თმები გადამიწია და მაკოცა ..
ხელი წელზე შემომხვია და საწოლზე დამაგდო , თვითონ ზემოდან მოექცა და მაისური გადაიძრო
-ხო შევთანხმდით?არ ვიჩქაროთ(მე)
-რას ველოდებით?(ფრამცისკო)
-აუუ(მე)
-კარგი ხო(ფრანცისკო)
კიდევ ერთხელ მაკოცა და გვერდით მომიწვა
-არ მინდა ძილი(მე)
-არც მე მინდოდა მაგრამ ეხლა შენს გამო მომეძინა(ფრანცისკო)
-აუ კარგი რა,გავათენოთ(მე)
-გავათენოთ და რა ვაკეთოთ?(ფრანცისკო)
-ვილაპარაკოთ რავი(მე)
-შენი ტელეფონი მომეცი(ფრანცისკო)
-რად გინდა?(მე)
-მომეცი მეთქი,მაინტერესებს რეები გაქვს(ფრანცისკო)
-ოჰოჰო დავიწყეთ შემოწმებები?(მე)
-ხოდა თუ არაფერი გაქვს დასამალი მომეცი(ფრანცისკო)
თვალები გადავატრიალე და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე,ხელში მივეცი
თვალიერება დაიწყო , ყველა ჩემს ფოტოს კომენტარეს უკეთებდა , ერთი ფოტო ძაან მოეწონა
-ahm sexy(ფრანცისკო)
-რომელ ფოტოზე ამბობ?(მე)
ტელეფონი გამოვართვი და დავხედე
-ამ რა ძველი ფოტოა(მე)
-ხო ეხლა აღარ ხარ ესეთი სექსუალური(ფრანცისკო)
-მადლობთ(მე)
-არა,ისე რო დავუფიქრდე ხარ, აწე "sexy"-ს დაგიძახებ(ფრანცისკო)
მკვლელის თვალებით გავხედე
-შენ სუ გაგიჟდი ხო?ყველას წინაშე ეგ უნდა მეძახო?ავადმყოფო(მე)
-აჰაჰაჰა,ნუ ავარდი გოიმო (ფრანცისკო)
ფოტოების თვალიერება განაგრძო 2 წუთში სახე შეეცვალა შეშინებულმა გავხედე
-რამოხდა?(მე)
ტელეფონი შემომიტრიალა ფოტოს დავხედე
ჩემი და ენდრიუს ფოტო , ეშლი დებილობდა და გააკეთა ვიღაც ბავშვების ფოტო და მე და ენდრიუსი ვითო ბავშვობიდან ერთად ვიყავით :დ რატო არ წავშალე?საშინლად ვნანობდი ეხა
-ძველია,წაშლა დამავიწყდა(მე)
-ან იხსენებ იმ ტკბილ დღეებს,მმ რა თბილი ფოტოა რა რომანტიულია(ფრანცისკო)
-აბა ნუ იტყვი,წაშალე(მე)
-არა რა წავშალო გაგიჟდი?ჩემს ტელეფონშიც ჩავწერ და მთავარზე დავაყენებ(ფრანცისკო)
-სულ გაგიჟდი ხო(მე)
წამოდგა , ტელეფონი გევრდით მომიგდო
-სად მიდიხარ?(მე)
-წავალ ლუდს ამოვიტან ან შამპანიურს ცოტა გამოვთვრე თორე ამ ფოტოს მერე ვერ გიყურებ(ფრანცისკო)
-აუუ!! შემეშვი რა,წავედი მე ჩემს ოთახში!!გეუბნები ძველია თქო თან ეშლიმ იმაიმუნა და გააკეთა ფოტოშოპით შეაერთა !! აღარ მიყვარს მე ენდრიუ და შეიგნე ეს ბოლოს და ბოლოს თორე ესე თუ უნდა დამიწყო ჩხუბი ყველაფერზე ვერ შევეწყობით (მე)
ცოტახანი მიყურა მერე დამცინავად შემომხედა
-ნერვოზიანი ხარ შეჩემა(ფრანცისკო)
-მე შენი შეჩემა არ ვარ,შეყვარებული ვარ , ყოველშემთხვევაში ეხა ვარ და პატივი მეცი და შეჩემა აღარ დამიძახო თორე სახეში გითავაზებ(მე)
-ჰო?მიდიაბა(ფრანცისკო)
თავი სინანულით გავიქნიე და კარისკენ წავედი , კარი გავაღე და ჩემს ოთახში გავედი
საშინლად მომეშალა ნერვები და ტელეფონში ყველა ფოტო ამოვშალე !
