მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » ჩემს შესახებ
10:47 PM
ჩემს შესახებ

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას,მე ანა ზაქრაძე ვარ იგივე renismee ვინც არ იცით,ასეთი რაღაც ძველს საიტზეც იდო და იქაც გავაკეთე მაგრამ მაშინ ნახევარ თქვენთაგანს არც კი ვიცნობდი ამიტომაც გადვწყვიტე ჩემს შესახებ თავიდან მომეყოლა.


თქვენსავით მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვარ,დავიბადე 1997 წლის 19 დეკემბერს ქუთაისში მაგრამ ვცხოვრობ გომში.დავდიოდი ცეკვაზე და მუსიკაზე მაგრამ მუსიკა შარშან დავამთავრე და ცეკვაზე კიდევ ის ძველი ჯგუფი დაიშალა ვინეებიც ვიყავით და მეც შევწყვიტე.ძალიან მინდა გიტარაზე დაკვრა ვისწავლო,ვაპირებ ზაფხულში განვახორციელო ჩემი ოცნება.


როგორი ადამიანი ვარ?ჯერ მინდა გითხრათ რომ სულაც არ ვიზიარებ გამოთქმას"ძნელია ილაპარაკო საკუთარ თავზე",მე ასე არ ვთვლი და ამაში მალე დაწრმუნდებით.

საერთოდ ძალიან მერყევი ხასიათი მაქვს,მაგრამ პირდაპირი,რამე თუ არ მომწონს მაშნვე გეტყვი,თუმცა არ ვარ თავხედი,ზღვარს არ გადავდივარ და ვცდილობ რომ ხალხს გული არ ვატკინო იმიტომ რომ მერე წყენა მალე გადამდის და ის ადამიანი მონდურებული მრჩება,მაგრამ პრინციპული ვარ,რამეს რომ ვიტყვი იმას აუცილებლად ვასრულებ,შანსი არ არის პირველმა დავთმო რამე,მაგრამ პასუხისმგებლობაც გამაჩნია,არასოდეს არ დავმალულვარ,ჩემს საქციელზე სულ მე ვაგებ პასუხს.ვერ ვიტან როცა მალოდინებენ და აც მე არ ვიგვიანებ ხოლმე,პუნქტუალურ(ჰაჰაჰა).არც ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს მაგრამ რატომღაც ყველას გონია რომ გაუჩერებლად ვლაყბობ,ამ დროს ერთი სიტყვის დაძვრა მეზარება ხოლმე.


მაგრამ არ იფიქროთ რომ უარყოფითი მხარეები არ მაქვს,უჰ.

ხასიათებით ყველა მეუბნება რომ უცნაური და განსხვავებული ვარ,მე არ ვიცი რამდენად მართალი ეს მაგრამ როცა ასე მეუბნებიან ნამდვილად მსიამოვნებს.(ჰაჰაჰა)

არ მიყვარს ძალიან აცანცარებული ხალხი,კიდევ შტერები და ისეთები ამ ცხოვრების არაფერი რომ არ გაეგება,ვერ ვიტან ისეთებს დღე და ღამ ქუჩაში რომ დგანან და სიგარეტს ეწევიან.


მომწონს როცა ადამიანი განათლებულია და შეუძლია ლოგიკურად აზროვნება,არ მიყავრს ადამიანის განსჯა,არასოდეს ვამბობ რომ ვიღაცამ რაღაც ცუდი გააკეთა და ვაი და ვუი.

არ მყავს საუკეთესო მეგობარი,საერთოდ ვთვლი რომ თუ გყავთ რამდენიმე კარგი მეგობარი რომელთაც შეგიძლიათ ენდოთ ესეიგი თქვენ უკვე გაგიმართლათ,საუეკტესო მეგობრის მცნება კი უბრალოდ სასაცილოა და მეტი არაფერი,არ არის კარგი მთლიანად ერთ ადამიანზე იყო დამოკიდებული.


ხანდახან ვფიქრობ რომ რაღცით განსხვავებული ვარ მაგრამ ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ რომ იმდენად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რომ თავი არაჩვეულებრივი მგონია.

არ ვარ ეკლესიური,უფრო სწორედ ვიყავი მაგრამ ვეღარ ვახერხებ,სწავლი გადამკიდე,უკვე ვეღარ ვითვლი რამდენი ხანია ერთი უბრალო ლოცვა აღარ მითქვამს.

მაქვს ერთი საყვარელი გამოთქმა რომელიც ამოვიჩემე და ვფიქრობ რომ ამრთლაც ჭკუის სასწავლებელია. „live in the moments” ეს ნაწყვეტი ამოღებული ჩემი ფავორიტი ფილმიდან remember me


მე თვითონ რაღაცეებს განსხვავებულად ვუყურებ,საერთოდ ჩემი სამეგობრო წრე განხსვავებულად მიცნობს არადა მე საერთოდ სხვა ვარ,ეს ალბათ იქედან გამომდინარე რომ ჩემს ემოციებს კარგად ვერ გამოვხატავ,შემიძლია სრულიად უცნობ ადამიანს ათასჯერ ვუთხრა რომ მიყვარს მაგრამ დედაჩემს და მამაჩემს ვერა,არცერთთან არ ვარ გადაფსკვნილი,ამიტომაც ხშირად მეუბნებიან რომ ცივი ხასიათები მაქვს,მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.(ჰაჰაჰა)

მიყვარს კითხვა და წერა,არ ვიცი რატომ მაგრამ ვფიქრობ რომ წერაში ჩემი თავი ვიპოვე,აქაც ვდებ მოთხრობას მაგრამ ეს უფრო გასართობად,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ლილის და ჯასტინს ძალიან შევეჩვიე,ასევე მიყვარს ხატვაც.განსაკუთრებით გრაფიკაში პორტრეტების.

ვგიჟდები შოკოლადის ყველანაირ სახეობაზე და ვერ ვიტან ნამცხვრებს,ვერცერთ სახეობას.

ძალაინ ბევრი რამ მიყავრს მაგრამ რატომღამ ახლა დამავიწყდა ყველა(ჰაჰაჰა)

ბევრი გამიგრძელდა და მოკლედ გეტყვით,ყველა წიგნი მიყვარს,მაგრამ განსაკუთრებულად გამოვარჩევდი ჰარი პოტერს,ეს პოტერიადის წევრებს ეცოდინებათ რატომაც.


უამრავი მსახიობი მიყვარს და ყველას მართლა ვერ ჩამოვთვლი მაგრამ რამდენიმეს დავწერ.

ემა უოტსონ


ჯონი დეპი


კიდევ უამრავია მაგრამ ჩამოწერა შემეზარა :D

ვგიჟდები ჯასტინ ბიბერზე,მე ვარ ბილიბერი,და მემგონი ამ ერთი წინადადებით ყველაფერი ნათქვამია,და კდიევ მიყვარს  jelena.


ყველანაირ ჟანრს ვუსმენ რეპის გარდა,მომღრლებს ყველას ვერ ჩამოვწერ რადგანაც იმდენია რომ არ დამეტევა სამაგიეროდ ჩემს ნახატებს გაჩვენებთ,ვიცი არ არის კარგი მაგრამ მაინც.

და ცუდი ხარისხისთვის ბოდიშს გიხდით.


          





კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 948 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2012-02-16 Spam
chem nichieri.ai dzalian miyvrxar.

rogor mgavar zog ragaceebshi zogshi ki ra. magalitan ver vxvdebi tkbileuls ra gachmevs biggrin