დედამ თავი დამიქნია, ყველაფერს მივხვდი, ლუკა აღარ იყო... დამტოვა... თითქოს გული ამომაცალეს, თითქოს ჩემს ცხოვრებას აზრი წაერთვა. თავი ასე მარტოდ არასდროს მიგრძვნია. ვეღარ ვაზროვნებდი. უბრალოდ ვგრძნობდი, როგორ მქონდა სახე ჩემივე ცრემლებით სველი, იმასაც ვგრძნობდი, რომ სახეზე ნელი სიო მელამუნებოდა. გარეთ ვიყავი... არ ვიცი სად, რა ადგილს ვიყავი. მახსოვს, ძალიან მაღალი ადგილი იყო. ვიჯექი და გავყურებდი განათებულ ქალაქს. არ მინდოდა და ვერც ვიჯერებდი, რომ ლუკა აღარ იყო... ყველაფერი თვალწინ დამიდგა, მისი სახე წაუშლელი გახდა ჩემი მეხსიერებიდან... ამ ამბის შემდეგ ჩემი ცხოვრება ნაცრისფერი გახდა... არაფერი მახალისებდა, მთელი დღეები მუმიასავით დავდიოდი. ვიცოდი, რომ ლუკა ამას არ მომიწონებდა, მაგრამ არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს არაფერი მომხდარა. ვერ დავივიწყებდი რომ აღარ იყო. მიჭირდა უიმისობა, ძალიან მიჭირდა. მე მჭირდებოდა ლუკა... გავიდა ტანჯვის ერთი კვირა, ერთი თვე, ერთი წელიწადი... და როცა თითქოს მდგომარეობიდან გამოვდიოდი, მოვლენები თითქოს ერთი-მეორეს მიჰყვა, თითქოს ცხოვრება დამცინოდა მარიც დავკარგე... ამან საბოლოოდ მომიღო ბოლო... ჩემი სული წამებაში იფლითებოდა!!! ამდენმა დეპრესიამ გამოიწვია ჩემი უხასიათობა, სახლში ჩაკეტვა და ბოლოს, ლოგინად ჩავარდნა. დედაჩემი გიჟს გავდა. აღარ იცოდა რა ექნა... ერთი კვირის შემდეგ, როცა მორიგი შეტევა მქონდა, საავადმყოფოში გამაქანეს... თვალი რომ გავახილე დავინახე ექიმები როგორ ჩურჩულებდნენ. ავიხედე,ლუკა და მარი დავინახე... ორივე ხელს მიქნევდა და თავისთან მიხმობდა... მივხვდი რომ ჩემი დროვ დადგა... მოვიდნენ, ხელი ჩამკიდეს და წავედით... წავედით იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. წავედით არყოფნაში, რაც შეიძლება ითქვას - ყველაფერია...
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:783 | დაამატა:-MaRiaMi♥ | რეიტინგი:0.0/0