მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » Crazy Stupid Love ❤
11:56 AM
Crazy Stupid Love ❤
Craz Stupid  Lov*22*
სრულიადში შემდეგი თავი
your voice was the soundrack of my summer




1 თავი 2 თავი  3 თავი 4 თავი 5 თავი
 6 თავი 7 თავი 8 თავი 9 თავი 10 თავი
11 თავი 12 თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი
16 თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20 თავი
21 თავი


ძაან გთხოვთ მუსიკა არ გამორთოთ:))



მალე გავიდა 1 საათი და ჩვენც პალატაში შეგვიშვეს,ეშლი უკვე გონზე მოსულიყო და ჩვენაც ცოტაც დავმშვიდდით,ცოტა ველაპარაკეთ,ფრანცისკო ზედაც არ მიყურებდა,კარა და ნიკი წავიდნენ ბილეთების დასაბრუნებლად  , 1 დღით გადადეს წასვლა,სემიც წამლების საყიდლად წავიდა , ეშლის გამაყუჩებელი გაუკეთეს .. მე და ფრანცისკო დავრჩით , არცერთი ვიღებდით ხმას,ეს სიჩუმე უკვე აუტანელი იყო,სიმშვიდე ხმაურობდა))ეს მყუდროება ტელეფონის ზარმა დაარღვია,ო ღმერთო ჩემო!ნეიტი რეკავდა,გავუთიშე მაგრამ კიდევ დარეკა,კიდევ გავუთიშე,ფრანცისკომ გამომხედა დაეჭვებით
-რატო არ იღებ?(ფრანცისკო)
-არაა,საჩქარო(მე)
ისევ დარეკა,უკვე ტელეფონი გავთიშე
-ის ნაბიჭვარი გირეკავს ხო(ფრანცისკო)
ხმა არ ამომიღია
-დარეკვასაც ბედავს))ან იქნებ არც იცის რო შეყვარებული გყავს,ან ისეთი ნაბიჭვარია შეყვარებულიანს დაგსდევს,))მაინც რატო არ მითხარი კეიტ?რატო?ნუთუ შენსგან ესეთი მოქცევის ღირსი ვარ?(ფრანცისკო)
ემოციები მომაწვა,ვხვდებოდი როგორი მნიშვნელოვანი იყო ფრანცისკო ჩემთვის და რა ცუდად მოვექეცი,თავი ხელებში ჩავრგე და ტირილი დავიწყე,უაზროდ ავქვითინდი
-ნუ ტირი))უფრო მაღიზიანებ(ფრანცისკო)
შევეცადე დავმშვიდებულიყავი,ჩანთიდან სალფეთქი ამოვიღე და ცრემლები მოვიწმინდე,ტელეფონი ჩავრთე , კვლავ დარეკა ნეიტმა და მეც ავიღე,ხმამაღალზე ჩავრთე
-რაგინდა ნეიტ(მე)
-როგორ ხარ(ნეიტი)
-ხო გითხარი რო ვერ შეგხვდებითქო))(მე)
-კეიტ,მე გრძნობებში გამოგიტყდი,სულ შენზე ვფიქრობ და ნუ მთხოვ რო დაგივიწყო(ნეიტი)
ფრანცისკო სიბრაზისგან წამოდგა , საცაა ტელეფონს გამომგლეჯდა და გატეხავდა
-მე შეყვარებული მყავს ნეიტ!რომელიც ძალიან მიყვარს,და არ მინდა ტყუილი იმედები მოგცე(მე)
-ვიცი,ვიცი რო გყავს და თავიდანვე ვიცოდი მაგრამ მე მაინც მომწონხარ(ნეიტი)
რათქმაუნდა ეს ყველაფერი ფრანცისოს ესმოდა,მაშინვე გამომართვა ტელეფონი და ჩასძახა
-Go Fuck Yourself , man(ფრანცისკო)
პასუხს არ დაელოდა და ტელეფონი მოისროლა,ძაან იყო განერვიანებული , ნერვიულად ხელს თმაში იცურებდა და რაღაცეებს ამბობდა
-მაპატიე,მაპატიე გთხოვ(მე)
არაფერი უთქვია ჯერ ჩუმად იყო
-ეხლავე წავალ და ისე ვცემ ვერავინ იცნობს,ნაგრამ შენ არ ინერვიულო ძვირფასო ძაან არ ვატკენ,შენი ხათრით(ფრანცისკო)
ცინიკურად შემომხედა და პალატიდან გავიდა
 მაშინვე სემს დავურეკე და ვთხოვე ფრანცისკოსთვის ეთქვა რამე სისულელე არ ჩაედინა,მალე ეშლი მოვიდა გონს და ყველას გაგვესაუბრა,უკეთესად იყო))სემმაც მოინახულა ეშლი და მერე საქმეებზე წავიდა უკვე ღამის 3 ხდებოდა და პალატაში ვინმე უნდა დარჩენილიყო , მე დავრჩი

