მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 17 » დაბადების რიცხვები
9:30 PM
დაბადების რიცხვები

ათ მარტო, სხვებისგან დამოუკიდებლად მუშაობა უყვართ. ყველაფერი ეს, ერთად აღებული, 1 რიცხვში დაბადებულებს მინი (ხანდახან კი მაქსი) დიქტატორებად ხდის.
ეს ადამიანები ძალიან ამბიციურები არიან და უსაზღვრო ნებისყოფით გამოირჩევიან, რაც ხანდახან სიჯიუტეში გადასდით. ბავშვი, რომელიც 1 რიცხვში დაიბადა, არ დაწყნარდება, მანამ იმას არ მიიღებს, რაც სურს. სამაგიეროდ, როცა გაიზრდებიან, ისინი კარიერაში მწვერვალებს დაიპყრობენ.
ამ ადამიანების ძირითად ემოციად გადაჭარბებული ამბიციურობა ითვლება. სიყვარულისა და რომანტიკისთვის მათ, უბრალოდ, დრო არ რჩებათ. და თუ მაინც გაჩნდა ასეთი გრძნობა, ის დაეფუძნება მხოლოდ ერთ მიზანს: საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას. ამიტომაც გრძნობის ობიექტი უნდა იყოს მორჩილი, დამყოლი და არა მომთხოვნი.
ბედნიერი რიცხვები - 1-ში დაბადებულთათვის ყველაზე შესაფერის პარტნიორებად ითვლებიან იგივე რიცხვში დაბადებული ადამიანები: მსგავსი მსგავსს იპოვისო; ასევე შეეწყობიან 10, 19, 28, 4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებულები.
მტრულად განწყობილი ციფრები. დისჰარმონიული ურთიერთობა ამ რიცხვის ქვეშ დაბადებულებს ექნებათ 2, 11, 20, 29, 6, 15, 24, 7, 16, 25-ში დაბადებულებთან.


ედნიერი ქვები - ტოპაზი, ყვითელი ალმასი და ყველა ამ ფერის ქვა.

ედნიერი მეტალი - ოქრო

ედნიერი ფერები - ოქროსფერი, ღია-ყვითელი;

უსტი ორგანოები - გული, თვალები; შესაძლოა, მაღალი არტერიული წნევა.



იცხვი 2 1-ის საპირისპიროა. ის არის ქალური, ნაზი და რომანტიკული. ამ დღეს დაბადებულები -ჭკვიანი, შემოქმედებითი ადამიანები არიან, მათ აქვთ მხატვრული ნიჭი და მდიდარი წარმოსახვის უნარით არიან დაჯილდოებულნი.
მათი ძალა გონებაშია და ყველაფერში ეძებენ არა ხორციელ, არამედ სულიერ სიამოვნებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი მეოცნებენი არიან და საკუთარ წარმოსახვაში ცხოვრობენ. ეს ადამიანები რბილი და დამთმობი ხასიათით გამოირჩევიან. მათ არ ჰყოფნით ძალა, რომ იბრძოლონ მატერიალური კეთილდღეობისთვის. არ არიან ძლიერები და გაურბიან ფიზიკურ სამუშაოს.
ეს ადამიანები მეოცნებენი არიან. მძლავრი ინტელექტისა და მდიდარი წარმოსახვის უნარის წყალობით ისინი პრაქტიკულობასა და ეშმაკობის უნარს არიან მოკლებულები. ამის გამო მათ არ შეუძლიათ საკუთარი აზრები და ცხოვრებისეული გეგმები რეალობაში განახორციელონ.
ბედნიერი რიცხვები - 2-ში დაბადებულები მეტად გაუგებენ იგივე რიცხვში დაბადებულებს; ასევე შეეწყობიან 7, 16, 25, 9, 18, 27 რიცხვებში დაბადებულებს.
მტრულად განწყობილი რიცხვები -1, 10, 19, 28, თუმცა რადგან რიცხვი 28 2-იანსაც შეიცავს, მტრული თვისებები მასში შედარებით ნაკლებია.


