მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აგვისტო » 16 » Dad
5:50 PM
Dad
Dad
კიდევ ერთი ჩანახატი

Father&daughter

უკვე თითქმის 5 საათია რაც 16-წელი შემისრულდა. სარკეში ვიხედები და ჯერ კიდევ არ მჯერა, რატომ გავიდა ამხელა დრო ასე მალე... მგონია რომ ბავშვობა სულ მალე დამთავრდება, ის სითბოც დამთავრდება თვალებში, ის საყვარელი ღიმილიც. მეშინია,რომ ისეთ ტკივილს ვიგრძნობ, მხოლოდ დიდები რომ გრძნობენ... მხოლოდ დიდები რომ განიცდიან... ვაკვირდები საკუთარ თავს და ვხვდები რა ბედნიერი ვარ რომ ვარ ის, ვინც ვიყავი. ჩვეულებისამებრ, ყოველ ასეთ დღეს გათენებით ვატარებ.. როცა თორმეტს გადასცდება, საწოლში ვწვები და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ. მგონია,რომ ყველა ზეიმობეს ჩემთან ერთად, ყოველი ვარსკვლავი, მთვარე, გამვლელი, უცნობი ჩემს ბედნიერებას იზიარებს და უხარია. ამ დღეს არ არსებობს არაფერი, გარდა იმს სითბოსი, იმ სიყვარულის რასაც ვგრძნობ. დღეს საღამოს, მამაჩემს ვუთხარი რომ უკვე 16 წლის, ვიყავი.. თავი მაღლა ავწიე და მედიდურად შევხედე.. მამამ ირონიული მზერა მომაპყრო და მითხრა: -სად ხარ? რომ ვერ გხედავ? .. ის სულ დამცინოდა ჩემს სიმაღლეზე. იმაზე რომ ორი თავით მაღალი იყო. მესულ კუდში დავყვებოდი, და მთელი გზა ენას არ ვაჩერებდი... ახლაც არ შეცვლილიყო ეს ჩემთვის. დღეს კი, ის ჩემს ოთახში შემოვიდა მე კი თვალები დავხუჭე. არ მინდოდა მიხვედრილიყო რომ მეღვიძა და ესაყვედურა. მამიკომ შუბლზე მაკოცა და თქვა :- რაც არ უნდა დიდი გაიზარდო, ჩემთვის მაინც პატარა იქნები. საოცარი ტკივილი ვიგძენი და მივხვდი , რა მნიშვნელოვანია ის ჩემთვის.. რა მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახი. ჩამოწოლილი ცრემლი მოვიწმინდე და ისევ გარეთ გავიხედე.რამდენიმე წლის წინ,როცა ძალიან გვიჭირდა, როცა ზოგჯერ პურიც არ გვქონდა, და მევალეების სიფათებს ვუყურებდი.. როცა ბევრი რამ მეკლდა და ვხედავდი როგორ მეძირებოდა ყველა სურვილი ის მოდიოდა და მეუბნებოდა, სახე ნუ ჩამოგტირის! ყველაფერი კარგად იქნება... ახლა ყველაფერი კარგად არის. ძალიან კარგად... უკვე 16წელია ვამაყობ მისით. ახლა ვხვდები, რას ნიშნავს ოჯახი.. მის გარეშე სუნთქვაც, სიცოცხლეც და არსებობაც შეუძლებელია...

კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 844 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2013-09-04 Spam
Momewona Dzaliaaaaaan ^^