-საბანი გადამაძრო რეიჩელმა თვალების გახელა მინდოდა მაგრამ ვერ ვბედავდი,არ ვიცოდი რას დავინახავდი.... -სამამდე ვითვლი იცოდე.თუ არ ადგები შენს თავს დააბრალე...ერთი..ორი....სამი-დაიყვირა და თავზე რაღაც ყინულივით ცივი გადამასხააა -ვაი!..-წამოვიყვირე და უცებ წამოვხტი. გაშტერებულმა მოვავლე თვალი იქაურობას,ისევ ჩემს ოთახში ვიყავი,წინ მამაჩემი, დედაჩემი და რეიჩელი მედგნენ.... ნუთუ ასეთია იმქვეყნიური სიცოცხლე?-გავიფიქრე დაბნეულმა -იცოდე მე არ მინდოდა-დაიმანჭა რეიჩელი-ეხლა მოგიწევს სკოლაში წამოსვლა...თან ჯენიფერიც მოვიდა. გარეთ მანქანის დასიგნალების ხმა გაისმა... სასწრაფოდ ფანჯარაში გავიხედე,მანქანიდან ჯენი გადამოვიდა და უკვე ორ წუთში ჩემს ოთახშ იყო. -ლილი-გაბრაზდა-შენ რა კიდევ არ ჩაგიცვამს? ხმა ვერ ამოვიღე -თქვენ რა ცოცხლები ხართ?-ამოვღერღე ბოლოს -მემგონი სულ მთლად გაგიჟდი-ჩაილაპარაკა რეიჩელმა და ოთახიდან გავიდა,მას დედა და მამაც მიყვნენ -რა გჭირს?-მკითხა ჯენიმ -შენ ხომ მკვდარი ხარ... -რა ვარ?-გაიოცა მან -მკვდარი... -მემგონი მართლა გაგიჟდი-მანაც ჩაიცინა და ოთახიდან გავიდა.... გაშტერებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი,რა ხდებოდა?ჯასტინი სად იყო?მოვკვდი? ამის ფიქრში ვიყავი ტელევიზორის ხმამ რომ გამომაფხიზლა.ქვევით ჩავედი წამყვანი ლაპარაკობდა"დღეს დილით ალასკის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა ცნობილი მომღერლის ჯასტინ ბიბერის ვერტმფრენი,რომელსაც თან თავისი შეყვარებული სელენა გომეზი ჩამოყვა,ისინი ერთობლივ კონცერტს გამართავენ ქალაქ სიუარდში..როგორც ვხვდები ნამდვილ ცეცხლს დაანთებს ეს ორი შეყვარებული წყვილი სცენაზე"... დანარჩენი არ მასხოვს....უცებ ყველაფერი რეალური გახდა,მე მთელი ეს დრო მეძინა.... აი ბავშვებო,ესეც დასასრული ჩემი მოთხრობის,იმედია გაგაოცეთ და ალბათ არც მოელოდით ასეთუ უცნაურ დასასრულს.იმედია მოგეწონათ,ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი თითოეულ თავზე და მადლობა მათ ვინც ამას მიფასებდით.არ მინდოდა ბანალური გამომსვლოდა
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:1126 | დაამატა:renismee | რეიტინგი:5.0/6