ეგატიური თვეები - იანვარი, თებერვალი, ივლისი. ამ თვეებში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ედნიერი დღეები -კვირა, ორშაბათი და პარასკევი.

ვები -მარგალიტი, მთვარის ქვა, ზურმუხტი და ყველა მწვანე ფერის ქვა. უნდა ატაროთ სხეულთან ახლოს.

ერები -ყველა ტონის მწვანე ღიადან დაწყებული, მუქით დამთავრებული; ასევე, კრემისფერი და თეთრი. მოერიდეთ მუქ, განსაკუთრებით კი, შავს, იისფერსა და მუქ წითელ ფერებს.


ვადმყოფობები - თირკმელი და საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა.



მ ადამიანებს საკუთარი იდეები სისრულეში ძალითა და ენერგიით მოჰყავთ. საოცრად დისციპლინირებულები არიან და სხვისგანაც იგივეს მოითხოვენ. ამიტომაც მათგან კარგი ხელმძღვანელები გამოდიან.
3 რიცხვის მთავარი ემოციური თავისებურება ამბიციასთან შერწყმული აგრესიულობაა. ამ ადამიანებს ცოტა დრო აქვთ სიყვარულისა და რომანტიკისთვის, მაგრამ თუ მაინც გადავარდნენ გრძნობებში, მაშინ ისინი მონადირის როლს ირგებენ. დევნისგან გამოწვეული სიამოვნება მათთვის ვნებას უტოლდება.
უარყოფითი მხარეები. 3 რიცხვის ზედმეტად ძლიერი ხასიათი შესაძლოა, უკმაყოფილებების მიზეზი გახდეს. ეს ადამიანები - დაბადებიდან დიქტატორები არიან და საკუთარ კანონებს აწესებენ. ნებისმიერ საწინააღმდეგო ქმედებას ჩანასახშივე კლავენ.

მონათესავე რიცხვები - 3, 12, 21, 30; 5, 14, 23; 6, 15, 24.

მტრული რიცხვები - 4, 13, 31.

ბედნიერი თარიღები - 3, 12, 21, 30.

პოზიტიური დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ქვები - საფირონი, ამეთვისტო.

ფერები - ცისფერი და ვარდისფერი, იასამნისფერი, იისფერი, ალისფერი.


4 რიცხვში დაბადებულები თავისებური ხასიათით გამოირჩევიან. ისინი ყველაფერს საპირისპირო მხრიდან უყურებენ. ყველა კამათსა თუ დისკუსიაში საწინააღმდეგო პოზიციას იჭერენ. და თუმცა სულაც არ უნდათ მოკამათის როლში ყოფნა, მაინც ოპოზიციურ ძალას იწვევენ და უამრავ ფარულ მტერს იჩენენ.
ეს ადამიანები განსაკუთრებული ბუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულები, თუმცა ამ შესაძლებლობის გამოყენებას მათი პესიმისტური ხასიათი უშლის ხელს. ისინი, როგორც წესი, ბრწყინვალე აკადემიურ კარიერას იკეთებენ
მათ ძალიან მძლავრი დამკვირვებლური ნიჭი აქვთ და კარგი ათვისების უნარი. ყველაფერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მარტივად გამოსდით. თანდაყოლილი ნიჭი მათ საშუალებას აძლევს სისტემატურად და მეთოდურად აკეთონ სამუშაო. არ გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათით და იშვიათად კამათობენ. ფული მათგან ისევე სწრაფად მიდის, როგორც შესდით.
მონათესავე რიცხვები - 1, 10, 15, 28, 4, 8, 17, 26.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 3, 12, 21, 30.

ნეგატიური თვეები - იანვარი.

ბედნიერი რიცხვები - 4, 13, 22, 31.

ფერები - ღია ცისფერი და თეთრი. ყველა ღია ფერი, ელექტრიკი და რუხი.