საწოლში ჩავწექი და ვეცადე დამეძინა მაგრამ ვერ შევძელი, ლეპტოპი ავიღე უკვე 2 საათი იყო .. თვითერში შევედი , შემოსული იყო ვაჟბატონი რას აკეთებდა ნეტა?მე რო დამეწყო მის მეგობარ გოგოებზე ჩხუბი ხო კარგი იქნებოდა?ერთი ყოფილი გადამაყოლა და მას ვინ იცის რამდენი ყავდა , უფრო მომეშალა ნერვები .. 5 წუთში მომწერა
-შემოვალ რა (ფრანცისკო)
-არა(მე)
-კაი რაიყო მაპატიე(ფრანცისკო)
-არა(მე)
უცებ გავიდა ონლაინიდან , მივხვდი აქ შემოვიდოდა .. ველოდე ველოდე მაგრამ არ შემოვიდა .. მომწყურდა და ქვემოთ ჩავედი , სამზარეულოში გავედი და წყალი დავლიე , მისაღებიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა
-ოხ ნიკ,ალბათ ჩაეძინა და ტელევიზორი ჩართული დატოვა(მე)
გადავწყვიტე გამეთიშა და გავედი მაგრამ ნიკის მაგივრად ლუდით ხელში ფრანცისკო შემრჩა
-რა გინდა აქ(ფრანცისკო)
-მომწყურდა(მე)
-მოგწყურდა თუ მოგწყურდი(ფრანცისკო)
-აჰაჰა(მე)
წასვლა დავაპირე
-არ წახვიდე რა(ფრანცისკო)
გავჩერი და მივბრუნდი
-ნუხარ დეგენერატი , ნუ იქცევი ესე(მე)
-დარჩი(ფრანცისკო)
თვალები გადავატრიალე და გვერდით მივუჯექი .. ლოყაზე მომეფერა და გულზე მივეკარი
-გაკოცებ რა(ფრანცისკო)
-გაკლია(მე)
-კი არ მაკლია , მაკლიხარ(ფრანცისკო)
ჩამეღიმა , თავი ავწიე ავხედე , ცოტა ავწიე თავი ზემოთ და ვაკოცე , ჩაეღიმა , კოცნითვე მიპასუხა და კალთაში ჩამისვა
-ნუ გწყინს კეიტ , უბრალოდ არ მინდა რომ სხვა ბანალური წყვილებივით ვიყოთ , ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა და ვერგავიგე ეჭვიანობის უფლებაც არ მაქვს?სიგიჟემდე მიყვარხარ (ფრანცისკო)
არვიცოდი რა მეპასუხა , მე ესე ძაან არ მიყვარდა ჯერ და ამაში 100% ით ვიყავი დარწმუნებული და მწყდებოდა გული , ვერ ვპასუხობდი იმავე გრძნობით რაც თვითონ გააჩნდა მაგრამ მაინც ვუპასუხე
-მეც ძაან(მე)
გამიღიმა და კვლავ მაკოცა
-რა სუყურებდი?(მე)
-ფეხბურთს(ფრანცისკო)
-ღამის 2 საათზე?(მე)
-შეყვარებული მეჩხუბა და ვერ დავიძინე(ფრანცისკო)
-აჰაჰა,ვაიმე მე ხვალ ვერ ავდგები 12 ზე რონიმ უნდა გამომიაროს და ლუკასი უფრო ადრე მოვა(მე)
-ლუკასი მოვა?(ფრანცისკო)
-ხოო, რონი მოსწონს და სამსახიობო სკოლაში უნდა წავიყვანო(მე)
-შენ ეხლა არ "ი-კეიტ-ო" (ფრანცისკო)
-ეგ რაა?(მე)
-ეგ ისაა როდესაც შენ ცხვირს ყოფ სხვის საქმეში(ფრანცისკო)
-ნუ მაცინებ!აუ მეძინება(მე)
-კაირა , ვუყუროთ ფეხბურთს(ფრანცისკო)
-კააი , ვინ თამაშობს?(მე)
-პსჟ და რეალ მადრიდი(ფრანცისკო)
-მე რეალისკენ ვაარ (მე)
-ვაა ფეხბურთსი კი ერკვევი, მეც(ფრანცისკო)
-არა რა ვერკვევი , რონალდოზე ვგიჟდები აიიიიი უსიმპატიურესია(მე)
