მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 10 » Coca-Cola
2:55 PM
Coca-Cola
Coca-Cola
კოკა კოლა (Coca-Cola), ბრენდის ისტორია
ფაქტები ყველასთვის საყვარელ გაზიან სასმელზე
დანარჩენი სრულიადში შეგიძლიათ იხილოთ

კოკა კოლა (Coca-Cola), ბრენდის ისტორია

უალკოჰოლო სასმელების კომპანიის კოკა კოლა (Coca-Cola) შეიქმნის ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს ამერიკის პატარა ქალაქ ატლანტაში. სასმელი შეიქმნა მოყვარული ქიმიკოსის – ჯონ პემბერტონის მიერ საკუთარი სახლის უკანა ეზოში.

ყოფილი ამერიკელი კავალერისტი ჯონ პემბერტონი, კაპიტანი, კონფედერატების დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა სამსახურის გარეშე და იძულებული გახდა მოეფიქრებინა რამე თავის სარჩენად. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ახალგაზრდობის ასაკიდან გატაცებული იყო ქიმიური ცდებით, მან ატლანტაში გახსნა პატარა ფარმაცეპტური კომპანია.

ერთ მშვენიერ დღეს (1886 წლის 8 მაისს) ჯონმა მოხარშა ახალი სიროფი და თავისი აღმოჩენის გასაცნობად დაუძახა მეგობარს და კომპანიის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს (Frank M. Robinson). ფრენკს სიროფი ძალიან მოეწონა და ურჩია მას აუცილებლად ჩაეწერა ამ არაჩვეულებრივი სასმელის რეცეპტი. ძირითადი ინგრედიენტები, რისგანაც იგი შედგებოდა იყო სამი წილი კოკის ფოთლები (ამ მცენარისგან იღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერება კოკაინს) და ერთი წილი ტროპიკული ხის – კოლის ნაყოფი. მიღებული სასმელის დანიშნულება პემბერტონის თქმით იყო სამკურნალო პტეპარატი "ყველა სახის ნერვიული აშლილობისთვის". სიროფი იყო ტკბილი და ბლანტე. ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად მიუტანა ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს – Jacobs’ Pharmacy. იმავე დღეს სიროფის პირველი პორცია გაყიდყლი იქნა აფთიაქიდან ჭიქა 5 ცენტად.
ცოტა ხანში აფთიაქის გამყიდველებმა სიროფში შეურიეს გაზიანი წყალი. მთელი პირველი წლის განმავლობაში სასმელი იყიდებოდა საშუალოდ დღეში ათ ჭიქამდე.

დასახელება "კოკა–კოლა", ისევე როგორც წარწერის შრიფტი შექმნა ფრენკ რობინსონმა. გამომგონებელმა ჯონ პემბერტონმა, რომელმაც ვერ განსაზღვრა კოკა კოლის სასმელის მომავალი წარმატება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 1888 წელს მიჰყიდა თავისი საქმე სხვადასხვა პარტნიორებს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ატლანტაში ჩნდება ირლანდიელი ღარიბი ემიგრანტი – აზა კენდლერი, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი აქვს, მაგრამ აქვს გამართლების დიდი რწმენა. საკმაოდ კარგი კომერციული ნიჭის შედეგად იგი ახერხებს გარკვეული კაპიტალის დაგროვებას და კოკა კოლის რეცეპტის შესყიდვას პემბერტონის ქვრივისგან 2300 ამერიკულ დოლარად.

ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად აზა კენდლერი 1893 წლის 31 იანვარს ჯორჯიას შტატში აფუძნებს კომპანიას სახელწოდებით – "The Coca-Cola Company" საწყისი კაპიტალით 100 ათასი დოლარი და ოფიციალურად არეგისტრირებს მის სავაჭრო ნიშანს, რომელიც გამოიყებებოდა 1886 წლიდან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა კოლის სასმელის შემქმნელი, აზა კენდლერი არის კომპანია კოკა კოლის შემქმნელი. იმავე წელს გადახდილი იქნა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციაში). იქიდან მოყოლებული კომპანია ყოველ წელს თავის აქციონერებს უხდის დივიდენდებს.
აზა კენდლერი იწყებს კოკა კოლას სარეკლამო კომპანიას, ქმნის პროდუქტის რეალიზაციის განყოფილებას, რომელშიც იწვევს ენერგიულ თანამშრომლებს .გამომდინარე იქიდან, რომ კარგი რეკლამისათვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, აზა იყენებს მაშინდელი დროისათვის ახალ სარეკლამო ფორმებს. იგი იწყებს ფოსტის საშუალებით კოკა კოლის უფასო პორციების მიღებაზე კუპონების და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნას.