ქვები - აკვამარინი (თეთრი და მუქი საფირონი)


სინი მოხერხებულები და ძალიან საქმიანები არიან. ფულისადმი დიდი სიყვარულის გამო და იმიტომ, რომ ისინი მოუთმენლები არიან, ხშირად კანონის დარღვევაზეც მიდიან. ეს ადამიანები ბევრ კარგ თვისებას ფლობენ.
მაგალითად, ისინი სწრაფად აზროვნებენ და უცებ იღებენ გადაწყვეტილებებს. მათთან ადვილია ცხოვრება, რადგან ისინი ურთიერთობისას ტაქტიანები არიან და საოცრად დიპლომატიურები. ბუნებით ძალიან ძლიერი 5-იანი უმკლავდება ყველანაირ სირთულეს და არასოდეს ეცემა სულიერად გაჭირვების ჟამს, რა თქმა უნდა, მაშინ, როცა საქმე მათ ქონებას არ ეხება.
ყველა ეს დადებითი თვისება მხოლოდ ერთი მიზნისკენ არის მიმართული - ფინანსური წარმატებისკენ. ჭკუა, მოხერხებულობა, დიპლომატიურობა, ტაქტი, ქმედების სისწრაფე, ხასიათის სიმტკიცე მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, თუ სამიზნე - ფულია.
მიუხედავად იმისა, რომ 5 რიცხვში დაბადებულები ბედის ნებისმიერ დარტყმას ვაჟკაცურად ხვდებიან, ისინი აბსოლუტურად დემორალიზებულები ხდებიან, როცა ფულს ან სარფიან საქმეს კარგავენ. სამწუხაროდ, ისინი ხშირად იმეორებენ შეცდომებს და ვერ სწავლობენ ძველ გამოცდილებაზე.

ბედნიერი რიცხვები - 5, 14, 23, 3, 12, 30; 9, 18, 27.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 2, 20, 4, 13, 22, 31, 7, 16, 25.

ნეგატიური თვეები - ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი.

ბედნიერი თარიღები - 5, 14, 23.

ბედნიერი კვირის დღეები – ოთხშაბათი და პარასკევი.

ფერები - ღია რუხი, თეთრი, ვერცხლისფერი და ყველა მბზინავი ფერი.

ქვები - ალმასი, ბრილიანტი ვერცხლსა და პლატინაში.


ესაძლოა, ისინი ფიზიკურად სულაც არ იყვნენ მომხიბვლელები, მაგრამ დასამახსოვრებელი გარეგნობა და ფენომენალური მომხიბვლელობა ყველა მათგანს გააჩნია. თავისი მანერებითა და ეშხით ისინი საწინააღმდეგო სქესს იზიდავენ ისე, როგორც ნათურა პეპლებს. ისინი რომანტიკულები და იდეალისტები არიან და თუ შეუყვარდათ, ამ გრძნობის ტყვეები ხდებიან. ძალიან მგრძნობიარეები არიან გარემოს მიმართ და საკუთარ თავს ლამაზი ნივთებით მუდამ ანებივრებენ, თუ რა თქმა უნდა, ამის საშუალება აქვთ. 6 რიცხვში დაბადებული ქალი ამაყობს თავისი სახლით და ძალიან უყვარს სტუმრების გამასპინძლება. მუდამ ზრუნავს სახლის ინტერიერის განახლებაზე, რისთვისაც არ იშურებს ძალასა და სახსრებს.
6 რიცხვში დაბადებული ადამიანები დატვირთული ემოციური ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი რომანტიკულები არიან, თუმცა მათი ემოციური და სქესობრივი ლტოლვა ზედმიწევნით დაბალნსებულია, ანუ მათ სურთ ერთიც და მეორეც. უყვართ როგორც გულით, ასევე სხეულით. ისინი მგზნებარე საყვარლები არიან, საწინააღმდეგო სქესისთვის - ძალზედ მიმზიდველები. უყვართ ბუნება და გარემოსთან ერთად იფურჩქნებიან. დიდი ესთეტები არიან და განსაკუთრებით უყვართ მუსიკა. გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი მტკიცე ხასიათს იჩენენ. მათთვის დამახასიათებელი იდეალიზმისა და რომანტიზმის მიუხედავად, პარქტიკულები და შრომისმოყვარეები არიან ნებისმიერ საქმეში. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რიცხვია, რადგან თითქმის ყველა თვისებას ფლობს: ტემპერამენტს, ინდივიდუალურობას, პარქტიკულობასა და რომანტიზმს, გულწრფელობას, მიმზიდველობასა და ერთგულებას - ყველაფერი ეს იდეალთან არის მიახლოებული.

