მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » ChiTipedia
9:29 PM
ChiTipedia

ChiTipedia
ეს არის ენციკლოპედია, რომლის შინაარსიც
უმეტეს შემთხვევაში არ არის სიმართლე
და მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია,
თუმცა, ხშირად სიმართლეც არის და თან მწარe


ვიცი რომ დიდია მაგრამ ძაან გთხოოვთ წაიკითხოოთ..))

ჩიტიპედია მედია ჰოლდინგ ჩიტის ღია პროექტია, რომელში ჩართვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ეს არის ენციკლოპედია, რომლის შინაარსიც უმეტეს შემთხვევაში არ არის სიმართლე და მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა, ხშირად სიმართლეც არის და თან მწარე.
აღნიშნული პროექტი სატირულ-იუმორისტული ფორმატისაა და რეკომენდებულია შესაბამისად მოპყრობა.
ჩიტის რედაქცია არ აგებს პასუხს ჩიტიპედიაში დამატებული სტატიების შინაარსზე. რედაქცია არ წაშლის არც ერთ სტატიას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სისხლის სამართლის კოდექსს.
ნებისმიერი სტატიის დამატება ან/და რედაქტირება შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს. სტატიის დამატებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი: სტატია უნდა იყოს სატირულ-იუმორისტული.
 
სტატია უნდა იყოს მაქსიმალურად ენციკლოპედიურ ფორმატში.
კონკრეტული პიროვნების ბიოგრაფიის დაწერისას ნუ გამოიყენებთ უცენზურო ლექსიკას.
ერთ სიტყვიანი სტატიები, რომლებიც ემსახურება ვინმეს პირად შეურაცხყოფას, წაიშლება ან ჩასწორდება თქვენზე უფრო კაი იუმორის გრნობის მქონე ტიპების მიერ.
სტატიების კითხვისას გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
დიახ, ხუმრობა ყველაფერზე შეიძლება.


იმის შესახებ თუ რა არის ჩიტიპეტია ინფორმაცია მოგაწვდინეთ ..მოდი ეხლა უბრალოდ ჩემთვის ძაან სასაცილო სტატიებს სემოგთავაზებთ..ძაან სასაცილოა ..დავიწყოთ

ნომერ 3 ადგილი:Facebook ის გაუქმება

ქართველი თინეიჯერების უმეტესობა ფეისბუქს თვეში ერთხელ მინიმუმ მაინც აუქმებს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენჯერ ეჩხუბნენ "ქრაშს", რამდენჯერ გამოიწვია მათში თამბლერზე ნანახმა სურათმა ცხოვრებისეულ სადარდებლებზე ფიქრის მოთხოვნილება, რამდენჯერ ეჩხუბნენ ვირტუალურად გაცნობილ დაქალს რაღაც უმნიშვნელოს გამო და ა.შ
ფეისბუქს ძირითადად აუქმებენ მინუმუმ 1 და მაქსიმუმ 48 საათი. გააჩნია ტკივილს...
ფეისბუქის გაუქმებისას ყველაზე ხშირად გამოყენებული სმაილი არის " :) " ან უბრალოდ მოკლე–მოკლე სიტყვებით აწყობილი წინადადებები და ყოველი მათგანის ბოლოს არაპუნქტუაციური მიზნით დასმული წერტილები.
ველაზე ხშირად შევხვდებით ფრაზებს:


ფბ–ს ვაუქმებ :)
კარგად :)
ამ ცხოვრების დედას შევეცი :)
მადლობა :)
პკ :)
ჩემი დაბადების დღე მოვტ*ან :)
no matter what I say, they say it's all a lie :)
და ა.შ.

არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც facebook-ის გაუქმებად სახელის გადარქმევა, მეგობრების წაშლა და ყველა გვერდის "დაანლაიქბა" მიაჩნია. განვიხილოთ სახელების რამოდენიმე ვარიაცია: ° გაუქმებულია გაუქმებულია ° gau qmebulia ° .... ........