ამ სუვენირების აქციას კომპანიისთვის მოაქვს განუზომლად დიდი პოპულარობა. სასმელი ხდება ძალიან მოდური, კომპანიის ლოგო კი ცნობადი ყველასათვის. იგი იბეჭდება მოდური ჟურნალების გარეკანებზე, უზარმაზარ პლაკატებზე და ა.შ.

1894 წელს იხსნება სიროფის წარმოების მეორე ქარხანა ტეხასის შტატში. ამავე წელს ქალაქ ვიკსბურგის ერთ–ერთმა მაღაზიის მფლობელი სიმარტივისთვის იწყებს კოკა კოლის ბოთლებში ჩამოსხმას და ამ ფორმით გაყიდვას. ხუთი წლის შემდეგ კი ორი მწარმოებელი ბენჟამინ ტომასი და ჯოზეფ უაიტხედი კენდლერისგან ღებულობს სასმელის ბოთლებში ჩამოსხმისა და გაყიდვის ექსკლუზიური უფლებას ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. 
1916 წელს კოკა-კოლას ორიგინალური ბოთლი გამოჩნდა, რომელსაც "თეძოებიანი" უწოდეს. მისი შემქმნელი ბენჯამინ ტომასია, რომელმაც ფირმის შემქმნელებისგან ბოთლებში სასმელის გაყიდვის უფლება გამოისყიდა. იგი მოგების გასაზრდელად უჩვეულო ფორმას ეძებდა, რომელიც ამ პროდუქტს სხვებისგან გამოარჩევდა. იდეა მაშინდელმა მოდამ უკარნახა. 1914 წელს ქალები ისეთ კაბას (გოდე) ატარებდნენ, რომელიც თეძოებს გამოკვეთილად გამოაჩენდა. ორიგინალური ბოთლის შესაქმნელად სწორედ ეს პროპორციები შეირჩა. გაყიდვები კიდევ უფრო გაიზარდა, რადგანაც კოკა-კოლა ცნობადი რამდენიმე ნიშნის მიხედვით გახდა. ბოთლის ფორმის შეცვლამ ამ ფირმის სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის ზრდასაც შეუწყო ხელი. თავდაპირველად ეს სასმელი სწორკუთხოვანი ბოთლებით იყიდებოდა. 1899 წელს ბოთლში ჩამოსხმული კოკა-კოლას წარმოება ქარხნული წესით დაიწყეს, ხოლო 1920 წლისათვის ასეთი ქარხანა ამერიკაში უკვე ათასზე მეტი აშენდა. ამავე კომპანიას კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება - 1933 წლიდან გამოჩნდა პირველი ავტომატები, რომლის მეშვეობითაც კოკა-კოლა ბოთლებით იყიდებოდა. ამ გაზიან სასმელს მაღაზიებში 6 ბოთლისგან გამოშვებული შეფუთვით სთავაზობდნენ. ამ სიახლემ ახალ ათასწლეულამდე მოაღწია. მოგვიანებით კომპანიამ კიდევ ერთი სიახლე დანერგა - მაღაზიებში გადასატანი მაცივრები დაიდგა, სადაც ეს სასმელი ცივი ინახებოდა.
ბიზნესის წარმატებით განვითარებისათვის ორი რამ არის საჭირო - კარგი პროდუქტი და რეკლამა. კენდლერმა კომპანია კოკა-კოლას პირველი სარეკლამო კამპანია ლოზუნგით - დალიეთ კოკა-კოლა!; მშვენიერი და გამამხნევებელი! დაიწყო. ამ ფირმაში რეალიზაციის განყოფილება შექმნა. ფირმის მეთაურმა ახალგაზრდა, ენერგიული თანამშრომლები სარეკლამო კამპანიის დასაწყებად მოიწვია. კარგი რეკლამა მარტო ლოგოტიფითა და ლოზუნგით არ შემოიფარგლება. კენდლერმა სარეკლამო საქმიანობის იმ დროს ახალი ფორმებიც დაამკვიდრა. ფოსტით მომხმარებელს კოკა-კოლას უფასო პორციის მისაღებად კუპონებს ამ სავაჭრო ნიშნით მრავალფეროვან სუვენირებთან ერთად ფოსტით უგზავნიდა. მაღაზიაში ან რესტორანში მისი პირველად დაგემოვნების შემდეგ ამ სასმელის შეძენა და სახლში წარებაც იყო შესაძლებელი. თითქმის ყოველი ადამიანი გამაგრილებელ სასმელს დიდი ენთუზიაზმით მიირთმევდა.