***

რათქმაუნდა პალატაში კარგად ვერ ვიძინე,საშინლად შემაწუხა წამლების სუნმა და იქაურმა აურამ, დილას ჩამძინებოდა დაღლილს და კარა მაღვიძებდა..დავამთქნარე და თმების შესწორება დავიწყე,კარამ გამიღიმა და სარკე მომაწოდა,შეშინებულმა წამოვიკივლე
-ვაიმე რას ვგევარ(მე)
-ჰაჰა,არ გეძინა ხო?გამოცდილი მაქვს(კარა)
-რატო(მე)
-3 წლის წინ ძმა დამეღუპა და 1 წელი საავადმყოფოში იყო,მე კიდე ყოველდღე დავდიოდი,არ მინდოდა დამეტოვებინა და მარტოდ ეგრძნო თავი,თვითონ ხო სულ გვერდში მედგა,ბავშვობაში ბაღში დავყავდი მერე ბალეტში , რო წამოვიზარდე სკოლაში არავის აჩაგვრინებდა ჩემს თავს,მერე მაკონტროლებდა,ჩემს შეყვარებულებს უყურებდა)))ძალიან მწარე იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაკარგვა,სრულიად ჯანმრთელი იყო და უცებ ლეიკემია აღმოუჩინეს(კარა)
-ღმერთო ჩემო!მაპატიე კარა არვიცოდი ძვირფასო(მე)
-არაუშავს,საიდან უნდა გცოდნოდა(კარა)
სანუგეშებლად ჩავეხუტე
-ძალიან ვნერვიულობ(კარა)
-რატო?(მე)
-მეშინია,ნიკის მშობლებს რო არ მოვეწონო?(კარა)
-სულელო!როგორ არ მოეწონები ესეთი ლამაზი და თბილი,უკეთესს ვის უპოვიან ნიკს?(მე)
-არვიცი არვიცი))ვიცი ვიჩქარეთ თან ძაან მაგრამ ესე მგონია ვიპოვე ის და სხვა არავინ მინდა,თბილი ოჯახი მინდა(კარა)
-უზარმაააააზარი ოჯახი გექნებათ ! და თქვენი შვილების ნათლია მე ვიქნები,კი გეტყოდი კეიტი დაარვით თქო მაგრამ ნიკის დას დაარქვეს კეიტი(ვთქვი ამაყად)
-მართლა?პატარა და ჰყავს?ანუ დედაც ახალგაზრდაა(კარა)
-კი,ძაან თინეიჯერული ოჯახი ჰყავს,ადვილად შეეწყობით შენ და ფიბი))ფიბი ჰქვია ნიკის დედას და საოცარი ქალია,ნიკს სკოლიდან რო რიცხავდნენ რეაქცია ჰქონდა მაგარი,და ფართიზე წასვლა რო გვინდოდა ჩვენს მშობლებს ეგ ურიგდებოდა,ნიკის მამა ტაილერი კი უმაგრესი კაცია!ნიკთან რო ვრჩებოდით ხოლმე ღამე გვაშინებდა :დ ძაან გაგიმართლა(მე)
-რამაგარია ბავშვობის მეგობრები რო ხართ(კარა)
-ნამდვილად!ნამდვილ მეგობრებს არაფერი ჯობია,ერთმანეთზე უკეთესი ვინ გვყავს((მე)
-სემსაც როგორ უყვარს ეშლი(კარა)
-სემი და ეშლი სუ კინკლაობდნენ,სულ!და აქ რო ჩამოვიდნენ როგორც იქნა აღიარეს))ძაან შეცვალა ეშლიმ სემი))სიყვარულმა შეცვალა,ადრე სემი სულ ცანცარებდა,კაი ტიპი იყო ეხლა დასერიოზულდა,იცი ზოგჯერ როგორ მენატრება ძველი სემი,მაგრამ მთავარია ბედნიერი იყოს(მე)
-მეც აწე ნიუ-იორკში ვიცხოვრებ,თქვენთან ახლოს ვიქნები))უბრალოდ ძაან მომენატრება კალიფორნია და ჩემი მშობლები(კარა)
-როგორ შეიძლება არ მოგენატროს კალიფორნია(მე)
ამდროს ნიკი შემოვიდა
-რასშვებით?როგორაა ეშლი(ნიკი)
-ძინავს,უკეთესადაა,ექიმი ამბობს გადაღლილობის ბრალიაო(მე)
-დღეს მივფრინავთ 7 ზე(ნიკი)
-ეშლისაც დღეს გამოწერენ(მე)
-კაი წავედით ჩვენ,ჭკუით კეიტ(ნიკი)
ორივეს გავუღიმე და პალატიდან გავაცილე .. დაღლილი ისევ სავარძელში ჩავჯექი და უაზროდ დავიწყე ფიქრი,ტელეფონი ამოვიღე და თამაში დავიწყე .. მალე სემი მოვიდა და სახლში გამიშვა დაღლილი ხარო . ტაქსი გამოვიძახე და სახლში წავედი . უკვე შუადღე იყო,სახლში არავინ იყო . რონიმ დამირეკა 
