მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 4 » Cyrus
8:16 PM
Cyrus
MileyRayCyrus
|ბიოგრაფია|კარიერა|მედია|პირადი ცხოვრება|
|ფილმოგრაფია|ალბომები|ტურები|სურათები|
|ანიმაციები|ავატარები|აიკონები|გიფ-აიკონები|ვოლპაპერები|
|ამის გაკეთება იმაზე ძნელია ვიდრე კომენტარის დაწერა|
|ეძღვნება PerfectlyMiley nina-|Part 1|
  

P.S ცალ-ცალკე არ არის დიდი სიახლე მაგრამ ტუ შეარტებ უდიდეწსი გამოდის ბევრი ვიწვალე და ნიინააას და PerfectlyMiley-ს ვუძღვნი :) დაააკომენტარეთ



Biography
მაილი რეი საირუსი (ინგლ. Miley Ray Cyrus; დ. 23 ნოემბერი 1992 წელინეშვილი) — პოპულარული ამერიკელი მომღერალი დამსახიობი. ფართოდ გახდა ცნობილი Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანაში მონაწილეობით, სადაც მთავარ როლს ასრულებდა.მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი)[1],რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი).მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station-ის წევრი[2].ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.[3]თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა[4]. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.[5]

Career
მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000.[6].ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებსმისმა პირველმა ტურნემ "Best of Both Worlds Tour" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე".[8].ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში [7] .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".2009 წლის მარტში მაილიმ გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც ის აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ.წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა და ნიუ-იორკ ტაიმზმა მაილი ყველაზე გაყიდვად ავტორად დაასახელა.2009 წელს მაილის ჰქონდა ტურნე,სახელწოდებით "Wonder World Tour", რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურნეს მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურნეს დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა".


Life

2006 -2007 წლებში ხვდებოდა ნიკ ჯონასსჯგუფ ძმებ ჯონასებიდან,პირველი დაშორების შემდეგ მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 Things,სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა-სიძულვილი,შერიგების შემდეგ კი ერთად დაწერეს სიმღერა Before the Storm,მაგრამ 2007 წელს საბოლოოდ დაასრულეს ურთიერთობა.

2008-2009 წლებში ხვდებოდა მოდელ ჯასტინ გასტონს ,მაილიმ მათი 9 თვიანი ურთიერთობა დაამთავრა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმ უკანასკნელი სიმღერისგადაღებებზე.[17]შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან, (ამავე ფილმის მსახიობთან).[18].მოგვიანებით მაილიმ მას თავისი "პირველი სერიოზული შეყვარებული" უწოდა.[19] ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ ერთმანეთს,თუმცა დღესდღეობით ისევ ერთად არიან.

2012 წლის 6 ივნისს საირუსმა განაცხადა,რომ ის და ლიამი დაინიშნენ. ლიამ ჰემსვორტმა მაილის ცოლობა 31 მაისს შესთავაზა და მომავალ მეუღლეს 3.5- კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა ნიშნობის აღსანიშნავად.[20]


Filmography

2003-დიდი თევზი

2007-მაგარი მიუზიკლი2

2008-მაილი საირუსის და ჰანა მონტანას ტური

2009-ჰანა მონტანა:ფილმი

2010-უკანასკნელი სიმღერა

2010-სექსი დიდ ქალაქში 2

2011-ჯასტინ ბიბერი არასოდეს თქვა არასოდეს

2012-ლოლ

Albums

Meet Miley Cyrus(2007)

Breakout(2008)

Can't Be Timed(2010)

Tours

Best Of Both Worlds

Wonder World

Guspy Heart

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები ART | ნანახია: 786 | დაამატა: -Marie♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-12-21 Spam
awwww ♥ Yochag!