ადვილად ცნობადი სავაჭრო ნიშანი ყოველდღიურ ცხოვრებაში მალე დამკვიდრდა. კოკა-კოლას ლოგოტიპი მოდურ ჟურნალების ყდებზე, გზებზე განთავსებულ უზარმაზარ პლაკატებზე იყო გამოსახული. ამ პროდუქციის რეკლამა ნათელი და ყოველი ამერიკელისათვის საყვარელი სახეებით გამოირჩეოდა. მის რეკლამაში ცნობილი მსახიობები, სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. სასმელის უმაღლესმა ხარისხმა და ლამაზმა რეკლამამ კოკა-კოლას უდიდესი წარმატება მოუტანა.


1894 წელს, ატლანტის ფარგლებს გარეთ ამ სიროფის დასამზადებლად პირველი ქარხარა დალასში, ტეხასის შტატში, შემდეგ კი ჩიკაგოში (ილინოისი), ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) აშენდა. 1895 წელს კი კოკა-კოლას უკვე ამერიკის ყველა შტატში მიირთმევდნენ. 
სადღეისოდ, The Coca-Cola Company-ს მწარმოებელთა სისტემა არის ყველაზე დიდი განსტოებადი საწარმოო და სადისტრიბუციო ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის გარეთ პირველი ქვეყნები, სადაც ეს პროდუქცია შეიტანეს, კუბა და პანამა იყო. ეს 1906 წელს მოხდა. 1920 წელს ევროპაში კერძოდ საფრანგეთში გამოჩნდა. 1929 წელს, კომპანიამ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, გამოუშვა ლითონის ჭურჭელში ჩამოსხმული კოკა-კოლა, რომლის გაციებული სახით შენარჩუნება სიცხეშიც იყო შესაძლებელი.

კოკა-კოლა სანტა კლაუსთან ერთად

1931 წელს კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა - კოკა-კოლა სანტა კლაუსმა დაიჭირა ხელში. მას შემდეგ იგი საახალწლო რეკლამების შემადგენელი ნაწილი გახდა. ამერიკელმა მხატვარმა , ჰადონ სუნდბლომმა სანტა-კლაუსის წითელ-თეთრი კოსტიუმის დიზაინის შესაქმნელად შეკვეთა მიიღო. მანამდე სანტა-კლაუსის ჩაცმულობა სხვადასხვა იყო, რაც მას მიმზიდველობას სულაც არ მატებდა. მხატვარი დიდხანს ფიქრობდა, სანტასთვის როგორი სახე დაეხატა და საკუთარი ავტოპორტრეტი შექმნა. სწორედ ამის გამო, უკვე მრავალი წელია სანტა-კლაუსი მრავალფეროვანი სარეკლამო რგოლებიდან და სურათებიდან ჰადონ სუნდბლომის სახით გვესალმება.

image
1955 წელს ამ კომპანიამ ახალი გამაგრილებელი სასმელი Fanta გამოუშვა. სამი წლის შემდეგ Sprite-ის წაწმოება დაიწყეს. 1960 წლიდან თავისი გამაგრილებელი სასმელების ლითონის ჭურჭელში გამოშვება დაიწყო, რაც ადრე მხოლოდ ჯარისკაცებისთვის კეთდებოდა. 1977 წლიდან პროდუქცია პლასტიკატის ბოთლებში გამოუშვა, რომლის ტევადობაც 2 ლიტრი იყო.

ყოველდღიურად ეს გამაგრილებელი სასმელი მსოფლიოს მასშტაბით 900 მილიონზე მეტი ბოთლი იყიდება. ყოველი წამის განმავლობაში ამ სავაჭრო ნიშნის საქონელს 12 ათასი ადამიანი შეიძენს. კომპანია კოკა-კოლას მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი ლიბიისა და ირანის გარდა. კომპანია კოკა-კოლა დღეს - ეს არის 3500-ზე მეტი გამაგრილებელი სასმელის სახეობა, 500-ზე მეტი ბრენდი, რომელიც მსოფლიოს 206 ქვეყანაში იყიდება. კომპანია უალკოჰოლო სასმელების ყველაზე პოპულარული 5 ბრენდიდაან ოთხის მფლობელია. 2011 წლის შედეგების მიხედვით, კოკა-კოლა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი ზედიზედ მეთორმეტედ გახდა. სააგენტო Interbrand-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, მისი ღირებულება 2011 წელს 71,852 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამ კომპანიის კაპიტალი, 2010 წლის მაჩვენებლების მიხედვით 31,317 მილიარდი დოლარია, თანამშრომელთა რაოდენობა 140 ათას აღწევს, კომპანია სხვა პროდუქტებთან ერთად 8 სახეობის კოკა-კოლას უშვებს, რითაც ყველა გემოვნების მომხმარებლის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.