-გოგო საავადმყოფოში მივედი და მეგონა იქ იქნებოდი(რონი)
-არა,გავათენე და სახლში გამომიშვეს მაგრამ ვერ დავიძინებ(მე)
-არა რა , კი გავიგე თქვენი ამბავი,კარგად კი გეჩხუბები და თმებით გითრევ))ხო გაფრთხილებდი(რონი)
-გთხოვ რონი,ვიცი რო სულელი ვარ და არ ვიმსახურებ ფრანცისკოს,დავაშავე მაგრამ არავინაა უშეცდომო და მორჩა(მე)
მალე მოვრჩით საუბარს და მეც დაღლილი სამზარეულოში გავედი ცოტა ვჭამე და ჩემს ოთახში ავედი . ცოტა წავუძინე რო გამომეღვიძა 4 იყო საათი სულ რაღაც ნახევარი საათი მეძინა , კარზე ზარი იყო,ჩავედი და გავაღე , ფრანცისკო იყო,დაღლილი სახე ჰქონდა და ისე მიყურებდა მჭამდა,გვერდით გამიარა და სახლში შემოვიდა
-რაარის საჭმელი?(ფრანცისკო)
-კარტოფილს შეგიწვავ(მე)
-მიდი(ფრანცისკო)
მაისური გადაიძრო და მისაღებში გავიდა,მეც კარტოფილი ავიღე და გასათლელად მისაღებში გავიტანე,პირველად ვაკეთებდი ამას და შეამჩნია ვაჟბატონმა :დ
-ჩემს გამო კარტოფილის თლის სწავლას ეხლა თუ აპირებ და თანაც ეგრე ხელები არ შეგრჩება,სულ გადაიჭრი(ფრანცისკო)
ყურადღება არ მივაქციე და გათლა გავაგრძელე
-დატოვე,სხვა რამეს შევჭამ(ფრანცისკო)
ისევ გავაგრძელე და ხელი პატარაზე გავიჭერი
-აი(ფრანცისკო)
-არაფერია(მე)
-რასქვია არაფერია(წამოდგა , და ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი) ეხლავე შეგიხვევ,მოიცადე(ფრანცისკო)
გავიდა და მალე შემოვიდა , ხელი შემიხვია
-მაპატიე გთხოვ(წავიჩურჩულე)
ხმას არ იღებდა
-თუ არ აპირებ შერიგებას დღესვე წავყვებინ კარას და ნიკს,თორე აღარ შემიძლია ეს სიტუაცია(მე)
დიდიხანი მიყურა,თვალი არ მოუშორებია,ბოლოს მომიახლოვდა და ჩემი სახე თავის ხელებს შუა მოიქცია
-კეტრინ,შენ ჩემი გოგო ხარ,ყველა შენი პრობლემა ჩემი პრობლემაცაა და მათ მოვაგვარებ მე!შენ არასოდეს არ უნდა მომატყუო და სხვას არ შეხედო))ისედაც ცოტა დრო რჩება . სულ რაღაც რამოდენომე კვირა და (ფრანცისკო)
იმედია მომეცა,შვებით ამოვუსნთქე,ვრჩები! გავიფიქრე გულში და თვალები სიხარულით ამენთო , მაგრამ ...
-არ გაგიშვებდი(გააგრძელა) არ გაგიშვებდი მაგრამ უნდა გაგიშვა,მეც მივდივარ,ბრაზილიაში მივდივარ კომპანიის გამო და იქ 3 კვირა უნდა დავრჩე ამიტომ აზრი არაქვს შენს შეყოვნებას))(სიმწრით ჩაიცინა) თუ მოისურვებ დარჩი , თუ გინდა წადი(ფრანციკო)
სუნთქვა შემეკვრა,საბოლოო იმედი ჩაკვდა ჩემში!
-ეს შერიგება იყო?გამოსამშვიდობებელი პატიება თუ რა ჯანდაბა?(მე)
-მიყვარხარ კეიტ(ფრანცისკო)
-მეც!მეც საშინლად მიყვარხარ!საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემს გრძნობებში და მიდიხარ?არ შეგიძლია 2 კვირით გადადო?2 კვირაში წავალ და აღარ ჩამოვალ! აღარ!(მე)
-აღარ ჩამოხვალ , რატომ უნდა შევაყვაროთ ერთმანეთს 2 კვირაში უფრო მეტად თავი,რატომ უნდა შევიქმნათ დაუვიწყარი მოგონებები რომელიც შემდეგ დაგვახრჩობს?(ფრანცისკო)
-ხმა აღარ ამოიღო,შენი ყოველი სიტყვა ეკლად მესობა , ეკლად! (მე)
ცრემლები წამომივიდა,ფრანცისკო თავ ჩაქინდრული იდგა,უცებ მივედი წინდ ავუდექი თავი ავწიე და ვაკოცე

