მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მარტი » 16 » დე...
1:58 PM
დე...
-ძნელი იქნება მეორედ დაბადება არა, დე?

–რატო, დე?

–აბა, როგორ ვიპოვო ახალი დედა?!

–ახალი რატომ უნდა იპოვო?

–აბა შენ ხომ აღარ იცხოვრებ დედამიწაზე? ((

–აი, როგოც მე მიპოვე, ისე იპოვი ახალ დედასაც.

–ვინ მომეხმარება ახალი დედის მოძებნაში?

–მე რომ მიპოვე, ვინ დაგეხმარა?

–არავინ დე...

–ჰოდა,იმ ახალ დედასაც შენით იპოვი..

–არა, დე, მასე კი არა, მე მოვიფიქრე როგორც უნდა მოვიქცეთ...

–როგორ,დე?

–აი ჯერ ხომ მოკვდები, ჰოდა როცა კვდებიან ცაში ადიან, ცაში კიდევ პატარავდებიან, პატარავდებიან და მოხუებიც კი ბავშვებად იქცევიან.. ხო?

–ჰო,ალბათ ჰო

–ე.ი შენ მეორედ დაიბადები და გაიზრდები..

–მერე მე დავბერდები, მოვკვდები და წავალ ცაში.და დავიწყებ იქ ნელ–ნელა დაპატარავებას, დაპატარავე ბას, დაპატარავებას და გავხდები სულ, სილ პატარა,აი ისეთი როგორებიც იბადებიან ხოლმე

მერე.....

–რა მერე დე, ვერ მიხვდი?

–ვერა, დე

–დე, რა სულელი ხარ მერე შენ ხო უკვე დიდი იქნები, ჰოდა ისევ შენ გიპოვი დე :*

–ჰო დე, ჰო...

–ანდა კიდევ იცი რა?

–რა,დე

–რადა შენ რომ მოკვდები და ცაში რომ ახვალ, ეცადე მალე დაპატარავდე და მე მიპოვე,მე დედა ვიქნები და შენ ჩემი შვილი, ჰა დე?

–კარგი დე, ასე მოვიქცეთ, ასე უკეთესია

–ჰო დე, თორემ მე არ მინდა დაბერება..

–კარგი დე, მე შენი შვილი ვიქნები, ოღონდ ახლა დაიძინე

–სიზმარში გნახავ, დე

–მეც დე, მეც გნახავ..ოღონდ ახლა დაიძინე რა, ჩუუ

–დე, დე..მოდი მე დაგაძინებ, ვითომ უკვეჩემი შვილი ხარ დე..დეეე, დეე, არ გესმის დე..რა მალე დაგეძინა დეე:**

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 734 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-03-16 Spam
umagresiaaaaaaa thumb