მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 4 » ჩემი საკონკურსო თემა (3)
4:29 PM
ჩემი საკონკურსო თემა (3)
 Avril’s Diary 

გამარჯობა მე ავრილი ვარ ერთი ჩვეულებრივი გოგო თუმცა ნამდვილად
არ მაქვს ჩვეულებრივი ცხოვრება...


მამაჩემი რომელიც ყველას და ყველაფერს მერჩივნა,
რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა ყველაფერში და ერთადერთი
ადამიანი იყო დედამიწაზე რომელიც მიგებდა 1 წლის წინ გარდაიცვალა...


მყავს ძმა ჰარი.

ზოგჯერ მგონია რომ ვერ მიტანს.ყოველთვის ვცდილობ ხოლმე შევიდე მასთან კონტაქტში მაგრამ ამაოდ.სკოლაში არცერთი მეგობარი არ მყავს.


იყო დრო როცა სიცოცხლით სავსე მხიარული გოგონა ვიყავი
და ყველა ჩემთსან მეგობრობას ცდილობდა
მაგრამ ერთი წლის წინ ყველაფერი შეიცვალა.

არ მინდოდა რომ ჩემს კლასელებს მამაჩემის შესახებ გაეგოთ იმიტომ რომ ვიცოდი ყველას შევებრალებოდი.ამიტომაც არავისთვის არაფერი მითქვამს.მაგრამ ძალიან შევიცვალე.სულ შავები მეცვა ყველას ვაიგნორებდი არავის არ ვაქცევდი
ყურადღებას და არასდროს არ ვიცინოდი.

ყველა კლასში უჟმურს მეძახოდა მაგრამ მეკიდა.ყველაზე მეტად ახლა მინდოდა რომ ჩემს ძმასთან კარგიურთიერთობა მქონოდა იმიტომ რომ მხოლოდ მას შეეძლო ჩემი გაგება.მხოლოდ მისთვის შეიძლებოდა გადამეშალა გული.

გაკვეთილების სწავლის თავი ნამდვილად არაასდროს არ მქონდა ამიტომაც ოროსანი გავხდი.გაკვეთილების უცოდინარობის გამო ძირითადად დერეფანში
ვატარებდი გაკვეთილების დროს.



მამაზე ფიქრი არ მშორდებოდა.ერთხელაც ავედი მეორე სართულზე
გაკვეთილიდან გამოგდებული და ტირილი დავიწყე...
-მა რა გინდა რატომ არ მანებებ თავს არ შემიძლია ამდენი
ტანჯვა.რატომ დამტოვე? დაგიშავე რამე?რატომ მტანჯავ?...

Harry’s Diary

ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა გამიშვა
ცარცის ჩამოსატანად. გვერდითა კლასიდან აშკარად
ვიღაცის ტირილის ხმა ისმოდა. ეს ავრილი იყო...

ჰარი- ავრილ... რა გატირებს...


ავრილი- როგორ თუ რა მატირებს ჰარი...
აღარ შემიძლია ასე ცსხოვრება... გთხოვ მითხარი როგორ
მოვიკლა თავი რომ ყველა დავასვენო და მეც დავისვენნო.

მაინც ვერავინ ვერ მიტანს..
ჰარი-ავრილი ახლა ვხვდები რამხელა
შეცდომა დავუშვი და როგორ ეგოისტივით ვიქცეოდი.
შენთვის უფრო ბევრი დრო უნდა დამეთმო.
ნამდვილად არ მეგონა რომ შენ ასე იტანჯებოდი.


