მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 29 » dangerous history
3:14 PM
dangerous history
▲Dangerous History▲
კიდევ ერთი საშიში ისტორია!!
ვისაც მოგწონთ ნახეთ, უნდა შეგაშინოთ :დ უუუუ ✵
560987_470054816348199_374002255_n_large 431765_423405114386918_1186489301_n_large


დაქორწინებული წყვილი საღამოს სახლიდან გავიდა და ახალგაზრდა ძიძას დაურეკეს, რომ ერთი საღამო მისი შვილებისთვის მიეხედა. როდესაც ძიძა მივიდა მათთან სახლში, მშობლებმა გააფრთხილეს, რომ ისინი გვიან არ დაბრუნდებოდნენ, ბავშვებსაც უკვე ეძინათ და თინეიჯერი გოგონა არავის შეუწუხებია. ის მეცადინეობდა და თან შეყვარებულის ზარს ელოდებოდა, ცოტა ხანში მას ტელეფონმა დაურეკა. გოგონამ ზარს უპასუხა, მაგრამ ტელეფონში ხმას არავინ იღებდა, გოგონამ ტელეფონი გათიშა. რამოდენიმე წუთში ზარი განმეორდა, ძიძამ უპასუხა, ტელეფონში ვიღაც უცნობი კაცის ხმა გაისმა, მან ჰკითხა : "შეამოწმე ბავშვები როგორ არიან?" .
საშიში ისტორია

თავიდან გოგონას ეს კაცი ბავშვების მამა ეგონა, კაცს დიდი ხანი ხმა არ ამოუღა, რის გამოც გოგონამ მას იგნორი გაუკეთა და აღარაფერი უპასუხა, ტელეფონი გათიშა. მაგრამ უცნობმა კიდევ დარეკა და იგივე კითხვა გაუმეორა გოგონას, როდესაც ძიძამ ჰკითხა მისი ვინაობა, ტელეფონი უეცრად გაითიშა. 
გოგონამ გადაწყვიტა რომ დაერეკა იმ რესტორანში, სადაც ბავშვების მშობლები იმყოფებოდნენ. ასეც მოიქცა, მაგრამ რესტორანიდან უთხრეს, რომ მისტერ მარფმა და მისმა მეუღლემ რესტორანი 45 წუთის წინ დატოვეს. 
საშიში ისტორია
გოგონა ძალიან შეშინდა და ახლა პოლიციაში დარეკა, მაგრამ პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ ეს უბრალოდ ვიღაცის ოინი იყო. გოგონას ტელეფონმა კიდევ დარეკა, ისევ იმ მამაკაცის ხმა გაისმა, მან ჰკითხა " რატომ არ ნახე ბავშვები როგორ მდგომარეობაში არიან?" , გოგონამ ჰკითხა თუ ვინ იყო, მაგრამ უცნობმა ტელეფონი ისევ გათიშა. 
საშიში ისტორია
ახლა ძიძამ 911-ზე დარეკა, დახმარება ითხოვა, რადგან ძალიან შეშინებული იყო და ეგონა რომ უცნობი მას უყურებდა. გოგონას გამოართვეს მისი მისამართი და სახელი და უთხრეს რომ თუ ზარები კიდევ განმეორდებოდა სასწრაფო დახმარება მასთან გაჩნდებოდა. 
თინეიჯერ გოგონას ძალიან უნდოდა გაეგო თუ ვინ იყო უცნობი, შუქები აანთო და გარეთ გავიდა, მაგრამ ზარი ისევ განმეორდა. 
უცნობი - რატომ აანთე შუქი? 
გოგონა - ახლა მხედავ? 
უცნობი - რასაკვირველია.
გოგონა - ვკანკალებ, ძალიან მეშინია, ეს გინდოდა?
უცნობი - არა! მე შენი სისხლი მინდა. 
250399_213561695330847_3801953_n_large
გოგონას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, რამოდენიმე წამში კი ტელეფონმა ისევ დარეკა, გოგონამ ყვირილით უპასუხა და სთხოვა რომ აღარ დაერეკა, მაგრამ ეს სასწრაფო დახმარება იყო, მათ მოისმინეს საუბარი და შეატყობინეს ძიძას, რომ ზარი გვერდითა ოთახიდან იყო და სთხოვეს რომ სახლიდან სასწრაფოდ გამოსულიყო. 
231151_211739912179692_1422706_n_large
გოგონა ტირილით გამოვარდა ოთახიდან და ცილობდა კარის გაღებას, უეცრად გაიღო ის კარი, რომელსაც ზემოდან კიბეები ჰქონდა. შუქი აინთო და გამოჩნდა ბავშვების საძინებელი და მამაკაცის გამოსახულება. გოგონა როგორღაც ხსნის ურდულს და გარბის გარეთ, სადაც მას პოლიციელი ხვდება ხელკეტით ხელში. ნელ-ნელა კიბეებზე სისხლით მოსვრილი უცნობი ჩამოდის, რომელმაც ორივე ბავშვი წამებით მოკლა... 
Tumblr_lgmxirngd21qbgg8to1_500_large
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 772 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-03-29 Spam
bevrjer mavs wakitxuli :DDD
filmic maqvs am istoriis nanaxi