მე ვარ ნინი ჯანელიძე 12 წლის, მიყვარს წითელი ფერი, ბინდი(წიგნიც და ფილმიც) კითხვა, ვარ კარგი მოსწავლე, ვგიჟდები ჯასტინ ბიბერზე და ასე შემდეგ. მინდა გიტხრატ როგორ ვარ ახლა. დღეს ჩემს თავში ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს! ჩემი ერთი მე ეუბნება მეორეს -დაანებე თავი ამ ჯასტინ ბიბერს! მაინც ვერასოდეს გაიცნობ. არც კი იცი რას წარმოადგენს! მან კი საერტოდ არ იცის ვინ ხარ! -მეორე მე პასუხობს - არასოდეს თქვა არასოდეს! ჯასტინი ჩემთვის ყველაფერია! -მისთვის კი არაფერ ხარ -მე მისთვის ფანი ვარ! -ფანი ფანი ნუთუ თავმოყვარეობა საერთოდ არ შეგრჩა! ასე თავს როგორ იმცირებ! ადრე სულ სხვანაირი იყავი! -ადრე. როდის ადრე მე ჯერ კიდევ 12 წლის ვარ და ჯერ ვერ მოვსულვარ ცხოვრების აზრზე და ადრე როცა მთლად ჩვილი ვიყავი ვინ უნდა გამეფანატებინა?! -შეაყარე კედელს ცერცვიო შენზეა ნათქვამი! ჯასტინ ბიბერმა დაგღუპა შენ! და ამ დროს ჩემი პირველი მე მარტო რჩება და ფიქრობს თავისთვის არა რა მართლა თავი უნდა დავანებო ამ ჯასტინ ბიბერს....... მაგრამ როცა მის სახელს გავიგონებ ტანში ჟრუანტელი მივლის. მე ისიც გამომიცდია როგორია როცა გაიღვიძებ და ხვდები შენთვის ჯასტინ ბიბერი აღარაფერს ნიშნავს და იცით ეს რა მტკივნეულია! მოკლედ ჩემი ფიქრები ბუნდოვანი და გაურკვეველია.........
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:684 | დაამატა:belieberi | რეიტინგი:5.0/1