ავრილი-ჰარი შენი ბრალი არაფერი არაა
მესმის შენი რომ არ მოგინდებოდა ისეთ უჟმურ
ადამიანთან საუბარი და ურთიერთობა როგორიც მე ვარ...
ჰარი-რეებს ბოდავ შენც კი ვერ ხვდები.
მომინდებოდა თუ არ მომინდებოდა ეგ სხვა
საქმეა მე შენი ძმა ვარ და ვალდებული ვარ რომ
დაგეხმარო და გვერდში ამოგიდგე როცა გჭირდება.
მე კი უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი მაშინ როცა
ჩემს დას ყველაზე მეტად ვჭირდებოდი მაშინ მივატოვე ის
და ჩემს ძმაკაცებთან ერთად გართობას ვუთმობდი დროს.
გპირდები ჩემო ლამაზო ამის მერე ასე არასდროს მოვიქცევი
და მუდამ შენთან ვიქნები



Avril’s Diary


ამის მერე ჰარი ნამდვილად შეიცვალა
მას ყველაზე მეტად ვენდობოდი,მიყვარდა და ვაფასებდი.
უი სულ დამავიწყდა მეთქვა რომ დედაჩემი მამაჩემის
სიკვდილის შემდეგ მეორედ გათხოვდა.

მას არ უყვარდა მამა და ამიტომაც დამწუხრებულის
როჟას კერავდა 1 თვე გულის სიღრმეშI კი
დარწმუნებული ვარ უხაროდა მამას გარდაცვალება.
3 თვე რომ გავიდა გაიქცა მის საყვარელთან საცხოვრებლად
და ჩვენ პროტესტი გამოვუცხადეთ მან კი
ჯანდაბამდეც გზა გქონიათო.


ჩვენ მამას სახლში დავრჩით დედა კი
მის საქმროსთან გაეშურა საცხოვრებლად.
ადრეც ვიცოდი რომ დედას მე და ჰარი დიდად
არ ვეხატებოდით გულზე და სიმართლე გითხრათ
დედაჩემი დიდად არც მე მიყვარდა.იმიტომ რომ
არასდროს არ გვაქცევდა ყურადღებას.და დედობრივი
სითბო მისგან არასდროს არ მიგრძVნია მუშაობდა
ჟურნალისტად და სახლშI არასოდეს არ იყო.

მამიკოს ბოლო სურვილი ის იყო
რომ მე და ჰარი მუსიკას გავყოლოდით.

მამაჩემი არაჩვეულებრივად უკრავდა გიტარაზეც

და პიანინოზე

და კარგადაც მღეროდა.
მე და ჰარისაც გამოგვყვა სიმღერის ნიჭი და
მამა სულ გვამეცადინებდა მუსიკაში.

სიმართლე გითხრათ ეს ერთი წელი ნამდვილად
არ მიფიქრია მამას ბოლო სურვილის შესრულებაზე,
რადგან სულ არ მემღერებოდა.ახლა კი როცა ჰარისთან
ასეთი კარგი ურთიერთობა მაქვს გადავწყვიტე
დამეწყო ჩემს კარიერაზე ფიქრი.



მე და ჰარიმ შევქმენით ჯგუფი.
მისი ერთი ძმაკაცი გიტარაზე უკრავდნენ,კიდევ
ერთი ბიჭი გვყავდა ჯგუფში რომელიც ბარაბანზე
(ნუ დოლზე არ მახსოვს რა ქვია :D) უკრავდა.


მე კი ვმღეროდი.სიმღერის ტექსტებს
მე და ჰარი ერთად ვწერდით.
თავიდან სულ სევდიანი სიმღერები გამოგვდიოდა...

მე სულ მამაზე ვწერდი სიმღერებს.
და მგონი კარგიც გამომდიოდა.
ადრე როცა სულ მარტოდ ვგრძნობდი
თავს დავწეერე ეს სიმღერა სახელად
When Your Gone და ახლახანს ისე
მოეწონათ ბავშVებს კლიპიც კი გადავიღეთ





მოკლედ ნელნელა წინ მივიწევდით 
და საოცრად პოპულარულები
ვხდებოდით.


