ბიოგრაფია:
ავსტრალიელი მსახიობი კლერ ჰოლტი დაიბადა 1988 წლის 11 ივნისს ბრაისბეინში, ავსტრალიაში. მან დაამთავრა Stuartholme-ს სკოლა Toowong-ში 2005 წელს. ის ჩაბმულია სპორტის რამდენიმე სახეობაში: ცურვა, ფრემბურთი, წყალბურთი და Tae-Kwon-Do-ში, რომელშიც შავი ქამარი აქვს მოპოვებული. ბავშვობაში ის სასკოლო, სასიმღერო გუნდის ერთ-ერთი წევრი იყო.
მოღვაწეობა:
2006 წელს კლერმა მიიღო ემა გილბერტის როლი Network Ten-ის საბავშვო სატელევიზიო სერიალში H2O:უბრალოდ დაამატე წყალი. სერიალმა მოიპოვე ჯილდოები: Logie Award და Nickelodeon Australia kids' choice Award. სერიალის მესამე სეზონის გადაღებისას ჰოლტმა უარი თქვა სერიალში მონაწილეობაზე, რადგან შემოთავაზება მიიღო The messengers 2: The Scarecrow-ში მონაწილეობაზე, რომელიც 2007წელს გადაღებული ფილმის The Messengers-ის გაგრძელებაა. გადაღებები 2008 წელს სოფიაში მიმდინარეობდა. ფილმი დივიდიზე მისაწვდომი 2009წლის 21 ივლისიდან გახდა, 2011 წლის აგვისტოში კი მან მიიღო რებეკას როლი სატელევიზიო სერიალში "ვამპირის დღიურები".
ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობის პარალელურად ის რამდენიმე რეკლამაშიც გადაიღეს, ესენია: Dreamworld, Sizzler, Queensland Lifesaving. BuddyTV-მ კლერ ჰოლტი 2011 წლის ყველაზე სექსუალურ 100 ქალბატონს შორის 55-ე ადგილზე დაასახელა.
ფილმოგრაფია:
2006-2008წლები-H2O:უბრალოდ დაამატე წყალი-Emma Gilbert-ის როლში
2009-The messengers 2: The Scarecrow-Lindsay Rollins
2011-Mean Girls 2-Chastity Meyer
2011-Pretty Little Liars-Samara Cook
2011-დან დღემდე-The Vampire Diaries-Rebekah Mikaelson
2012-Blue Like Jazz-Penny
ფოტოები და ანიმაციები