სახე გაეყინა
-ხო კაი ვჩუმდები,თან ორი ბოთლი ლუდი დაგლიევია არ ხარ სანდო :დ(მე)
მთელი ღამე გავათენეთ , 7 ზე დავწექით ჩვენს ჩვენს ოთახებში
დილას უკვე რო გამეღვიძა 11 იყო მაღვიძებდა ეშლი
-რაიყო რახდება(მე)
-ლუკასი მოვიდა(ეშლი)
-ხოო?ავდგები(მე)
თავი ისევ ბალიშზე დავდე და ძილი განვაგრძე მაგრამ არ დამაძინეს და ჩავიცვი რითიც წავიდოდი სამსახიობოში აი ესე
ქვემოთ ჩავედი , ვამთქნარებდი და ისე ჩავდიოდი .. ქვემოთ ფრანცისკო და ლუკასი იყვნენ .. ფრანცისკო შორტების ამარა იყო , ნამძინარევი და თმებ აჩეჩილი რა საყვარელი იყო .. ლუკასიც წვენს სვამდა
-ჰე აბა რას შვებით(მე)
-არაფერს,როგორხარ(ლუკასი)
-კარგად შენ?(მე)
-მეც(ლუკასი)
-ბოიფრენდი არ უნდა მომიკითხო?(ფრანცისკო)
გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე
ეშლი ჩამოვიდა
-აუ მეძინება ცუდად ვარ(ფრანცისკო)
-აუ მეც,უნდა დაგვეძინა რა(მე)
არ დავუფიქრდი :დ
-რაააააააააააა?და რატო არ დაიძინეთ?(ეშლი)
-გაქრი:დ(მე)
-რონი როდის მოვა?(ლუკასი)
-უუ!!სულ დამავიწყდა , 12 ზე ნახევარ საათი მოვა ალბათ(მე)
-ამმ კარგი .. (ლუკასი)
სანამ ვჭამე დროც გავიდა და რონი მოვიდა
-რონიი შემოდი(მე) (გადავეხვიე)
-რას შვეები?მზად ხარ?(რონი)
-კიი,დღეს ერთი ჩემი მეგობარი მოგვყვება წინააღმდეგი ხოარ ხარ?(მე)
-არა,ვინ?(რონი)
-ლუკასი(მე)
-ფრანცისკოს ძმაკაცი?(რონი)
-ხო,მოიცა იცნობ?(მე)
-კი,ფრანცისკომ გამაცნო,მერე გავიგე რო მოვწონდი , მეც მომწონდა მაგრამ რაღაცნაირად იქცეოდა და მერე არც მინახია(რონი)
თვალები გამიბრწყინდა
-მოგწონდაააააააააა?რამაგარია!ხოდა აღარ დაგიმალავ და დღემდე მოსწონხარ და ეხლაც შენს გამო მოდის(მე)
-აჰაჰა ღადაობ?(რონი)
-არა!ხოდა ცოტა წაელაპარაკე რა იქნებ რამე გამოგივიდეთ(მე)
-აჰმ კარგი ხო (რონი)
-ურააა!!(მე)
სამზარეულოში გავედით , ლუკასი აწითლდა :დ ფრანცისკო რონის მიესალმა ეშლიმაც გადაკოცნა
-ლუკას ხო იცნობ რონის?(მე)
-კი(თქვა ნერვიულად)
-ხოდა მით უკეთესი , მეზარებოდა გაცნობა :დ(მე)
-უკვე უნდა წავიდეთ კეიტ(რონი)
-ხოხო , ლუკასი მანქნითაა და წაგვიყვანს(მე)
-კააი (რონი)
მანქანაში ჩავჯექით , მალევე მივედით სამსახიობო სკოლაში .. შიგნით შევედით , ძაან ბევრი ხალხი იყო .. ჩვენ ნეიტი შევამჩნიეთ და მისკენ წავედით .. რონი მიესალმა მოიკითხა , მეც .. ლუკასმა მკითხა ვინაა ეს ბიჭი რონისთვისო :დ დაიწყო ეჭვიანობა უკვე :დ ვუთხარი ბიძაშვილითქო .. ნეიტი მეარშიყებოდა , ეს ძააან შესამჩნევი იყო.. არ მინდოდა წყენოდა და არც ის მინდოდა მეთქვა რო შეყვარებული მყავდა .. რატო?არვიცი დებილი ვარ და იმიტო ..