ბედნიერი რიცხვები - 6, 15, 24, 7, 16, 25.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 1, 3, 10, 12, 19, 21, 30.

ბედნიერი თარიღები - 6, 15, 24.

ბედნიერი დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ნეგატიური თვეები - მაისი, ოქტომბერი, ნოემბერი.

ფერები - ყველა ტონის ცისფერი და ლურჯი, ასევე ვარდისფერი. უნდა მოეროდონ შავსა და მუქ-იისფერს.

ქვები - ფირუზი, ზურმუხტი.

ავადმყოფობები - ყელ-ყურ-ცხვირი.


სინი ბუნებით მატერიალისტები არ არიან, მაგრამ სხვებზე უფრო მეტად სარგებლობენ სიმდიდრითა და მატერიალური კეთილდღეობით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ცდილობენ ფულის შოვნას, ისინი მას ძალიან მარტივად იხვეჭენ.
ინდივიდუალურობისა და ორიგინალურობის წყალობით ისინი ხდებიან გამოჩენილი მწერლები, პოეტები და მხატვრები. მათი უჩვეულობა ყველაფერში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარ საქმეს ჰკიდებენ ხელს და არასოდეს აგრძელებენ სხვისას, თუნდაც ის მემკვიდრეობით ერგებოდეთ.
ეს ადამიანები ცხოვრებაში ბევრ ცვლილებას განიცდიან, ხშირად იცვლიან გარემოს, ბევრს მოგზაურობენ. ბუნებით ფილანტროპები არიან და თუ სიმდიდრითაც გამოირჩევიან, აქტიურად ეწევიან ქველმოქმედებას. მათი რელიგია - ჰუმანურობაა

ბედნიერი რიცხვები - 2, 16, 19, 11, 29, 20.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 1, 19, 28, 3, 12, 21, 30, 5, 9, 14.

ბედნიერი თარიღები - 7, 16, 25.

ბედნიერი დღეები - კვირა, ორშაბათი

ნეგატიური თვეები - იანვარი, თებერვალი, ივლისი, აგვისტო.

ავადმყოფობები - საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა, ასევე ნერვები და სტრესი.


ათ ხასიათის ეს თავისებურება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეტყობათ. ამ ადამიანების იშვიათად თუ ვინმეს ესმის. ამის გამო ისინი ძალიან მარტოსულები არიან.
8 რიცხვში დაბადებულები მაქსიმალისტები არიან და თუ წინ მათი ხასიათის მატერიალური მხარე წამოიწევს და არა ემოციური, მაშინ წარმატება გარანტირებული ექნებათ.
ადამიანები რიცხვით 8 - ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევიან, თუმცა, ამავე დროს, არიან ძალიან ემოციურები და თუ ვინმეს მიეჯაჭვნენ, ეს სამუდამოდ ხდება. გარეგნულად რატომღაც ცივები ჩანან, მაგრამ ეს, უბრალოდ, ნიღაბია..
სინამდვილეში ისინი ძალიან თბილები არიან; უბრალოდ, არ შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან ძლიერი სქესობრივი ძალა აქვთ, ისინი პარტნიორში, პირველ რიგში, სულიერ სიახლოვეს ეძებენ. რადგან მათი გაგება ბევრს უჭირს, 8-იანები რთულად პოულობენ შესაფერის წყვილს.