(აქ ფრანცისკო და კეიტი წარმოიდგინეთ)
თვითონაც კოცნითვე მიპასუხა,როგორც თვითონ იცოდა ხოლმე უხეშად და ვნებიანად,ბოლოს ჰაერი არ გვეყო და შევჩერდით
-წავალ,დღესვე წავალ))ოდესმე ყველა ზღაპარი მთავრდება,უბრალოდ ჩემს ზღაპარს ცუდი დასასრული აქვს(მე)
-არ მინდა რო გაგიშვა,მაგრამ ოდესმე მაინც წახვალ(ფრანცისკო)
-გამაცილებ?(მე)
-კი,ბილეთს აგიღებ და შენ ბარგი ჩაალაგე(ფრანცისკო)
მის ყველა სიტყვაში იგრძნობოდა რომ არ იყო დარწმუნებული,არიცოდა რას აკეთებდა,იცოდა მერე ინანებდა მაგრამ ეს ესე იყო საჭირო..მეც გაბრუებული ჯერ ვერაფერს ვხვდებოდი
ჯერ ჩემებს დავურეკე და ვუთხარი რო დღეს მივდიოდიო,გაუხარდათ,მერე ალექსას,რონის,დენს,ჯეიკს,ტობის დავურეკე და ვუთხარი,ესე მითხრეს 7-ზე აეროპორტში ვართო,ცოტა გამომიკეთდა ხასიათი კიდეც როდესაც ვგრძნობდი რო ბედნიერი ვიყავი ამდენი ადამიანი რო გავიცანი და ესე კარგად ვიყავი მათთან )) ბარგი ჩავალაგე,მივხვდი რამდენი რამე არ ჩამიცმია,რამდენი რამე არ გამიკეთებია და გულში რაღაც ჩამწყდა .. მალე ფრანცისკო მოვიდა ბილეთით ხელში და ძლიერ ჩამეხუტა , არ უნდოდა გავეშვე , ამ ჩახუტებაში ბევრი რამე იყო,ერთდროულად მომაწვა ყველა მოგონება და ნერწყვი ძვლივს გადავყლაპე 
-ნუთუ ეს დასასრულია ფრანც(მე)
არაფერი უთქვამს,ისევ ჩახუტებულები ვიყავით , არც გამიშვებდა სემი რო არ შემოსულიყო,ფრანცისკომ ჩახველა და გამიშვა
-კეიტ,მალე გავდივართ,მე და ეშლი ხვალ ჩამოვალთ,დღეს არ შეიძლება იმისთვის მგზავრობა(სემი)
-გასაგებია,ვსო წავიდეთ(მე)
-ჩემი მაქნნით წავიყვან(ფრანცისკო) 
ჩემი ჩემოდანი ასწია და ხელი ჩამკიდა,თავის მანქანაში ჩავჯექით , ღვედი შევიკარი და ფრანცისკომაც მანქანა დაძრა,მანქანაში გავიხედე, ბოლოჯერ ვათვალიერებდი საოცნებო კალიფორნიას,ფრანცისკოს ხელი ხელზე დავადე და თვითონაც მომეფერა