მილიონობით ფანი გვყავდა.
ვგეგმავდით ტურზე წასვლას.
მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ გულის
სიღრმეში მაინც ის მოწყენილი უჟმური გოგო
ვიყავი და მამიკო საშინლად მენატრებოდა.
მამა რომ გარდაიცვალა დედამ არ გვითხრა თავიდან და
1 კვირით გაგვაგზავნათავის მეგობართან დასასვენებლად.

და რომ ჩამოვედით მერე გავიგეთ ეს
ამბავი და დედაზე საშნლად გავბრაზდი.
თურმე მამა თავის ძმასთან მიდიოდა თვითმფრინავით
და თვითმფრინავი ჩამოვარდნილა მაგრამ გვამი არ იყო ნაპოვნი.


ჩვენი ჯგუფი უამრავ კონცერტს ატარებდა აი რამდენიმე მათგანი

v=LOcKckBLouM&ob=av2e



















ყოველი კონცერტის დროს მობილურით მამიკოს
ნომერზე ვრეკავდი და ისეთი შეგრძნება მქონდა
რომ მას ესმოდა.ერთხელ კონცერტის დროს როცა მამას ნომერზე
დავრეკე მან აიღო... არ ვიცი რა დამემართა გავშრი.

ეს რაღაც სასწაული იყო. შემდეგ გავიგე მისი ხმა...
ამაზე ისტერიკული ტირილი ამივარდა. ვერ მივხვდი
რაში იყო საქმე.ჰარიმ გამომართვა ტელეფონი.
ისიც ამავე ემოციებში

იმყოფებოდა.


როგორც გაირკვა მამა კომაში ყოფილა 1 წლის
განმავლობაში.ჩვენ კონცერტი გავაუქმეთ
და სასწრაფოდ გავიქეცით აეროპორტშI ბილეთების დასაჯავშნად.
თურმე მამა ლონდონში ყოფილა საავადმყოფოში.

მესამე დღეს გაფრენის დრო როცა დადგა
სასწრაფოდ გავექანეთ აეროპორტისკენ დილაადრიან.
ისე ვჩქარობდი რომ ჩემოდანი დამრჩა. ერთი მაიკის
შარვლისა და კეტების ამარა წავედი ლონდონში :D
მეორე დღეს მივაღწიეთ დანიშნულ ადგილამდე.
ძლივს მივაგენით საავადმყოფოს და ავვარდით მამას
ოთახშI.თურმე უკვე გამოწერის დრო მოსულა.
რომ შევედი ოთახში ვერ აღგიწერთ რა გრძნობა დამეუფლა...
გავიყინე გავთბი გამიხარდა მეწყინა გამიკვირდა შემეშინდა გავვოგნნდი.


მოკლედ ძალიან დავიბენი.
მივვარდი მამას და ერთი საათი ნიანგის ცრემლებს
ვვღვრიდი.1 კვირის შემდეგ საქართველოში

ვიყავით მე მამა და ჰარი.

მამას ძალიან გაუხარდა რომ გაიგო რომ მე და ჰარი ვმღეროდით.
ჩვენ დავგეგმეთ რომ ტურზე წავსულიყავით მამიკოსთან
და ჩვენს ბენდთან ერთად. რაც განვახორციელეთ ერთ თვეში.
ტური 7 თვეს გაგრძელდა. მაგრად ვერთობოდით.















და ბოლოს გრანდიოზული კონცერტი ჩავატარეთ

პარიზში ეიფელის კოშკთან.ამის შემდეგ ჩვენ
ყველაზე წარმატებული გუნდის სახელი გვერგო.

მე მთელ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი :)




აქ ვამთავრებ თხრობას
იმედია ოდნავ მაინც მოგეწონებათ
ბევრი ვიწვალე.
სიმართლე რომ გითხრათ
მე ნამდვილად არ მომწონს
და მაინც ვფიქრობ რომ არ გამომდის

ეს წერა.
გთხოვთ შემიფახეთ:(
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 673 | დაამატა: -Ann | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-02-05 Spam
მაგარიაა მომეწონა..წარმატებებიი..))) <33