გარკვეული ნაკლის გამო ადამიანებს არასრულფასოვნების კომპლექსი რომ უჩნდებათ ხოლმე, ეს ყველამ კარგად იცის. ჰოდა, ალბათ, ზედმეტმა კილოგრამებმა ძალიან შეაწუხეს და Christina Aguilera-მ გადაწყვიტა, ცოტა არ იყოს, მისთვის უჩვეულოდ გამოჩენილიყო საზოგადოებაში.
თუ კი ადრე მომღერალი თავისი გარეგნობით იქცევდა ყურადღებას, ახლა ერთ-ერთი კლუბიდან გამოსული სანტა კლაუსის ქუდით შეამჩნიეს. ეს რომ მის იმიჯს სულაც არ შეესაბამება, ალბათ, თქვენც ხვდებით. შეიძლება, ბევრმაც თქვას მერე რა მოხდაო, მაგრამ რა ვიცით...