მალე აეროპორტში მივედით,უკვე ყველა იქ იყო ყველა მემშვიდობებოდა და მე კიდე არ მქონდა გააზრებული რო ხვალ გავიღვიძებდი და ვერავის ვნახავდი,თითქოს ვკვდებოდი,ყველა მელაპარაკებოდა და მეუბნებოდა თუ როგორ მოვენატრებოდი ფრანცისკო კიდე ჩუმად იდგა კუთხეში . უკვე 10 წუთში მიფრინავდა თვითფრინავი,ეშლიც კი მოსულიყო,ვუსაყვედურე მაინც ხვალ გნახავ თქო , ნიკი და კარა ავიდნენ უკვე თვითფრინავში,სათითაოდ ყველას ჩავეხუტე,ტობისთან მივედი
-აუ ვერ ვიტან ამ დამშვიდობებებს,ჩამოვალ მე ნიუ-იორკში და ხშირად გინახულებ ძმა(ტობი)
-კაი ძმა(მე)
მერე რონისთან მივედი
-ყოველდღე მოგწერ!(რონი)
ჩავეხუტე
უკვე თვითფრინავში უნდა ავსულიყავი და ბოლოში ფრანცისკო იდგა
მივედი და ჩავეხუტე,ჯერ გაქვავებული იდგა მერე ხელები შემომხვია და მაგრად ჩამეხუტა,როცა გამიშვა ვუთხარი
-your voice was the soundrack of my summer(მე)
გამიღიმა და თვითონაც მიპასუხა იმ კითხვაზე რომელიც 1 საათის წინ დავსვი
-everything is ok in the end,if it's not ok it's not the end(ფრანცისკო)
იმედიანი თვალებით გავუღიმე და როგორც იქნა საბოლოოდ მოვშორდი,თვითფრინავში ავედი // საბოლოოდ დავუქნიე ყველას ხელი,კალიფორნიასაც რომელიც უკვე წარსულად რჩებოდა..


ბოდიში დაგვიანებისთვის))გუშინ ღამის 2 ზე დავწერე და ძაან არ შეიმჩნიოთ შეცდომები :დ
აი წავიდა კეიტიც სახლში:)) გაგრძელდა მისთვის იგივე ცხოვრება,ეს კარგია თუ ცუდი?
მემგონი ძაან პატარა თავი არ იყო , კომენტარები დაწერეთ გთხოვთ,მალე დავდებ შემდეგ თავს :**

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1225 | დაამატა: Sunshine♥ | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 171 2 »
2013-05-09 Spam
dzaan agvianeb xolme dadebas da kacs aviwydeba wina tavebi.mal male dade da ufro didebi