მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 4 » clothes
8:52 PM
clothes


1. ჯინსი და მაისური


ჯინსის და მაისურის კომბინაცია კლასიკური არჩევანია. იდეალური 

მაშინ, როცა არ იცი რა ჩაიცვა. არსებობს სხვადასხვა ვარიაციები მაისურისა და ჯინსის 

ფერისა და ფორმის მიხედვით, შეგიძლია ჩაცმულობას შეუხამო მაღალქუსლიანი, 

სპორტული ფეხსაცმელი ან სანდლები. შეგიძლია 

გაამრავალფეროვნო აქსესუარებით, სათვალით, ქუდებით, 

სამაჯურებით, ან თუნდაც, ჯაჭვებით.



2. პატარა შავი კაბა


პატარა შავი კაბა ის სამოსია, რომელიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. მისი 

გამოყენებით საკმაოდ მრავალფეროვანი ჩაცმულობის შედგენაა შესაძლებელი ნებისმიერ 

სეზონზე. პატარა შავი კაბის ჩაცმა შეგიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სამსახურში 

თუ წვეულებაზე, მარგალიტების მძივით ან მის გარეშე.



3. კლასიკური შარვალი და ბლუზა

ტანსაცმლის ამ კომბინაციაში მშვენივრად იგრძნობ თავს დილიდან საღამომდე. ალბათ ყველას 

გარდერობში მოიძებნება ერთი „მკაცრი" კლასიკური შარვალი და აბრეშუმის ბლუზა. მათი 

შეხამება შეიძლება როგორც მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან, ასევე ჩვეულებრივ „ბალეტკებთან", 

ასე შექმნი მშვენიერ საოფისე ჩაცმულობას, ხოლო თუ ბლუზას ზედა რამდენიმე ღილს შეხსნი, 

მზად იქნები მხიარული საღამოსთვის.




4. გრძელი მაისური და შავი ქვედაბოლო

მაისურითა და შავი ქვედაბოლოთი საკმაოდ ბევრი ვარიაციის მოფიქრებაა შესაძლებელი. 

შეარჩიე ქვედაბოლოს სტილი და სიგრძე სხეულის ფორმის მიხედვით. სიტუაციის მიხედვით 

შეგიძლია მოირგო მაღალქუსლიანი ან სპორტული ფეხსაცმელი. ხოლო თუ ოდნავ დავარდნილ 

ჟაკეტსა და T-ჭრის ფორმის „ბალეტკებს" დაუმატებ, მიიღებ რეტრო სტილს.




5. ყვავილებიანი კაბა


ბოლო წლების მოდის გათვალისწინებით, ყვავილებიანი კაბა ძალიან აქტუალურია. შემოიცვი 

ტყავის ან ჯინსის ქურთუკი, ან ერთფეროვანი ჟაკეტი, იმის მიხედვით თუ როგორი სტილი 

უფრო მოგწონს – ნაზი თუ მეტად ფემინისტური. ასევე, ყვავილებიანის ნაცვლად შეგიძლია,

სხვა პრინტი შეარჩიო.



6. სადა კაბა და პალტო

მარტივი, ყოველდღიური კომბინაცია ცივ ამინდში. შეგიძლია შეუხამო 

თხელი კოლგოტი და მაღალყელიანი ჩექმები.




7. ყოველდღიური შორტები/შარვალი

მშვენიერი საზაფხულო (და არა მხოლოდ) ჩაცმულობა. მეზღვაურის ზოლებიანი მაისური უკვე 

კლასიკად იქცა, ხოლო მაისური შორტებთან, ჩალის ქუდთან და ტყავის სანდლებთან ერთად 

შექმნის შესაბამის იერს პლაჟისთვის.



8. შენ მიერ შერჩეული კომბინაცია


ალბათ ყველას გვაქვს ამოჩემებული სამოსი, რომელშიც თავს კომფორტულად და 

მიმზიდველად ვგრძნობთ. ეს კომბინაცია იდეალურია მაშინ, როცა არ იცი რა ჩაიცვა.


კატეგორია: ♥ მოდა | ნანახია: 903 | დაამატა: PerfectlySelly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-11-09 Spam
kargi siaxlea, momewona)