მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 15 » ♥ჩემი მორიგი ჩანახატი♥
9:18 PM
♥ჩემი მორიგი ჩანახატი♥
♥ჩემი მორიგი ჩანახატი♥
♥თემას შეგნებულად არ ვიტყვი♥
♥შემოდით და შემიფასეთ♥
♥იმედია მოგწონებათ♥ 

"დაკარგული სამოთხე"
მოვიდა გაზაფხული...მე კი მინდა საბოლლოდ განვთავისუფლდე ამ ოპტიმისტური გრძნობებიდან...მინდა მთლიანად ამოვძირკვო ჩემი გულიდან ეს გრძნობა...გრძნობა,რომელსაც „სიყვარული" ჰქვია....მინდა სამუდამოდ გავაქრო 3 წერტილი ჩემი ჩანახატებიდან...რომელნიც უდიდესი სევდისა და ოცნებების მატარებელნი არიან...მინდა ის ღვინის ბოთლები ვიპოვო,რომელთაგანაც პირველად დავაგემოვნე,პირველად მოვსვლი სიყვარულის ყლუპი...ყველა დავლეწო...ამის შემდეგ მთლიანად დავიცალო ტირილისაგან..
განა,არ მინნდა მეც შევიგრძნო ის უმშვენიერესი გრძნობა,რასაც გაზაფხულის ნაზი სიო ჰქვია..მაგრამ-არა!მაინც იგრძნობა ამ ნელ ნიავში ზამთრის სუსხი...ცივი...ამოუცნობი...მაგრამ ამ სიოს მაინც ასდის მომვალის სუნი...თუმცა გემო?გემო როგორი აქვს?-ეს ჯერ კიდევ საკითხავია...მინდა ამ სევდიანი სიმღერის გაგონებისას ცრემლები აღარ მომდიოდეს და რეალობას ვუბრუნდებოდე : თავი ჯერ მარცხნივ გავაქნიო,,მერე მარჯვნივ,შემდეგ კი ვთქვა :
                              ა ღ ა რ     მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ... და ეს სიტყვები ექოდ წავიდეს.....
ი ყ ვ ა რ ხ ა რ
ყ ვ ა რ ხ ა რ
ვ ა რ ხ ა რ
              - ა რ ხ ა რ...სად ხარ?
რატომ წახვედი?რატომ დამრთე ნება შენი უფერული ზაფხულიც ერთი ჩვეულებრივი მოგონება ვყოფილიყავი?! მინდა უბრალო,ნაზი ღიმილით გამახსენდეს მთელი ეს ტკივილიი,ამჯერად სხვამაც გაიზიაროს ჩემი სიხარული...
- მინდა,ის სიტყვები დამავიწყდეს,რომლებიც გაანადგურა ჩვენმა უსათაურო გრძნობამ...დაამსხვრია ჩვენი სათუთად ნაშენები სამყარო...
Tumblr_lvi5bgkpbe1qaay1oo1_500_large 
- აღარ მინდა ის მომენტი გავიხსენო,როდესაც ჩვენი სათუთად ნაშენები „სახლიდან" „აგურები" ცვიოდნენ,მე კი ამას მშვიდად ვუყურებდი...ვუყურებდი თუ როგორ იმსხვრეოდა ჩემი შიშით ნაშენები,მაგრამ ბედნიერი წარმოსახვა,როგორ იწვოდნენ ჩემი წარმოსახვით ფურცელზე დაწერილი ოცნებები...ფიქრები...ემოციები...
და ეხლა? ეხლა მართლა ვწერ ფურცელზე რაღაცას...მინდა დავხიო,მაგრამ დაკუჭვის მეტს ვერაფერ ვუხერხებ-საბოლოოდ მაინც მენანება ჩემი შინაგანი ტანჯული სამყაროს განადგურება....
მერე რა,რომ დამჭკნარ ვარდსაც ვარდი ჰქვია?-უკარო და უფანჯრო სახლსაც სახლი?
ო,როგორ მინდა იმასაც რქმეოდა 
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი 
ი ყ ვ ა რ უ ლ ი
ყ ვ ა რ უ ლ ი
ვ ა რ უ ლ ი
ა რ უ ლ ი 
რ უ ლ ი 
უ ლ ი
 ლ ი 
და ექოდ წასულიყო მთებში...
სადღაც გადაკარგულიყო...სიგიჟეში გადაზრდილიყო...
   
ღმერთო,როგორ მინდა ეხლა ეს ბურთი ცრემლებად გადმოიღვაროს ჩემს თვალებში,რომელიც ყელში მაქვს გაჩხერილი.........მუსიკა მიდის....გარბის დროც...წამები...წუთები..საათები...დღეები...კვირები...თვეები....წლები...წყვდიადი ჩამოწოლილა ჩემს გულში...გული შენ ჩაგიკეტავს და გასაღებიც შენ წაგიღია...ჩემი მეორე „მეც" შენ წაგიღია...მხოლოდ სევდა და მონატრება დაგიტოვია,რომელსაც ვერაფერს აკლებს ვერც გაზაფხულის მშვენება და ვერც ჩიტების საამური ჭიკჭიკი....ვეღარც სანთელი ანათებს ამ წყვდიადს...
ვერც : დო... რე... მი...
როგორ მინდა , მაშინდელივით ის წითელი ბუშტი გავუშვათ ცაში...მერე მიიკარგოს...კოსმოსშიც იგრძნოს ჩვენი სიყვარულის გავლენა ერთმანეთშზე...

მაგრამ ამ დროის დაბრუნება ისეთივე ძნელია,როგორც ფიზიკოსებისთვის იმის დამტკიცება,რომ ნეიტრინო სინათლეზე სწრაფად მოძრაობს...ჩემი გრძნობები ისეთივე გულწრფელია,როგორც ზოგიერთი მომღერლიც მიერ მთელი სულითა და გულით ნამღერი სევდიანი სიმღერა...
დო...რე...მი...ფა...
ისეთივე ლააზი,როგორც პოეტის მიერ უმშვენიერესი ეპითეტებით შემკული მინიატურა...
და ახლა?-ახლა სანთლის შუქზე ვზივარ და რაღაცეებს ვჯღაბნი...ღამე თეთრად მათენდება თავზე...უბრალოდ მინდა,როცა დადგება დრო და ოთახს როიალის გამაყრუებელი ხმა გამოაცოცხლეს : სასურველია ბახის ან ჰენდელის,შენმა ლანდმა დრო გამონახოს,მოვიდეს ჩემთან და ღურში ჩამჩურჩულოს:
ეს ყველაფერი იყო ს ი ზ მ ა რ ი
                                 ი ზ მ ა რ ი
                                   ზ მ ა რ ი
                                      მ ა რ ი
                                        ა რ ი
                                             რ ი...
ყველაფერი მთებში ექოდ გაუჩინადრეს...
სოლ...ლა...სი...
და მუსიკაც დამთავრდეს...
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 731 | დაამატა: Tatti♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2013-03-20 Spam
momewona dzaan ))