სადღეისოდ, კოკა-კოლა გლობალური ბრენდის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მისი ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით 98%-ია.

Coca-ColFact
1898 წელს ატლანტაში შენდება სამ სართულიანი კოკა კოლის ოფისი.

შემდეგი 20 წლის განმავლობაში კოკა კოლის ქარხნების რიცხვი აღწევს ათასს.

1902 წელს ბაზარზე ჩნდება ახალი კონკუტენტი კომპანია პეპსი კოლა (Pepsi-Cola).

1906 წელს კოკა კოლა გადის კუბის და პანამის ბაზარზე,
მაგრამ ჩნდებიან ყალბი სასმელის დამამზადებლები. მათთან საბრძოლველად კომპანია 1915 წელს ქმნის ცნობილ კონტურულ ბოთლის. მის დიზაინი იქმნება ინდიანას შტატში. 1977 წელს კონტურული ბოთლი რეგისტრირდება, როგორც კოკა კოლის ერთ–ერთი სავაჭრო ნიშანი.

19019 წელს აზა კენდლერი ჰყიდის კომპანის ერნესტ ბუდრაფს – ბანკირს ატლანტიდან 25 მილიონ დოლარად.

1923 წელს კომპანიის სათავეში დგება ერნასტის შვილი – რობერტ ბუდრაფტი, რომელიც თანამდებობაზე რჩება 60 წლის განმვლობაში. იგი ქმნის კორპორაცია კოკა კოლას. იქმნება კოკა კოლის გაყიდვის ერთიანი სტანდარტები.

1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის ნაკრებს ჩააქვს 1000 ყუთი (ყუთში იყო 6 ბოთლი) კოკა კოლა.

ამის შემდეგ კოკა კოლა ხდება ოლიმპიური და სხვა საერთაშორისო სპორტული თამაშების სისტემატიური სპონსორი.
1931 წელს კომპანია ამერიკელ მხატვარს ჰადონ სუნდბლომს უკვეთავს თეთრ–წითელი ფერის სანტა კლაუსის კოსტუმის დიზაინის (მანამდე სანტა კლაუსი იცვამდა სხვადასხვა ფერის და ფორმის ტანისამოსს). მხატვარი ბევრი ფიქრის შემდეგ სანტას სახე ს ხატავს თავისი ავტოპორტრეტის სახით.

ამავე პერიოდში დიდ პოპულარობას იძენს პეპსი კოლა. მასთან საბრძოლველად კოკა კოლას შეაქვს სარჩელი კონკურენტის მიერ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით (სახელწოდებაში კოლას გამოყენება). დიდი და სკანდალური საქმე მთავრდება მშვიდობიანი შეთანხმებით. მაგრამ იწყება "ცივი ომი" ორ კონკურენტ კომპაnიას შორის.

მსოფლიო ომის პერიოდში 5 მილიონი ბოთლი კოკა კოლა იგზავნება სამხედროებისთვის .

1960 წელს იწყება სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის. 1977 წლიდან კი იწყება კოკა კოლის 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.

1979 წელს კომპანიის სათავეში მოდის რობერტო გოზუეტა.

1982 წელს გამოდის კოკა კოლის ახალი სასმელი Diet Coke, რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არის ნაკლებად კალორიული.
დღევანდელ დღეს კოკა კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი მარკა. იგი იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი კოკა კოლა.
არსებობს კოლა-კოლას მუზეუმი,სადაც შესვლის ღირებულებაა 16$
მუზეუმის გასასვლელში არის ოთახი სადაც შეგიძლიათ გასინჯოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული კოკა კოლა.

Fanta პირველად დაინერგა ევროპაში 1955 წელს. ხოლო Sprite გაჩნდა შტატებში 1961 წელს.
Diet Coke პირველად შემოვიდა 1982 წელს. თუმცა ჩვენ მას მსუბუქს Light-ს ვუწოდებთ

985 წელს კოკა კოლამ გადაწყვიტა შეეცვალა სასმელის რეცეპტი და დაიწყეს ახალი სარეკლამო კამპანია. ამ ყველაფერს უნდა გაენახლებინა ბრენდი რათა აღარ დაეკარგათ კომპანია Pepsi -ს მიერ წართმეული ახალგაზრდა აუდიტორია. თუმცა ამან პირიქით, უკუშედეგი გამოიღო, გაიმართა საპროტესტო აქციები კოკა კოლას ძველი რეცეპტის დაბრუნების მოთხოვნით. და 3 თვის შემდეგ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაებრუნებინათ ისევ ძველი რეცეპტი.

M i s s ♥ M a r t i n a
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 910 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-05-10 Spam
vgijdebi yoveldge vsvam <3 kai niusia