ვფიქრობდი რო გაიგებდა შეყვარებული მყავდა აღარ მომაქცევდა ყურადღებას))ხო ვხვდები ყველაზე დებილი გოგო ვარ რომ ფრანცისკოს ვერ ვაფასებ .. მალე გაგვაცნეს ყველაფერი,აგვიხსნეს რა დღეებში გვექნებოდა მეცადინეობა და ა,შ .. რონი და ლუკასი ჭუკჭუკებდნენ :დ ძაან საყვარლები იყვნენ , ეტყობა ნახეს საერთო ენა , ძააან გამიხარდა .. 1 საათში გამოგვიშვეს მაგრამ ნეიტმა შემაჩერა
-კეიტ უკვე მიდიხარ?(ნეიტი)
-კი(მე)
-ვიფიქრე იქნებ ამ დღეებში დაგირეკო და სადმე შევხვდეთ(ნეიტი)
-აუ არ ვიცი(მე)
-რატო?უბრალოდ ყავაზე დაგპატიჟებ(ნეიტი)
-კაი(მე)
-დაგირეკავ ხვალ(ნეიტი)
-კარგი,ხვალამდე(მე)
გავუღიმე და წამოვედი,რონი და ლუკასი გარეთ გასულიყვნენ .. მეც გავედი და მანქანაში ჩავჯექით .. მე სახლში დამტოვეს და თვითონ წავიდნენ..სახლში შევედი , ხმა არ ისმოდა , სამზარეულოში შევედი და ყველა იქ დამხვდა : ფრანცისკო,ეშლი,სემი,ნიკი და კარა
-ვააა კარა როგორ ხარ,როდის მოდი(მე)
გადავკოცნე
-კარგად კეიტ შენ?(კარა)
-რავი , კმაყოფილი ვარ (მე)
-რითი?(ფრანცისკო)
-სამსახიობო სკოლით(მე)
-რაიყო სიმპატიური ბიჭები გაგეჩითნენ?(სემი)
-გაჩერდი თორე ერთი სიმპატიური ბიჭი ჩხუბს დაიწყებს(მე)
-უი , ფრანცისკო აქ ხარ?(სემი)
ფრანცისკომ მკვლელის თვალებით გახედა
-მოკლედ გოგოებო კარას გიტოვებთ , ეხლა მივდივართ ჩვენ "რაზბორკაზე" (ნიკი)
-რა რაზბორკაზე?(მე)
-ჩხუბი გვაქვს ერთ ტიპთან(სემი)
-ააა კაი , კარა არ მოიწყენს ჩვენთან(ეშლი)
კარას გაეცინა,ძააან საყვარელი და თბილი გოგო იყო ..
