ჩუპა ჩუპსის იდეა წარმოიშვა 1958 წელს. მანამდე ის გამოდიოდა როგორც სხვა დანარჩენი ჩვეულებრივი კანფეტები, რომლებსაც ჰქონდათ სხვადასხვა ფორმა და ფერი. ბავშვები ხშირად იღებდნენ პირიდან კანფეტს , რათა ენახათ როგორი იყო ის, ან მალავდნენ მშობლებისგან, ან კიდევ ინახავდნენ ჯიბეში რათა შემდეგ "მიერთვათ” :) .
1958 წელს ენრიკ ბერნატმა შექმნა უნივერსალური კანფეტი, რომელიც ახარებდა ბავშვებსაც და მშობლებსაც. მას უეცრად მოუვიდა თავში იდეა, რომ მსოფლიოს სჭირდებოდა ისეთი კანფეტი, რომელიც ისე შეიძლებოდა გეჭამა , როგორც ჩანგლით.
თავიდან კანფეტს დაარქვა "GOL” , წარმოიდგინა რომ კანფეტი იყო ბურთი, პირი კი – კარები. მაგრამ შემდეგ მან მაინც მიმართა სარეკლამო სააგენტოს, სადაც მათ კანფეტს დაარქვეს ” CHUPS ". შემდეგ მათ გამოუშვეს სარეკლამო რგოლი, რომელის სიმღერა ” chups ” ძალიან დასამახსოვრებელი და პოპულარული გახდა, მაგრამ ესპანელი ბავშვები მღეროდნენ შემდეგნაირად : ” chupa, chupa, chupa, chups! ". ამიტომ ამ კანფეტს ყველა ეძახდა ” chupa chups ".
გემრიელ კანფეტს ჭირდებოდა გემრიელი ლოგოც … ენრიკე ბერნარტი ამისათვის მივიდა სალვადორ დალისთან, რომელმაც გადაწყვიტა დასახელება chupa chups ჩაესვა გვირილის ყვავილში. და ეს ლოგო, ისევე როგორც კანფეტი, გახდა ძალიან პოპულარული.
უკვე 50 წელია ჩუპა ჩუპსი ყველას უყვარს და ყველას ახარებს. ამიტომაც 50 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი ჩატარდა ბარსელონაში.