ჰანა მონტანას ალბომების გამოკლებითაც კი მაილი საირუსი გაყიდევბითა და ჩარტებში
ლიდერობით გინესის რეკოსრდების წიგნშია შესული. პირველმა დამოუკიდებელმა
ალბომმა Breakout საშუალო შეფასება მიიღო, „ამ ალბომში ის ოდნავ თუ
გადაცდა ჰანა მონტანას, თუმცა ქულას ამაღლებს არაჩვეულებრივი ლაივ შესრულებები
და აუდიტორიის გათვალისწინება." შედარებით მაღალი შეფასება დაიმსახურა ალბომმა
Can't Be Tamed რამოდენიმე მაღალი დონის კომპოზიციისა და აშკარა პროგრესის გამო.
ამ ალბომში საირუსმა თავისი სტილი გამოკვეთა და კარგი სამუშაო შეასრულა როგორც
კომპოზიტორმა და ტექსტების ავტორმა-თითქმის ყველა სიმღერა თვითონვე დაწერა
და არანჟირებაც მოუფიქრა.
ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად კრიტიკოსებმა მოიწონეს მისი ქოვერი ბობ დილანის
სიმღერაზე You gonna make me lonesome when your gone,
რომელიც შეაფასეს როგორც
უმაღლეს დონეზე ნამღერი ქანთრი სიმღერა დახვეწილი ვოკალით.
თუ არსებობს რამე რაც მაილი საირუსის როგორც მომღერლის
ზრდაზე მეტყველბს, ეს არის ბობ დილანის სიმღერის ქოვერის შესრულება-და
რაც მთავარი კარგი შესრულება."
რაც შეეხება ფილმებს „უკანასკნელი სიმღერა" კრიტიკის კორიანტელში გაატარეს, სამაგიეროდ საკმაოდ კარგი შეფასება
ერგო როგორც კომედიურ მსაიხობს ჰანა მონტანასთვის და კამეო-როლებისთვის.