ბედნიერი რიცხვები - 17 და 26.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 1, 10, 19, 28, 4, 13, 22, 31.

ბედნიერი თარიღები - 8, 17, 26.

ბედნიერი დღეები - შაბათი, კვირა, ორშაბათი.

ნეგატიური თვეები - დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, ივნისი.

ფერები - ხაკისფერი, შავი, მუქი ლურჯი, მუქი რუხი, იისფერი. რეკომენდებული არ არის ღია ფერები.

ქვები - შავი ალმასი და შავი მარგალიტი; ამეთვისტო და მუქი საფირონი.

ავადმყოფობები - კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, თავის ტკივილი.


ასიათის ასეთი სიმტკიცე მათ საშუალებას აძლევთ, დაწყებული ყოველთვის ბოლომდე მიიყვანონ. ისინი ამბიციურები არიან და, რადგანაც შორს იჭვრიტებიან, თითქმის ყოველთვის აღწევენ მიზანს. მათ დომინირებული ხასიათი აქვთ და ხელმძღვანელობის საოცარი ინსტინქტი.
არ უყვართ, როცა ვინმე არ ემორჩილებათ და ბედნიერები არიან, როცა თავად მართავენ სხვებს. როგორც რიცხვი 1, 9-ში დაბადებულებიც ქვეშევრდომების მიმართ უხეშები არიან და ხშირად სხვისი გრძნობების მიმართ დაუნდობლებიც. ჯარში ისინი მაღალ ჩინს აღწევენ. მათ აფასებენ სიძლიერისა და მტკიცე ხასიათის გამო.

ბედნიერი რიცხვები - 9, 18, 27, 2, 11, 29, 3, 12, 21, 30, 6, 15, 24.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 7, 16, 25.

ბედნიერი თარიღები - 9, 18, 27.

ბედნიერი დღეები - ხუთშაბათი, პარასკევი.

ნეგატიური თვეები - აპრილი, მაისი, ოქტომბერი, ნოემბერი.

ფერები - წითლის ყველა ტონი, ალისფერი, ვარდისფერი.

ქვები - ლალი, გიშერი.


სინი ფლობენ 1-იანის ყველა თვისებას. ამბიციური 10-იანი არ კარგავს დროს და შეუჩერებლად მიიწევს წინ მიზნისკენ. ჯიუტია და არ გაჩერდება, მანამ მიზანს არ მიაღწევს. წარმატებულია ცხოვრებაში, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი მაინც ვერ აღწევენ იმხელა სიმაღლეებს, რასაც რიცხვ 1-ში დაბადებულები.
10-ში დაბადებულები მამაცები არიან და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ, რისკავენ და დიდ ფსონს დებენ, არ ეშინიათ დანაკარგის, რადგან წარმატება მათთვის ხშირ შემთხვევაში გარანტირებულია.
ბუნებით ლიდერებს ბევრი პარტნიორის მოთხოვნილება აქვთ, რომლებიც მათ ქმედებებს ზედმეტი შეკითხვების გარეშე მიიღებენ. ამით ისინი 1-ში დაბადებულებს ძალიან ჰგვანან. სექსის საკითხში 10-იანი ძალიან ძლიერია და ამ საქმეშიც მისსავით ძლიერი პარტნიორები ესაჭიროება, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური სიამოვნება.

ბედნიერი რიცხვები - 10, 19, 28.

ბედნიერი დღეები – კვირა, ორშაბათი.

ფერები - ოქროსფერი, ღია ყვითელი.

ქვები - ყვითელი ალმასი, ტოპაზი.

ავადმყოფობები - გული და თვალები, მაღალი არტერიული წნევა.

-Nini Ko


კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 916 | დაამატა: marrystyles | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2013-04-18 Spam
10tshi var dabadebuli mara titqmis araferi ar emtxvevaa