1975 წელს ჰელოუინზე გაუჩინარდა და მოკლული იპოვეს 15 წლის მარტა მოკსლიც, რომელიც მეგობრებთან ერთად "სახუმრად" წავიდა. გოგონა გოლფის ჯოხით მოკლეს. კონეკტიკუტის შტატის ერთ-ერთმა ყველაზე გრძელვადიანმა გამოძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. დამნაშავე დაუსჯელი დარჩა.
საშიშ ნიღბებში გამოწყობილმა სამმა თინეიჯერმა ყაჩაღმა ერთ-ერთ სახლში შეჭრისას მისი პატრონი მოკლა. ბანდის მეთაურს 17 წლის მარსელო პინას 45 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
1974 წელს ტეხასის შტატში, ჰიუსტონში, 8 წლის ტიმოტი მარკ ო'ბრაინი საკუთარმა მამამ მოკლა. ბიჭუნა 31 ოქტომბერს მოკვდა. მას შემდეგ რაც მოწამლული ტკბილეული შეჭამა.
გამოძიებამ დადგინა, რომ ბავშვის მამა ჰელოუინის დღეს მეზობლების ბავშვებთან ერთად კარდაკარ დადიოდა და მათ ტკბილეულის შეგროვებაში ეხმარებოდა. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით რონალდ კლარკმა მოწამლული კანფეტები სხვა ბავშვებსაც ჩაუდო ჩანთაში. საბედნიეროდ მარკის გარდა ის ტკბილეული სხვას არავის უჭამია.მეტი მსხვერპლი არ ყოფილა. მცდელობის მიუხედავად დამნაშავემ კვალის დაფარვა ვერ მოახერხა. გამოძიებამ დაადგინა, რომ არც ერთი სახლის პატრონს ბავშვებისათის იმ ტიპის კანფეტი არ მიუცია, რომელიც მოწამლული იყო. მკვლელს სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. განაჩენი 1975 წელს შესრულდა.
სიკვიდილი დეზოდორანტისგან
1998 წელს 16 წლის ინგლისელი მოზარდის სიცოცხლე ზედმეტი ჰიგიენისაკენ სწრაფვამ შეიწირა. ის იმდენად შეპყრობილი იყო "სისუფთავის" იდეით, რომ დეზოდორანტს მთელ ტანზე დღეში ორჯერ ისხამდა. ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობს გაუარესებას ხელი არ შეუშლია მისი მშობლებისათვის ეფიქრათ, რომ ამგვარი ჰიგიენა საჭირო იყო. ექსპერტიზის დროს დადგინდა რომ მოზარდის სხეულში, ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით 10-ჯერ მეტი იყო ის მავნე ნივთიერებები, რომელიც დეზოდორანტისგან ჰქონდა მიღებული.
სულელური მკვლელობა
წლის ჯულია სმიტი საკუთარმა ძმამ მაიკლ სმიტმა მოკლა იმის გამო, რომ გოგონა ტელეფონზე დიდხანს საუბრობდა. ძმამ საკუთარ დას უსადენო ტელეფონი იქამდე ურტყა სანამ არ მოკლა..
სულელური სიკვდილი 2
სულელური სიკვდილი დაფიქსირდა ავსტრიაში როცა მოქალაქე სახელად ჰანსი წვერს იზრდიდა. მისი სიგრძე თითქმის მეტრამდე მივიდა და ის ამით ძალიან ამაყობდა. ერთ-ერთი უბედური შემთხვევის დროს, დაწესებულებაში სადაც ჰანსი იმყოფებოდა ხანძარი გაჩნდა. გამოცხადდა სასწრაფო ევაკუაცია. ხალხი გასასვლელისკენ მიიჩქაროდა ისევე როგორც ჰანსი. სისწრაფეში მან ფეხი დაადგა საკუთარ წვერს და კისერი მოიტეხა.
იმედია მოგეწონათ :** ბოლო ორზე გადავბჟირდი, ოღონდ რა იყო სასაცილო არ ვიციი :დდ
Your SoPii))