ნომერ 2 ადგილი:შეყვარებული-წყვილი

ეყვარებული წყვილი - ორი ადამიანი, რომლებსაც Facebook-ზე რილეიშენშიპი უყენიათ, ერთმანეთის ყველა სტატუსსა და ფოტოს ალაიქებენ, უსმენენ იდენტურ მუსიკას და ხშირად უდებენ ერთიმეორეს ბმულებს, რასაც მოყვება ჩვეული კომენტარები: ჩვენი <3, <33333, მიყვარსსსსსს და ა.შ. შეყვარებულ წყვილს ერთმანეთი ან ერთხელ ან კიდევ საერთოდ არ ყავთ ნანახი, ყოველი კინკლაობისას რილეიეშენშიპ სტატუსს ცვლიან, რასაც მათი დაბნეული მეგობრების წუხილითა და სიანნულით აღსავსე კომენტარები მოყვება. ზოგჯერ წყვილი უმიზეზოდ აუქმებს ურთიერთობას და single-ს იწერს, იმისათვის რომ ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

როგორ ამოვინოთ ფეისბუკ შეყვარებულები

როცა ორი ადამიანი დღეში შვიდჯერ პოსტავს გულს მეორის კედელზე.
გამონაკლისები
გამონაკლისის სახით არსებობენ ისეთი წყვილები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმს ორის გარდა: ისინი იშვიათად ან არ ცვლიან რილეიშენშიპ სტატუსს და ხშირად (ან ყოველდღე) ნახულობენ ერთმანეთს. თქვენ შეგიძლიათ ჩამოსქროლოთ კედელი და იხილოთ მათი ჩახუტებული/ჩაცუცქული/ფეხზემდგომი/ხელგადახვეული/წელზეხელებშემოვლებული/მწოლიარე/ხელშიაყვანილი/მოზასავე/ტუჩებგამობზეკილი/ხელჩაკიდებული ფოტოები. მთელი მათი ურთიერთობის ეპოპეა ფოტოებზეა აღბეჭდილი და ფეისბუკზე იდება ცვალებადი სიხშირით: შაბათ-კვირას 16-18 ფოტო დღეში. კვირის დღეებში 8-10.

 და ნომერ პირველი რომელი ჩემი ფავორიტია.

ხშირად ვიყენებ და ხშირად ვხუმრობ! მადლი ფოინთი

მადლი - სიკეთის საზომი ერთეული. (მაგ: ოთხი მადლი სიკეთე) ძირითადად ფლობენ სასულიერო პირები, რომლებიც პერიოდულად სხვადასხვა სახით (პირჯვრის გადასახვით და ა.შ.) გასცემენ მას. განსაკუთრებული თავისებურება - მადლი არ იღება, ის გადმოდის.
მადლი ფოინთი
მადლი ფოინთი (Madli Point) არის მადლის აღსარიცხი სისტემა. მართლმადიდებლებს მადლი ერიცხებათ სამოთხიდან მამაოს გავლით. მისი მთავარი დისტრიბუტორი რაღათქმაუნდა პატრიარქია, მაგრამ მადლის გაცემა ასევე შეუძლია მამა იობი-ვან კენობის და სხვებს.
მადლი ფოინთი გაიცემა მართლმადიდებლურად მოქცევაზე, მაგალითად :
1. პატრიარქის თბილი ფოტოს გაშეარება - 5 მადლი ფოინთი
2. რელიგიური პოსტები (MarXvaaa <33; Ufalo Shegviwkale; Dideba ufals; me miyvars chemi patriarqiiii <333 :**) - 10 მადლი ფოინთი
3. რელიგიური ფეიჯების დალაიქება და დაშეარება, ასევე მათი პოსტების გაშეარება - 7 მადლი ფოინთი
4. სულ გაყიდული იაღოველების (ათეისტ-სატანისტ-როკერ-ლიბერალ-გეი ზანგების) გინება - 15 მადლი ფოინთი
5. სულ გაყიდული იაღოველების (ათეისტ-სატანისტ-როკერ-ლიბერალ-გეი ზანგების)ორსართულიანი გინება - 2X15 მადლი ფოინთი (ყოველ კრეატიულ გინებაზე და სართულების მომატებაზე მადლი ფოინთი ორმაგდება).
6. ლიბერალური დემონსტრაციების დარბევა - 50 მადლი ფოინთი
7. ჰელოუინის დარბევა - 70 მადლი ფოინთი
8. სულგაყიდული იაღოველების ცემა - კაცზე 20 მადლი ფოინთი ((1X1- ცემა 20 მადლი ფოინთი, 1X2-ზე ცემა 50 მადლი ფოინთი, 2X1-ზე ცემა 100 მადლი ფოინთი (იმიტო რო ესე იგი უფრო აგრად სცემეთ))
დახმარება
თუკი მადლი ფოინთები არ დაგერიცხათ და ცხოვრებაში თავს მაინც დაჩაგრულად გრძნობთ, მიმართეთ მან-მან-კანს და მიიღებთ დარიგებას.

სულ ეს იყო.იმედია თქვენც ისე იხალისეთ როგორც მე..))

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1150 | დაამატა: ohsnapitznini♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5