-ნიკ გაგიმართლა კარას რო შეხვდი , ძაან მაგარი გოგოა(მე)
-ვიცი(ნიკი)
მოკლედ ბიჭები წავიდნენ , ფრანცისკომ მე მაკოცა,ნიკმა კარას და სემმა ეშლის :დდდდდ შოკში ვიყავით .. თურმე უკვე დიდიხანია შერიგდნენ და გვატყუებდნენ
-თქვენ შეიწირეთ ჩემი ნერვები(მე)
ყველას სიცილი აუტყდა .. მოკლედ ბიჭები გავაცილეთ და დავრჩით მარტო .. კარები მივხურე და ზურგით მივეყრდენი კმაყოფილი სახლით
-Home Alone Giiiiiiiiirlsss (მე)
-ნუ გიხარია ტყუილად,ჯერ სახლი უნდა მივალაგოთ,საწოლები გავასწოროთ და მერე ავღნიშნოთ (ეშლი)
-შენ ვაბშე ხმა არ ამოიღო რა!რატო მიმალავდი სემს რო შეურიგდი(მე)
-აუ ნუ გადამაყოლებთ ეხა მაგას(ეშლი)
თვალები მოვჭუტე .. მოკლედ სახლი მივალაგეთ , ვჭამეთ და გადავწყვიტეთ შოპინგზე წასვლა .. სემის მანქანა მოვიპარეთ :დ და წავედით შოპინგზე .. გზაში მაგრად ვიგიჟეთ :დ კარაც ზუსტად ჩვენნაერი იყო :დ მოკლედ ბევრი რამე ვიყიდეთ
კარამ ეს
ეშლიმ ეს
მე ეს
მერე კაფეში წავედით , კოქტეილები დავლიეთ და მერე ფოტოები გადავიღეთ .. სახლში დაბრუნება გადავყწყვიტეთ უკვე 4 იყო საათი .. ფრანცისკოს მივწერე და მითხრა უკვე სახლში ვართო .. ჩვენაც სახლში წავედით .. ძააან გადავიღალეთ და რო მივედით საწოლებში ჩავეგდეთ .. 7 მდე ვიძინეთ 3 ივემ ჩემს ოთახში მერე გაგვეღვიძა და ვიჭორავეთ
-ისე ყველაზე დიდი საწოლი შენს ოთახშია კეიტ :დ ფრანცისკომ იზრუნა ეტყობა ამაზე დაგჭირდებათ მერე(კარა)
-Shut the fuck up (მე)
-აუ ნოუთბუქი მომაწოდე რა , თვითერში უნდა შევიდე(კარა)
ნოუთბუქი მივეცი
-კარა შენ რა გინდა რო გამოხვიდე(ეშლი)
-მოდელი,ეხლაც მოდელი ვარ მართალია ჯერ დამწყები მაგრამ ბევრი ჟურნალის გარეკანი დავამშვენე(კარა)
-უი ხო მეთქი საიდან მეცნობა(ეშლი)
-შენ რა გინდა რო გამოხვიდე(კარა)
-მე ჟურნალისტი , კეიტს მსახიობობა უნდა (ეშლი)
უცებ ეშლის ხველა აუტყდა
-წყალი მოგიტანო?(კარა)
-კი გთხოვ(ეშლი)
კარა წყალზე წავიდა,
-ეშლი კიდე დაგეწყო ხო(მე)
-არა!არაფერია(ეშლი)
-რასქვია არაფერია , ექიმთან წახვალ!!(მე)
-არა , არ წავალ იმიტო რო არაფერი არ მჭირს(ეშლი)
-ნუ ხარ ჯიუტი!(მე)
კარა შემოვიდა წყლით ხელში
-მადლობა(ეშლი)
კარამ გაუღიმა
-ბიჭები დავიმატე თვითერზე,ვაიმე ფრანცისკოს რამდენი ფოლოვერი ჰყავს , სულ გოგოები(კარა)
-ხო ვიცი :დ(მე)
-ფბში რამდენი გოგო ჰყავს დამატებული ჰაჰა(კარა)
ვიეჭვიანე
-მაჩვენე აბა(მე)
5000 მეგობარი ჰყავდა და ნახევარი გოგოები
-დღესვე გავოგებ პაროლს და ყველას ამოვუშლი(მე)
-ოოო,შურისძიების სუნი მცემს(ეშლი)
ყველას გაგვეცინა .. ქვემოთ ჩავედით .. ბიჭები ჭამდნენ ჩვენაც შევუერთდით